"მე მაქვს ერთი გზავნილი რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ახლა ბრძოლის ველზე არიან - თუ არ გინდათ მონაწილეობის მიღება თქვენი უკრაინელი ძმებისა და დების მკვლელობაში, თუ არ გსურს იყოთ კრიმინალები, დაყარეთ იარაღი, შეწყვიტეთ ბრძოლა, დატოვეთ ბრძოლის ველი" - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკვე გამოიკვეთა ქვეყნები, რომლებიც მზად არიან თავშესაფარი მისცენ ჯარისკაცებს, რომლებიც უარს იტყვიან რუსეთის ბრძანებების შესრულებაზე.
შარლ მიშელმა თავის ევროპელ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთის მიერ ჩადენილი სიმხეცის შესაჩერებლად.
"დღეს გამოვხატავთ ჩვენს განრისხებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო ბუჩაში და უკრაინის სხვა ბევრ ქალაქში. ეს არის კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საზღვარი არ აქვს. კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმის, რომ სხეულები მიმოფანტული ქუჩებში, მასობრივი სასაფლაოები ეს არ არის სპეციალური ოპერაცია, ეს არის ომის დანაშაულები და ჩვენ ევროკავშირში არ შევაქცევთ ზურგს და ჩავხედავთ რეალობას პირდაპირ თვალებში. უნდა იყოს და იქნება კიდეც მძიმე შედეგები ყველასთვის, ვინც ამაზე პასუხისმგებელია. ჩვენ უკვე ვუჭერთ მხარს ყველა მცდელობას, შეგროვდეს მტკიცებულებები და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ამის ჩამდენმა ადამიანებმა კანონის წინაშე პასუხი აგონ. ძვირფასო კოლეგებო, მე მაქვს ერთი გზავნილი რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ახლა ბრძოლის ველზე არიან: თუ არ გინდათ მონაწილეობის მიღება თქვენი უკრაინელი ძმებისა და დების მკვლელობაში, თუ არ გსურს იყოთ კრიმინალები, დაყარეთ იარაღი, შეწყვიტეთ ბრძოლა, დატოვეთ ბრძოლის ველი. მე ვიცი ძვირფასო კოლეგებო, პარლამენტის წევრებო, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გააკეთა შეთავაზება, მიანიჭოს თავშესაფარი რუს ჯარისკაცებს, ვინც არ დაემორჩილება რუსეთის ბრძანებებს. ჩემი აზრით, ეს ღირებული იდეაა, რომელიც უნდა შესრულდეს.
ძვირფასო კოლეგებო, ზუსტად ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევაჩეროთ ეს სიმხეცე“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპას არ ეშველა, წელამდე ერესია, ხოლო წელს ზემოთ ევროსაბჭოთი ჩერჩილი, ვაი ასეთ პაპის ევროპას!? >>>>>>>ე.ი. ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი!? ეს იბერია ეჩხირება ყველა ხურდელს ახლა ყელში, ქართველო მოდი გონს, სამყარო საშიში გახდა, რადგან გონება და ადამიანის მისტიკა დაკარგა>>>>>>>>ამან ვაბშე გააფრინა, რომელი პაპი ესაა!? რა სჭირს ამ მსოფლიოს, რა ქმნის ამ პოლიტიკანობას!? ვაი კორპორაციულად აწყობილ ევროატლანტიკას. >>>>>>>>>>ყველას შეიძლება ეშველოს დუნიაზე გარდა ევროატლანტიკებისა. ესენი სულ მარაზმში უნდა იყვნენ სამყაროს განადგურებამდე. >>>>>>>>>>>>ქართველო გაიღვიძე, ევროატლანტიკას გონება სჭირდება დღეს. გიხაროდეთ!
რამდენიმე ქვეყანა არა რაა, ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე უნდა მიეცეს თავშესაფარი და მაშინ ნახეთ ამათი გაქცევა. სხისი ფეხით ნუ გინდათ სამოთხეში შესვლა. ბოლომდე მაინც არ ხართ ერთგულები.