კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანგო ფულს "ტეხავდა"... ლვოვში რომ ჩავედით, ვიღაცებმა მანქანით მოაკითხეს და საერთოდ გაქრნენ" - სკანდალური ბრალდება და ბლოგერის პასუხი
"მანგო ფულს "ტეხავდა"... ლვოვში რომ ჩავედით, ვიღაცებმა მანქანით მოაკითხეს და საერთოდ გაქრნენ" - სკანდალური ბრალდება და ბლოგერის პასუხი

უკ­რა­ი­ნა­ში ომი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა იქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ბევ­რი გუ­ლან­თე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ჩა­ვი­და უკ­რა­ი­ნა­ში სა­ომ­რად და მათი ნა­წი­ლი ამ დრომ­დე წინა ხაზ­ზე იბ­რძვის, ნა­წი­ლი უკვე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში 9 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი დაგ­ვე­ღუ­პა.

ბლო­გე­რი კუ­კუ­რი ბა­რა­მი­ძე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა დო­მე­ნიკ მან­გოს სა­ხე­ლით იც­ნობს, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ომ­რად იყო ჩა­სუ­ლი და იქი­დან უკვე დაბ­რუნ­და. ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მო­უ­წო­და უკ­რა­ი­ნა­ში წამ­სვლელ ადა­მი­ა­ნებს, ერ­თად შეკ­რე­ბი­ლიყ­ვნენ და რომ მგზავ­რო­ბას თა­ვად გა­უ­წევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას. მარ­თლაც ასე მოხ­და, ისი­ნი ერთი ავ­ტო­ბუ­სით ჩა­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში. მან­გომ მა­შინ ან­გა­რი­შის ნო­მე­რიც დადო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ხალ­ხს მო­უ­წო­და, თან­ხე­ბი ჩა­ე­რი­ცხათ, რომ საბ­რძოლ­ვე­ლად წა­სულ ბი­ჭებს ტრან­სპორ­ტის, გზის და კვე­ბის ფული ჰქო­ნო­დათ. მათ გარ­და უკ­რა­ი­ნა­ში სხვა­დას­ხვა გზით კი­დევ ბევ­რი ქარ­თვე­ლი ჩა­ვი­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მან­გოს მი­სა­მარ­თით ბრალ­დე­ბე­ბი გა­ის­მა და მას ამ ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში ამ­ხე­ლენ, თა­ვად მან­გო კი ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" გი­ორ­გი გო­გო­ტიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

"მე გი­ორ­გი გო­გო­ტიშ­ვი­ლი ვარ. უკ­რა­ი­ნის ომი რომ და­ი­წყო, იქ ჩას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, რად­გან ამ მოვ­ლე­ნებს შო­რი­დან ვერ ვუ­ყუ­რებ­დი. მინ­დო­და, მეც მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გვერ­დით დავ­მდგა­რი­ყა­ვი, რად­გან ვთვლი, რომ იქ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დიც წყდე­ბა. როცა და­ვი­ნა­ხე, და­ი­წყო ჯგუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მათ მეც შე­ვუ­ერ­თდი. გახ­სოვთ, მა­შინ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარს ამ­ბობ­და თვითმფრი­ნა­ვით ჩვენს იქ წას­ვლა­ზე, ამი­ტომ დო­მე­ნიკ მან­გოს და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით აცხა­დებ­და, რომ ჯგუფს უხელ­მძღვა­ნე­ლებ­და. მან სას­წრა­ფოდ თა­ვი­სი ან­გა­რი­შის ნო­მე­რიც გახ­სნა, ხალ­ხს მო­უ­წო­დებ­და, თან­ხე­ბი ჩა­ე­რი­ცხათ, რათა ამ ფუ­ლით სა­ომ­რად წას­ვლა შეგვძლე­ბო­და.

ამ ან­გა­რიშ­ზე მარ­თლაც ირი­ცხე­ბო­და სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხე­ბი. ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი იყო და ხალ­ხი იმ­დე­ნად იყო შეძ­რუ­ლი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ით, რი­ცხავ­დნენ თან­ხებს. მან­გოს ლაივ-ჩარ­თვე­ბიც ჰქონ­და. ბევ­რი გუ­ლან­თე­ბუ­ლი ბიჭი იყო შეკ­რე­ბი­ლი და ერ­თად წა­ვე­დით. სწო­რედ მა­შინ, მგზავ­რო­ბის დროს, გა­ვი­ცა­ნი და­ვით მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი, მე­ო­მა­რი ბიჭი, რო­მელ­საც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და და, სამ­წუ­ხა­როდ, იქ და­ი­ღუ­პა.

გზა­ში რამ­დე­ნი­მე ბიჭ­მა დო­მე­ნიკ მან­გოს რამ­დენ­ჯერ­მე ვუ­თხა­რით, ჩვე­ნი სა­ხე­ლით ფულს რომ არი­ცხვი­ნებ ამ ხალ­ხს, ჩაგ­ვა­ხე­დე, ვინ რას გი­რი­ცხავს და ამ თან­ხებს რაში ხარ­ჯავ-თქო. ეს იმი­ტომ გა­ვა­კე­თეთ, რომ გზა­ზე ხალ­ხს საჭ­მელ­საც არ აჭ­მევ­და, არა­და, ვხე­დავ­დით, სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხე­ბი ირი­ცხე­ბო­და. მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ყო­ველ 4 სა­ათ­ში უნდა გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ ტრან­სპორ­ტი და უნდა უზ­რუნ­ველ­ყო ხალ­ხის ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხით ჩვე­ნი კვე­ბა. მან­გოს იმე­დად არ ვყო­ფილ­ვარ წა­სუ­ლი, ჩემი ფული მიმ­ქონ­და, მაგ­რამ უსა­მარ­თლო­ბას ვერ ვი­ტან.

ავ­ტო­ბუ­სი რომ ჩერ­დე­ბო­და, თვი­თონ და მისი ჯგუ­ფის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ჭამ­და და სხვებს არა­ფერს აწ­ვდი­და. ხში­რად ვერ სა­დი­ლობ­და ის, ვი­საც ფული არ ჰქონ­და წა­მო­ღე­ბუ­ლი. ასე­თი უსა­მარ­თლო­ბა რომ და­ვი­ნა­ხე, ვუ­თხა­რი, ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი მაჩ­ვე­ნე-მეთ­ქი. ჩა­ვალ ლვოვ­ში და იქ გაჩ­ვე­ნებ ყვე­ლა­ფერს, ახლა ხმა­ურს ნუ ატე­ხა­ვო, - მი­თხრა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
0

და შენ სად ბრძოლობ, ისიც თქვი ლვოვში ბრძოლა არ იყიო და სად მიყვებოდი არც შენი მჯერა რითი ხარ დომენიკზე უკეთესი.

123
2

მჯერა რომ იმ ბიჭმა,მანგოზე სიმართლე თქვა.

ავტორი:

"მანგო ფულს "ტეხავდა"... ლვოვში რომ ჩავედით, ვიღაცებმა მანქანით მოაკითხეს და საერთოდ გაქრნენ" - სკანდალური ბრალდება და ბლოგერის პასუხი

"მანგო ფულს "ტეხავდა"... ლვოვში რომ ჩავედით, ვიღაცებმა მანქანით მოაკითხეს და საერთოდ გაქრნენ" - სკანდალური ბრალდება და ბლოგერის პასუხი

უკრაინაში ომი ამ დრომდე გრძელდება. მთელი მსოფლიოს ყურადღება იქ არსებული ვითარებისკენ არის მიმართული. ომის დაწყების პირველივე დღეებში ბევრი გულანთებული ქართველი ჩავიდა უკრაინაში საომრად და მათი ნაწილი ამ დრომდე წინა ხაზზე იბრძვის, ნაწილი უკვე სამშობლოში დაბრუნდა. სამწუხაროდ, ამ უთანასწორო ბრძოლაში 9 ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა.

ბლოგერი კუკური ბარამიძე, რომელსაც საზოგადოება დომენიკ მანგოს სახელით იცნობს, უკრაინაში საომრად იყო ჩასული და იქიდან უკვე დაბრუნდა. ომის პირველივე დღეებში მან სოციალური ქსელით მოუწოდა უკრაინაში წამსვლელ ადამიანებს, ერთად შეკრებილიყვნენ და რომ მგზავრობას თავად გაუწევდა ორგანიზებას. მართლაც ასე მოხდა, ისინი ერთი ავტობუსით ჩავიდნენ უკრაინაში. მანგომ მაშინ ანგარიშის ნომერიც დადო სოციალურ ქსელში და ხალხს მოუწოდა, თანხები ჩაერიცხათ, რომ საბრძოლველად წასულ ბიჭებს ტრანსპორტის, გზის და კვების ფული ჰქონოდათ. მათ გარდა უკრაინაში სხვადასხვა გზით კიდევ ბევრი ქართველი ჩავიდა.

სოციალურ ქსელში მანგოს მისამართით ბრალდებები გაისმა და მას ამ ჩარიცხული თანხების მითვისებაში ამხელენ, თავად მანგო კი ამას კატეგორიულად უარყოფს.

"კვირის პალიტრასთან" გიორგი გოგოტიშვილი საუბრობს:

"მე გიორგი გოგოტიშვილი ვარ. უკრაინის ომი რომ დაიწყო, იქ ჩასვლა გადავწყვიტე, რადგან ამ მოვლენებს შორიდან ვერ ვუყურებდი. მინდოდა, მეც მიმეღო მონაწილეობა და უკრაინელი ხალხის გვერდით დავმდგარიყავი, რადგან ვთვლი, რომ იქ დღეს საქართველოს ბედიც წყდება. როცა დავინახე, დაიწყო ჯგუფების ორგანიზება, მათ მეც შევუერთდი. გახსოვთ, მაშინ ჩვენი ხელისუფლება უარს ამბობდა თვითმფრინავით ჩვენს იქ წასვლაზე, ამიტომ დომენიკ მანგოს დავუკავშირდი, რომელიც სოციალური ქსელით აცხადებდა, რომ ჯგუფს უხელმძღვანელებდა. მან სასწრაფოდ თავისი ანგარიშის ნომერიც გახსნა, ხალხს მოუწოდებდა, თანხები ჩაერიცხათ, რათა ამ ფულით საომრად წასვლა შეგვძლებოდა.

ამ ანგარიშზე მართლაც ირიცხებოდა სერიოზული თანხები. ომის დაწყების პირველი დღეები იყო და ხალხი იმდენად იყო შეძრული რუსეთის აგრესიით, რიცხავდნენ თანხებს. მანგოს ლაივ-ჩართვებიც ჰქონდა. ბევრი გულანთებული ბიჭი იყო შეკრებილი და ერთად წავედით. სწორედ მაშინ, მგზავრობის დროს, გავიცანი დავით მენაბდიშვილი, მეომარი ბიჭი, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა და, სამწუხაროდ, იქ დაიღუპა.

გზაში რამდენიმე ბიჭმა დომენიკ მანგოს რამდენჯერმე ვუთხარით, ჩვენი სახელით ფულს რომ არიცხვინებ ამ ხალხს, ჩაგვახედე, ვინ რას გირიცხავს და ამ თანხებს რაში ხარჯავ-თქო. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ გზაზე ხალხს საჭმელსაც არ აჭმევდა, არადა, ვხედავდით, სერიოზული თანხები ირიცხებოდა. მოლაპარაკებული ვიყავით, ყოველ 4 საათში უნდა გაეჩერებინათ ტრანსპორტი და უნდა უზრუნველყო ხალხის ჩარიცხული თანხით ჩვენი კვება. მანგოს იმედად არ ვყოფილვარ წასული, ჩემი ფული მიმქონდა, მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან.

ავტობუსი რომ ჩერდებოდა, თვითონ და მისი ჯგუფის კიდევ რამდენიმე ადამიანი ჭამდა და სხვებს არაფერს აწვდიდა. ხშირად ვერ სადილობდა ის, ვისაც ფული არ ჰქონდა წამოღებული. ასეთი უსამართლობა რომ დავინახე, ვუთხარი, ჩარიცხული თანხები მაჩვენე-მეთქი. ჩავალ ლვოვში და იქ გაჩვენებ ყველაფერს, ახლა ხმაურს ნუ ატეხავო, - მითხრა...წაიკითხეთ სრულად