სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#აჩუქეწიგნი - გამოწვევა ბიბლუსისგან წიგნის ჩუქების თვეს
#აჩუქეწიგნი - გამოწვევა ბიბლუსისგან წიგნის ჩუქების თვეს

23 აპ­რილს მთე­ლი მსოფ­ლიო წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს აღ­ნიშ­ნავს. ეს დღე 1923 წელს და­წეს­და. 23 აპ­რი­ლი უი­ლი­ამ შექ­სპი­რი­სა და მი­გელ დე სერ­ვან­ტე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღია. რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ამ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვით წიგ­ნის ჩუ­ქე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ. ეს ტრა­დი­ცია 2019 წელს დამ­კვიდ­რდა და მისი მი­ზა­ნი ქვე­ყა­ნა­ში წიგ­ნის კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“ აპ­რი­ლის თვეს სრუ­ლად აღ­ნიშ­ნულ კამ­პა­ნი­ას უძღვნის და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მოწ­ვე­ვა­ში ჩარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს. მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მი­ან­მა აჩუ­ქოს წიგ­ნი ერ­თმა­ნეთს და ზო­გა­დად, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.

გა­მოწ­ვე­ვა­ში ჩარ­თვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ვყი­დუ­ლობთ წიგნს, მის ფო­ტოს ვტვირ­თვათ Facebook-ზე და ვთა­გავთ სა­ჩუქ­რის ად­რე­სატს. ეს ნიშ­ნავს, რომ მა­ნაც იგი­ვე უნდა გა­ა­კე­თოს და სხვას აჩუ­ქოს წიგ­ნი. პოს­ტებს უნდა და­ვურ­თოთ ჰეშ­თე­გე­ბი #აჩუ­ქე­წიგ­ნი და #წიგ­ნი­სა­უ­კე­თე­სო­სა­ჩუ­ქა­რია.

„ბიბ­ლუ­სი“, რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნია, #აჩუ­ქე­წიგ­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მარ მოვ­ლე­ნებ­საც ეხ­მა­უ­რე­ბა. გორ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სკო­ლებ­ში კომ­პა­ნი­ამ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი მო­ა­წყო და წიგ­ნე­ბი და­ა­რი­გა. „წიგ­ნი მშვი­დო­ბის­თვის“ - სწო­რედ ასე ჟღერს ამ აქ­ტი­ვო­ბის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი. „ბიბ­ლუ­სი ცდი­ლობს ყვე­ლას მი­ა­წო­დოს გზავ­ნი­ლი, რომ წიგ­ნე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნათ­ლე­ბა ომსა და აგ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე 23 აპ­რი­ლია. თუმ­ცა „ბიბ­ლუ­სის“ ჩე­ლენ­ჯში ჩარ­თვა თვის გან­მავ­ლო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

#აჩუ­ქე­წიგ­ნი

#წიგ­ნი­სა­უ­კე­თე­სო­სა­ჩუ­ქა­რია

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

#აჩუქეწიგნი - გამოწვევა ბიბლუსისგან წიგნის ჩუქების თვეს

#აჩუქეწიგნი - გამოწვევა ბიბლუსისგან წიგნის ჩუქების თვეს

23 აპრილს მთელი მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1923 წელს დაწესდა. 23 აპრილი უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების თარიღია. რამდენიმე წელია, ამ დღეს საქართველოში შესანიშნავი ინიციატივით წიგნის ჩუქებით აღნიშნავენ. ეს ტრადიცია 2019 წელს დამკვიდრდა და მისი მიზანი ქვეყანაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.

საქართველოში წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი „ბიბლუსი“ აპრილის თვეს სრულად აღნიშნულ კამპანიას უძღვნის და ფართო საზოგადოებას გამოწვევაში ჩართვისკენ მოუწოდებს. მისი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აჩუქოს წიგნი ერთმანეთს და ზოგადად, წიგნის ჩუქება ყველასთვის საყვარელ ტრადიციად ჩამოყალიბდეს.

გამოწვევაში ჩართვა ძალიან მარტივია. ვყიდულობთ წიგნს, მის ფოტოს ვტვირთვათ Facebook-ზე და ვთაგავთ საჩუქრის ადრესატს. ეს ნიშნავს, რომ მანაც იგივე უნდა გააკეთოს და სხვას აჩუქოს წიგნი. პოსტებს უნდა დავურთოთ ჰეშთეგები #აჩუქეწიგნი და #წიგნისაუკეთესოსაჩუქარია.

„ბიბლუსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, #აჩუქეწიგნის ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარე საომარ მოვლენებსაც ეხმაურება. გორში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სკოლებში კომპანიამ ბიბლიოთეკები მოაწყო და წიგნები დაარიგა. „წიგნი მშვიდობისთვის“ - სწორედ ასე ჟღერს ამ აქტივობის მთავარი გზავნილი. „ბიბლუსი ცდილობს ყველას მიაწოდოს გზავნილი, რომ წიგნები და, შესაბამისად, განათლება ომსა და აგრესიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიგნის ჩუქების დღე 23 აპრილია. თუმცა „ბიბლუსის“ ჩელენჯში ჩართვა თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

#აჩუქეწიგნი

#წიგნისაუკეთესოსაჩუქარია

R