პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაგუნა ვერესთან მომხდარ სისხლიან გარჩევაში, რომლის დროსაც 2 ადამიანი მოკლეს, 20-მდე პირი მონაწილეობდა, მათგან 5 დააკავეს - რას აცხადებს შსს?
ლაგუნა ვერესთან მომხდარ სისხლიან გარჩევაში, რომლის დროსაც 2 ადამიანი მოკლეს, 20-მდე პირი მონაწილეობდა, მათგან 5 დააკავეს - რას აცხადებს შსს?

ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და რამ­დე­ნი­მე და­იჭ­რა, პო­ლი­ცი­ამ 5 პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნი­შუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა 20 - მდე პირს შო­რის მოხ­და. პო­ლი­ცი­ამ 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ. მ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით კი და­კა­ვე­ბუ­ლია 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ქ., ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. გ. 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. პ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 2 აპ­რილს თბი­ლის­ში, კოს­ტა­ვას ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ გან­თავ­სე­ბულ ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე პირს შო­რის წარ­მო­იშ­ვა სი­ტყვი­ე­რი კა­მა­თი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კა­მა­თი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა­საც ორი­ვე მხრი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლა მოჰ­ყვა.

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ქ., ხოლო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ გარ­და­იც­ვა­ლა კი­დევ ერთი პირი - 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.გ. და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ოთხმა პირ­მა: 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ბ., 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ც., 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ხ.ც., 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ., ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

ორი ან მეტი პი­რის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “ა”

ქვე­პუნ­ქტით, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, 108 -ე მუხ­ლით, სსკ-ის 117-ე მუხ­ლის 7-ე ნა­წი­ლის „ა“ პუნ­ქტით და სსკ-ის 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა თურ­ქეთ­ში მყო­ფი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს, და­ვით ყა­ლი­ჩა­ვას და "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტეტს", ლე­ვან მარ­ღი­ას მხა­რე­ებს შო­რის მოხ­და. მი­ზე­ზი და­ვით შენ­გე­ლი­ას ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა იყო, რო­მელ­საც ბიზ­ნეს­ში წილს სთხოვ­და ლე­ვან მარ­ღია, შენ­გე­ლი­ამ და­სახ­მა­რებ­ლად თურ­ქეთ­ში მყოფ ყა­ლი­ჩა­ვას მი­მარ­თა, რო­მელ­მაც საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა ზუგ­დი­დელ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს, ხვი­ჩა ცხა­კა­ი­ას და­ა­ვა­ლა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
1

მე მიკვირს ხელისუფლების იმ ტოტს რატომ ჭრის რაზედაც ქეყანის მომავალია დადებული,? ან რაში ჭირდებათ ქვეყანა სადაც კრიმინალების გადასაწყვეტი იქნება ხელისუფლებაში ვინ იქნება და ვინ არა? მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი ვინცა ხარო ნათქვამია,

გივი
1

და ამ ე.წ. კანინიერ ქურდებს რატომ არ იჭერენ, სანამ ხოცვა-ჟლეტაზე არ გადავლენ არაუშავს? ყველა უცხოეთში ხომ არ არის, რატომ არ იჭრენ?

ავტორი:

ლაგუნა ვერესთან მომხდარ სისხლიან გარჩევაში, რომლის დროსაც 2 ადამიანი მოკლეს, 20-მდე პირი მონაწილეობდა, მათგან 5 დააკავეს - რას აცხადებს შსს?

ლაგუნა ვერესთან მომხდარ სისხლიან გარჩევაში, რომლის დროსაც 2 ადამიანი მოკლეს, 20-მდე პირი მონაწილეობდა, მათგან 5 დააკავეს - რას აცხადებს შსს?

ლაგუნა ვერესთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, პოლიციამ 5 პირი დააკავა. აღნიშულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაპირისპირება 20 - მდე პირს შორის მოხდა. პოლიციამ 1987 წელს დაბადებული კ. მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი დაკავებულია 1971 წელს დაბადებული გ.ქ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული გ. გ. 1991 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული გ. პ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დაკავების ღონისძიებებს. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში დაახლოებით 20-მდე პირს შორის წარმოიშვა სიტყვიერი კამათი. მოგვიანებით კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა 1971 წელს დაბადებული კ.ქ., ხოლო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ გარდაიცვალა კიდევ ერთი პირი - 1970 წელს დაბადებული ვ.გ. დაპირისპირების დროს, სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ოთხმა პირმა: 1989 წელს დაბადებული ო.ბ., 1971 წელს დაბადებული დ.ც., 1962 წელს დაბადებული ხ.ც., 1989 წელს დაბადებული მ.მ., ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”

ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108 -ე მუხლით, სსკ-ის 117-ე მუხლის 7-ე ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა თურქეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდს, დავით ყალიჩავას და "კრიმინალური ავტორიტეტს", ლევან მარღიას მხარეებს შორის მოხდა. მიზეზი დავით შენგელიას ბიზნესსაქმიანობა იყო, რომელსაც ბიზნესში წილს სთხოვდა ლევან მარღია, შენგელიამ დასახმარებლად თურქეთში მყოფ ყალიჩავას მიმართა, რომელმაც საქმის მოგვარება ზუგდიდელ კრიმინალურ ავტორიტეტს, ხვიჩა ცხაკაიას დაავალა.

ასევე იხილეთ: