სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NDI-ის მორიგი კვლევა: "ქართული ოცნება" - 22%, "ნაციონალური მოძრაობა" - 7%
NDI-ის მორიგი კვლევა: "ქართული ოცნება" - 22%, "ნაციონალური მოძრაობა" - 7%

NDI-ის კვლე­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 22%-ის აზ­რით, მის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ახ­ლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დგას, 7% "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ასა­ხე­ლებს, 64% კი მი­იჩ­ნევს, რომ არ­ცერ­თი პარ­ტია არ დგას "ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის“ (NDI) კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2022 წლის თე­ბერ­ვლის თვე­ში გა­მო­კი­თხულ­თა 26%-ის აზ­რით, მის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ახ­ლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დგას, მარ­ტის თვე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვი­სას კი ეს მო­ნა­ცე­მი 22%-ს შე­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, გა­მო­კი­თხულ­თა თე­ბერ­ვალ­სა და მარ­ტში, 7-7% -ის აზ­რით, მის შე­ხე­დუ­ლე­ბას­თან ახ­ლოს სწო­რედ ეს პარ­ტია დგას.

თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­კი­თხულ­თა 7%-ის აზ­რით, მის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ახ­ლოს სხვა პარ­ტი­ე­ბი დგა­ნან, ხოლო მარ­ტში ეს მო­ნა­ცე­მი 6%-ს შე­ად­გენს.

თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­კი­თხულ­თა 60%, ხოლო მარ­ტში გა­მო­კი­თხულ­თა 64% მი­იჩ­ნევს, რომ მის შე­ე­ხე­დუ­ლე­ბას­თან ახ­ლოს არ­ცერ­თი პარ­ტია არ დგას ან არ აქვს კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი.

ამას­თან, რო­გორც "ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის“ კვლე­ვი­დან ირ­კვე­ვა, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ იცის ან არ ასა­ხე­ლებს იმ პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც მის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს დგას. კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტია მხო­ლოდ 35%-მა და­ა­სა­ხე­ლა. პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­საც­ნო­ბად ვერ გა­მოდ­გე­ბა.

ცნო­ბის­თვის, კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2 ეტა­პად ჩა­ტარ­და. თე­ბერ­ვალ­ში სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი მო­ი­ცავ­და 3-15 თე­ბერ­ვალს. 2,036 დას­რუ­ლე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს (18% გა­მო­პა­სუ­ხე­ბა, AAPOR სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით); სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი +/- 1.8%; ხოლო მარ­ტში სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი მო­ი­ცავ­და 9 -20 მარტს. 2,024 დას­რუ­ლე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს (18% გა­მო­პა­სუ­ხე­ბა, AAPOR სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით); სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი +/-1.6%

სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში, ზუგ­დიდ­ში, ახალ­ქა­ლაქ­სა და მარ­ნე­ულ­ში. ყვე­ლა ინ­ტერ­ვიუ ჩა­ტარ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­მო­კი­თხვის მე­თო­დით. რეს­პონ­დენ­ტე­ბი მარ­ტი­ვი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის გზით - შემ­თხვე­ვით ნო­მერ­ზე და­რეკ­ვის მე­თო­დით შე­ირჩნენ. ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჩა­ტარ­და ქარ­თულ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ, სომ­ხურ და რუ­სულ ენებ­ზე. კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თია (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). გარ­და ამი­სა, კვლე­ვა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თია თბი­ლი­სის, ურ­ბა­ნუ­ლი და სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
0

სატელეფონო გამოკითხვა სისულელეა. უმეტესობას ეშინია და თავის არჩევანს მალავს.

გიორგი
1

რეალური პროცენტებია. დღევანდელი პოლიტიკური ფენა შევარდნაძის რეჟიმის უშუალო მემკვიდრეა. 1992 წლიდან მოყოლებული, უკეთეს შემთხვევაში ეს ხალხი პოლიტიკაში ფულის საშოვნელად მოვიდა. უარეს შემთხვევაში კი ესენი ქართველი ერის მოღალატენი ან უბრალოდ მტრები არიან. ამიტომაა, რომ ქართველობის 64% არც ქოცის სჯერა და არც ნაცის. ვინმე წესიერი, საქართველოზე შეყვარებული კაცი რომ გამოჩნდეს, ამ 64% დაემატება ქოც-ნაცების ელექტორატის ნახევარი მაინც და ამგვარ წესიერ კაცს გაჰყვება. ადმინ, არ დაბლოკო, თუ კაცი ხარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

NDI-ის მორიგი კვლევა: "ქართული ოცნება" - 22%, "ნაციონალური მოძრაობა" - 7%

NDI-ის მორიგი კვლევა: "ქართული ოცნება" - 22%, "ნაციონალური მოძრაობა" - 7%

NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს "ქართული ოცნება“ დგას, 7% "ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 64% კი მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია არ დგას "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, 2022 წლის თებერვლის თვეში გამოკითხულთა 26%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს "ქართული ოცნება“ დგას, მარტის თვეში ჩატარებული კვლევისას კი ეს მონაცემი 22%-ს შეადგენს.

რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა თებერვალსა და მარტში, 7-7% -ის აზრით, მის შეხედულებასთან ახლოს სწორედ ეს პარტია დგას.

თებერვალში გამოკითხულთა 7%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს სხვა პარტიები დგანან, ხოლო მარტში ეს მონაცემი 6%-ს შეადგენს.

თებერვალში გამოკითხულთა 60%, ხოლო მარტში გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ მის შეეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას ან არ აქვს კითხვაზე პასუხი.

ამასთან, როგორც "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევიდან ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კონკრეტული პარტია მხოლოდ 35%-მა დაასახელა. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%

საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.