პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რკინის გენერალი" - ვინ ხელმძღვანელობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რას ამბობდა ის რუსეთის შესაძლო შეჭრაზე?
"რკინის გენერალი" - ვინ ხელმძღვანელობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რას ამბობდა ის რუსეთის შესაძლო შეჭრაზე?

ვა­შინგტონს, მოს­კოვს და მსოფ­ლი­ოს უმე­ტეს ნა­წილს ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ რუ­სე­თის არ­მია უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ა­ნად­გუ­რებ­და უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლებს. მაგ­რამ ასე არ ფიქ­რობ­და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გე­ნე­რა­ლი ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს დამ­პყრობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას. მისი თავ­კა­ცო­ბით უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ უდი­დე­სი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა რუ­სე­თის ჯარს და აი­ძუ­ლა ოკუ­პან­ტე­ბი, უკან და­ე­ხი­ათ (უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბოლო ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში 20 000-მდე ჯა­რის­კა­ცი და­კარ­გა).

თუკი შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ერთ ადა­მი­ანს მი­ვა­წე­როთ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბა, კი­ე­ვი­სა და სხვა დიდი ქა­ლა­ქე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი დაც­ვა და­ბომბვე­ბის ფონ­ზე - ეს არის ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი, 48 წლის გე­ნე­რა­ლი, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და და უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რად პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ 2021 წლის ივ­ლის­ში და­ნიშ­ნა.

მას უკ­რა­ი­ნა­ში გმირს, "რკი­ნის გე­ნე­რალს" უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ის თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ო­ბის სამ­ხედ­რო, ახა­ლი ეპო­ქის ჯა­რის ნა­წი­ლია.

ზა­ლუ­ჟ­ნი გა­ურ­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას და ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნაკ­ლე­ბი ილა­პა­რა­კონ მას­ზე, რო­გორც სა­ხელ­გან­თქმულ გე­ნე­რალ­ზე.

  • ეს არის კაცი, რო­მელ­საც თვი­თო­ნაც უო­მია, რო­მელ­მაც ბრძო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა დონ­ბა­სის 8-წლი­ან ომში მი­ი­ღო, გავ­ლი­ლი აქვს სწავ­ლე­ბა ნატო-ს ჯარ­თან ერ­თად. ზა­ლუ­ჟ­ნის უკავ­შირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა. მათ შო­რის, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ის პი­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რომ­ლე­ბიც ძვე­ლე­ბუ­რი, საბ­ჭო­თა მიდ­გო­მის მომ­ხრე­ე­ბი იყ­ვნენ და ასე­თე­ბი უკ­რა­ი­ნის ჯარს მრავ­ლად ჰყავ­და.

ზა­ლუ­ჟ­ნი ნა­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად ფორ­მი­რე­ბუ­ლი იმ უკ­რა­ი­ნელ პრო­ფე­სი­ო­ნალ ოფი­ცერ­თა ჯგუ­ფის წევ­რი იყო, რომ­ლე­ბიც მი­ის­წრაფ­ვოდ­ნენ და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის­კენ და დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის­კენ.

  • "მე შე­მიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კო ზა­ლუ­ჟ­ნი­ზე, რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ახა­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე“, - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი, ოლექ­სი მელ­ნი­კი.

2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ორი თვით ადრე, ვიდ­რე აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია და­ი­წყებ­და ხმა­მა­ღა­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის გა­ცე­მას უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან რუ­სე­თის ჯა­რის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე და რუ­სე­თის შეჭ­რის გეგ­მის შე­სა­ხებ, ზა­ლუ­ჟ­ნი უკვე მუ­შა­ობ­და მო­სა­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა­ზე.

2021 წლის სექ­ტემ­ბე­რი, წრთვნა ლვო­ვის მახ­ლობ­ლად

"ამა­ზე ყო­ველ­თვის ვლა­პა­რა­კობ­დი მას შემ­დეგ, რაც ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ვი­კა­ვე. ჩვე­ნი, რო­გორც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ამო­ცა­ნაა, არ ვე­ლო­დოთ ზე­ცი­ურ მა­ნა­ნას. ჩვენ უნდა მო­ვემ­ზა­დოთ და ამის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. ვა­ტა­რებთ წვრთნებს, მათ შო­რის და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ნა­ტოს წევ­რებ­თან და ნა­ტოს პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან ერ­თად. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მტერს ნაკ­ლე­ბად მო­უნ­დეს მსგავ­სი სცე­ნა­რით მოქ­მე­დე­ბა (შე­მოჭ­რა)“, - ამ­ბობ­და უკ­რა­ი­ნის ჯა­რის მე­თა­უ­რი.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან ერ­თად

  • მალე რუ­სე­თის "სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სი­ის“ სცე­ნა­რი რე­ა­ლო­ბად იქცა და 24 თე­ბერ­ვალს, რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი კი­ე­ვის­კენ და­იძ­რნენ, ასე­ვე და­ი­წყო რუ­სე­თის სა­რა­კე­ტო იე­რი­შე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა სა­მიზ­ნე­ებ­ზე.

დონ­ბას­ში უშუ­ა­ლოდ ბრძო­ლის ველ­ზე მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ, ნა­ტოს-თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბულ­მა წვრთნებ­მა უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბის პა­ტა­რა ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მე­თა­უ­რებს რუ­სუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბის დიდი ნა­წი­ლის პა­რა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და აი­ძუ­ლა რუსი გე­ნერ­ლე­ბი ფრონტზე გა­სუ­ლიყ­ვნენ, სა­დაც რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა კი­დეც. მსგავს წარ­მა­ტე­ბას ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მყი­სი­ე­რად მი­ღე­ბის უნარს და გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ა­წე­რენ.

  • კაცი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან ჯა­რის­კა­ცო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და

ზა­ლუ­ჟ­ნი 1973 წლის ივ­ლის­ში, ქა­ლაქ ნო­ვოგ­რად-ვო­ლინ­სკში, ჟი­ტო­მი­რის ოლ­ქში და­ი­ბა­და. მისი მა­მაც სამ­ხედ­რო იყო. სწავ­ლობ­და ოდე­სის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­სა და კი­ე­ვის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში, რის შემ­დე­გაც მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა პოს­ტებ­ზე, მათ შო­რის, ის იყო მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი.

ეკ­ლე­სია ქა­ლაქ­ში, სა­დაც ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი და­ი­ბა­და

ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ბრი­გა­დას, რო­მე­ლიც 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში გან­ლაგ­და დე­ბალ­ცე­ვე­ში. ეს იყო რუსი დამ­პყრობ­ლე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე. აქ ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი ბრძო­ლე­ბი გა­ი­მარ­თა.

  • 2019 წელს ზა­ლუ­ჟ­ნი და­ი­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო­ე­ბის ჩრდი­ლო­ეთ ოპე­რა­ტი­უ­ლი სარ­დლო­ბის უფ­რო­სად, რო­მე­ლიც გან­ლა­გე­ბუ­ლია ჩერ­ნიჰოვ­ში, ეს დე­და­მი­სის მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქია ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, სა­დაც ზა­ლუ­ჟ­ნის ბავ­შვო­ბის დიდი დრო აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი.

2020 წელს ArmyInform-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვი­სი ბავ­შვო­ბა აღ­წე­რა და თქვა, რომ მისი ოც­ნე­ბა ჯა­რის­კა­ცო­ბა იყო, თუმ­ცა არას­დროს უფიქ­რია, რომ უმაღ­ლე­სი მე­თა­უ­რი გახ­დე­ბო­და.

"ჩემი და­წი­ნა­უ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მოხ­და, რო­გორც აწი­ნა­უ­რე­ბენ ჩვე­უ­ლებ­რივ ჯა­რის­კაცს. მა­ნამ­დე არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ერთ დღეს გე­ნე­რა­ლი გავ­ხდე­ბო­დი და უმაღ­ლეს წო­დე­ბას მი­ვი­ღებ­დი“, - თქვა მან.

ზა­ლუ­ჟ­ნის მთა­ვარ­სარ­დლად და­ნიშ­ვნა უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის ნა­წი­ლი იყო. ეს მოხ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რყე­ვის შემ­დეგ და და­ემ­თხვა სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ას. "პრე­ზი­დენტს სურს, და­ი­ნა­ხოს სი­ნერ­გია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის", - თქვა მან და­ნიშ­ვნი­სას.

თე­ბერ­ვლის ბო­ლოს რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თავ­დას­ხმის და­წყე­ბის შემ­დეგ, ზა­ლუ­ჟ­ნი თავს არი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­ებს, მისი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბიც შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია. მცი­რე გან­ცხა­დე­ბებს ავ­რცე­ლებს "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, რომ­ლე­ბიც მოკ­ლე და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლია და ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას შე­ე­ხე­ბა. ომის დროს, მისი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის­გან ის იყო, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის თა­ვი­ან­თი საქ­მის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ და ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე ეჭ­ვე­ბი არ გა­ე­ჩი­ნათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ზა­ლუ­ჟ­ნი ცოლ­თან ერ­თად

ზა­ლუ­ჟ­ნი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ოლე­ნა სტე­ფა­ნივ­ნა­ზე. ცნო­ბი­ლია, რომ მის ცოლს ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი არი­ნა ჰე­ნა­დივ­ნა. უც­ნო­ბია, ჰყავთ თუ არა მათ სა­ერ­თო შვი­ლე­ბი. მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
7

აბაა, თურმე ანგელოზი ეცხადებოდა და წინასწარ უყვებოდა რა მოხდებოდა )))))))))) ზოგს რა ყველაფერი გჯერათ?)))))))))))

sss 21
13

უგულავა და არველაძეს ვერ ჯობნის....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"რკინის გენერალი" - ვინ ხელმძღვანელობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რას ამბობდა ის რუსეთის შესაძლო შეჭრაზე?

"რკინის გენერალი" - ვინ ხელმძღვანელობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რას ამბობდა ის რუსეთის შესაძლო შეჭრაზე?

ვაშინგტონს, მოსკოვს და მსოფლიოს უმეტეს ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთის არმია უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში გაანადგურებდა უკრაინის სამხედრო ძალებს. მაგრამ ასე არ ფიქრობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, რომელიც ხელმძღვანელობს დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას. მისი თავკაცობით უკრაინის არმიამ უდიდესი ზარალი მიაყენა რუსეთის ჯარს და აიძულა ოკუპანტები, უკან დაეხიათ (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობების მიხედვით, რუსეთმა უკრაინაში 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა).

თუკი შესაძლებელია, რომ ერთ ადამიანს მივაწეროთ უკრაინის სამხედრო წარმატება, კიევისა და სხვა დიდი ქალაქების ეფექტიანი დაცვა დაბომბვების ფონზე - ეს არის ვალერი ზალუჟნი, 48 წლის გენერალი, რომელიც სამხედროთა ოჯახში დაიბადა და უკრაინის სამხედრო ძალების მეთაურად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2021 წლის ივლისში დანიშნა.

მას უკრაინაში გმირს, "რკინის გენერალს" უწოდებენ და ამბობენ, რომ ის თანამედროვე თაობის სამხედრო, ახალი ეპოქის ჯარის ნაწილია.

ზალუჟნი გაურბის პოპულარობას და ცდილობს, საზოგადოებაში ნაკლები ილაპარაკონ მასზე, როგორც სახელგანთქმულ გენერალზე.

  • ეს არის კაცი, რომელსაც თვითონაც უომია, რომელმაც ბრძოლის გამოცდილება დონბასის 8-წლიან ომში მიიღო, გავლილი აქვს სწავლება ნატო-ს ჯართან ერთად. ზალუჟნის უკავშირდება უკრაინის სამხედრო ძალების სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა. მათ შორის, რეორგანიზაციის პროცესში, ის პირები გაათავისუფლა, რომლებიც ძველებური, საბჭოთა მიდგომის მომხრეები იყვნენ და ასეთები უკრაინის ჯარს მრავლად ჰყავდა.

ზალუჟნი ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად ფორმირებული იმ უკრაინელ პროფესიონალ ოფიცერთა ჯგუფის წევრი იყო, რომლებიც მიისწრაფვოდნენ დასავლური სტანდარტებისკენ და დეცენტრალიზაციისკენ.

  • "მე შემიძლია ვილაპარაკო ზალუჟნიზე, როგორც უკრაინელი სამხედროების ახალი თაობის წარმომადგენელზე“, - ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი, ოლექსი მელნიკი.

2021 წლის სექტემბერში, ორი თვით ადრე, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაიწყებდა ხმამაღალი გაფრთხილებების გაცემას უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზაციაზე და რუსეთის შეჭრის გეგმის შესახებ, ზალუჟნი უკვე მუშაობდა მოსალოდნელი თავდასხმის მოგერიებაზე.

2021 წლის სექტემბერი, წრთვნა ლვოვის მახლობლად

"ამაზე ყოველთვის ვლაპარაკობდი მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა დავიკავე. ჩვენი, როგორც შეიარაღებული ძალების ამოცანაა, არ ველოდოთ ზეციურ მანანას. ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ვატარებთ წვრთნებს, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ნატოს წევრებთან და ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მტერს ნაკლებად მოუნდეს მსგავსი სცენარით მოქმედება (შემოჭრა)“, - ამბობდა უკრაინის ჯარის მეთაური.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად

  • მალე რუსეთის "სრულმასშტაბიანი აგრესიის“ სცენარი რეალობად იქცა და 24 თებერვალს, რუსული ტანკები კიევისკენ დაიძრნენ, ასევე დაიწყო რუსეთის სარაკეტო იერიშები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სამიზნეებზე.

დონბასში უშუალოდ ბრძოლის ველზე მიღებულმა გამოცდილებამ, ნატოს-თან ერთად ჩატარებულმა წვრთნებმა უკრაინის ჯარების პატარა ქვედანაყოფების მეთაურებს რუსული შენაერთების დიდი ნაწილის პარალიზების საშუალება მისცა და აიძულა რუსი გენერლები ფრონტზე გასულიყვნენ, სადაც რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდეც. მსგავს წარმატებას ვალერი ზალუჟნის გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების უნარს და გამოცდილებას მიაწერენ.

  • კაცი, რომელიც ბავშვობიდან ჯარისკაცობაზე ოცნებობდა

ზალუჟნი 1973 წლის ივლისში, ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკში, ჟიტომირის ოლქში დაიბადა. მისი მამაც სამხედრო იყო. სწავლობდა ოდესის სამხედრო აკადემიის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტსა და კიევის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, რის შემდეგაც მუშაობდა სხვადასხვა პოსტებზე, მათ შორის, ის იყო მექანიზებული ბრიგადის მეთაური.

ეკლესია ქალაქში, სადაც ვალერი ზალუჟნი დაიბადა

ხელმძღვანელობდა ბრიგადას, რომელიც 2014 წლის აგვისტოში განლაგდა დებალცევეში. ეს იყო რუსი დამპყრობლების მთავარი სამიზნე. აქ ყველაზე სისხლიანი ბრძოლები გაიმართა.

  • 2019 წელს ზალუჟნი დაინიშნა უკრაინის სამხედროების ჩრდილოეთ ოპერატიული სარდლობის უფროსად, რომელიც განლაგებულია ჩერნიჰოვში, ეს დედამისის მშობლიური ქალაქია ბელარუსის საზღვართან ახლოს, სადაც ზალუჟნის ბავშვობის დიდი დრო აქვს გატარებული.

2020 წელს ArmyInform-თან ინტერვიუში თავისი ბავშვობა აღწერა და თქვა, რომ მისი ოცნება ჯარისკაცობა იყო, თუმცა არასდროს უფიქრია, რომ უმაღლესი მეთაური გახდებოდა.

"ჩემი დაწინაურება ჩვეულებრივად მოხდა, როგორც აწინაურებენ ჩვეულებრივ ჯარისკაცს. მანამდე არასდროს მიფიქრია, რომ ერთ დღეს გენერალი გავხდებოდი და უმაღლეს წოდებას მივიღებდი“, - თქვა მან.

ზალუჟნის მთავარსარდლად დანიშვნა უკრაინის სამხედრო ძალებში მიმდინარე რეფორმების ნაწილი იყო. ეს მოხდა თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი რყევის შემდეგ და დაემთხვა სამხედრო სარდლობის რესტრუქტურიზაციას. "პრეზიდენტს სურს, დაინახოს სინერგია თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის", - თქვა მან დანიშვნისას.

თებერვლის ბოლოს რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაწყების შემდეგ, ზალუჟნი თავს არიდებს ინტერვიუებს, მისი საჯარო გამოსვლებიც შედარებით იშვიათია. მცირე განცხადებებს ავრცელებს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, რომლებიც მოკლე და ინფორმაციულია და ომის მიმდინარეობას შეეხება. ომის დროს, მისი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური ლიდერებისგან ის იყო, რომ ჯარისკაცებისთვის თავიანთი საქმის კეთების საშუალება მიეცათ და ომის მიმდინარეობის შესახებ რაიმე ეჭვები არ გაეჩინათ საზოგადოებაში.

ზალუჟნი ცოლთან ერთად

ზალუჟნი დაქორწინებულია ოლენა სტეფანივნაზე. ცნობილია, რომ მის ცოლს ჰყავს ქალიშვილი არინა ჰენადივნა. უცნობია, ჰყავთ თუ არა მათ საერთო შვილები. მისი პირადი ცხოვრების დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია.

იხილეთ ასევე: