თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ბავშვს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ წუთებში მას კვლავ მორიგი ოპერაცია უტარდება.
"ჩატარდა ჩარევა სისხლძარღვებზე, მენჯის ძვლებზე, ახლა ბარძაყზე ოპერაცია მიმდინარეობს და შემდეგი ეტაპი არის უროლოგიური ოპერაციის ჩატარება. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. სასიცოცხლო პარამეტრების ყოველწუთიერი მონიტორინგი და მუდმივი დახმარება მიმდინარეობს. პაციენტი ჯერ ისევ საოპერაციო ბლოკშია", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დღეს დილით დაეჯახა.
ასევე იხილეთ:
ვიდეო ვნახე და ბავშვი ბურთივით აისროლა! რა გადაარჩენს აბა?! უფალს შევთხოვ 100% ფეხზე დააყენოს!
რაც შეეხება მძღოლს, მთვრალი იყო თუ მოწეულში რა ჭირდა რატომ შევარდა ან რა ხდება ხალხო, მნახევარი ერი რომ ავარიებში წყდება და ინვალიდდება?!
ამატზე განა არ უნდა იყოს 20წლიანი ციხე ვინც ასე იქცევა?!
ყველაფერი კი იმსი ბრალია რომ პორავენს ყიდულობენ და თან ვინც არ ყიდულობს ტრანსპრტიან მოძღაობაში კი არა თურმე სადღაც არანარი ტრანსპორტი რომ არაა იქ იღებენ პრავებს!
საინტერესოა ვინ შემოღო ასეთი წესი? ასეთ რამეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხომ ვერ ნახავ და აფრიკაში ალბათ!
როდემდე?!