სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომან აბრამოვიჩი პოპულარულ დასავლელ მეგობრებს ფულის სესხებას სთხოვს - სანქცირებული ოლიგარქის "გასაჭირი"
რომან აბრამოვიჩი პოპულარულ დასავლელ მეგობრებს ფულის სესხებას სთხოვს - სანქცირებული ოლიგარქის "გასაჭირი"

რუსი ოლი­გარ­ქი, რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი, რო­მელ­საც და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხო, ახლა მდი­დარ მე­გობ­რებს სთხოვს, 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ასეს­ხონ. ოლი­გარ­ქის მთე­ლი ქო­ნე­ბა ამ დრო­ის­თვის "გა­ყი­ნუ­ლია."

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მაThe Sun წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ აბ­რა­მო­ვი­ჩი ბოლო დღე­ე­ბია ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებს, უოლ სტრი­ტელ მდი­დარ მე­გობ­რებ­სა და სხვა ბიზ­ნეს მაგ­ნა­ტებს უკავ­შირ­დე­ბა ფუ­ლის სა­სეს­ხებ­ლად.

მან თი­თო­ე­ულ მათ­განს 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხა სთხო­ვა, რათა "თავი გა­ე­ტა­ნა".

წყა­როს ცნო­ბით, აბ­რა­მო­ვი­ჩი როტ­შილ­დე­ბის ოჯახ­საც და­უ­კავ­შირ­და. ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვი­საც ოლი­გარ­ქი ფუ­ლის სა­თხოვ­ნე­ლად და­უ­კავ­შირ­და, არის ბრეტ რატ­ნე­რი - ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რი.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ასეს­ხა თუ არა სან­ქცი­რე­ბულ ბიზ­ნეს­მენს რო­მე­ლი­მემ თან­ხა. აბ­რა­მო­ვიჩს ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ჰყავს სა­ნაც­ნო­ბო და სა­მე­გობ­რო წრე­ში. 2016 წელს, მის სა­ა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მო­ზე მიწ­ვე­ულ ვარ­სკვლა­ვებს შო­რის იყ­ვნენ: ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო, ჯორჯ ლუ­კა­სი და სხვე­ბი.

ცნო­ბის­თვის, რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რაა და ის რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის არა­ფორ­მა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ და­სავ­ლეთს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სთხო­ვა, რომ აბ­რა­მო­ვი­ჩი სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ი­დან ამო­ე­ღოთ, რად­გა­ნაც არ­სე­ბობ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ რუს ოლი­გარ­ქს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მარ­თვა­ში "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა."

წყა­რო: thesun.co.uk

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GGG
0

თვის ბოლოს ხელფასზე შემიძლია ვასესხო.

!!!
0

რატომ, აჭარაბეთში დებს სტავკებს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რომან აბრამოვიჩი პოპულარულ დასავლელ მეგობრებს ფულის სესხებას სთხოვს - სანქცირებული ოლიგარქის "გასაჭირი"

რომან აბრამოვიჩი პოპულარულ დასავლელ მეგობრებს ფულის სესხებას სთხოვს - სანქცირებული ოლიგარქის "გასაჭირი"

რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი, რომელსაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო, ახლა მდიდარ მეგობრებს სთხოვს, 1 მილიონი დოლარი ასესხონ. ოლიგარქის მთელი ქონება ამ დროისთვის "გაყინულია."

ბრიტანული გამოცემაThe Sun წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აბრამოვიჩი ბოლო დღეებია ჰოლივუდის ვარსკვლავებს, უოლ სტრიტელ მდიდარ მეგობრებსა და სხვა ბიზნეს მაგნატებს უკავშირდება ფულის სასესხებლად.

მან თითოეულ მათგანს 1 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა სთხოვა, რათა "თავი გაეტანა".

წყაროს ცნობით, აბრამოვიჩი როტშილდების ოჯახსაც დაუკავშირდა. ცნობილ ადამიანებს შორის, ვისაც ოლიგარქი ფულის სათხოვნელად დაუკავშირდა, არის ბრეტ რატნერი - ამერიკელი რეჟისორი.

ჯერჯერობით უცნობია, ასესხა თუ არა სანქცირებულ ბიზნესმენს რომელიმემ თანხა. აბრამოვიჩს ბევრი ცნობილი ადამიანი ჰყავს სანაცნობო და სამეგობრო წრეში. 2016 წელს, მის სააახალწლო საღამოზე მიწვეულ ვარსკვლავებს შორის იყვნენ: ლეონარდო დიკაპრიო, ჯორჯ ლუკასი და სხვები.

ცნობისთვის, რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არაფორმალური წარმომადგენელია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს რამდენიმე კვირის წინ სთხოვა, რომ აბრამოვიჩი სანქცირებულთა სიიდან ამოეღოთ, რადგანაც არსებობდა შესაძლებლობა, რომ რუს ოლიგარქს მოლაპარაკებების წარმართვაში "მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა."

წყარო: thesun.co.uk

მოამზადა: ანა სიბოშვილმა