საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
რა იქნება ხვალ?
რა იქნება ხვალ?

ოთარ ტა­ბა­ტა­ძე - "ორი­ენტ ლო­ჯი­კის" სა­ო­პე­რა­ციო დი­რექ­ტო­რი:

დღეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად სწრა­ფად აღ­წევს ყვე­ლა პრო­ფე­სი­ულ სფე­როს და იმ­დე­ნად სწრა­ფად­ვე ცვლის მთე­ლი რიგი დარ­გე­ბის ტრა­დი­ცი­ულ მიდ­გო­მებს და მნიშ­ვნე­ლო­ბას, რომ კი­თხვა­ზე - თუ რა იქ­ნე­ბა რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ულ დარ­გში, თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ - პა­სუ­ხი მარ­ტი­ვი არ არის.

გა­სულ წელს, ერთ-ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღე, ციფ­რუ­ლი HR (ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის მარ­თვა) სა­ლექ­ციო კურ­სის გა­კე­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დავ­თან­ხმდი და ციფ­რუ­ლი HR ის კურ­სის სი­ლა­ბუს­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე ის რომ - 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც მა­გის­ტრან­ტე­ბის­თვის უნდა მეს­წავ­ლე­ბი­ნა და აქ­ტუ­ა­ლუ­რი მე­გო­ნა მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის, შე­საძ­ლოა ამ კურ­სის დას­რუ­ლე­ბი­სას, 1 წლის შემ­დეგ - სა­ერ­თოდ აღარ ყო­ფი­ლი­ყო რე­ლე­ვან­ტუ­რი, იმ­დე­ნად დაჩ­ქა­რე­ბუ­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სწრა­ფი ტემ­პე­ბის გამო.

მერე წარ­მო­ვიდ­გი­ნე კლა­სი­კუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა, 4 წლი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მით. თუ საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დის­ციპ­ლი­ნებს ეხე­ბა, შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ეს დრო, დიდ­წი­ლად შე­იძ­ლე­ბა ფუ­ჭად და­კარ­გუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს. დღეს კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა სწავ­ლა „აქ და ამ­ჟა­მად“ პრინ­ცი­პით, რად­გან მხო­ლოდ მა­შინ აქვს კონ­კრე­ტუ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბას აზრი, თუ ეს ცოდ­ნა იმ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ა­ში გეხ­მა­რე­ბა, სა­დაც დრო­ის იმ კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ში ცხოვ­რობ.

ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კარგ შემ­თხვე­ვა­ში გამ­ზა­დებს იმ რე­ა­ლო­ბის­თვის, რო­დე­საც ეს სას­წავ­ლო პროგ­რა­მა შე­იქ­მნა - ცხა­დია ვერ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი და ვერ და­გეხ­მა­რე­ბა იყო მზად გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა და მი­თუ­მე­ტეს იმ გა­რე­მოს­თვის, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში დად­გე­ბა, კომ­პე­ტენ­ცი­ის უკვე სრუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბით.

მო­დით ამ­ჯე­რად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ სი­ტუ­ა­ცია პი­რი­ქით. რო­დე­საც შენი კომ­პე­ტენ­ცია წინმსწრე­ბია იმ რე­ა­ლო­ბის­თვის, რო­მელ­შიც გი­წევს ცხოვ­რე­ბა. მა­გა­ლი­თად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ მან­ქა­ნის ხე­ლო­სა­ნი, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ისეთ სო­ფელ­ში, სა­დაც მხო­ლოდ ორ ადა­მი­ანს აქვს ავ­ტო­მო­ბი­ლი, და­ნარ­ჩენს კი მხო­ლოდ - ურე­მი, ეტლი და მარ­ხი­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რას იზამს მან­ქა­ნის ხე­ლო­სა­ნი?! ცხა­დია ად­გე­ბა და სა­მუ­შაო ად­გილს შე­იც­ვლის. წავა დიდ ქა­ლაქ­ში - იქ სა­დაც ეს კომ­პე­ტენ­ცია უკეთ გა­მო­ად­გე­ბა. სწო­რედ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით ჩვენც, „ორი­ენტ ლო­ჯი­კი“ რო­მე­ლიც 1995 წელს და­არ­სდა და თით­ქმის 27 წე­ლია ქარ­თულ ბა­ზარ­ზეა, რო­გორც კომ­პლექ­სუ­რი IT ინ­ტეგ­რა­ტო­რი. „ორი­ენტს“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უმაღ­ლე­სი პარტნი­ო­რუ­ლი სტა­ტუ­სი აქვს ისეთ ტექ­ნო­ლო­გი­ურ გი­გან­ტებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა DELLEC, Hewlett Packard enterprise, IBM, RedHat და ასე შემ­დეგ, საკ­მა­ოდ ბევ­რია. ეს გლო­ბა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კო­ომ­პა­ნი­ე­ბიი „გვა­ი­ძუ­ლე­ბენ“, ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რებს გა­ვა­ტა­როთ პერ­მა­ნენ­ტუ­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ბი, ცალ­კე­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი­სა თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ჭრილ­ში. შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ უდი­დეს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ვა­კე­თებთ ინ­ჟინ­რე­ბის სპე­ცი­ფი­უ­რი ცოდ­ნე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ში, რათა კომ­პა­ნი­ის გან­ვთა­რე­ბის შემ­დგომ სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­დას­ვლი­სას - ორ­გა­ნი­ი­ზა­ცი­ას პარტნი­ო­რუ­ლი სტა­ტუ­სი შე­ნარ­ჩუნ­დეს ან უკე­თე­სი იქ­ნას მიღ­წე­უ­ლი.

ამის­თვის, რო­გორც დამ­საქ­მე­ბელს, გი­წევს შენი გუნ­დის წევ­რე­ბი მუდ­მი­ვი გა­დამ­ზა­დე­ბის რე­ჟიმ­ში გყავ­დეს, რი­თიც თა­ვის მხრივ თა­ნამ­შრომ­ლე­ბიი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან, რად­გან უნი­კა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას იძე­ნენ, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დგე­ბა სა­კი­თხი თუ რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ ისი­ნი ამ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ლო­კა­ლურ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლი­ზე­ბას, რად­გან ჩვე­ნი IT ბა­ზარს შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი აქვს, სა­ერ­თა­შო­რი­სო IT მარ­კეტ­თან შე­და­რე­ბით.

სა­კი­თხი კი ყო­ველ­თვის ასე დგას: რო­დე­საც სა­კუ­თა­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გეძ­ლე­ვა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი ან შე­იც­ვლის სა­მუ­შაო ად­გილს და წავა იქ, სა­დაც ამ კომ­პე­ტენ­ცი­ის უკეთ რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ან მე­ო­რე გზა აქვს - შე­წყვეტს გან­ვი­თა­რე­ბას და ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლი, და­ბა­ლი კა­ტე­გო­რი­ის მო­თხოვ­ნებ­თან ადაპ­ტა­ცი­ას და­ი­წყებს, ანუ შე­წყვეტს გან­ვი­თა­რე­ბას. ალ­ბათ ეს უკა­ნას­კნე­ლი - არა­ვის­თვის იქ­ნე­ბო­და მიმ­ზიდ­ვე­ლი.

სწო­რედ აქე­დან გაჩ­ნდა იდეა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრი OL Academy დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა, სა­დაც ამ მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის, უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის მე­გობ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ერ­თის მხრივ წვლილს შე­ვი­ტან­დით ქვეყ­ნის IT ეკო­სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ხოლო მე­ო­რეს მხრივ ჩვენს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მივ­ცემ­დით მო­ეხ­დი­ნათ სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა - ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა არ დგას - აქ უფრო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის დე­ფი­ცი­ტის პრობ­ლე­მა გვაქვს. სამ­წუ­ხა­როდ ის ხალ­ხი, ვი­საც სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის სრულ­ყო­ფი­ლად რე­ა­ლი­ზე­ბა სურს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე მი­დის.

დღეს, პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და ე.წ. ქლა­უდ თავ­სე­ბა­დი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მე­ბით, მეტ ნაკ­ლე­ბად მი­ერ­თე­ბულ­ნი ვართ გლო­ბა­ლურ ტექ­ნო­ლო­გი­ურ ბა­ზარს, ამი­ტომ სი­ნამ­დვი­ლე­ში და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა არ უნდა გვქონ­დეს, ცხა­დია იმის პი­რო­ბებ­ში თუ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლე­დით ბაზ­რის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნებს. გლო­ბა­ლუ­რი IT მარ­კეტ­ში ადა­მი­ა­ნურ კა­პი­ტალ­ზე მო­თხოვ­ნა კი ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პით იზ­რდე­ბა. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ კარ­გად გან­ვი­თარ­და ე.წ. Freelancer-ების პლატფ­რო­მე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბის ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ, ამი­ტომ დღეს სა­მუ­შა­ოს გამო უცხო­ეთ­ში წას­ვლა აღარ არის სა­ჭი­რო, შე­გიძ­ლია შენს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­დე და ამა­ვე დროს მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, ერ­თდრო­უ­ლად მუ­შა­ობ­დე.

არც ისე დიდი ხნის წინ - ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დით რომ სერ­ვი­სებს რა­საც დღეს ვი­ღებთ, იქ­ნე­ბა ეს ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, კვე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვა და გა­ქი­რა­ვე­ბა, 100%-ით ისე­თი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან იქ­ნე­ბო­და მარ­თუ­ლი და აქ აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დით რო­გორც მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­ღე­ბი, ასე­ვე მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­ცე­მიც. თან აქ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც აქ­ტი­ვი, რი­თიც გვემ­სა­ხუ­რე­ბა, მფლო­ბე­ლო­ბა­ში სა­ერ­თო­დაც არ აქვს. Bolt-ს არ ფლობს ავ­ტო­მო­ბი­ლებს, Airbnb-ს ერთი სას­ტუმ­როც კი არ აქვს სა­კუ­თა­რი, ხოლო Glovo-ს და Wolt-ს - არ­ცერ­თი რეს­ტო­რა­ნი. ამ სერ­ვი­სებს რე­ა­ლუ­რად ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან ვი­ღებთ. ასე­ვე ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით თუ რო­გორ ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებ­და ასა­კო­ვა­ნი ტაქ­სის მძღო­ლი ისეთ გა­ჯეტს, რო­მე­ლიც არც ისე მარ­ტივ პროგ­რა­მულ პლატ­ფორ­მებ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი.

პრო­ფე­სი­ებ­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­გე­ბაც შე­იც­ვა­ლა - ადრე მე რომ ჩემი 20 წლი­ა­ნი HR-ული გა­მოც­დი­ლე­ბა კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მე­გო­ნა, ეხლა ასე აღარ არის, ზუს­ტად იმა­ვე კონ­კუ­რენ­ტულ კა­ტე­გო­რი­ა­ში ვარ, რო­გორ­შიც გა­მო­უც­დე­ლი, მაგ­რამ ჩემი მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე ახალ­გაზ­რდა, დამ­წყე­ბი HR სპე­ცი­ა­ლის­ტი.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჩვენს ტექ­ნო­ლო­გი­ურ აკა­დე­მი­ა­ში OL Academy ასა­კობ­რივ შე­ზღუდ­ვა სა­ერ­თოდ არ გვაქვს. აქ სწავ­ლა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. მთა­ვა­რია მსურ­ველს პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ეძ­ლოს, ჰქონ­დეს სწავ­ლის და გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლი.

ჩვენს ტრე­ი­ნინგ ცენ­ტრს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს და ძი­რი­თა­დად მა­ღალ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სას­წავ­ლო მო­დუ­ლებ­ზე ორი­ენ­ტირ­დე­ბა: ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის, პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში, ინ­ტენ­სი­უ­რი კურ­სით. ხოლო მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვი­საა. კომ­პა­ნი­ებს, მათ­ზე მორ­გე­ბულ სას­წავ­ლო კურ­სებს ვთა­ვა­ზობთ, რაც სრუ­ლად დამ­კვეთ­ზე მორ­გე­ბულ სას­წავ­ლო და სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ასე­ვე - სხვა­დას­ხვა ტე­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, კომ­პა­ნი­ებ­ში უკვე არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ვნა­ხეთ, რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭე­ბენ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის მარ­თვის გა­რეთ „აუთ­სორსზე“ გა­ტა­ნას - რად­გან ურ­ჩევ­ნი­ათ ეს საქ­მე იმან აკე­თოს, ვი­საც ამის ბევ­რად დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და კომ­პე­ტენ­ცია აქვს და ეს აბ­სო­ლი­ტუ­რად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სწო­რი არ­ჩე­ვა­ნია. მათ აღარ უწევთ მო­აც­დი­ნონ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სტა­ჟი­ო­რე­ბის მსურ­ველ­თა სწავ­ლე­ბი­სა და მენ­ტო­რინ­გის­თვის, რაც დამ­საქ­მე­ბელს - რე­სურ­სე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

ასე­ვე პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გვაქვს ღია ტრე­ნინ­გე­ბი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის - კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მათ ან ჩვენ ვთა­ვა­ზობთ სამ­სა­ხურს, ან კურ­სის დას­რუ­ლე­ბამ­დეც კი - პირ­და­პირ გვარ­თმე­ვენ სხვა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი. ცალ­კე­უ­ლი მო­დუ­ლი შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ეტაპს გუ­ლის­ხმობ­დეს. სხვა­დას­ხვა პრაქ­ტი­კულ სას­წავ­ლო კურსს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი აქვს. ნა­წი­ლი ერთ, ორ ან სამ ეტა­პი­ა­ნია. ცალ­კე­უ­ლი ეტა­პის და­საძ­ლე­ვად 1 დან 3 თვემ­დეა სა­ჭი­რო.

ვფიქ­რობ, დღეს­ვე უნდა დავ­ფიქ­რდეთ რამ­დე­ნად ვართ მზად ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის. პრო­ფე­სი­ის ცვლი­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ბევ­რად უფრო სწრა­ფად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ შეგ­ვიძ­ლია. ამის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბას დღეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი იძ­ლე­ვა.

თი­თო­ე­ულ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ჩვე­ნი აკა­დე­მი­ის ვებგ­ვერ­დზე https://olacademy.ge და­რე­გის­ტრირ­დეს და და­ი­წყოს გან­ვი­თა­რე­ბა დღეს­ვე. ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში კომ­პე­ტენ­ცი­ის დაგ­რო­ვე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბებს მოგ­ვცემს ჩვენ­ვე გავ­ხვდეთ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი. ამი­ტომ ჩვენ ყვე­ლა მსურ­ველს დიდი სი­ხა­რუ­ლით შევ­ხვდე­ბით.

წყა­რო: publika.ge

R

ავტორი:

რა იქნება ხვალ?

რა იქნება ხვალ?

ოთარ ტაბატაძე - "ორიენტ ლოჯიკის" საოპერაციო დირექტორი:

დღეს ტექნოლოგიების განვითარება იმდენად სწრაფად აღწევს ყველა პროფესიულ სფეროს და იმდენად სწრაფადვე ცვლის მთელი რიგი დარგების ტრადიციულ მიდგომებს და მნიშვნელობას, რომ კითხვაზე - თუ რა იქნება რომელიმე პროფესიულ დარგში, თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ - პასუხი მარტივი არ არის.

გასულ წელს, ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან მოწვევა მივიღე, ციფრული HR (ადამიანური კაპიტალის მართვა) სალექციო კურსის გაკეთებასთან დაკავშირებით. დავთანხმდი და ციფრული HR ის კურსის სილაბუსზე მუშაობისას გავაცნობიერე ის რომ - 1 წლის განმავლობაში რაც მაგისტრანტებისთვის უნდა მესწავლებინა და აქტუალური მეგონა მოცემული მომენტისთვის, შესაძლოა ამ კურსის დასრულებისას, 1 წლის შემდეგ - საერთოდ აღარ ყოფილიყო რელევანტური, იმდენად დაჩქარებულია ცვლილებები ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპების გამო.

მერე წარმოვიდგინე კლასიკური საუნივერსიტეტო განათლება, 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამით. თუ საქმე განსაკუთრებით ტექნოლოგიების დისციპლინებს ეხება, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს დრო, დიდწილად შეიძლება ფუჭად დაკარგული აღმოჩნდეს. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება სწავლა „აქ და ამჟამად“ პრინციპით, რადგან მხოლოდ მაშინ აქვს კონკრეტული ცოდნის მიღებას აზრი, თუ ეს ცოდნა იმ გარემოსთან ადაპტაციაში გეხმარება, სადაც დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში ცხოვრობ.

ფორმალური განათლება, რომელიც ყველაზე კარგ შემთხვევაში გამზადებს იმ რეალობისთვის, როდესაც ეს სასწავლო პროგრამა შეიქმნა - ცხადია ვერ იქნება ეფექტური და ვერ დაგეხმარება იყო მზად გამოწვევებისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა და მითუმეტეს იმ გარემოსთვის, რომელიც მომავალში დადგება, კომპეტენციის უკვე სრულად განსხვავებული მოთხოვნებით.

მოდით ამჯერად წარმოვიდგინოთ სიტუაცია პირიქით. როდესაც შენი კომპეტენცია წინმსწრებია იმ რეალობისთვის, რომელშიც გიწევს ცხოვრება. მაგალითად წარმოვიდგინოთ მანქანის ხელოსანი, რომელიც ცხოვრობს ისეთ სოფელში, სადაც მხოლოდ ორ ადამიანს აქვს ავტომობილი, დანარჩენს კი მხოლოდ - ურემი, ეტლი და მარხილი. ასეთ შემთხვევაში რას იზამს მანქანის ხელოსანი?! ცხადია ადგება და სამუშაო ადგილს შეიცვლის. წავა დიდ ქალაქში - იქ სადაც ეს კომპეტენცია უკეთ გამოადგება. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით ჩვენც, „ორიენტ ლოჯიკი“ რომელიც 1995 წელს დაარსდა და თითქმის 27 წელია ქართულ ბაზარზეა, როგორც კომპლექსური IT ინტეგრატორი. „ორიენტს“ წლების განმავლობაში უმაღლესი პარტნიორული სტატუსი აქვს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან, როგორებიცაა DELLEC, Hewlett Packard enterprise, IBM, RedHat და ასე შემდეგ, საკმაოდ ბევრია. ეს გლობალური ტექნოლოგიური კოომპანიებიი „გვაიძულებენ“, ჩვენი გუნდის წევრებს გავატაროთ პერმანენტული სერტიფიცირებები, ცალკეული ტექნოლოგიური პროდუქტებისა თუ გადაწყვეტილებების ჭრილში. შესაბამისად ჩვენ უდიდეს ინვესტიციებს ვაკეთებთ ინჟინრების სპეციფიური ცოდნების გაღრმავებაში, რათა კომპანიის განვთარების შემდგომ საფეხურებზე გადასვლისას - ორგანიიზაციას პარტნიორული სტატუსი შენარჩუნდეს ან უკეთესი იქნას მიღწეული.

ამისთვის, როგორც დამსაქმებელს, გიწევს შენი გუნდის წევრები მუდმივი გადამზადების რეჟიმში გყავდეს, რითიც თავის მხრივ თანამშრომლებიი კმაყოფილები არიან, რადგან უნიკალურ კომპეტენციას იძენენ, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ადამიანებისთვის დგება საკითხი თუ რამდენად შეძლებენ ისინი ამ კომპეტენციების ლოკალურ ბაზარზე რეალიზებას, რადგან ჩვენი IT ბაზარს შედარებით დაბალი მოთხოვნები აქვს, საერთაშორისო IT მარკეტთან შედარებით.

საკითხი კი ყოველთვის ასე დგას: როდესაც საკუთარი კვალიფიკაციის გამოყენების საშუალება არ გეძლევა, ასეთ შემთხვევაში ადამიანი ან შეიცვლის სამუშაო ადგილს და წავა იქ, სადაც ამ კომპეტენციის უკეთ რეალიზების საშუალება ექნება, ან მეორე გზა აქვს - შეწყვეტს განვითარებას და ნაკლებად მიმზიდველი, დაბალი კატეგორიის მოთხოვნებთან ადაპტაციას დაიწყებს, ანუ შეწყვეტს განვითარებას. ალბათ ეს უკანასკნელი - არავისთვის იქნებოდა მიმზიდველი.

სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი OL Academy დაგვეარსებინა, სადაც ამ მაღალი კომპეტენციის, უნიკალური გამოცდილების თანამშრომლების და ჩვენი კომპანიის მეგობრების საშუალებით, ერთის მხრივ წვლილს შევიტანდით ქვეყნის IT ეკოსისტემის გაჯანსაღება-განვითარებაში, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენს პროფესიონალებს საშუალებას მივცემდით მოეხდინათ საკუთარი კომპეტენციის გამოყენება - ცოდნის გაზიარებისა და ახალგაზრდა თაობის განვითარების კუთხით.

ჩვენს ქვეყანაში რეალურად დასაქმების პრობლემა არ დგას - აქ უფრო ტექნოლოგიური მიმართულებით კომპეტენციების დეფიციტის პრობლემა გვაქვს. სამწუხაროდ ის ხალხი, ვისაც საკუთარი ცოდნის სრულყოფილად რეალიზება სურს, საერთაშორისო ბაზარზე მიდის.

დღეს, პროგრამული უზრუნველყოფის და ე.წ. ქლაუდ თავსებადი ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, სხვადასხვა პლატფორმებით, მეტ ნაკლებად მიერთებულნი ვართ გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარს, ამიტომ სინამდვილეში დასაქმების პრობლემა არ უნდა გვქონდეს, ცხადია იმის პირობებში თუ დავაკმაყოფილედით ბაზრის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. გლობალური IT მარკეტში ადამიანურ კაპიტალზე მოთხოვნა კი ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად განვითარდა ე.წ. Freelancer-ების პლატფრომები, სადაც ადამიანებს დისტანციურად მუშაობის ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვთ, ამიტომ დღეს სამუშაოს გამო უცხოეთში წასვლა აღარ არის საჭირო, შეგიძლია შენს ქვეყანაში ცხოვრობდე და ამავე დროს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, ერთდროულად მუშაობდე.

არც ისე დიდი ხნის წინ - ვერც კი წარმოვიდგენდით რომ სერვისებს რასაც დღეს ვიღებთ, იქნება ეს ტრანსპორტირება, კვება, უძრავი ქონების გაყიდვა და გაქირავება, 100%-ით ისეთი ტექნოლოგიური კომპანიებისგან იქნებოდა მართული და აქ აღმოვჩნდებოდით როგორც მომსახურების მიმღები, ასევე მომსახურების გამცემიც. თან აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კომპანიები, რომლებსაც აქტივი, რითიც გვემსახურება, მფლობელობაში საერთოდაც არ აქვს. Bolt-ს არ ფლობს ავტომობილებს, Airbnb-ს ერთი სასტუმროც კი არ აქვს საკუთარი, ხოლო Glovo-ს და Wolt-ს - არცერთი რესტორანი. ამ სერვისებს რეალურად ტექნოლოგიური კომპანიებისგან ვიღებთ. ასევე ვერ წარმოვიდგენდით თუ როგორ ოსტატურად გამოიყენებდა ასაკოვანი ტაქსის მძღოლი ისეთ გაჯეტს, რომელიც არც ისე მარტივ პროგრამულ პლატფორმებზეა მიერთებული.

პროფესიებში კვალიფიკაციის გაგებაც შეიცვალა - ადრე მე რომ ჩემი 20 წლიანი HR-ული გამოცდილება კონკურენტული უპირატესობა მეგონა, ეხლა ასე აღარ არის, ზუსტად იმავე კონკურენტულ კატეგორიაში ვარ, როგორშიც გამოუცდელი, მაგრამ ჩემი მსგავსი ტექნოლოგიური კომპეტენციის მქონე ახალგაზრდა, დამწყები HR სპეციალისტი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენს ტექნოლოგიურ აკადემიაში OL Academy ასაკობრივ შეზღუდვა საერთოდ არ გვაქვს. აქ სწავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მთავარია მსურველს პერსონალური კომპიუტერის გამოყენება შეეძლოს, ჰქონდეს სწავლის და განვითარების სურვილი.

ჩვენს ტრეინინგ ცენტრს ორი მიმართულება აქვს და ძირითადად მაღალ ტექნოლოგიური სასწავლო მოდულებზე ორიენტირდება: ერთი მიმართულება არის ფიზიკური პირებისთვის, პრაქტიკულ სამუშაო გარემოში, ინტენსიური კურსით. ხოლო მეორე მიმართულება იურიდიული პირებისთვისაა. კომპანიებს, მათზე მორგებულ სასწავლო კურსებს ვთავაზობთ, რაც სრულად დამკვეთზე მორგებულ სასწავლო და სტაჟირების პროგრამებს ითვალისწინებს. ასევე - სხვადასხვა ტენოლოგიური მიმართულებით, კომპანიებში უკვე არსებული თანამშრომლების გადამზადებას გულისხმობს.

ვნახეთ, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ ტექნოლოგიური მიმართულებით სტაჟირების პროგრამების მართვის გარეთ „აუთსორსზე“ გატანას - რადგან ურჩევნიათ ეს საქმე იმან აკეთოს, ვისაც ამის ბევრად დიდი გამოცდილება და კომპეტენცია აქვს და ეს აბსოლიტურად რაციონალური და სწორი არჩევანია. მათ აღარ უწევთ მოაცდინონ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სტაჟიორების მსურველთა სწავლებისა და მენტორინგისთვის, რაც დამსაქმებელს - რესურსების ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას აძლევს.

ასევე პერმანენტულად გვაქვს ღია ტრენინგები ფიზიკური პირებისთვის - კურსის დამთავრების შემდეგ, მათ ან ჩვენ ვთავაზობთ სამსახურს, ან კურსის დასრულებამდეც კი - პირდაპირ გვართმევენ სხვა ტექნოლოგიური კომპანიები. ცალკეული მოდული შეიძლება რამდენიმე ეტაპს გულისხმობდეს. სხვადასხვა პრაქტიკულ სასწავლო კურსს განსხვავებული მოთხოვნები აქვს. ნაწილი ერთ, ორ ან სამ ეტაპიანია. ცალკეული ეტაპის დასაძლევად 1 დან 3 თვემდეა საჭირო.

ვფიქრობ, დღესვე უნდა დავფიქრდეთ რამდენად ვართ მზად ხვალინდელი დღისთვის. პროფესიის ცვლილება დღევანდელი შესაძლებლობებით ბევრად უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ შეგვიძლია. ამის საშუალებებას დღეს ტექნოლოგიები იძლევა.

თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ჩვენი აკადემიის ვებგვერდზე https://olacademy.ge დარეგისტრირდეს და დაიწყოს განვითარება დღესვე. ტექნოლოგიებში კომპეტენციის დაგროვება, საშუალებებს მოგვცემს ჩვენვე გავხვდეთ ამ ცვლილებების ნაწილი. ამიტომ ჩვენ ყველა მსურველს დიდი სიხარულით შევხვდებით.

წყარო: publika.ge

R