პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინას ვერაფერი დაამარცხებს!.. გაუფრთხილდით თავებს. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე. გაუფრთხილდით უკრაინას!" - ვოლოდიმირ ზელენსკის სააღდგომო მილოცვა
"უკრაინას ვერაფერი დაამარცხებს!.. გაუფრთხილდით თავებს. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე. გაუფრთხილდით უკრაინას!" - ვოლოდიმირ ზელენსკის სააღდგომო მილოცვა

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სა­აღ­დგო­მო მი­ლოც­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. პრე­ზი­დენ­ტმა მო­სახ­ლე­ო­ბას წმინ­და სო­ფი­ას ტაძ­რი­დან სი­ტყვით მი­მარ­თა.

ვი­დეო პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ წმინ­და სო­ფი­ას ტა­ძა­რი არის სა­ლო­ცა­ვი, რო­მე­ლიც მტრის შე­მო­სე­ვე­ბი­სა და ოკუ­პა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად გა­დარ­ჩა. მისი თქმით, ისი­ნი წელს ბნელ პე­რი­ოდს გა­და­ლა­ხა­ვენ და იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ "ახლა ნა­თელ სა­მოს­ში არ არი­ან, ისი­ნი ნა­თე­ლი იდე­ე­ბის­თვის იბ­რძვი­ან“.

"ამ ნა­თელ დღეს, მე და უმე­ტე­სო­ბა ჩვენ­გა­ნი არ ვართ ნა­თელ სა­მოს­ში, მაგ­რამ ვიბ­რძვით ნა­თე­ლი იდე­ის­თვის, ნა­თელ მხა­რეს. ჩვენს მხა­რეს არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ხალ­ხი, უფა­ლი და უმაღ­ლე­სი ზე­ცი­უ­რი ბრწყინ­ვა­ლე­ბა“, -გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თქმით, სო­ფი­ას ტა­ძა­რი სიმ­ბო­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბას ატა­რებს და სა­ნამ ეს ად­გი­ლი იარ­სე­ბებს, იარ­სე­ბებს უკ­რა­ი­ნაც.

"ეს ად­გი­ლი სიმ­ბო­ლუ­რია, რად­გან გა­და­ურ­ჩა მონ­ღოლ­თა შე­მოჭ­რას და გერ­მა­ნე­ლი ნა­ცის­ტე­ბის ოკუ­პა­ცი­ას. ახლა კი ის გა­უძ­ლებს რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ნა­ცის­ტუ­რი ჯა­რე­ბის შე­მოჭ­რას. სა­ნამ არის ორან­ტა, არის სო­ფია და მას­თან ერ­თად დგას კი­ე­ვი, მათ­თან იდ­გე­ბა მთე­ლი უკ­რა­ი­ნა“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ახ­სე­ნა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დღეს სა­ხელ­მწი­ფოს და უკ­რა­ი­ნას იცა­ვენ, მათ შო­რის სამ­ხედ­რო­ე­ბი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია, მე­სა­ზღვრე­ე­ბი, დაზ­ვერ­ვა და ა.შ. გარ­და ამი­სა, მან მო­იხ­სე­ნია მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ექი­მე­ბი, მე­ხან­ძრე­ე­ბი და მაშ­ვე­ლე­ბი. ხაზ­გას­მით და ცალ­კე მო­იხ­სე­ნია პრე­ზი­დენ­ტმა დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ომი­დან შვილს ელო­დე­ბი­ან და ისი­ნი, ვინც ფრონ­ტის ხა­ზი­დან შვი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ელი­ან. მისი თქმით, შარ­შან უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა აღ­დგო­მა სახ­ლში აღ­ნიშ­ნეს კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, წელს კი ვირუ­სი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

"შარ­შან ჩვენ აღ­ვნიშ­ნეთ აღ­დგო­მა სახ­ლში პან­დე­მი­ის გამო. წელს კვლავ აღ­ვნიშ­ნავთ ქრის­ტეს აღ­დგო­მას სხვაგ­ვა­რად, ვიდ­რე ადრე სხვა ვირუ­სის გამო. ჭი­რის გამო, რო­მელ­საც ომი ჰქვია. შარ­შან­დელ და ამ­ჟა­მინ­დე­ლი საფრ­თხეს ერთი რამ აერ­თი­ა­ნებს - უკ­რა­ი­ნას ვე­რა­ფე­რი და­ა­მარ­ცხებს“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და ისიც, რომ აღ­დგო­მა არის სიკ­ვდილ­ზე სი­ცო­ცხლის გა­მარ­ჯვე­ბის, ბო­რო­ტე­ბა­ზე სი­კე­თის და სიბ­ნე­ლე­ზე სი­ნათ­ლის გა­მარ­ჯვე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი, "სწო­რედ ამი­ტომ გა­მარ­ჯვე­ბა უკ­რა­ი­ნის მხა­რე­საა:. ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა ღმერ­თს მხო­ლოდ ერთს სთხოვს - მშვი­დო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას. მან ასე­ვე მო­უ­წო­და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, გა­უფრ­თხილ­დნენ თა­ვი­ანთ თავს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს და უკ­რა­ი­ნას.

"აღ­დგო­მას ღმერ­თს ვთხოვთ დიდ წყა­ლო­ბას ჩვე­ნი დიდი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის - ეს არის კი­დევ ერთი დიდი დღე, დღე, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში დიდი მშვი­დო­ბა დად­გე­ბა. და მას­თან ერ­თად - მა­რა­დი­უ­ლი ჰარ­მო­ნია და კე­თილ­დღე­ო­ბა. გა­უფრ­თხილ­დით თა­ვებს. იზ­რუ­ნეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე. გა­უფრ­თხილ­დით უკ­რა­ი­ნას! ქრის­ტე აღ­სდგა! ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა!“ - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"უკრაინას ვერაფერი დაამარცხებს!.. გაუფრთხილდით თავებს. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე. გაუფრთხილდით უკრაინას!" - ვოლოდიმირ ზელენსკის სააღდგომო მილოცვა

"უკრაინას ვერაფერი დაამარცხებს!.. გაუფრთხილდით თავებს. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე. გაუფრთხილდით უკრაინას!" - ვოლოდიმირ ზელენსკის სააღდგომო მილოცვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო მილოცვა გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა მოსახლეობას წმინდა სოფიას ტაძრიდან სიტყვით მიმართა.

ვიდეო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ წმინდა სოფიას ტაძარი არის სალოცავი, რომელიც მტრის შემოსევებისა და ოკუპაციის მიუხედავად გადარჩა. მისი თქმით, ისინი წელს ბნელ პერიოდს გადალახავენ და იმისდა მიუხედავად, რომ "ახლა ნათელ სამოსში არ არიან, ისინი ნათელი იდეებისთვის იბრძვიან“.

"ამ ნათელ დღეს, მე და უმეტესობა ჩვენგანი არ ვართ ნათელ სამოსში, მაგრამ ვიბრძვით ნათელი იდეისთვის, ნათელ მხარეს. ჩვენს მხარეს არის ჭეშმარიტება, ხალხი, უფალი და უმაღლესი ზეციური ბრწყინვალება“, -განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სოფიას ტაძარი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს და სანამ ეს ადგილი იარსებებს, იარსებებს უკრაინაც.

"ეს ადგილი სიმბოლურია, რადგან გადაურჩა მონღოლთა შემოჭრას და გერმანელი ნაცისტების ოკუპაციას. ახლა კი ის გაუძლებს რუსული საოკუპაციო ნაცისტური ჯარების შემოჭრას. სანამ არის ორანტა, არის სოფია და მასთან ერთად დგას კიევი, მათთან იდგება მთელი უკრაინა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახსენა ის ადამიანები, რომლებიც ამ დღეს სახელმწიფოს და უკრაინას იცავენ, მათ შორის სამხედროები, ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები, დაზვერვა და ა.შ. გარდა ამისა, მან მოიხსენია მოხალისეები, ექიმები, მეხანძრეები და მაშველები. ხაზგასმით და ცალკე მოიხსენია პრეზიდენტმა დედები, რომლებიც ომიდან შვილს ელოდებიან და ისინი, ვინც ფრონტის ხაზიდან შვილების დაბრუნებას ვერ ელიან. მისი თქმით, შარშან უკრაინელებმა აღდგომა სახლში აღნიშნეს კორონავირუსის გამო, წელს კი ვირუსი სრულიად განსხვავებულია.

"შარშან ჩვენ აღვნიშნეთ აღდგომა სახლში პანდემიის გამო. წელს კვლავ აღვნიშნავთ ქრისტეს აღდგომას სხვაგვარად, ვიდრე ადრე სხვა ვირუსის გამო. ჭირის გამო, რომელსაც ომი ჰქვია. შარშანდელ და ამჟამინდელი საფრთხეს ერთი რამ აერთიანებს - უკრაინას ვერაფერი დაამარცხებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა განაცხადა ისიც, რომ აღდგომა არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ბოროტებაზე სიკეთის და სიბნელეზე სინათლის გამარჯვების დღესასწაული, "სწორედ ამიტომ გამარჯვება უკრაინის მხარესაა:. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ღმერთს მხოლოდ ერთს სთხოვს - მშვიდობასა და კეთილდღეობას. მან ასევე მოუწოდა ყველა მოქალაქეს, გაუფრთხილდნენ თავიანთ თავს, საყვარელ ადამიანებს და უკრაინას.

"აღდგომას ღმერთს ვთხოვთ დიდ წყალობას ჩვენი დიდი ოცნების ასრულებისთვის - ეს არის კიდევ ერთი დიდი დღე, დღე, როდესაც უკრაინაში დიდი მშვიდობა დადგება. და მასთან ერთად - მარადიული ჰარმონია და კეთილდღეობა. გაუფრთხილდით თავებს. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე. გაუფრთხილდით უკრაინას! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

იხილეთ ასევე: