კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავერსი-რაციონალმა" საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების მიხედვით მუდმივი ლიდერის სტატუსი  მესამედ მიიღო
"ავერსი-რაციონალმა" საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების მიხედვით მუდმივი ლიდერის სტატუსი  მესამედ მიიღო

15 აპ­რილს, შვე­ი­ცა­რი­ის სა­რე­ი­ტინ­გო ასო­ცი­ა­ცი­ის და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გე­ბის კავ­ში­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ჯილ­დო­ე­ბის მე­თორ­მე­ტე ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, ქარ­თულ ფარ­მა­ცევ­ტულ სა­წარ­მოს "ავერ­სი-რა­ცი­ო­ნალს" გა­და­ე­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო "Leader of the Year". მუდ­მი­ვი ლი­დე­რის სტა­ტუ­სი მან უკვე მე­სა­მედ მი­ი­ღო.

- შვე­ი­ცა­რი­ულ და ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა კი­დევ ერთი დას­ტუ­რია, იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფერს ხა­რის­ხი­ა­ნად, მა­ღალ დო­ნე­ზე ვა­კე­თებთ - აღ­ნიშ­ნა "ავერ­სი-რა­ცი­ო­ნა­ლის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მალ­ხაზ კურ­ტა­ნი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გებ­ზე კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­დგე­ნა სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცემ­ზე დაყ­რდნო­ბით ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად: რო­გო­რია კომ­პა­ნი­ის წლი­უ­რი ბრუნ­ვა, და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში შე­ტა­ნი­ლი თან­ხე­ბი. ინ­ფორ­მა­ცია დგე­ბა სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის სა­ჯა­რო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, რაც ობი­ექ­ტურ, ციფ­რებ­ზე დაყ­რდნო­ბილ შე­დე­გებს უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გის" ხელ­მძღვა­ნელ­მა მაკა კუ­ტუ­ბი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ წლე­ვან­დელ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჯილ­დო გა­და­ე­ცათ ქარ­თულ და უკ­რა­ი­ნულ წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ებს; კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვეს თა­ვი­ანთ სფე­რო­ში. ჯილ­დო მათი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და წარ­მა­ტე­ბის დას­ტუ­რია.

R

ავტორი:

"ავერსი-რაციონალმა" საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების მიხედვით მუდმივი ლიდერის სტატუსი  მესამედ მიიღო

"ავერსი-რაციონალმა" საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების მიხედვით მუდმივი ლიდერის სტატუსი  მესამედ მიიღო

15 აპრილს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების მეთორმეტე ცერემონიაზე, ქართულ ფარმაცევტულ საწარმოს "ავერსი-რაციონალს" გადაეცა საერთაშორისო ჯილდო "Leader of the Year". მუდმივი ლიდერის სტატუსი მან უკვე მესამედ მიიღო.

- შვეიცარიულ და ნაციონალურ ბიზნეს რეიტინგებში გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია, იმისა, რომ ყველაფერს ხარისხიანად, მაღალ დონეზე ვაკეთებთ - აღნიშნა "ავერსი-რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ. მისივე თქმით, საერთაშორისო რეიტინგებზე კომპანიების წარდგენა სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით ხდება, მაგალითად: როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები. ინფორმაცია დგება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჯარო მონაცემების მიხედვით, რაც ობიექტურ, ციფრებზე დაყრდნობილ შედეგებს უზრუნველყოფს.

ორგანიზაცია "საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის" ხელმძღვანელმა მაკა კუტუბიძემ აღნიშნა, რომ წლევანდელ ცერემონიაზე ჯილდო გადაეცათ ქართულ და უკრაინულ წარმატებულ კომპანიებს; კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში. ჯილდო მათი პროფესიონალიზმის და წარმატების დასტურია.

R