ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ უკრაინაში იმაზე მეტი ადამიანი ჩავიდა, ვიდრე ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ლინკევიჩუსმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისივე თქმით, უკრაინელი ერის დამარცხება შეუძლებელია.
"პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, უკრაინაში პირველად იმაზე მეტი ადამიანი ჩავიდა, ვიდრე დატოვა. ამ ერის დამარცხება შეუძლებელია“, - წერია ლინკევიჩუსის განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, 17 აპრილს უკრაინის ტერიტორია 28 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა - მათგან დაახლოებით 19 000-მა პოლონეთთან საზღვარი გადაკვეთა, დანარჩენი კი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებსა და მოლდოვაში წავიდა. ამის პარალელურად, უკრაინის სახელმწიფო უწყება აცხადებს, რომ ამავე დღეს უკრაინაში თითქმის 29 000 ადამიანი ჩავიდა, მათგან დაახლოებით 26 000 უკრაინელია.