შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, შეიმჩნევა დადებითი დინამიკა. ამის შესახებ AMBEBI.GE -ს იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.
"უმძიმესი მგომარეობა იყო, დაზიანებული ჰქონდა გულ-მკერდის მიდამო, ჩატარდა ფეხის ამპუტაცია. არაერთი ქირურგი იყო ამაში ჩართული. ამპუტაციის შემდეგ მოხდა მენჯ-სახსრის ფიქსაცია. ახლა მდგომარეობა დასტაბილურებულია, შეიმჩნევა დადებითი დინამიკა" - გვითხრეს იაშვილის კლინიკაში.
ცნობისთვის, 8 წლის ბავშვის ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
იხილეთ ასევე:
ღმერთო გადაარჩინე და გამოუჯანმრთელე თავის დედას!!!
როცა საქმე ბავშვებს ეხება... ყველაფერი აზრს კარგავს! გავუფრთხილდეთ მათ! ვიზრუნოთ მათზე და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ზრდასრულები ჩვენს საქციელებს! დათუნას და ყველა ბავშვის გამო! ოღონდაც ეს პატარა ბუთქუნა ბიჭი გადარჩეს და გამოძვრეს, ოღონდააც!