პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ" - პროკურორი
"ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ" - პროკურორი

პრო­კუ­რო­რი ემ­ზარ ფუ­ხაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად, არას­რულ­წლოვ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ და­ვით ჯა­ლა­ღო­ნია სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ნარ­კო­ლო­გი­ურ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, რა დრო­საც დად­გინ­და, რომ მას ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა წარ­სულ­ში ჰქონ­და მოხ­მა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ შემ­თხვე­ვის დროს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის თრო­ბის ქვეშ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, თა­ვად ჯა­ლა­ღო­ნი­ას თქმით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მო­იხ­მა­რა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა შუ­ამ­დგომ­ლო­ბით ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი გა­ი­ზი­ა­რა და ბრალ­დე­ბულს შე­უ­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლი ითხოვ­და აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ იყო გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ბრალ­დე­ბულს გა­ნე­მარ­ტა მისი უფ­ლე­ბე­ბი, რომ შე­ეძ­ლო ესარ­გებ­ლა დაც­ვის უფ­ლე­ბით, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნა­ზე.

ჩვენს მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო ის საფრ­თხე­ე­ბი, რომ­ლი­თაც ვა­სა­ბუ­თებ­დით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ეს იყო მი­მალ­ვის საფრ­თხე მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის ში­შით, ასე­ვე ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე იმ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ იყო და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის.

საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო ნარ­კო­ლო­გი­ურ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ მას მოხ­მა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, მაგ­რამ შემ­თხვე­ვის დროს არ იმ­ყო­ფე­ბო­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ნარ­კო­ტი­კი საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მო­იხ­მა­რა”, - აღ­ნიშ­ნა ემ­ზარ ფუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ადვოკატი გირჩელი იქნება. ლომკაში მართავდა მანქანას და იმას იცავს, ძალით არ უნდოდაო.

გოგი
0

აბა რა იყო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ" - პროკურორი

"ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ" - პროკურორი

პროკურორი ემზარ ფუხაშვილის ინფორმაციით, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ დავით ჯალაღონია სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, რა დროსაც დადგინდა, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება წარსულში ჰქონდა მოხმარებული, მაგრამ შემთხვევის დროს ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თავად ჯალაღონიას თქმით, ნარკოტიკული ნივთიერება ავტოსაგზაო შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მოიხმარა.

,,პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წაყენებული არგუმენტები გაიზიარა და ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. ბრალდებული ითხოვდა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას, მაგრამ აღნიშნული არ იყო გაზიარებული. ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები, რომ შეეძლო ესარგებლა დაცვის უფლებით, მაგრამ ამ ეტაპზე უარი განაცხადა ადვოკატის აყვანაზე.

ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული იყო ის საფრთხეები, რომლითაც ვასაბუთებდით პატიმრობის გამოყენებას. ეს იყო მიმალვის საფრთხე მოსალოდნელი სასჯელის შიშით, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში არაერთხელ იყო დაჯარიმებული ადმინისტრაციული სასჯელის სახით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ ბრალდებული გადაყვანილი იყო ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე, რომლითაც დადგინდა, რომ მას მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მისივე განმარტებით, ნარკოტიკი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მოიხმარა”, - აღნიშნა ემზარ ფუხაშვილმა.