პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" უჯიუტდება მოგებულ მხარეს... რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს, რადგან მხეცის ქცევის ალგორითმს ვერ გამოიცნობ" - სამხედრო ექსპერტი
"ოცნება" უჯიუტდება მოგებულ მხარეს... რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს, რადგან მხეცის ქცევის ალგორითმს ვერ გამოიცნობ" - სამხედრო ექსპერტი

უჯი­უტ­დე­ბი­ან აპ­რი­ორ­ში მო­გე­ბულ მხა­რეს და ცდი­ლო­ბენ, დას­ხდნენ პირ­და­პირ რუ­სულ ნა­რა­ტი­ვებ­ზე. სი­მო­ნი­ა­ნის რა­ღაც პრო­პა­გან­დის­ტულ ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბად აქ­ცი­ეს პარ­ლა­მენ­ტი, ეს სა­მარ­ცხვი­ნოა, ეს დამ­ღუპ­ვე­ლია, ამას შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა, აკია ბარ­ბა­ქა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთ­თან არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა არ მუ­შა­ობს, რად­გან ის არის "მხე­ცი, რეპ­ტი­ლია" და მისი ქცე­ვის ალ­გო­რითმს ვერ გა­მო­იც­ნობ.

"შე­იც­ვლის კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბის ამ სტილს და­სავ­ლეთ­თან და სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან? შეძ­ლებს კი თა­ვად აა­წყოს ურ­თი­ერ­თო­ბა? მე რო­გორც ვხე­დავ, მათ ამის უნა­რი არ აქვთ და არც იმი­სი გო­ნე­ბა ჰყოფ­ნით, რომ სხვა ჩარ­თონ. ისი­ნი უჯი­უტ­დე­ბი­ან აპ­რი­ორ­ში მო­გე­ბულ მხა­რეს და ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, დას­ხდნენ პირ­და­პირ რუ­სულ ნა­რა­ტი­ვებ­ზე. რას ნიშ­ნავს ოხა­ნაშ­ვი­ლის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტი­დან? ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ სი­მო­ნი­ა­ნის რა­ღაც პრო­პა­გან­დის­ტულ ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბად აქ­ცი­ეს პარ­ლა­მენ­ტი, ეს სა­მარ­ცხვი­ნოა, ეს დამ­ღუპ­ვე­ლია, ამას შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ დავ­ზა­რალ­დე­ბით ჩვენ, რო­გორც ერი.

რეპ­ტი­ლი­ას­თან შენ ქცე­ვის ალ­გო­რითმს ვერ გა­მო­იც­ნობ, აზრი არ აქვს, შენ იმას აჭა­რულს წა­უ­ცეკ­ვებ თუ ჩაკ­რუ­ლოს უმ­ღე­რებ, რეპ­ტი­ლია არის ინ­სტინ­ქტი და რუ­სე­თი არის ინ­სტინ­ქტზე აწყო­ბი­ლი, ის არის მხე­ცი, კლავს ბავ­შვებს, 10 წლის ბავ­შვებს აუ­პა­ტი­უ­რებს, აძ­რობს კბი­ლებს და თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ამის შემ­დეგ მი­თხრათ, რომ ჩვენს ქცე­ვას რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა?“, - გა­ნა­ცხა­და აკია ბარ­ბა­ქა­ძემ.

აკია ბარ­ბა­ქა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან იმის თქმა, რომ ჩვენ არ ვა­პი­რებთ ომს და რუ­სე­თის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რუ­სეთს უფრო აქე­ზებს.

"ლა­მის ერთი კვი­რაა მო­ვი­თხოვ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის­გან და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან, რომ გა­მო­ვიდ­ნენ და თქვან, რომ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი სის­ხლის უკა­ნას­კნელ წვე­თამ­დე და­ი­ცა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, ანუ შე­ას­რუ­ლე­ბენ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ მო­ვა­ლე­ო­ბას, და­იც­ვან სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, მაგ­რამ არა. რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძა­ხის, რომ ომს აზრი არ აქვს, რო­დე­საც იძა­ხი­ან, რომ რუ­სე­თის არ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა ამარ­თლებს, ამ დროს ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ დო­კუ­მენ­ტებს.

დო­კუ­მენ­ტებ­ში გვი­წე­რია, რომ ერ­თა­დერ­თი გზა ომის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად არის შე­კა­ვე­ბის პო­ლი­ტი­კა. შე­კა­ვე­ბის ერ­თა­დერ­თი ინ­სტრუ­მენ­ტი არის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი და მისი სიძ­ლი­ე­რე და არა ენის მო­ჩლე­ქით ლა­პა­რა­კი, რუ­სულ ნა­რა­ტივ­ზე გა­დაჯ­დო­მა და პა­ტა­კი ყო­ველ­დღი­უ­რი, რომ ჩვენ არ ვა­პი­რებთ ომს, არ ვა­პი­რებთ, რომ გა­ვა­ღი­ზი­ა­ნოთ რუ­სე­თი. ამით პი­რი­ქით, ჩვენ ვა­ქე­ზებთ რუსს. იმ რეპ­ტი­ლი­ას, იმ მხეცს ჩვენ ვე­უბ­ნე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად, რომ ჩვენ მზად არ ვართ, ჩვენ ომს არ ვა­პი­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და აკია ბარ­ბა­ქა­ძემ.

აკია ბარ­ბა­ქა­ძე გა­და­ცე­მა­ში უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სა­ქონ­ლის რუ­სეთ­ში შე­ტა­ნას ცდი­ლობს.

აკია ბარ­ბა­ქა­ძის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქვე­ყა­ნა­ში მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ტე­რო­რის­ტი, ჩა­ტა­ე­ვი შე­მო­ე­პა­რა და ამი­ტომ, დღეს, სა­ზღვრის კარ­გად გა­კონ­ტრო­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვე­რა­ვინ აი­ღებს.

"აქ ჩვენ დავ­დი­ვართ ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მას­თან, რუ­სე­თის სა­ზღვრებს ვა­კონ­ტრო­ლებთ? შე­უძ­ლი­ათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გა­მო­ვიდ­ნენ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღონ იმა­ზე, რომ სა­ზღვრე­ბი ჩვენ­თან კარ­გად კონ­ტროლ­დე­ბა? ნა­ხე­ვა­რი კაცი ჩა­ტა­ე­ვი შე­მო­ე­პა­რათ, რო­მელ­საც მთე­ლი სპეც­რაზ­მით სამი დღე ეომ­ნენ. თუ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ძებ­ნი­ლი ტე­რო­რის­ტი გად­მო­დის და ცხოვ­რობს შენს დე­და­ქა­ლაქ­ში თვე­ო­ბით და კორ­პუს­ში აქვს გამ­ზა­დე­ბუ­ლი მთე­ლი არ­სე­ნა­ლი და ეს გა­გე­პა­რა, იმას მიმ­ტკი­ცებ, რომ ამის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებ? ან რაზე აუ­ღი­ათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ყოფ­ნით, ვაჟ­კა­ცო­ბა ყოფ­ნით, ნა­მუ­სი აქვთ? მახ­სოვს ტრუს­კა­ვე­ცი, ურ­ცხვად რომ იძახ­და მდი­ნა­რა­ძე და დღეს გა­მო­დის და იგი­ვე ტრუს­კა­ვე­ცუ­ლი სა­ხით მიმ­ტკი­ცებს რა­ღა­ცას კიდე. მა­გას რომ ნა­მუ­სი ჰქონ­დეს უნდა წა­ვი­დეს პო­ლი­ტი­კი­დან და გა­დად­გეს. ეგე­თი შემ­თხვე­ვი­თი, უსა­ხო, უბი­ოგ­რა­ფი­ოა ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ გა­სა­ჭირ­ში, რო­დე­საც მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს და რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი ლე­გი­ტი­მა­ცია არ აქვთ მო­სახ­ლე­ო­ბი­დან, უნდა გად­გნენ გვერ­დზე და მის­ცენ სხვებს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ერ­თი­ა­ნად შე­ვიკ­რათ, რომ არ ვი­ყოთ დაქ­საქ­სუ­ლე­ბი, ერ­თმა­ნე­თის დაჭ­მით და სა­მო­ქა­ლა­ქო ომით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და აკია ბარ­ბა­ქა­ძემ.

ასე­ვე, აკია ბარ­ბა­ქა­ძემ გა­და­ცე­მა­ში რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ და­სავ­ლე­თი ამ ომში უფრო მე­ტად ჩა­ერ­თვე­ბა, რად­გან ბუ­ჩა­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მსოფ­ლი­ოს და­ა­ნა­ხა, რომ რუ­სე­თი არის "მხე­ცი".

"მო­სა­ლოდ­ნე­ლია რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი და მეტი და­ვი­ნა­ხოთ და­სავ­ლე­თის მხრი­დან და მე­ტად ჩა­ერ­თვე­ბა ამ ომში იმი­ტომ, რომ რო­გორც მსოფ­ლიო შე­იძ­ლე­ბა გავ­ყოთ 24 თე­ბერ­ვლამ­დე და 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ, თვი­თონ ამ ომის შვიდკ­ვი­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თიც შეგ­ვიძ­ლია გავ­ყოთ, ბუ­ჩამ­დე და ბუ­ჩას მერე. ბუ­ჩამ და­ა­ნა­ხა მსოფ­ლი­ოს, რომ ჩვენ გვაქვს მხე­ცებ­თან საქ­მე და მხე­ცებ­თან დი­ა­ლო­გი არ ჭრის“, - გა­ნა­ცხა­და აკია ბარ­ბა­ქა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
0

იცი რა? აი , "სამხედრო" სიტყვა თუ არ გაქრა ამ დედამიწაზე არ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა და ეს სიტყვა გახდება დედამიწის აღსასრული. ექსპერტი კი არა , მაგას სხვა რამე ქვია, რაც ხარ. ქვის ხანის გადმონაშთი , განვითარების საშუალებას რომ უსპობს ადამიანთა მოდგმას.

grisha
14

ოცნებამ მართლაც შეუძლებელი შეძლო და ომი და უბედურება აარიდა ქვეყანას. მართალია ზოგი მხდალს ეძახის, ზოგი კოლაბორაციონისტს,ზოგი რუსეთუმეს, ზოგი რას და ზოგი რას. მაგრამ რეალურად ეს ბატონი ბიძინას ბრძნული პოლიტიკის ღირსეული გაგრძელებაა რომელმაც ქვეყანას აღმშენებლობა და კეთილდღეობა მოუტანა.

ავტორი:

"ოცნება" უჯიუტდება მოგებულ მხარეს... რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს, რადგან მხეცის ქცევის ალგორითმს ვერ გამოიცნობ" - სამხედრო ექსპერტი

"ოცნება" უჯიუტდება მოგებულ მხარეს... რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს, რადგან მხეცის ქცევის ალგორითმს ვერ გამოიცნობ" - სამხედრო ექსპერტი

უჯიუტდებიან აპრიორში მოგებულ მხარეს და ცდილობენ, დასხდნენ პირდაპირ რუსულ ნარატივებზე. სიმონიანის რაღაც პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად აქციეს პარლამენტი, ეს სამარცხვინოა, ეს დამღუპველია, ამას შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" "ქართულ ოცნებაზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს, რადგან ის არის "მხეცი, რეპტილია" და მისი ქცევის ალგორითმს ვერ გამოიცნობ.

"შეიცვლის კი ხელისუფლება ურთიერთობის ამ სტილს დასავლეთთან და საკუთარ მოსახლეობასთან? შეძლებს კი თავად ააწყოს ურთიერთობა? მე როგორც ვხედავ, მათ ამის უნარი არ აქვთ და არც იმისი გონება ჰყოფნით, რომ სხვა ჩართონ. ისინი უჯიუტდებიან აპრიორში მოგებულ მხარეს და ისინი ცდილობენ, დასხდნენ პირდაპირ რუსულ ნარატივებზე. რას ნიშნავს ოხანაშვილის გუშინდელი განცხადება პარლამენტიდან? ჩვენ დავინახეთ, რომ სიმონიანის რაღაც პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად აქციეს პარლამენტი, ეს სამარცხვინოა, ეს დამღუპველია, ამას შედეგები მოჰყვება, მაგრამ დავზარალდებით ჩვენ, როგორც ერი.

რეპტილიასთან შენ ქცევის ალგორითმს ვერ გამოიცნობ, აზრი არ აქვს, შენ იმას აჭარულს წაუცეკვებ თუ ჩაკრულოს უმღერებ, რეპტილია არის ინსტინქტი და რუსეთი არის ინსტინქტზე აწყობილი, ის არის მხეცი, კლავს ბავშვებს, 10 წლის ბავშვებს აუპატიურებს, აძრობს კბილებს და თქვენ შეგიძლიათ ამის შემდეგ მითხრათ, რომ ჩვენს ქცევას რაიმე მნიშვნელობა ექნება?“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

აკია ბარბაქაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხრიდან იმის თქმა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ომს და რუსეთის გაღიზიანებას, რუსეთს უფრო აქეზებს.

"ლამის ერთი კვირაა მოვითხოვ ხელისუფლებისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან და პრემიერ-მინისტრისგან, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავენ საქართველოს, ანუ შეასრულებენ კონსტიტუციურ მოვალეობას, დაიცვან საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, მაგრამ არა. როდესაც ხელისუფლება იძახის, რომ ომს აზრი არ აქვს, როდესაც იძახიან, რომ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა ამართლებს, ამ დროს ეს ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებს.

დოკუმენტებში გვიწერია, რომ ერთადერთი გზა ომის თავიდან ასაცილებლად არის შეკავების პოლიტიკა. შეკავების ერთადერთი ინსტრუმენტი არის თავდაცვის ძალები და მისი სიძლიერე და არა ენის მოჩლექით ლაპარაკი, რუსულ ნარატივზე გადაჯდომა და პატაკი ყოველდღიური, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ომს, არ ვაპირებთ, რომ გავაღიზიანოთ რუსეთი. ამით პირიქით, ჩვენ ვაქეზებთ რუსს. იმ რეპტილიას, იმ მხეცს ჩვენ ვეუბნებით ფაქტობრივად, რომ ჩვენ მზად არ ვართ, ჩვენ ომს არ ვაპირებთ“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

აკია ბარბაქაძე გადაცემაში უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდული საქონლის რუსეთში შეტანას ცდილობს.

აკია ბარბაქაძის თქმით, ხელისუფლებას ქვეყანაში მსოფლიოში ცნობილი ტერორისტი, ჩატაევი შემოეპარა და ამიტომ, დღეს, საზღვრის კარგად გაკონტროლებაზე პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს.

"აქ ჩვენ დავდივართ ერთ მთავარ პრობლემასთან, რუსეთის საზღვრებს ვაკონტროლებთ? შეუძლიათ, ხელისუფლებიდან გამოვიდნენ თანამდებობის პირები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ საზღვრები ჩვენთან კარგად კონტროლდება? ნახევარი კაცი ჩატაევი შემოეპარათ, რომელსაც მთელი სპეცრაზმით სამი დღე ეომნენ. თუ მსოფლიოში აღიარებული ძებნილი ტერორისტი გადმოდის და ცხოვრობს შენს დედაქალაქში თვეობით და კორპუსში აქვს გამზადებული მთელი არსენალი და ეს გაგეპარა, იმას მიმტკიცებ, რომ ამის პასუხისმგებლობას იღებ? ან რაზე აუღიათ პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი ყოფნით, ვაჟკაცობა ყოფნით, ნამუსი აქვთ? მახსოვს ტრუსკავეცი, ურცხვად რომ იძახდა მდინარაძე და დღეს გამოდის და იგივე ტრუსკავეცული სახით მიმტკიცებს რაღაცას კიდე. მაგას რომ ნამუსი ჰქონდეს უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და გადადგეს. ეგეთი შემთხვევითი, უსახო, უბიოგრაფიოა ადამიანები ასეთ გასაჭირში, როდესაც მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ მოსახლეობიდან, უნდა გადგნენ გვერდზე და მისცენ სხვებს საშუალება, რომ ერთიანად შევიკრათ, რომ არ ვიყოთ დაქსაქსულები, ერთმანეთის დაჭმით და სამოქალაქო ომით დაკავებულები“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

ასევე, აკია ბარბაქაძემ გადაცემაში რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთი ამ ომში უფრო მეტად ჩაერთვება, რადგან ბუჩაში მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი არის "მხეცი".

"მოსალოდნელია რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი დავინახოთ დასავლეთის მხრიდან და მეტად ჩაერთვება ამ ომში იმიტომ, რომ როგორც მსოფლიო შეიძლება გავყოთ 24 თებერვლამდე და 24 თებერვლის შემდეგ, თვითონ ამ ომის შვიდკვირიანი მონაკვეთიც შეგვიძლია გავყოთ, ბუჩამდე და ბუჩას მერე. ბუჩამ დაანახა მსოფლიოს, რომ ჩვენ გვაქვს მხეცებთან საქმე და მხეცებთან დიალოგი არ ჭრის“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.