პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს... შენს გვერდით მიგულე!" - რას წერს შოთა არველაძე ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებაზე?
"გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს... შენს გვერდით მიგულე!" - რას წერს შოთა არველაძე ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებაზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 29 წლის ყო­ფილ­მა ნა­ხე­ვარმცველ­მა ჯანო ანა­ნი­ძემ სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "სპორტ-ექ­სპრე­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანა­ნი­ძე უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას თა­ვად გა­ა­კე­თებს. ანა­ნი­ძის მიერ სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბას ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის უკა­ნას­კნე­ლი კლუ­ბი, ბა­თუ­მის "დი­ნა­მო" გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"პირ­ველ რიგ­ში, გვინ­და ჯა­ნოს ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვოთ და ჩვე­ნი გუნ­დის მა­ი­სუ­რით მო­ე­დან­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი წუ­თის­თვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ.

სამ­წუ­ხა­როდ, ტრავ­მე­ბის სიმ­რავ­ლემ ჯა­ნოს სა­ფეხ­ბურ­თო ნი­ჭის სრუ­ლად წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მან ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვარს უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი ემო­ცია აჩუ­ქა.

ღრმად ვართ დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი, რომ ჯანო ანა­ნი­ძე კვლა­ვაც დარ­ჩე­ბა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის სამ­სა­ხურ­ში და არა­ერთ სა­სი­კე­თო საქ­მეს გა­ა­კე­თებს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც sportall.ge-ზე გავ­რცელ­და.

ანა­ნი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და ამ­ჯე­რად "ჰა­ლის" თავ­კა­ცი შოთა არ­ვე­ლა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ჯანო, გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ კა­რი­ე­რის ნა­ად­რე­ვად დას­რუ­ლე­ბა გი­წევს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყა­ვი მო­ე­დან­ზეც და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხარ მო­ედ­ნის მიღ­მაც. ყვე­ლა წა­მო­წყე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ, შენს გვერ­დით მი­გუ­ლე!" - წერს არ­ვე­ლა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს... შენს გვერდით მიგულე!" - რას წერს შოთა არველაძე ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებაზე?

"გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს... შენს გვერდით მიგულე!" - რას წერს შოთა არველაძე ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებაზე?

საქართველოს ნაკრების 29 წლის ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესის" ინფორმაციით, ანანიძე უახლოეს პერიოდში კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს. ანანიძის მიერ საფეხბურთო კარიერის დასრულებას ყოფილი ფეხბურთელის უკანასკნელი კლუბი, ბათუმის "დინამო" გამოეხმაურა:

"პირველ რიგში, გვინდა ჯანოს ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ჩვენი გუნდის მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის მადლობა გადავუხადოთ.

სამწუხაროდ, ტრავმების სიმრავლემ ჯანოს საფეხბურთო ნიჭის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჯანო ანანიძე კვლავაც დარჩება ქართული ფეხბურთის სამსახურში და არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც sportall.ge-ზე გავრცელდა.

ანანიძის გადაწყვეტილებას ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ამჯერად "ჰალის" თავკაცი შოთა არველაძე გამოეხმაურა:

"ჯანო, გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს. განსაკუთრებული იყავი მოედანზეც და განსაკუთრებული ხარ მოედნის მიღმაც. ყველა წამოწყებაში წარმატებას გისურვებ, შენს გვერდით მიგულე!" - წერს არველაძე.