მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასაგებია ვისი ნებართვაცაა საჭირო... აქ ხომ კობახიძეები არ წყვეტენ" - სააკაშვილის მშობლები შვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ
"გასაგებია ვისი ნებართვაცაა საჭირო... აქ ხომ კობახიძეები არ წყვეტენ" - სააკაშვილის მშობლები შვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სწრა­ფად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, რომ მო­ეს­წროს მისი გა­დაყ­ვა­ნა უცხო­ე­თის კლი­ნი­კა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. მისი გა­დარ­ჩე­ნის და ხსნის გზაა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა, - ამის შე­სა­ხებ მიხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­მამ, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა კორ­პუს­მა უნდა იმუ­შა­ოს აქ­ტი­უ­რად და მო­ახ­დი­ნოს ზე­წო­ლა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე.

"აქ თვე­ებ­ზე არ არის ლა­პა­რა­კი, შე­იძ­ლე­ბა კვი­რებ­ზეც არა და დღე­ებ­ზე, სწრა­ფად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, რომ მო­ეს­წროს მისი გა­დაყ­ვა­ნა უცხო­ე­თის კლი­ნი­კა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, არის ძლი­ე­რი კლი­ნი­კე­ბი, მაგ­რამ მსგავ­სი მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კლი­ნი­კე­ბი არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა.

მისი გა­დარ­ჩე­ნის და ხსნის გზაა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა. რო­გორ უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ ამის გა­კე­თე­ბა? არა­ვინ არ აპი­რებს ხელ­ში ია­რა­ღის აღე­ბას, ბრძო­ლას და სა­დღაც შე­ვარ­დნას, სი­სუ­ლე­ლეა, არა­მედ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზე­ბით, ამის­თვის არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ბევ­რი ვა­რი­ან­ტი: აქ­ტი­უ­რო­ბა ოჯა­ხის, აქ­ტი­უ­რო­ბა იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­მელ­საც სჯე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის და რა­საკ­ვირ­ვე­ლია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი. შე­იძ­ლე­ბა შე­კი­თხვაც და­მის­ვათ, ხომ არის ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ბი, მა­გა­ლი­თად აშშ-ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ეს არ კმა­რა, აქა­ურ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა კორ­პუს­მა უნდა იმუ­შა­ოს აქ­ტი­უ­რად და მო­ახ­დი­ნოს ზე­წო­ლა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. სხვა გზა არ არ­სე­ბობს.

გა­სა­გე­ბია ვისი ნე­ბარ­თვა­ცაა სა­ჭი­რო რომ გა­ვუშ­ვათ სა­ზღვარ­გა­რეთ, აქ ხომ კო­ბა­ხი­ძე­ე­ბი არ წყვე­ტენ გაშ­ვე­ბის სა­კითხს, ეს ხომ აშ­კა­რაა. ყვე­ლა­ფე­რი მო­დის იქი­დან, სა­ი­და­ნაც ჩვენ ვი­ცით, ამი­ტომ, ალ­ბათ შედ­გე­ბა რა­ღაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. მე კი­დევ მაქვს იმე­დი ჰუ­მა­ნუ­რო­ბის, მაგ­რამ ვის­გან ჰუ­მა­ნუ­რო­ბის? არ არის ვა­რი­ან­ტი, რომ ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცა შე­ი­ცო­დოს და სა­დღაც გა­უშ­ვას და მისი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი წინა პლან­ზე და­ა­ყე­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ექი­მე­ბის დას­კვნით, სა­ა­კაშ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ზღვარ­გა­რეთ კლი­ნი­კა­ში, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის შე­სა­ფე­რი­სი კლი­ნი­კა, რო­მელ­საც მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

რო­გორც ალა­სა­ნი­ამ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, ახლა ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ შეც­ვლი­ლა, 7 თვის მან­ძილ­ზე ერთი მი­ზა­ნი გვაქვს, რომ რო­გორ­მე გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ჩემი შვი­ლი იქი­დან, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა და მისი სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. დღეს ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა იმი­ტომ, რომ გუ­შინ ახა­ლი დი­აგ­ნო­ზი გა­მო­ცხად­და, რო­გორც იქნა ექი­მე­ბი შე­ვიდ­ნენ, ეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და. მისი ექი­მე­ბის ჯგუ­ფი იყო შე­სუ­ლი და ახა­ლი დი­აგ­ნო­ზი და­ის­ვა.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი ასე­ვე არი­ან თურ­მე „ომის პარ­ტი­ის“ წევ­რე­ბი, მაგ­რამ რას იზამ. რა­ტომ­ღაც სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბა მაქვს. ახლა ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნი არის სას­წრა­ფოდ გა­მო­საყ­ვა­ნი და გა­და­საყ­ვა­ნი სად­მე კლი­ნი­კა­ში, ალ­ბათ უცხო­ეთ­ში. თვი­თონ ექი­მე­ბის აზ­რია ასე­თი, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვაქვს შე­სა­ფე­რი­სი კლი­ნი­კა, რო­მელ­საც ასე­თი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ამი­ტომ, ეს უნდა იყოს უსა­თუ­ოდ სად­მე გა­რეთ, ამის ძა­ლი­ან დიდი იმე­დი და მო­ლო­დი­ნი გვაქვს“,-გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა მათ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, გი­უ­ლი ალა­სა­ნია აცხა­დებს, რომ მათი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა არ შეც­ვლი­ლა.

"მუდ­მი­ვად დავ­დი­ვართ, ვა­კე­თებთ გან­ცხა­დე­ბებს, ვხვდე­ბით სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებს და ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზ ბატონო
0

ბატონო ნიკოლოზ, პირადად არ გიცნობთ თუმცა თქვენზე კარგის მეტი არაფერი მსმენია. მინდა გითხრათ რომ მის აღზრდაზე ადრეულ ასაკში უნდა გეფიქრათ, მისთვის მეტი დრო და ყურადღება უნდა დაგეთმოთ, ავანტიურისტი ბიძის ხელში არ უნდა ჩაგეგდოთ და შეიძლება მისგან კაცი გამოსულიყო. ახლა გვიანია თქვენი გამოჩენა და შვილზე ზრუნვა, როგორც ჩანს მისი შეცვლა მეტად რთული იქნება.

სსს
5

როცა აშავებდა მაშინ რომ ჩარეულიყავით და გერჩიათ რამე, მაგისთვისაც კარგი იქნებოდა და საქართველოსთვისაც. მაშინ ქვეყანა თქვენი და მიშიკოსი გეგონათ, არა?

ავტორი:

"გასაგებია ვისი ნებართვაცაა საჭირო... აქ ხომ კობახიძეები არ წყვეტენ" - სააკაშვილის მშობლები შვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

"გასაგებია ვისი ნებართვაცაა საჭირო... აქ ხომ კობახიძეები არ წყვეტენ" - სააკაშვილის მშობლები შვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოესწროს მისი გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში. საქართველოში არანაირი საშუალება არ არსებობს. მისი გადარჩენის და ხსნის გზაა საზღვარგარეთ გადაყვანა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა.

ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იმუშაოს აქტიურად და მოახდინოს ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე.

"აქ თვეებზე არ არის ლაპარაკი, შეიძლება კვირებზეც არა და დღეებზე, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოესწროს მისი გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში. საქართველოში არანაირი საშუალება არ არსებობს, არის ძლიერი კლინიკები, მაგრამ მსგავსი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კლინიკები არ არსებობს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია საზღვარგარეთ გადაყვანა.

მისი გადარჩენის და ხსნის გზაა საზღვარგარეთ გადაყვანა. როგორ უნდა მოვახერხოთ ამის გაკეთება? არავინ არ აპირებს ხელში იარაღის აღებას, ბრძოლას და სადღაც შევარდნას, სისულელეა, არამედ მშვიდობიანი გზებით, ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი ვარიანტი: აქტიურობა ოჯახის, აქტიურობა იმ საზოგადოების, რომელსაც სჯერა საქართველოს მომავლის და რასაკვირველია დიპლომატიური კორპუსი. შეიძლება შეკითხვაც დამისვათ, ხომ არის ვიღაც-ვიღაცები, მაგალითად აშშ-ის დეპარტამენტი, ეს არ კმარა, აქაურმა დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იმუშაოს აქტიურად და მოახდინოს ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე. სხვა გზა არ არსებობს.

გასაგებია ვისი ნებართვაცაა საჭირო რომ გავუშვათ საზღვარგარეთ, აქ ხომ კობახიძეები არ წყვეტენ გაშვების საკითხს, ეს ხომ აშკარაა. ყველაფერი მოდის იქიდან, საიდანაც ჩვენ ვიცით, ამიტომ, ალბათ შედგება რაღაც მოლაპარაკებები. მე კიდევ მაქვს იმედი ჰუმანურობის, მაგრამ ვისგან ჰუმანურობის? არ არის ვარიანტი, რომ ვიღაცამ ვიღაცა შეიცოდოს და სადღაც გაუშვას და მისი დამსახურებები წინა პლანზე დააყენოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექიმების დასკვნით, სააკაშვილი აუცილებლად უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ კლინიკაში, რადგან საქართველოში არ არის შესაფერისი კლინიკა, რომელსაც მსგავსი დაავადების მკურნალობის გამოცდილება აქვს.

როგორც ალასანიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ახლა ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

"ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, 7 თვის მანძილზე ერთი მიზანი გვაქვს, რომ როგორმე გამოვიყვანოთ ჩემი შვილი იქიდან, სადაც იმყოფება და მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ. დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა იმიტომ, რომ გუშინ ახალი დიაგნოზი გამოცხადდა, როგორც იქნა ექიმები შევიდნენ, ეს სახალხო დამცველის ინიციატივით მოხდა. მისი ექიმების ჯგუფი იყო შესული და ახალი დიაგნოზი დაისვა.

აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანების ჯგუფი ასევე არიან თურმე „ომის პარტიის“ წევრები, მაგრამ რას იზამ. რატომღაც სწორედ ამ ადამიანების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ადამიანი არის სასწრაფოდ გამოსაყვანი და გადასაყვანი სადმე კლინიკაში, ალბათ უცხოეთში. თვითონ ექიმების აზრია ასეთი, რომ სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოში არ გვაქვს შესაფერისი კლინიკა, რომელსაც ასეთი დაავადების მკურნალობის გამოცდილება აქვს. ამიტომ, ეს უნდა იყოს უსათუოდ სადმე გარეთ, ამის ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს“,-განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება მათ სამოქმედო გეგმას, გიული ალასანია აცხადებს, რომ მათი სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა.

"მუდმივად დავდივართ, ვაკეთებთ განცხადებებს, ვხვდებით საჭირო ადამიანებს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“,- განაცხადა გიული ალასანიამ.