პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ორიფლეიმ  საქართველო“ პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ შეუერთდა
“ორიფლეიმ  საქართველო“ პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ შეუერთდა

„ორიფ­ლე­იმ სა­ქარ­თვე­ლო“ და პრო­ექტ „და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს სი­სუფ­თა­ვეს“ შო­რის 2022 წლის 7 აპ­რილს ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა უფრო მეტი აქ­ტი­ვო­ბა, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­დეს გა­რე­მოს დაც­ვით სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. ამ აქ­ტი­ვო­ბა­ში კი, რო­გორც “ორიფ­ლე­იმ სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან ქვარ­ცხა­ვა აცხა­დებს, მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ათა­სო­ბით ბრენდ პარტნი­ო­რი იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი.

პრო­ექ­ტი „და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს სი­სუფ­თა­ვე“ სამ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს.

პრო­ექ­ტის წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, “და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს სი­სუფ­თა­ვე“, “სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბის მკვლე­ვარ­თა კავ­ში­რი „ორ­ქი­სი“ და “სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა/დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბი-სა­ქარ­თვე­ლო”, შვე­დე­თის სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ გა­რე­მოს­დაც­ვით საქ­მი­ა­ნო­ბას. ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გუ­ლის­ხმობს - სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბის დაც­ვას, ეკო­ლო­გი­ი­სა და ეკო-სის­ტე­მე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ნარ­ჩე­ნებ­თან ბრძო­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­თო­დე­ბის და მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას და მწვა­ნე ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას.

სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­უ­ჭერს მხარს გა­რე­მოს დაც­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს „ორიფ­ლე­იმ სა­ქარ­თვე­ლო“, რო­მე­ლიც ასე­ვე შვე­დუ­რი კომ­პა­ნი­აა.

“ორიფ­ლე­ი­მის სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან ქვარ­ცხა­ვა აცხა­დებს: "დღე­ვან­დე­ლი დღე ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვე­ნი კომ­პა­ნია 55 წე­ლია 60 ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რი­რებს და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­რე­მოს დაც­ვა­ზე კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს აღე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ეს არ არის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 7 მლნ-მდე ხე გვაქვს დარ­გუ­ლი. ასე­ვე, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი მა­სა­ლის­გან მზად­დე­ბა და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა. ვთვლით რომ ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლის შე­ტა­ნა შეგ­ვიძ­ლია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში ეკო­ლო­გი­ის კუ­თხით.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ პირ­და­პი­რი გა­ყიდ­ვე­ბის ბიზ­ნეს­ში ვართ, ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სია, ანუ გვყავს გუნ­დის ერ­თგუ­ლი წევ­რე­ბი და ბრენდ პარტნი­ო­რე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც შეგ­ვიძ­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა. გარ­და ამი­სა, ვი­ღებთ ფი­ნან­სურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და უზ­რუნ­ველ­ვყოფთ პრო­ექ­ტებ­ში ჩვენს ჩარ­თუ­ლო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ქვარ­ცხა­ვამ.

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე გა­რე­მოს დაც­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სათ­ვის კი, სა­მო­ქა­ლა­ქო და ბიზ­ნეს სექ­ტო­რის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რი­თიც მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა/დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბი-სა­ქარ­თვე­ლო, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნინო ჩხო­ბა­ძე: „საკ­მა­ოდ ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა გვაქვს და­გეგ­მი­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში. სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბა დი­დია, რად­გან ორი ჯგუ­ფი, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი და ბიზ­ნე­სი ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს. ვთვლი, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა წა­ად­გეს გა­რე­მოს დაც­ვას. თან, “ორიფ­ლე­ი­მი“ ცნო­ბი­ლია იმით, რომ გა­რე­მოს დაც­ვი­თი და ეკო­მე­გობ­რუ­ლი კომ­პა­ნი­აა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს კამ­პა­ნი­ა­ში მათი ჩარ­თვა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია”.

და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლო სი­სუფ­თა­ვეს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და პრო­ექ­ტის და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლო სი­სუფ­თა­ვეს მე­ნე­ჯე­რი ელე­ნე ლო­ლა­ძე: “ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ქუ­დის ქვეშ სამი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს. ძი­რი­თა­დი ხაზი, გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა, გა­რე­მოს დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის გაზ­რდა და ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­მო­რან­დუ­მი, რო­მე­ლიც “ორიფ­ლე­იმ­თან“ გა­ფორმ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ბევ­რი კონ­კურ­სი და აქ­ტი­ვო­ბაა, რა­შიც ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან, გაგ­ვი­ლა­მა­ზე­ბენ პრო­ცესს“.

მა­რი­ამ ქი­მე­რი­ძე არა­სამ­თავ­რო­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბის მკვლე­ვარ­თა კავ­ში­რი "ორ­ქი­სის“ თავ­მჯდო­მა­რე: "უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ მე­მო­რან­დუმს, რად­გან კარ­გად იკ­ვე­თე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ბიზ­ნეს სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის და მწვა­ნე მო­მავ­ლის მი­საღ­წე­ვად. კონ­კრე­ტუ­ლად ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა “ორიფ­ლე­იმ­თან“ ერ­თად სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ ესე­ე­ბის კონ­კურ­სში. კონ­კურ­სის თე­მა­ტი­კა კი, მომ­ზა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს, რად­გან ეს უკვე მე­სა­მე კონ­კურ­სია ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის“.

კო­მერ­ცი­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მსგავს სა­კი­თხებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ეს პრო­ექ­ტი და და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­მა­გა­ლი­თო იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, 2022 წლი­დან კომ­პა­ნია ორიფ­ლე­იმ ჯორ­ჯია გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს გა­რე­მოს დაც­ვის თე­მებს. ამ კო­ლა­ბო­რა­ცი­ის მი­ზა­ნი კი, ერ­თობ­ლი­ვი ფი­ნან­სუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბით ცოდ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­რე­მოს დაც­ვი­თი თე­მე­ბის მი­მართ და გა­რე­მოს დაც­ვი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბაა.

უახ­ლეს პე­რი­ოდ­ში ორიფ­ლე­ი­მი ჩა­ერ­თვე­ბა პრო­ექტ „და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს სი­სუფ­თა­ვეს“ ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში: კონ­კურ­სებ­ში - გა­ამ­წვა­ნე სკო­ლის ეზო, სუფ­თა რე­გი­ო­ნი, სტუ­დენ­ტუ­რი ესე­ე­ბი და და­ა­წე­სებს სპე­ცი­ა­ლურ პრი­ზებს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე, კომ­პა­ნია მუ­შა­ობს სე­პა­რა­ცი­ის ურ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე. კომ­პა­ნი­ა­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ წვლილს შე­ი­ტა­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს ეკო­სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა­ში.

R

ნანი
0

მისასალმებელია ხშირია ტყე პარკებში კოცონის დანთებისა და დანაგვიანების ფაქტები, ჩვენი ცნობიერების ამაღლება უნდა მოხდეს რომ გავუფრთხილდით ჟანგბადს ჩვენი შვილები სუფთა გარემოში ვამყოფოდ, კარგი იქნება ჯარიმების შემოღება

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“ორიფლეიმ  საქართველო“ პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ შეუერთდა

“ორიფლეიმ  საქართველო“ პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ შეუერთდა

„ორიფლეიმ საქართველო“ და პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ შორის 2022 წლის 7 აპრილს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება უფრო მეტი აქტივობა, რათა საზოგადოებაში მოხდეს გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ამ აქტივობაში კი, როგორც “ორიფლეიმ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ლევან ქვარცხავა აცხადებს, მათი თანამშრომლები და ათასობით ბრენდ პარტნიორი იქნება ჩართული.

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ სამ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

პროექტის წევრი ორგანიზაციები, “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, “საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო”, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულები და ახორციელებენ გარემოსდაცვით საქმიანობას. ერთობლივი ღონისძიებები გულისხმობს - საქართველოს ბუნების დაცვას, ეკოლოგიისა და ეკო-სისტემების შენარჩუნებას, დანაგვიანების საწინააღმდეგო კამპანიების ორგანიზებას, ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების გაუმჯობესებას გარემოსდაცვითი მიმართულებით, ნარჩენებთან ბრძოლის თანამედროვე და საერთაშორისო მეთოდების და მექანიზმების შემუშავებას და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას.

სწორედ ამ მიმართულებების განხორციელებაში დაუჭერს მხარს გარემოს დაცვით ორგანიზაციებს „ორიფლეიმ საქართველო“, რომელიც ასევე შვედური კომპანიაა.

“ორიფლეიმის საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ლევან ქვარცხავა აცხადებს: ,,დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კომპანია 55 წელია 60 ქვეყანაში ოპერირებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარემოს დაცვაზე კორპორაციული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და შესაბამისად, ეს არ არის ამ მიმართულებით ჩვენი პირველი ნაბიჯი. მსოფლიოს მასშტაბით 7 მლნ-მდე ხე გვაქვს დარგული. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტი ბიოდეგრადირებადი მასალისგან მზადდება და ეკოლოგიურად სუფთაა. ვთვლით რომ ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეგვიძლია ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ეკოლოგიის კუთხით.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პირდაპირი გაყიდვების ბიზნესში ვართ, ჩვენი ადამიანური რესურსი რამდენიმე ათეული ათასია, ანუ გვყავს გუნდის ერთგული წევრები და ბრენდ პარტნიორები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია საინფორმაციო კამპანიის წარმოება. გარდა ამისა, ვიღებთ ფინანსურ პასუხისმგებლობას და უზრუნველვყოფთ პროექტებში ჩვენს ჩართულობას“, - აღნიშნა ლევან ქვარცხავამ.

პროექტის მონაწილე გარემოს დაცვითი ორგანიზაციებისათვის კი, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის ერთობლივი ძალისხმევაა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითიც მიზნების განხორციელება მოხდება.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე: „საკმაოდ ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი მემორანდუმის ფარგლებში. საკითხის მნიშვნელობა დიდია, რადგან ორი ჯგუფი, სამოქალაქო სექტორი და ბიზნესი ხვდება ერთმანეთს. ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული ქმედება, რომელიც შეიძლება წაადგეს გარემოს დაცვას. თან, “ორიფლეიმი“ ცნობილია იმით, რომ გარემოს დაცვითი და ეკომეგობრული კომპანიაა. შესაბამისად, ჩვენს კამპანიაში მათი ჩართვა უმნიშვნელოვანესია”.

დავიცვათ საქართველო სისუფთავეს აღმასრულებელი დირექტორი და პროექტის დავიცვათ საქართველო სისუფთავეს მენეჯერი ელენე ლოლაძე: “ჩვენი პროექტის ქუდის ქვეშ სამი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მიმდინარეობს პროექტი, რომელსაც რამდენიმე მიმართულება აქვს. ძირითადი ხაზი, გარემოს დაბინძურების შემცირება, გარემოს დაცვითი განათლების გაზრდა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით მემორანდუმი, რომელიც “ორიფლეიმთან“ გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პროექტის ფარგლებში ბევრი კონკურსი და აქტივობაა, რაშიც ჩვენი პარტნიორები აუცილებლად დაგვეხმარებიან, გაგვილამაზებენ პროცესს“.

მარიამ ქიმერიძე არასამთავრობი ორგანიზაცია, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისის“ თავმჯდომარე: ,,უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ მემორანდუმს, რადგან კარგად იკვეთება არასამთავრობო ორგანიზაციის და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის პერსპექტივები მდგრადი განვითარების და მწვანე მომავლის მისაღწევად. კონკრეტულად ჩვენი ორგანიზაცია, ჩართული იქნება “ორიფლეიმთან“ ერთად სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ესეების კონკურსში. კონკურსის თემატიკა კი, მომზადებული იქნება საკმაოდ ცნობილი ქართველი ექსპერტების მიერ. ძალიან მაღალი მოლოდინები გვაქვს, რადგან ეს უკვე მესამე კონკურსია ჩვენი ორგანიზაციისთვის“.

კომერციული კომპანიების ჩართულობა მსგავს საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი და დაგეგმილი აქტივობები წარმატებული და სამაგალითო იქნება.

ცნობისთვის, 2022 წლიდან კომპანია ორიფლეიმ ჯორჯია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის თემებს. ამ კოლაბორაციის მიზანი კი, ერთობლივი ფინანსური და ადამიანური რესურსებით ცოდნის გაძლიერებაა საქართველოს მოსახლეობაში გარემოს დაცვითი თემების მიმართ და გარემოს დაცვითი აქტივობების წახალისებაა.

უახლეს პერიოდში ორიფლეიმი ჩაერთვება პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში: კონკურსებში - გაამწვანე სკოლის ეზო, სუფთა რეგიონი, სტუდენტური ესეები და დააწესებს სპეციალურ პრიზებს მონაწილეებისათვის. ასევე, კომპანია მუშაობს სეპარაციის ურნების პოპულარიზაციაზე. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წვლილს შეიტანენ საქართველოს და მსოფლიოს ეკოსისტემის გაჯანსაღებაში.

R