საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
შეფიცული დიაკონი
09:41 / 06-04-2022
შეფიცული დიაკონი
09:41 / 06-04-2022
სიმ­ღე­რა "ლექ­სო ამოგთქომ ოხე­რო"

მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი - მისი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა თით­ქმის სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო აკ­რძა­ლუ­ლი. მისი ლექ­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ნად­გურ­და, მაგ­რამ დრომ ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო შე­დევ­რებს, რომ­ლე­ბიც ხალ­ხმა უსა­ხე­ლოდ, რო­გორც ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის მარ­გა­ლი­ტე­ბი, ისე შე­მო­ი­ნა­ხა. გა­ვი­და დრო და ამ ლექ­სებს მი­ე­წე­რა ავ­ტო­რის სა­ხე­ლი და გვა­რი, ვე­ლის პო­ე­ტი - მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი.

მიხა ხე­ლაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა

ის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, არის გა­უ­ტეხ­ლო­ბის სიმ­ბო­ლო. მან, რო­გორც მე­ო­მარ­მა, აჩ­ვე­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და მარ­ტოს ეტვირ­თა თა­ვი­სი კუ­თხის, მთე­ლი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა და მარ­ტო შებ­მო­და უზარ­მა­ზარ იმ­პე­რი­ას საბ­ჭო­თა კავ­შირს.

სა­ხალ­ხო გმი­რი­სა და პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბა და სიკ­ვდი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. მის სა­ხელს ქარ­თულ ის­ტო­რი­ა­ში, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის რაზ­მე­ლის სა­ხე­ლით წა­ა­წყდე­ბით. ქა­ქუ­ცას­თან მისი შე­ერ­თე­ბის ამ­ბავს იხ­სე­ნებს თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში, შე­ფი­ცულ­თა რაზ­მის წევ­რი და შემ­დგომ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი, ალექ­სან­დრე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი:

შე­ფი­ცუ­ლე­ბი

“1922 წლის ივ­ლის­ში, ჩვე­ნი რაზ­მი დუ­შე­თის მაზ­რა­ში ტრი­ა­ლებ­და. მა­ღა­როს­კარს რომ მი­ვაღ­წი­ეთ, დავ­ბი­ნავ­დით ვაჟა-ფშა­ვე­ლას მიერ და­არ­სე­ბულ სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ კარ­გი შე­ნო­ბა გახ­ლდათ, მაგ­რამ უპატ­რო­ნო­ბა ეტყო­ბო­და. აღარც ფან­ჯრე­ბი შერ­ჩე­ნო­და იმას და აღარც კა­რე­ბი. ამ სკო­ლას ტყეც ჰქონ­და შე­მორ­ტყმუ­ლი გარ­შე­მო. იქ ჩვენ ერთი ხის ქვეშ და­ვი­დეთ ბინა… ამ ეზო­ში გა­დაგ­ვხდა თავს, დიდი და ლა­მა­ზი ბრძო­ლა, რა­მაც და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხე­ვარს გას­ტა­ნა. თუმ­ცა ბევ­რი ბრძო­ლის მო­ნა­წი­ლე ვარ, დი­დი­სა თუ პა­ტა­რა­სი, მაგ­რამ იმის­თა­ნა ლა­მა­ზი შერ­კი­ნე­ბის მოწ­მე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. ამ ბრძო­ლა­ში შე­მოგ­ვე­მა­ტა სამი ხევ­სუ­რი და რამ­დე­ნი­მე ფშა­ვე­ლი, რო­მელ­თა­გან ერთი მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი, მუდ­მი­ვად დარ­ჩა ჩვენს რაზმში. იგი, სოფ­ლის ყო­ფი­ლი დი­აკ­ვა­ნი გახ­ლდათ, და­ახ­ლო­ე­ბით 21-22 წლის ჭა­ბუ­კი, დიდი ნი­ჭის პატ­რო­ნი და მშვე­ნი­ერ ლექ­სებ­საც წერ­და. ის ვა­ჟას სოფ­ლი­დან იყო და ძა­ლი­ან ბა­ძავ­და მას. ზამ­თარ­ში, როცა კარ­გი და მზი­ა­ნი ამინ­დი იდგა, იგი ბი­ნის მახ­ლობ­ლად წა­მოწ­ვე­ბო­და მყუდ­რო­ზე და სულ რა­ღაც 2-3 სა­ა­თის შემ­დეგ, ახალ ლექსს მოგ­ვი­ტან­და ხოლ­მე. მიხა მუ­დამ თან ატა­რებ­და ერთ აბ­გას, რო­მელ­შიც ქა­ღალ­დე­ბი და სხვა სა­წე­რი მა­სა­ლე­ბი ელა­გა. ჩვენ მი­ხას ბევ­რი ლექ­სი დავ­ტო­ვეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ ისი­ნიც ისე უმო­წყა­ლოდ არ და­ი­ღუ­პა, რო­გორც მათი ახალ­გაზ­რდა, ზე­ბუ­ნებ­რი­ვი მად­ლით და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­რი“.

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი თა­ვის რაზ­მე­ლებ­თან ერ­თად

ზუს­ტად 102 წლის წინ, 1921-ში, მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი ია­რა­ღით და­უ­პი­რის­პირ­და ახალ, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მან მი­იჩ­ნია, რომ ასე უნდა და­ეც­ვა თა­ვი­სი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა… მი­ხას ხელ­ში თოფი მარ­ტო მი­ხას პო­ზი­ცი­ას, გან­წყო­ბას, მხო­ლოდ მის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ომს რომ არ ნიშ­ნავ­და, ეს კარ­გად ეს­მო­დათ იქ, მხა­რის ახალ სამ­ხედ­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ხე­ლაშ­ვი­ლის თოფი აერ­თი­ა­ნებ­და უამ­რა­ვი მისი თა­ნა­ტო­ლის აზ­რსა და გუ­ლის­წა­დილს, რომ­ლებ­საც მან გამ­ბე­და­ო­ბით გა­უს­წრო და თავ­გან­წირ­ვის მა­გა­ლი­თი უჩ­ვე­ნა! მი­ხას თოფი აერ­თი­ა­ნებ­და უამ­რავ მის დამ­ხმა­რეს, ვი­ნაც სოფ­ლი­დან კვე­ბავ­და მის ტყი­ურ ბრძო­ლა-არ­სე­ბო­ბას. ეს თოფი აერ­თი­ა­ნებ­და მა­თაც, რომ­ლე­ბიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის კუ­ლი­სე­ბი­დან კვე­ბავ­დნენ მი­ხას იდე­უ­რად და ელო­დე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ დროს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ომის დიდ სცე­ნა­ზე და­სად­გო­მად.

ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი

ვა­ჟას ვაჟი ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი იყო მათ შო­რის!

ფშავ­ში იმ­ხა­ნად ორი კო­მი­სა­რი იყო. ერთი - ბოლ­შე­ვი­კე­ბის კო­მი­სა­რი, ია­რა­ღით, ჯა­რის­კა­ცე­ბით, ძა­ლა­უფ­ლე­ბით, შტა­ბით, კან­ტო­რით, კან­ცე­ლა­რი­ით, წი­თე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით და მსტოვ­რე­ბით მა­ღა­როს­კარ­ში.

მე­ო­რე - ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი, სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი, მხო­ლოდ ჩო­ხი­თა და სა­ხე­ლით, მისი ვაჟ­კა­ცო­ბის და დიდი მა­მის გა­მოც, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლით, მა­მა­პა­პუ­რი თო­ფით და დიდი რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბის ქო­ხით, სა­დაც ამ ხე­ო­ბა­ზე ყვე­ლა ამ­ვლელ-ჩამ­ვლე­ლი, აქა­უ­რი თუ შო­რი­დან მო­სუ­ლი, რო­გორც ტა­ძარ­ში, ისე შე­დი­ო­და!

ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი მხა­რე­ში მო­სულ წი­თელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ვა­ჟას შვი­ლად და უკვე სა­ხე­ლი­ან მე­ომ­რა­დაც დახ­ვდა. მენ­შე­ვი­კე­ბის დროს, როცა მთა­ში დრო­ე­ბით შე­სუს­ტდა კავ­ში­რი ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, როცა არ არ­სე­ბობ­და არა­ნა­ი­რი სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფი, რო­მელ­საც მთის მო­სახ­ლე­ო­ბა და­ეყ­რდნო­ბო­და მარ­ბი­ელ გა­დამ­თი­ელ­თა შე­მო­სე­ვე­ბის დროს, ფშავ­ში შე­იქ­მნა ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხალ­ხო ლაშ­ქა­რი ოჯა­ხე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად და ამ სა­ხალ­ხო და­ნა­ყო­ფის კო­მის­რად, სა­ხე­ლი­სა და უფრო გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო, ვა­ჟას უფ­რო­სი შვი­ლი აირ­ჩი­ეს. რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბის ავ­ტო­რი­ტეტ­ზე თავ­დას­ხმა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­რის­კო იყო, ამი­ტომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბამ­დე და­ზა­ვე­ბა არ­ჩი­ეს. შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი კო­მის­რის წო­დე­ბა და ფუნ­ქცია, ერ­თად ებ­რძო­ლათ მთე­ბი­დან გად­მო­სუ­ლი მარ­ბი­ე­ლი რაზ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

თა­მარ­ღე­ლის საყ­და­რი, სა­დაც მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი დი­აკ­ვნობ­და

ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში უკვე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტი, დი­აკ­ვა­ნი მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი, ერთ-ერთი იყო მათ შო­რის, ვინც თავს ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლად და ვა­ჟას ქო­ხის მე­ცი­ხოვ­ნედ თვლი­და. ხე­ლაშ­ვილ­სა და რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს, გარ­და მე­გობ­რო­ბი­სა, ერ­თმა­ნეთ­თან მი­ხას და - სა­ლო­მეც აკავ­ში­რებ­დათ. სა­ლო­მე ლე­ვა­ნის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ბი­ძის, ბა­ჩა­ნას - ნიკო რა­ზი­კაშ­ვი­ლის გაზ­რდი­ლი, მისი შვი­ლო­ბი­ლი იყო. პა­ტა­რა­ო­ბა­ში სა­ლო­მე ბა­ჩა­ნას მოს­წავ­ლე ყო­ფი­ლა და პო­ეტ­მა ის თა­ვი­სი შვი­ლი­ვით გა­ზარ­და. მას მერე, რაც ბა­ჩა­ნა მა­ღა­როს­კარ­ში და შემ­დეგ ვე­ჯინ­ში გა­და­ვი­და მას­წავ­ლებ­ლად და ოჯა­ხიც თან წა­იყ­ვა­ნა, სა­ლო­მე თა­ვის მე­უღ­ლეს­თან, ჩარ­გლის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვარ­თან, თევ­დო­რე ჟა­მი­აშ­ვილ­თან ერ­თად, ბა­ჩა­ნას სახ­ლში დარ­ჩა სა­ცხოვ­რებ­ლად. სა­ლო­მე იყო ლე­ვა­ნის მე­უღ­ლის, თა­მარ მთვა­რე­ლი­ძის დო­ბი­ლი და დიდი მე­გო­ბა­რი. ეს ის თა­მა­რია, რო­მელ­საც სა­ლო­მემ, მიხა ხე­ლაშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი სუ­რა­თი ანდო და გორ­ში გა­ა­ტა­ნა გა­და­სარ­ჩე­ნად. მა­ნაც, თა­ვად დევ­ნილ­მა, სუ­რა­თი წა­ი­ღო და სა­ქარ­თვე­ლოს შე­მო­უ­ნა­ხა. მა­ნამ­დე სა­ლო­მემ ლე­ვანს თა­ვი­სი გაზ­რდი­ლი, ახალ­გაზ­რდა, მაგ­რამ უკვე დიდი ნი­ჭი­სა და სა­ხე­ლის ძმა ანდო, ჩარ­გალ­ში გად­მო­იყ­ვა­ნა იმ იმე­დით, რომ თევ­დო­რე მღვდლი­სა და ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში, ახალ­გაზ­რდა კაცი გა­ნათ­ლე­ბულ და სამ­შობ­ლოს­თვის გა­მო­სა­დეგ ვაჟ­კა­ცად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და. არც შემ­ცდა­რა, ასეც მოხ­და, ოღონდ დრო ჩა­მოდ­გა ისე­თი, რომ გა­ნათ­ლე­ბა და პატ­რი­ო­ტო­ბა ერ­თად, სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩენს უდ­რი­და.

1922 წელს, ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი დუ­შე­თის მი­სად­გო­მებ­თან შე­ტა­კე­ბა­ში მარ­ცხდე­ბა, უკან იხევს არაგ­ვის ხე­ო­ბის­კენ და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის ფრონ­ტის ხაზი, ბრძო­ლის მთა­ვა­რი ლო­კა­ცია, ფშავ-ხევ­სუ­რე­თი ხდე­ბა! ასე აღ­მოჩ­ნდა ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში! 1922 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, პი­რა­დად სერ­გო სურ­გუ­ლა­ძის მოხ­სე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წა­უ­ყე­ნეს სა­სიკ­ვდი­ლო ბრა­ლი ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვილს, მისი და­პა­ტიმ­რე­ბი­სა და ქა­ლაქ­ში გა­დაყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­ა­საც პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და…

სურ­გუ­ლა­ძის ბრა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, 1923 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი დახ­ვრი­ტეს. თი­ა­ნე­თის მაზ­რის თავ­კა­ცი კი დიდი მონ­დო­მე­ბით აგ­რძე­ლებ­და დას­მე­ნა - დახ­ვრე­ტებს, მა­ნამ, ვიდ­რე 1923 - ში, ერთ მშვე­ნი­ერ ზა­ფხუ­ლის დღეს, მას და მის რაზმს, ფშავ­ში სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ზე მი­მა­ვალს, ხე­ლაშ­ვი­ლი არ ჩა­უ­საფ­რდა მა­ღა­როს­კა­რის ახ­ლოს, ტყე­ში! ამ­ბო­ბენ, სურ­გუ­ლა­ძე ხე­ო­ბა­ში შე­მო­ი­ტყუ­ე­სო, მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­უ­თა­მა­შე­ბი­ათ ვი­თომ და ფშავ-ხევ­სუ­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა, იმის­თვის, რომ თა­ვად წა­მო­ყო­ლო­და სა­გან­გე­ბო და­ვა­ლე­ბა­ზე წა­მო­სულ რაზმს.

ზუს­ტად არა­ვინ იცის გა­მოს­რო­ლილ ტყვი­ებს ატან­და თუ არა თა­ვი­სი ძმო­ბი­ლე­ბის სა­ხე­ლებს ხე­ლაშ­ვი­ლი, ეს რა­ზი­კაშ­ვი­ლის­თვის, ეს მის­რი­აშ­ვი­ლის­თვი­სო, მაგ­რამ იმას კი ყვე­ბი­ან, რომ, მისი ყვი­რი­ლი ტყეს ძრავ­და, “იქე­დან მო­უ­ა­რეთ, აქეთ არ გა­გას­წრონ, მის­დი­ეთ და არ და­ინ­დო­თო…” ისე დად­გა ყვე­ლა­ფე­რი, თით­ქოს ერთი კა­ცია კი არა, მთე­ლი რაზ­მი იბ­რძო­და… ისე კი უდ­რი­და თა­ვად ერთ რაზმს!

1990-იან წლე­ბამ­დე, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­ხას ხელ­ნა­წე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. იქამ­დე, ვიდ­რე ვანო ხორ­ნა­ულ­მა არ გა­დას­ცა მა­მის ხელ­ნა­წე­რე­ბი მი­ხას ქა­ლიშ­ვილს და თან გა­აფრ­თხი­ლა, - ვინ იცის, ჯერ კი­დევ რა მოხ­დე­ბა და არ­სად გა­ამ­ჟღავ­ნო, რომ ეს ხელ­ნა­წე­რე­ბი ჩემ­თან ინა­ხე­ბო­დაო…

თა­მარ ხე­ლაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბა:

“დიდი ვაჟ­კა­ცო­ბა და სუ­ლის ძალა გა­მო­ი­ჩი­ნა კა­წალ­ხევ­ში მცხოვ­რებ­მა ვანო ხორ­ნა­ულ­მა, რაც მას­თან იყო, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ი­ნა­ხა და გად­მომ­ცა. მად­ლო­ბა ეთ­ქმის იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, ვინც მა­მას ლექ­სე­ბი­სა და ამ­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში და­მეხ­მა­რა: ქედ­ში მცხოვ­რებ ბე­წინ­ტურ ტო­ხიშ­ვილს, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე ლექ­სი ზე­პი­რად იცო­და. თევ­დო­რე მარ­ტი­აშ­ვილს, მი­ხას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარს და მე­ზო­ბელს კოფა გო­რე­ლაშ­ვილს და მის მე­გო­ბარ ქალს, პა­რას­კო მთი­ბე­ლაშ­ვი­ლი-გუ­შა­რაშ­ვილს, რო­მელ­საც მა­მამ არა­ერ­თი ლექ­სი მი­უ­ძღვნა და ჭირ­თა შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად კარ­გი ბა­რა­თიც გა­მო­უგ­ზავ­ნია”.

თა­მარ ხე­ლაშ­ვი­ლი

მი­ხას ცხოვ­რე­ბა მა­შინ მო­უ­წია, რო­დე­საც მთელ ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი იყო ფა­სე­უ­ლო­ბა­თა დამცრო­ბის დრო-ჟამი. ცხა­დია, ისეთ ძა­ლა­დო­ბას და ბო­რო­ტე­ბას ვერ შე­ე­გუ­ე­ბო­და ისე­თი ვაჟ­კა­ცი, რო­გო­რიც ხე­ლაშ­ვი­ლი იყო. გად­მო­ცე­მით ვი­ცით, რომ ის, რის გა­მოც მი­ხას მო­უ­წია გას­ვლა, ეს იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დად­გმუ­ლი პრო­ვო­კა­ცია.

მი­ხას დის, პე­ლა­გია ხე­ლაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბა. 1945 წელი, მა­ღა­როს­კა­რი:

“ის ძა­ლად გა­ა­ყა­ჩა­ღეს მი­ლი­ცი­ო­ნე­რებ­მა და კო­მის­რებ­მა. თა­ვად კა­ცის მოკ­ვლა და ღა­ლა­ტი არ შე­ეძ­ლო. იყო გულ­კე­თი­ლი, მხი­ა­რუ­ლი, მო­სი­ცი­ლე, კარ­გი მო­სა­უბ­რე. იმას­თან ყოფ­ნა და სა­უ­ბა­რი კაცს არ მოს­წყინ­დე­ბო­და. ისე­თი იყო, ღა­რი­ბი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ებ­რა­ლე­ბო­და, ტან­ზე­ით ტა­ნი­სა­მოსს გა­იხ­დი­და და უქო­ნელს მის­ცემ­და. ერთი კარ­გი ჩოხა ჰქონ­და, ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და, ლეგა ფე­რი­სა იყო, ლუკა მარ­ცვა­ლაშ­ვი­ლი­სად მი­ე­ცა. რო ჰკი­თხა სა­ლო­მე­მა, დამა: - ი, ჩოხა რაღა უყავ, რო აღარ გცვა­ვო - ლუ­კას მი­ვეც, ძვე­ლი და­ხე­უ­ლი ჩო­ხა­ღა ეცვა, სირ­ცხვი­ლია, ჯე­ილს და­ხე­უ­ლი ჩოხა ეც­ვა­სო, - უპა­სუ­ხა თურ­მე.

ქვე­ყა­ნა­ზე მო­შურ­ნეს რა და­ლევს. ჯე­ი­ლებს შური ჩა­უ­ვარ­და, ლუ­კა­სა, ვა­ჟას გერ­სა - ვახ­ტანგსა, ლე­ვან­სა და ზო­გი­ერთ სხვებ­საც… მი­ხას ხალ­ხი რო პა­ტივ­სა სცემ­და, ისი­ნი შუ­რით ილე­ოდ­ნენ, პი­რა­დად კი ელა­ქუ­ცე­ბოდ­ნენ. მიხა ვე­რა­ვის ამ­ჩნევ­და შურ-მტრო­ბა­სა. თა­ვის ალა­ლი გუ­ლით ექ­ცე­ო­და სუყ­ვე­ლა­სა, დიდ­სა და პა­ტა­რას. ძალ-ღო­ნი­თა და მი­ზან­ში სრო­ლით, ყვე­ლა­სა სჯობ­და, როცა ან ყა­ბა­ხი იქ­ნე­ბო­და, ან შე­ჯიბ­რი ხა­ტო­ბა-დღე­ო­ბებ­ში. ცემა არ იცო­და, არც ვინ­მეს ეცე­მი­ნე­ბო­და, ისე არ გა­იხ­დი­და საქ­მე­სა. ყა­ჩა­ღად რომ გა­ვი­და, შინ იმ­დე­ნად აღარ მო­დი­ო­და. სუ ჩარ­გალს იყო. იმის მო­ქიშ­პე­ებს უხა­რო­და, დღეს თუ არა, ხვა­ლე მოჰ­კლა­ვენ და მო­ვი­შო­რებ­თო“.

იმის გამო, რომ ის ასე­თი გმი­რი და ვაჟ­კა­ცი იყო, ხე­ლაშ­ვილ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა არა­ერ­თი ქალი ამ მხა­რე­ში. მისი რჩე­უ­ლი იყო დე­და­ნა ბა­ჩი­აშ­ვი­ლი,16 წლის გოგო, რო­მელ­თა­ნაც ჯვრის­წე­რა ვერ მო­ას­წრო. მაგ­რამ მას დარ­ჩა შვი­ლი თა­მარ ხე­ლაშ­ვი­ლი და ისე მოკ­ლეს მიხა, რომ მი­ახ­ლო­ე­ბაც კი ვერ შეძ­ლო შვილ­თან. (თა­მარ ხე­ლაშ­ვი­ლი, 2011 წელს, 89 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა).

დე­დუ­ნა ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბა:

„ნა­თხოვ­ნი ვყავ­დი მი­ხა­სა, ჯვა­რი უნდა დაგ­ვე­წე­რა, რომ მამა და­მე­ღუ­პა. წლის­თა­ვამ­დე ვერ ვი­ქორ­წი­ნებ­დით. სა­ნამ მა­მას წლის­თა­ვი გახ­დე­ბო­და, მი­ხაი გა­ვარ­და. დას­დევ­და მი­ლი­ცია. ჩვენ­სა რომ მო­ვი­დო­და, დე­და­ჩე­მი ჯავ­რობ­და და ეხ­ვე­წე­ბო­და: - ნუ მოხ­ვალ ჩვენ­სა, მთავ­რო­ბა დაგ­ვა­ღო­ნებს, ქალს და­მი­წი­ო­კე­ბენ. ტყე­ში გა­სულს, ქალს ვე­ღარ მივ­ცემ,თავი დაგ­ვა­ნე­ბეო.... ასე გა­ვი­და დრო. აბა 15-16 წლის ქალს, რა ძალა და გონი მქონ­და? ძა­ლი­ან კი მიყ­ვარ­და მი­ხაი. ასე შინ დავ­რჩი და “ყა­ჩა­ღის“ ცოლი კი გავ­ხდი. დე­და­ჩე­მი ჩხუ­ბობ­და: - მა­გას, ვინ იცის, სად მოჰ­კლა­ვენ, რა გვეშ­ვე­ლე­ბა, რაზე ჩა­იგ­დე თავი ცე­ცხლშიო. მე სულ არ მე­ყუ­რე­ბო­და არა­ფე­რი. მარ­ტო ის მე­ა­მა­ყე­ბო­და, რომ მი­ხას ცოლი ვი­ყავ და ის ჩემი იყო. რა დარ­დი მქონ­და ან ჯვრის­წე­რი­სა, ან ქორ­წი­ლი­სა. ქალი გა­მიჩ­ნდა. ჩე­მის­თა­ნა აღა­რა­ვინ მე­გუ­ლე­ბო­და. ბევ­რჯერ გა­მი­ყე­ნეს მა­ღა­როს­კა­რის გზა­სა ბალ­ღა­კი­დე­ბუ­ლი. ბევ­რი ტან­ჯვა-წვა­ლე­ბა შემ­ხვდა, ბევ­რი და­კი­თხვა და და­მუქ­რე­ბა. თუ მთა­ში სად­მე მნა­ხავ­და, სულ იმას მა­რი­გებ­და, - ნუ გე­ში­ნია, მე ესე­ნი ვერ მომ­კლა­ვენ, აქით მალე სულ წა­ვალთ ისეთ ად­გილ­სა, რო ჩვე­ნი მცნო­ბი არც მთავ­რო­ბა და არც მი­ლი­ცია იყო­სო. გა­უძ­ლე ცოტა ხანს. მთავ­რო­ბა­ში ისა სთქვი, მიხა ჩემი არა­ფე­რია, არც ბალ­ღი მყავს მა­გი­სა, არც ვიცი სად არი­სო...

ბალ­ღი არ ენა­ხა. ერთხელ მო­ლო­ო­დი­ანთ რძალ­მა მი­თხრა, - მი­ხამ და­გი­ბა­რა, სახთ იქით გა­ი­ა­რო­დი, ბალ­ღის ნახ­ვა მინ­დაო. მე გულს და­მაკ­ლდა, ტი­რი­ლი და­ვი­წყე, - რა­დარ აქ არ მო­ი­და, რა შო­რით იბა­რე­ბა-მეთ­ქი…

თუმ­ცა ისიც ვი­ცო­დი, ჩვენს სახ­ლს მუ­დამ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ცი­ე­ლი ჰყა­რა­უ­ლობ­და ჩვენს გა­უ­გებ­რად. იმა­ლე­ბოდ­ნენ დღი­სი­თა და ღამე ჩა­უს­ხდე­ბოდ­ნენ მო­სა­ვალ­შია. ერთხელ კი­ნა­ღამ, მო­ლო­ო­დი­ანთ ივა­ნე მოკ­ლეს, მე­ზო­ბე­ლი, ჩვენს მომ­დი­ნა­რი. ესე­თა ამ­ბა­ვი იყო და მა­ინც გულს შე­მაკ­ლდა შო­რით ნახ­ვის სურ­ვი­ლი“.

მი­ხას მე­გო­ბა­რი ხევ­სუ­რე­ბი

ხე­ლაშ­ვილს მე­გობ­რე­ბიც ბევ­რი ჰყავ­და და მტრე­ბიც. ჩარ­გლელ მე­გო­ბარ­თა­გან, ვინც პატ­რი­ო­ტი და მარ­თა­ლი კაცი იყო, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი­სა­გან და ჩე­კას ჯა­ლა­თე­ბის მიერ უკვე ჩა­ხო­ცი­ლე­ბი იყ­ვნენ. 1924 წლის შე­მოდ­გო­მის­თვის, მი­ხას “ახლო მე­გო­ბარ­თა­გან” ისი­ნი­ღა იყ­ვნენ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, ვი­საც მის სიკ­ვდილ­ზე წილი ჰქონ­დათ ნა­ყა­რი. დროს და გა­რე­მო­ე­ბას უც­დიდ­ნენ, რომ ისე მო­ე­წყოთ მკვლე­ლო­ბა, სი­მარ­თლე არა­ვის გა­ე­გო. ჯერ კი­დევ კარ­გად ახ­სოვ­დათ, რომ მიხა, მი­ლი­ცი­ის სა­მოც­კა­ცი­ან რაზმს რო­გორ მო­ე­რია, მარ­ტო და­ეს­ხა თავს, მოკ­ლა კო­მი­სა­რი ჯაგ­ნე­ლი­ძე და რაზ­მიც გა­ნა­ი­ა­რა­ღა. ამ ამ­ბავს თა­ვად მი­ხაც ადას­ტუ­რებს თა­ვი­სი ლექ­სით:

მარ­ცხნი­დან მე­ო­რე მი­ხას ახლო მე­გო­ბა­რი ალექ­სი მის­რი­აშ­ვი­ლი

„ხე­ლაშ­ვი­ლი ვარ მი­ხაი, კო­მუ­ნის­ტე­ბის მტე­რია,

საცა კო­მუ­ნისტს შავ­ხვდე­ბი, უნდა გა­მოვ­ჭრა ყე­ლია.

შავ­ვარ­დი მა­ღა­როს­კარ­ში, რო­გორც მში­ე­რა მგე­ლია,

სა­მო­ცი დამ­ხვდა ყა­ზა­ხი, სა­მო­ცივ კა­ვა­ლე­რია,

სა­მოც­სავ თო­ფებ ავ­ყა­რე, მა­უ­კელ კა­მი­სე­რია...“

მი­ხას ლექ­სი "დე­დის სიკ­ვდილ­ზედ"

ამ ამ­ბის შემ­დეგ კი, გა­უ­გო­ნა­რი რამ მოხ­და. მტრებ­მა ხე­ლაშ­ვილს სა­ფი­ცა­რი დედა ვე­რა­გუ­ლად მო­უკ­ლეს. ხო­და­დან წა­მო­სულ მო­ხუც ქალს, გზა­ზე მკვლე­ლე­ბი დახ­ვდნენ და ხან­ჯლე­ბით უამ­რა­ვი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს. ხალ­ხში დარ­ჩე­ნი­ლი გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, რაზ­მე­ლებ­მა მო­ხუ­ცი ჯერ აწა­მეს: სთქვი, სად არის შენი შვი­ლიო და მერე მოკ­ლეს და გა­ძარ­ცვეს. მი­ხას დე­დის ბარ­ბა­რო­სულ­მა მკვლე­ლო­ბამ, მთე­ლი ფშა­ვი შეძ­რა. სო­ფელს დიდი სირ­ცხვი­ლი და­ე­დო. ქა­ლის მკვლე­ლო­ბა ყველ­გან, და, გან­სა­კუთ­რე­ბით მთა­ში, გა­უ­გო­ნარ სი­სას­ტი­კედ და ლაჩ­რო­ბად მი­იჩ­ნე­ო­და. მი­ხამ, წე­რი­ლი მის­წე­რა ოსა ზუ­რა­ბაშ­ვილს, რო­მე­ლიც სოფ­ლის თავ­კა­ცად ით­ვლე­ბო­და, რომ დე­და­მი­სი ეკ­ლე­სი­ის გა­ლავ­ნის შიგ­ნით და­ეკ­რძა­ლათ, რო­გორც ეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ოჯახს ეკუთ­ვნო­და. სო­ფელ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ვერ გა­უ­წია მი­ხას, და შე­ას­რუ­ლა შვი­ლის მო­თხოვ­ნა. მი­ხაც მი­ვი­და, დედა და­ი­ტი­რა და ისევ ტყეს შე­ა­ფა­რა თავი. შემ­დეგ კი, დე­დის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წე­რა ლექ­სი, რო­მე­ლიც დღეს უკვე შე­დევ­რად იქცა:

“მომ­კლავ­სა თა­ვის დე­დი­სა, სცხვე­ნო­დეს ფშავ­ლის შვილ­საო,

ში­ნა­უ­რე­ბის და­თოფ­ვა არ ეკად­რე­ბა გმირ­საო,

დი­ა­ცის მოკ­ვლა არ არი ადა­თი ვაჟ­კა­ცი­საო.

მტე­რიც არ შამ­ხვდა მტრის­ფე­რი, ვარ უბე­დუ­რი დღი­საო“.

მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე მძიმ­დე­ბო­და. სიკ­ვდი­ლის მო­ლო­დინ­ზე მძი­მე ასა­ტა­ნი იმ ხალ­ხის ღა­ლა­ტი გა­მოდ­გა, ვი­საც თა­ვი­სი­ა­ნად თვლი­და. მტე­რი მრავ­ლდე­ბო­და და სა­სიკ­ვდი­ლო წრეც თან­და­თან ვიწ­როვ­დე­ბო­და მის ირ­გვლივ…

  • მიხა ხე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლუკა მარ­ცვა­ლაშ­ვი­ლის გა­და­ბი­რე­ბის ოქმი

მი­ხას დის, სა­ლო­მე მო­გო­ნე­ბა:

„წინა კვი­რას­ვე უნდა წა­სუ­ლი­ყო კა­ხეთ­ში. იცოდ­ნენ მის­მა მკვლე­ლებ­მა. ისი­ნიც თურ­მე ჩქა­რობ­დნენ. ელა­ქუ­ცე­ბოდ­ნენ, ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, ქე­ი­ფობ­დნენ, ერ­თგუ­ლე­ბას ეფი­ცე­ბოდ­ნენ. აბ­რიყ­ვებ­დნენ. შური და მტრო­ბა ცალ­კე აწ­ვა­ლებ­დათ, ჯილ­დო და სა­ჩუ­ქა­რი - ცალ­კე. მისი მოკ­ვლით ხომ ფულ­სა, მი­ლი­ცი­ის მუ­შა­კის თა­ნამ­დე­ბო­ბა­სა, უღელ-ხარ­სა, შე­კაზ­მულ ცხენს მი­ი­ღებ­და ლუკა. ეს ძა­ლი­ან ბევ­რი იყო უქ­ნა­რა, ღა­ტა­კი მარ­ცვა­ლაშ­ვი­ლი­სათ­ვის. ლუ­კას თურ­მე ეტყო­და:

“ჩემ­ზე კარ­გა ფუ­ლია გა­სა­ცე­მი. რაღა ვი­ღა­ცა გა­დამ­თი­ელ­მა აი­ღოს, ისევ შენ აიღო არა სჯო­ბია? აიღე და მეს­რო­ლე. ოღონდ, თუ თვა­ლი და ხელი მო­გის­წარ, ვაი, შენ, გა­და­ნა­ყა­რიო“, - ხუმ­რობ­და, მაგ­რამ…

ძა­ლი­ან ჯიბრში ედგა, ვახ­ტანგ რა­ზი­კაშ­ვი­ლიც, ვა­ჟა­ის გერი. შურ­და, რომ კარ­გი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და. მი­ხა­სა და ვა­ჟა­ანთ ლე­ვანს აღ­მერ­თებ­დნენ. ვახ­ტან­გი კი, სულ ჩრდილ­ში რჩე­ბო­და. ვახ­ტანგს ორი­ვე სძულ­და.

გარ­სე­ვა­ანთ ლე­ვა­ნი კი, მკვლე­ლი იყო. მის­თვის მკვლე­ლო­ბა ხე­ლო­ბა­სა­ვით იყო. აი, ამ ხალ­ხმა და­ა­წყო გეგ­მა: მიხა როცა წას­ვლას და­ა­პი­რებ­და, კარ­გად და­ეთ­როთ და რო­გორ­მე მძი­ნა­რე მო­ეკ­ლათ. სულ გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, ვის რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მი­ხამ გო­გო­თუ­რა­ანთ ლუ­კას­თან და ლე­ვან გარ­სე­ვა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად იქე­ი­ფა. იქი­დან მღვდელ­თან უნდა გა­და­ევ­ლოთ. მი­ხამ, - უნდა და­ვი­ძი­ნო, ხვალ ადრე გას­ვლა მო­მიხ­დე­ბა, უძი­ლოდ ვერ და­ლა­ხავ თოვ­ლი­ან მთა­სო. ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და ლუ­კას და მის ამ­ხა­ნაგს. თა­ვად მე­ზო­ბელ­თან წა­ვიდ­ნენ ქე­ი­ფის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. ლუ­კას და, თა­მა­რიც თან გაჰ­ყვა. იქი­დან თა­მა­რი ადრე გა­აგ­ზავ­ნეს - აბა, შინ გა­და­ი­ა­რე, მი­ხამ სად, რო­გორ და­ი­ძი­ნაო. ქალ­მა დაზ­ვე­რა მძი­ნა­რე კა­ცის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. დაბ­რუნ­და და შე­ა­ტყო­ბი­ნა, - სა­ბძელ­ში მარ­ჯვნივ წევ­სო. მი­ვიდ­ნენ, კარ­გად დაზ­ვე­რეს. ლუ­კამ თოფი თავ­თან ახ­ლოს ვერ მი­ი­ტა­ნა, ეში­ნო­და. მა­შინ ლე­ვან­მა და­ა­ხა­ლა და მიხა ხმი­სა­მო­უ­ღებ­ლად გა­ცივ­და, ოღონდ ხე­ლე­ბით და პი­რით ბზე-ჩალა და­ე­ბღუ­ჯა. მერე როცა კარ­გად დარ­წმუნ­დნენ, რომ მოკ­ვდა, ლე­ვა­ნი თა­ვის შინ წა­ვი­და. ლუ­კამ კი, ვახ­ტან­გთან ჩა­ირ­ბი­ნა, - მიხა მოვ­კა­ლი­თო. ვახ­ტან­გი მო­ევ­ლო ცხენ­სა და მა­ღა­როს­კა­რი­დან მი­ლი­ცია მო­იყ­ვა­ნა, მი­ლი­ცი­ო­ნე­რებ­მა გო­გო­თუ­რა­ანთ სახ­ლთან სრო­ლა ატე­ხეს. ხალ­ხს ატყუ­ებ­დნენ. ვი­თომ მიხა მი­ლი­ცი­ამ მოკ­ლაო.

მიხა ხე­ლაშ­ვი­ლის ხელ­ნა­წე­რი

მე ჯერ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. მე­ო­რე დი­ლას, გად­მა­ი­ა­რა აფხუ­შოს და­რე­ჯან­მა (ნა­თე­სა­ვი იყო ჩვე­ნი). მი­თხრა, - აბა, წა­ვი­დეთ, წუ­ხელ გო­გო­თუ­რა­ანთ თო­ფე­ბის ხმა გა­მო­დი­ო­და. მი­ხას ხომ არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­სო. წა­მო­ვე­დით. ხო­დას მი­ლი­ცია იყო. ახ­ლოს არ მიგ­ვიშ­ვეს. სა­ბძელ­ში შე­ვე­დით. თა­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბი, ტვი­ნი და სის­ხლი თი­ვა­ზე იყო, მოვკრი­ფე, წინ­სა­ფარ­ში ჩა­ვი­ყა­რე და თა­ვის დე­დის თა­ვით ჩავ­ფა­ლი მი­წა­ში. მიხა ყალ­ზე და­აკ­რეს და ჩა­ათ­რი­ეს ჭა­ლა­ში დუ­შეთ­ში წა­სა­ღე­ბად. ჭა­ლა­ში ხალ­ხი დახ­ვდა. ყვე­ლა თა­ვი­სათ­ვის ჩუ­მად ტი­რო­და, ეში­ნო­დათ მთავ­რო­ბი­სა. დუ­შეთ­ში, კარ­გა ხანს, მი­ლი­ცი­ის წინ, ეზო­ში ეგ­დოთ. მერე იქვე თხრილ­ში მი­აგ­დეს ზე­ზე­უ­რად, მი­წის მი­უყ­რე­ლად. რამ­დე­ნი­მე ხანს იყო ესე. მერე როცა ნეშთ­მა დაშ­ლა და­ი­წყო, ხევ­სუ­რი რაზ­მე­ლი იყო იქა, იმან ჩუ­მად, ღა­მით მოგ­ვა­პა­რი­ნა მე და თევ­დო­რეს. ცხე­ნის ხურ­ჯინ­ში ჩა­ვა­წყვეთ დარ­ჩე­ნი­ლი სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი. ღამე ვი­ა­რე, ღამე გავ­თხა­რე დე­დის საფ­ლავ­თან მიწა და ქურ­დუ­ლად დავ­მარ­ხე“.

მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლის ლექ­სი "მი­ტი­რე მერე (მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი თა­ვის დას)". კი­თხუ­ლობს ლელა რა­ზი­კაშ­ვი­ლი

მი­ხას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ისე არ გან­ვი­თარ­და, რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო. ხალ­ხმა ძა­ლი­ან მალე შე­ი­ტყო სი­მარ­თლე, და ისიც, რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ჩა­ნა­ფიქ­რი მო­ღა­ლა­ტე­ებ­მა.

ხე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე დილა: პირ­ველ რიგ­ში მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ: ვახ­ტანგ რა­ზი­კაშ­ვი­ლი, ლე­ვან გარ­სე­ვა­ნაშ­ვი­ლი და ლუკა მარ­ცვა­ლაშ­ვი­ლი
თა­მარ ხე­ლაშ­ვი­ლის წა­რარ­წე­რი ფო­ტოს უკან

ლე­ვან გარ­სე­ვა­ნიშ­ვი­ლი მი­ხას მკვლე­ლო­ბი­დან, ერთ წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა უსა­ხე­ლოდ. ზოგი ამ­ბობ­და მო­წამ­ლეს და ისე მოკ­ვდაო, ზოგი კი ამ­ტკი­ცებ­და, მო­ურ­ჩე­ნე­ლი ჭირი შეხ­ვდა და ზე­ზე­უ­რად დალ­პაო...

ლუკა მარ­ცვა­ლაშ­ვილ­მა უცოლ­შვი­ლოდ გა­ლია წუ­თი­სო­ფე­ლი, მი­ხას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, 24 წელი იცო­ცხლა. ბევ­რჯერ გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს, მო­წამ­ლეს კი­დე­ვაც, მაგ­რამ გა­დარ­ჩა. ბო­ლოს, სო­ფელ­ში გან­თქმულ­მა გო­გია ჭი­ჭოშ­ვილ­მა მო­უ­ღო ბოლო.

მი­ხას მოკ­ვლის შემ­დეგ, ჩარ­გა­ლი ზი­ზღით უყუ­რებ­და ვახ­ტანგ რა­ზი­კაშ­ვილს.

გი­ორ­გი პირ­ქუ­შაშ­ვი­ლი

ვახ­ტანგს თა­ნა­სოფ­ლე­ლი ქალი მოს­წო­ნე­ბია, მაგ­რამ ქალს საქმრო ჰყავ­და, რო­მე­ლიც მი­ხას მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი პირ­ქუ­შაშ­ვი­ლი იყო. ვახ­ტანგს ძა­ლი­ან ეში­ნო­და ამ უში­შა­რი ვაჟ­კა­ცის და მზაკ­ვრულ ხერ­ხს მი­მარ­თა: ერთ სა­ღა­მოს, გზა­ზე ჩა­უ­საფ­რდა გი­ორ­გი პირ­ქუ­შაშ­ვილს და ოთხი ტყვია ზურ­გი­დან და­ა­ხა­ლა, შემ­დეგ მი­ვი­და, ცხე­ნი­დან ჩა­მო­აგ­დო და ხან­ჯლით აკუ­წა...ეს იყო 1926 წლის 15 დე­კემ­ბე­რი. თვი­თონ ვახ­ტან­გმა, ამ მკვლე­ლო­ბა­ზე მცი­რე სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და და მა­ლე­ვე გა­რეთ გა­მო­ვი­და. დიდ­ხანს იცო­ცხლა, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რიც ეპა­ტია! თუმ­ცა ღვთის სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბის დრო­სა და ხა­რისხს, ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებთ...

  • ვახ­ტანგ რა­ზი­კაშ­ვი­ლის საქ­მე უშიშ­რო­ე­ბის არ­ქი­ვი­დან

მიხა ხე­ლაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი გმი­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ აწ­მყო­ში ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენ ვართ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი… მიხა და­ბა­დე­ბი­დან სიკ­ვდი­ლამ­დე იყო თა­ვის ქვეყ­ნის ჯა­რის­კა­ცი. ამ პა­ტა­რა ბი­ჭი­სათ­ვის, ეს თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლა შეგ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი იყო...

ხე­ლაშ­ვი­ლის უკა­ნას­კნე­ლი წე­რი­ლი დაო პა­რას­კოს

სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი ქვეყ­ნდე­ბა პირ­ვე­ლად

სპე­ცპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი:

  • რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­დნენ:

  • ნა­თია დო­ლი­ძე
  • სან­დრო შუღ­ლა­ძე
  • ეკა აბა­ში­ძე
  • ბექა ჩხა­ი­ძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარ აბაშიძე
0

მადლობა

მარკი
0

სიმართლე და მხოლოდ სიმართლეს შეუძლია ერს რომელმაც შვა და სიცოცხლე შთაბერა მიხა ხელაშვილს და მის მსგავსთ, ჩამორეცხოს ის სამარცხვინო ლაქა რაც მოხდა და რაც კიდევ შეიძლება მოხდეს იმიტომ რომ მსგავსი საშიშროებისგან შეგვეძლოს შეძლებისდაგვარად თავის დაღწევა.

ავტორი:

შეფიცული დიაკონი

შეფიცული დიაკონი
სიმღერა "ლექსო ამოგთქომ ოხერო"

მიხა ხელაშვილი - მისი სახელის ხსენება თითქმის საუკუნის განმავლობაში იყო აკრძალული. მისი ლექსების დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ დრომ ვერაფერი დააკლო შედევრებს, რომლებიც ხალხმა უსახელოდ, როგორც ხალხური პოეზიის მარგალიტები, ისე შემოინახა. გავიდა დრო და ამ ლექსებს მიეწერა ავტორის სახელი და გვარი, ველის პოეტი - მიხა ხელაშვილი.

მიხა ხელაშვილის დაბადების მოწმობა

ის, უპირველეს ყოვლისა, არის გაუტეხლობის სიმბოლო. მან, როგორც მეომარმა, აჩვენა, რომ შეიძლებოდა მარტოს ეტვირთა თავისი კუთხის, მთელი ქვეყნის ღირსება და მარტო შებმოდა უზარმაზარ იმპერიას საბჭოთა კავშირს.

სახალხო გმირისა და პოეტის ცხოვრება და სიკვდილი, საქართველოს ისტორიის ნაწილია. მის სახელს ქართულ ისტორიაში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელის სახელით წააწყდებით. ქაქუცასთან მისი შეერთების ამბავს იხსენებს თავის მოგონებებში, შეფიცულთა რაზმის წევრი და შემდგომში ემიგრაციაში მყოფი, ალექსანდრე სულხანიშვილი:

შეფიცულები

“1922 წლის ივლისში, ჩვენი რაზმი დუშეთის მაზრაში ტრიალებდა. მაღაროსკარს რომ მივაღწიეთ, დავბინავდით ვაჟა-ფშაველას მიერ დაარსებულ სკოლაში, რომელიც საკმაოდ კარგი შენობა გახლდათ, მაგრამ უპატრონობა ეტყობოდა. აღარც ფანჯრები შერჩენოდა იმას და აღარც კარები. ამ სკოლას ტყეც ჰქონდა შემორტყმული გარშემო. იქ ჩვენ ერთი ხის ქვეშ დავიდეთ ბინა… ამ ეზოში გადაგვხდა თავს, დიდი და ლამაზი ბრძოლა, რამაც დაახლოებით საათნახევარს გასტანა. თუმცა ბევრი ბრძოლის მონაწილე ვარ, დიდისა თუ პატარასი, მაგრამ იმისთანა ლამაზი შერკინების მოწმე არასოდეს ვყოფილვარ. ამ ბრძოლაში შემოგვემატა სამი ხევსური და რამდენიმე ფშაველი, რომელთაგან ერთი მიხა ხელაშვილი, მუდმივად დარჩა ჩვენს რაზმში. იგი, სოფლის ყოფილი დიაკვანი გახლდათ, დაახლოებით 21-22 წლის ჭაბუკი, დიდი ნიჭის პატრონი და მშვენიერ ლექსებსაც წერდა. ის ვაჟას სოფლიდან იყო და ძალიან ბაძავდა მას. ზამთარში, როცა კარგი და მზიანი ამინდი იდგა, იგი ბინის მახლობლად წამოწვებოდა მყუდროზე და სულ რაღაც 2-3 საათის შემდეგ, ახალ ლექსს მოგვიტანდა ხოლმე. მიხა მუდამ თან ატარებდა ერთ აბგას, რომელშიც ქაღალდები და სხვა საწერი მასალები ელაგა. ჩვენ მიხას ბევრი ლექსი დავტოვეთ საქართველოში, თუ ისინიც ისე უმოწყალოდ არ დაიღუპა, როგორც მათი ახალგაზრდა, ზებუნებრივი მადლით დაჯილდოვებული ავტორი“.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის რაზმელებთან ერთად

ზუსტად 102 წლის წინ, 1921-ში, მიხა ხელაშვილი იარაღით დაუპირისპირდა ახალ, საბჭოთა ხელისუფლებას. მან მიიჩნია, რომ ასე უნდა დაეცვა თავისი ქვეყნის თავისუფლება, საკუთარი თავისუფლება… მიხას ხელში თოფი მარტო მიხას პოზიციას, განწყობას, მხოლოდ მის მიერ გამოცხადებულ ომს რომ არ ნიშნავდა, ეს კარგად ესმოდათ იქ, მხარის ახალ სამხედრო ხელისუფლებაში. ხელაშვილის თოფი აერთიანებდა უამრავი მისი თანატოლის აზრსა და გულისწადილს, რომლებსაც მან გამბედაობით გაუსწრო და თავგანწირვის მაგალითი უჩვენა! მიხას თოფი აერთიანებდა უამრავ მის დამხმარეს, ვინაც სოფლიდან კვებავდა მის ტყიურ ბრძოლა-არსებობას. ეს თოფი აერთიანებდა მათაც, რომლებიც წინააღმდეგობის კულისებიდან კვებავდნენ მიხას იდეურად და ელოდებოდნენ თავიანთ დროს, თავისუფლებისთვის ომის დიდ სცენაზე დასადგომად.

ლევან რაზიკაშვილი

ვაჟას ვაჟი ლევან რაზიკაშვილი პირველი იყო მათ შორის!

ფშავში იმხანად ორი კომისარი იყო. ერთი - ბოლშევიკების კომისარი, იარაღით, ჯარისკაცებით, ძალაუფლებით, შტაბით, კანტორით, კანცელარიით, წითელი ხელისუფლების მიერ მიცემული დავალებებით და მსტოვრებით მაღაროსკარში.

მეორე - ლევან რაზიკაშვილი, სახალხო კომისარი, მხოლოდ ჩოხითა და სახელით, მისი ვაჟკაცობის და დიდი მამის გამოც, ხალხის სიყვარულით, მამაპაპური თოფით და დიდი რაზიკაშვილების ქოხით, სადაც ამ ხეობაზე ყველა ამვლელ-ჩამვლელი, აქაური თუ შორიდან მოსული, როგორც ტაძარში, ისე შედიოდა!

ლევან რაზიკაშვილი მხარეში მოსულ წითელ ხელისუფლებას, ვაჟას შვილად და უკვე სახელიან მეომრადაც დახვდა. მენშევიკების დროს, როცა მთაში დროებით შესუსტდა კავშირი ქალაქის ხელისუფლებასთან, როცა არ არსებობდა არანაირი სამხედრო დანაყოფი, რომელსაც მთის მოსახლეობა დაეყრდნობოდა მარბიელ გადამთიელთა შემოსევების დროს, ფშავში შეიქმნა ადგილობრივი სახალხო ლაშქარი ოჯახებისა და სოფლების დასაცავად და ამ სახალხო დანაყოფის კომისრად, სახელისა და უფრო გამორჩეული ფიზიკური მონაცემების გამო, ვაჟას უფროსი შვილი აირჩიეს. რაზიკაშვილების ავტორიტეტზე თავდასხმა ახალი ხელისუფლებისთვის სარისკო იყო, ამიტომ ძალაუფლების განმტკიცებამდე დაზავება არჩიეს. შეუნარჩუნეს ხალხის მიერ არჩეული კომისრის წოდება და ფუნქცია, ერთად ებრძოლათ მთებიდან გადმოსული მარბიელი რაზმების წინააღმდეგ.

თამარღელის საყდარი, სადაც მიხა ხელაშვილი დიაკვნობდა

ფშავ-ხევსურეთში უკვე სახელგანთქმული ახალგაზრდა პოეტი, დიაკვანი მიხა ხელაშვილი, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც თავს ლევან რაზიკაშვილის თანამებრძოლად და ვაჟას ქოხის მეციხოვნედ თვლიდა. ხელაშვილსა და რაზიკაშვილების ოჯახს, გარდა მეგობრობისა, ერთმანეთთან მიხას და - სალომეც აკავშირებდათ. სალომე ლევანის სათაყვანებელი ბიძის, ბაჩანას - ნიკო რაზიკაშვილის გაზრდილი, მისი შვილობილი იყო. პატარაობაში სალომე ბაჩანას მოსწავლე ყოფილა და პოეტმა ის თავისი შვილივით გაზარდა. მას მერე, რაც ბაჩანა მაღაროსკარში და შემდეგ ვეჯინში გადავიდა მასწავლებლად და ოჯახიც თან წაიყვანა, სალომე თავის მეუღლესთან, ჩარგლის ეკლესიის მოძღვართან, თევდორე ჟამიაშვილთან ერთად, ბაჩანას სახლში დარჩა საცხოვრებლად. სალომე იყო ლევანის მეუღლის, თამარ მთვარელიძის დობილი და დიდი მეგობარი. ეს ის თამარია, რომელსაც სალომემ, მიხა ხელაშვილის ერთადერთი სურათი ანდო და გორში გაატანა გადასარჩენად. მანაც, თავად დევნილმა, სურათი წაიღო და საქართველოს შემოუნახა. მანამდე სალომემ ლევანს თავისი გაზრდილი, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე დიდი ნიჭისა და სახელის ძმა ანდო, ჩარგალში გადმოიყვანა იმ იმედით, რომ თევდორე მღვდლისა და ლევან რაზიკაშვილის გარემოცვაში, ახალგაზრდა კაცი განათლებულ და სამშობლოსთვის გამოსადეგ ვაჟკაცად ჩამოყალიბდებოდა. არც შემცდარა, ასეც მოხდა, ოღონდ დრო ჩამოდგა ისეთი, რომ განათლება და პატრიოტობა ერთად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.

1922 წელს, ზაფხულის ბოლოს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი დუშეთის მისადგომებთან შეტაკებაში მარცხდება, უკან იხევს არაგვის ხეობისკენ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფრონტის ხაზი, ბრძოლის მთავარი ლოკაცია, ფშავ-ხევსურეთი ხდება! ასე აღმოჩნდა ლევან რაზიკაშვილი მოვლენების ეპიცენტრში! 1922 წლის 30 სექტემბერს, პირადად სერგო სურგულაძის მოხსენების საფუძველზე წაუყენეს სასიკვდილო ბრალი ლევან რაზიკაშვილს, მისი დაპატიმრებისა და ქალაქში გადაყვანის ოპერაციასაც პირადად ხელმძღვანელობდა…

სურგულაძის ბრალის საფუძველზე, 1923 წლის თებერვალში, ლევან რაზიკაშვილი დახვრიტეს. თიანეთის მაზრის თავკაცი კი დიდი მონდომებით აგრძელებდა დასმენა - დახვრეტებს, მანამ, ვიდრე 1923 - ში, ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, მას და მის რაზმს, ფშავში სადამსჯელო ოპერაციაზე მიმავალს, ხელაშვილი არ ჩაუსაფრდა მაღაროსკარის ახლოს, ტყეში! ამბობენ, სურგულაძე ხეობაში შემოიტყუესო, მისთვის სპეციალურად გაუთამაშებიათ ვითომ და ფშავ-ხევსურების დაპირისპირება, იმისთვის, რომ თავად წამოყოლოდა საგანგებო დავალებაზე წამოსულ რაზმს.

ზუსტად არავინ იცის გამოსროლილ ტყვიებს ატანდა თუ არა თავისი ძმობილების სახელებს ხელაშვილი, ეს რაზიკაშვილისთვის, ეს მისრიაშვილისთვისო, მაგრამ იმას კი ყვებიან, რომ, მისი ყვირილი ტყეს ძრავდა, “იქედან მოუარეთ, აქეთ არ გაგასწრონ, მისდიეთ და არ დაინდოთო…” ისე დადგა ყველაფერი, თითქოს ერთი კაცია კი არა, მთელი რაზმი იბრძოდა… ისე კი უდრიდა თავად ერთ რაზმს!

1990-იან წლებამდე, საზოგადოებამ მიხას ხელნაწერების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. იქამდე, ვიდრე ვანო ხორნაულმა არ გადასცა მამის ხელნაწერები მიხას ქალიშვილს და თან გააფრთხილა, - ვინ იცის, ჯერ კიდევ რა მოხდება და არსად გაამჟღავნო, რომ ეს ხელნაწერები ჩემთან ინახებოდაო…

თამარ ხელაშვილის მოგონება:

“დიდი ვაჟკაცობა და სულის ძალა გამოიჩინა კაწალხევში მცხოვრებმა ვანო ხორნაულმა, რაც მასთან იყო, შეძლებისდაგვარად შეინახა და გადმომცა. მადლობა ეთქმის იმ ადამიანებსაც, ვინც მამას ლექსებისა და ამბების მოპოვებაში დამეხმარა: ქედში მცხოვრებ ბეწინტურ ტოხიშვილს, რომელმაც რამდენიმე ლექსი ზეპირად იცოდა. თევდორე მარტიაშვილს, მიხას ბავშვობის მეგობარს და მეზობელს კოფა გორელაშვილს და მის მეგობარ ქალს, პარასკო მთიბელაშვილი-გუშარაშვილს, რომელსაც მამამ არაერთი ლექსი მიუძღვნა და ჭირთა შესამსუბუქებლად კარგი ბარათიც გამოუგზავნია”.

თამარ ხელაშვილი

მიხას ცხოვრება მაშინ მოუწია, როდესაც მთელ ქვეყანაში გამეფებული იყო ფასეულობათა დამცრობის დრო-ჟამი. ცხადია, ისეთ ძალადობას და ბოროტებას ვერ შეეგუებოდა ისეთი ვაჟკაცი, როგორიც ხელაშვილი იყო. გადმოცემით ვიცით, რომ ის, რის გამოც მიხას მოუწია გასვლა, ეს იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ დადგმული პროვოკაცია.

მიხას დის, პელაგია ხელაშვილის მოგონება. 1945 წელი, მაღაროსკარი:

“ის ძალად გააყაჩაღეს მილიციონერებმა და კომისრებმა. თავად კაცის მოკვლა და ღალატი არ შეეძლო. იყო გულკეთილი, მხიარული, მოსიცილე, კარგი მოსაუბრე. იმასთან ყოფნა და საუბარი კაცს არ მოსწყინდებოდა. ისეთი იყო, ღარიბი და გაჭირვებული ებრალებოდა, ტანზეით ტანისამოსს გაიხდიდა და უქონელს მისცემდა. ერთი კარგი ჩოხა ჰქონდა, ძალიან უხდებოდა, ლეგა ფერისა იყო, ლუკა მარცვალაშვილისად მიეცა. რო ჰკითხა სალომემა, დამა: - ი, ჩოხა რაღა უყავ, რო აღარ გცვავო - ლუკას მივეც, ძველი დახეული ჩოხაღა ეცვა, სირცხვილია, ჯეილს დახეული ჩოხა ეცვასო, - უპასუხა თურმე.

ქვეყანაზე მოშურნეს რა დალევს. ჯეილებს შური ჩაუვარდა, ლუკასა, ვაჟას გერსა - ვახტანგსა, ლევანსა და ზოგიერთ სხვებსაც… მიხას ხალხი რო პატივსა სცემდა, ისინი შურით ილეოდნენ, პირადად კი ელაქუცებოდნენ. მიხა ვერავის ამჩნევდა შურ-მტრობასა. თავის ალალი გულით ექცეოდა სუყველასა, დიდსა და პატარას. ძალ-ღონითა და მიზანში სროლით, ყველასა სჯობდა, როცა ან ყაბახი იქნებოდა, ან შეჯიბრი ხატობა-დღეობებში. ცემა არ იცოდა, არც ვინმეს ეცემინებოდა, ისე არ გაიხდიდა საქმესა. ყაჩაღად რომ გავიდა, შინ იმდენად აღარ მოდიოდა. სუ ჩარგალს იყო. იმის მოქიშპეებს უხაროდა, დღეს თუ არა, ხვალე მოჰკლავენ და მოვიშორებთო“.

იმის გამო, რომ ის ასეთი გმირი და ვაჟკაცი იყო, ხელაშვილზე შეყვარებული ყოფილა არაერთი ქალი ამ მხარეში. მისი რჩეული იყო დედანა ბაჩიაშვილი,16 წლის გოგო, რომელთანაც ჯვრისწერა ვერ მოასწრო. მაგრამ მას დარჩა შვილი თამარ ხელაშვილი და ისე მოკლეს მიხა, რომ მიახლოებაც კი ვერ შეძლო შვილთან. (თამარ ხელაშვილი, 2011 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა).

დედუნა ბაჩიაშვილის მოგონება:

„ნათხოვნი ვყავდი მიხასა, ჯვარი უნდა დაგვეწერა, რომ მამა დამეღუპა. წლისთავამდე ვერ ვიქორწინებდით. სანამ მამას წლისთავი გახდებოდა, მიხაი გავარდა. დასდევდა მილიცია. ჩვენსა რომ მოვიდოდა, დედაჩემი ჯავრობდა და ეხვეწებოდა: - ნუ მოხვალ ჩვენსა, მთავრობა დაგვაღონებს, ქალს დამიწიოკებენ. ტყეში გასულს, ქალს ვეღარ მივცემ,თავი დაგვანებეო.... ასე გავიდა დრო. აბა 15-16 წლის ქალს, რა ძალა და გონი მქონდა? ძალიან კი მიყვარდა მიხაი. ასე შინ დავრჩი და “ყაჩაღის“ ცოლი კი გავხდი. დედაჩემი ჩხუბობდა: - მაგას, ვინ იცის, სად მოჰკლავენ, რა გვეშველება, რაზე ჩაიგდე თავი ცეცხლშიო. მე სულ არ მეყურებოდა არაფერი. მარტო ის მეამაყებოდა, რომ მიხას ცოლი ვიყავ და ის ჩემი იყო. რა დარდი მქონდა ან ჯვრისწერისა, ან ქორწილისა. ქალი გამიჩნდა. ჩემისთანა აღარავინ მეგულებოდა. ბევრჯერ გამიყენეს მაღაროსკარის გზასა ბალღაკიდებული. ბევრი ტანჯვა-წვალება შემხვდა, ბევრი დაკითხვა და დამუქრება. თუ მთაში სადმე მნახავდა, სულ იმას მარიგებდა, - ნუ გეშინია, მე ესენი ვერ მომკლავენ, აქით მალე სულ წავალთ ისეთ ადგილსა, რო ჩვენი მცნობი არც მთავრობა და არც მილიცია იყოსო. გაუძლე ცოტა ხანს. მთავრობაში ისა სთქვი, მიხა ჩემი არაფერია, არც ბალღი მყავს მაგისა, არც ვიცი სად არისო...

ბალღი არ ენახა. ერთხელ მოლოოდიანთ რძალმა მითხრა, - მიხამ დაგიბარა, სახთ იქით გაიაროდი, ბალღის ნახვა მინდაო. მე გულს დამაკლდა, ტირილი დავიწყე, - რადარ აქ არ მოიდა, რა შორით იბარება-მეთქი…

თუმცა ისიც ვიცოდი, ჩვენს სახლს მუდამ რამდენიმე მილიციელი ჰყარაულობდა ჩვენს გაუგებრად. იმალებოდნენ დღისითა და ღამე ჩაუსხდებოდნენ მოსავალშია. ერთხელ კინაღამ, მოლოოდიანთ ივანე მოკლეს, მეზობელი, ჩვენს მომდინარი. ესეთა ამბავი იყო და მაინც გულს შემაკლდა შორით ნახვის სურვილი“.

მიხას მეგობარი ხევსურები

ხელაშვილს მეგობრებიც ბევრი ჰყავდა და მტრებიც. ჩარგლელ მეგობართაგან, ვინც პატრიოტი და მართალი კაცი იყო, მოღალატეებისაგან და ჩეკას ჯალათების მიერ უკვე ჩახოცილები იყვნენ. 1924 წლის შემოდგომისთვის, მიხას “ახლო მეგობართაგან” ისინიღა იყვნენ დარჩენილები, ვისაც მის სიკვდილზე წილი ჰქონდათ ნაყარი. დროს და გარემოებას უცდიდნენ, რომ ისე მოეწყოთ მკვლელობა, სიმართლე არავის გაეგო. ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ, რომ მიხა, მილიციის სამოცკაციან რაზმს როგორ მოერია, მარტო დაესხა თავს, მოკლა კომისარი ჯაგნელიძე და რაზმიც განაიარაღა. ამ ამბავს თავად მიხაც ადასტურებს თავისი ლექსით:

მარცხნიდან მეორე მიხას ახლო მეგობარი ალექსი მისრიაშვილი

„ხელაშვილი ვარ მიხაი, კომუნისტების მტერია,

საცა კომუნისტს შავხვდები, უნდა გამოვჭრა ყელია.

შავვარდი მაღაროსკარში, როგორც მშიერა მგელია,

სამოცი დამხვდა ყაზახი, სამოცივ კავალერია,

სამოცსავ თოფებ ავყარე, მაუკელ კამისერია...“

მიხას ლექსი "დედის სიკვდილზედ"

ამ ამბის შემდეგ კი, გაუგონარი რამ მოხდა. მტრებმა ხელაშვილს საფიცარი დედა ვერაგულად მოუკლეს. ხოდადან წამოსულ მოხუც ქალს, გზაზე მკვლელები დახვდნენ და ხანჯლებით უამრავი ჭრილობა მიაყენეს. ხალხში დარჩენილი გადმოცემის თანახმად, რაზმელებმა მოხუცი ჯერ აწამეს: სთქვი, სად არის შენი შვილიო და მერე მოკლეს და გაძარცვეს. მიხას დედის ბარბაროსულმა მკვლელობამ, მთელი ფშავი შეძრა. სოფელს დიდი სირცხვილი დაედო. ქალის მკვლელობა ყველგან, და, განსაკუთრებით მთაში, გაუგონარ სისასტიკედ და ლაჩრობად მიიჩნეოდა. მიხამ, წერილი მისწერა ოსა ზურაბაშვილს, რომელიც სოფლის თავკაცად ითვლებოდა, რომ დედამისი ეკლესიის გალავნის შიგნით დაეკრძალათ, როგორც ეს სასულიერო პირის ოჯახს ეკუთვნოდა. სოფელმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია მიხას, და შეასრულა შვილის მოთხოვნა. მიხაც მივიდა, დედა დაიტირა და ისევ ტყეს შეაფარა თავი. შემდეგ კი, დედის მკვლელობასთან დაკავშირებით დაწერა ლექსი, რომელიც დღეს უკვე შედევრად იქცა:

“მომკლავსა თავის დედისა, სცხვენოდეს ფშავლის შვილსაო,

შინაურების დათოფვა არ ეკადრება გმირსაო,

დიაცის მოკვლა არ არი ადათი ვაჟკაცისაო.

მტერიც არ შამხვდა მტრისფერი, ვარ უბედური დღისაო“.

მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. სიკვდილის მოლოდინზე მძიმე ასატანი იმ ხალხის ღალატი გამოდგა, ვისაც თავისიანად თვლიდა. მტერი მრავლდებოდა და სასიკვდილო წრეც თანდათან ვიწროვდებოდა მის ირგვლივ…

  • მიხა ხელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლუკა მარცვალაშვილის გადაბირების ოქმი

მიხას დის, სალომე მოგონება:

„წინა კვირასვე უნდა წასულიყო კახეთში. იცოდნენ მისმა მკვლელებმა. ისინიც თურმე ჩქარობდნენ. ელაქუცებოდნენ, ეპატიჟებოდნენ, ქეიფობდნენ, ერთგულებას ეფიცებოდნენ. აბრიყვებდნენ. შური და მტრობა ცალკე აწვალებდათ, ჯილდო და საჩუქარი - ცალკე. მისი მოკვლით ხომ ფულსა, მილიციის მუშაკის თანამდებობასა, უღელ-ხარსა, შეკაზმულ ცხენს მიიღებდა ლუკა. ეს ძალიან ბევრი იყო უქნარა, ღატაკი მარცვალაშვილისათვის. ლუკას თურმე ეტყოდა:

“ჩემზე კარგა ფულია გასაცემი. რაღა ვიღაცა გადამთიელმა აიღოს, ისევ შენ აიღო არა სჯობია? აიღე და მესროლე. ოღონდ, თუ თვალი და ხელი მოგისწარ, ვაი, შენ, გადანაყარიო“, - ხუმრობდა, მაგრამ…

ძალიან ჯიბრში ედგა, ვახტანგ რაზიკაშვილიც, ვაჟაის გერი. შურდა, რომ კარგი ავტორიტეტი ჰქონდა. მიხასა და ვაჟაანთ ლევანს აღმერთებდნენ. ვახტანგი კი, სულ ჩრდილში რჩებოდა. ვახტანგს ორივე სძულდა.

გარსევაანთ ლევანი კი, მკვლელი იყო. მისთვის მკვლელობა ხელობასავით იყო. აი, ამ ხალხმა დააწყო გეგმა: მიხა როცა წასვლას დააპირებდა, კარგად დაეთროთ და როგორმე მძინარე მოეკლათ. სულ გაანგარიშებული ჰქონდათ, ვის რა გაეკეთებინა. მიხამ გოგოთურაანთ ლუკასთან და ლევან გარსევანაშვილთან ერთად იქეიფა. იქიდან მღვდელთან უნდა გადაევლოთ. მიხამ, - უნდა დავიძინო, ხვალ ადრე გასვლა მომიხდება, უძილოდ ვერ დალახავ თოვლიან მთასო. ეს ამბავი ძალიან გაუხარდა ლუკას და მის ამხანაგს. თავად მეზობელთან წავიდნენ ქეიფის გასაგრძელებლად. ლუკას და, თამარიც თან გაჰყვა. იქიდან თამარი ადრე გააგზავნეს - აბა, შინ გადაიარე, მიხამ სად, როგორ დაიძინაო. ქალმა დაზვერა მძინარე კაცის ადგილსამყოფელი. დაბრუნდა და შეატყობინა, - საბძელში მარჯვნივ წევსო. მივიდნენ, კარგად დაზვერეს. ლუკამ თოფი თავთან ახლოს ვერ მიიტანა, ეშინოდა. მაშინ ლევანმა დაახალა და მიხა ხმისამოუღებლად გაცივდა, ოღონდ ხელებით და პირით ბზე-ჩალა დაებღუჯა. მერე როცა კარგად დარწმუნდნენ, რომ მოკვდა, ლევანი თავის შინ წავიდა. ლუკამ კი, ვახტანგთან ჩაირბინა, - მიხა მოვკალითო. ვახტანგი მოევლო ცხენსა და მაღაროსკარიდან მილიცია მოიყვანა, მილიციონერებმა გოგოთურაანთ სახლთან სროლა ატეხეს. ხალხს ატყუებდნენ. ვითომ მიხა მილიციამ მოკლაო.

მიხა ხელაშვილის ხელნაწერი

მე ჯერ არაფერი ვიცოდი. მეორე დილას, გადმაიარა აფხუშოს დარეჯანმა (ნათესავი იყო ჩვენი). მითხრა, - აბა, წავიდეთ, წუხელ გოგოთურაანთ თოფების ხმა გამოდიოდა. მიხას ხომ არაფერი დაუშავესო. წამოვედით. ხოდას მილიცია იყო. ახლოს არ მიგვიშვეს. საბძელში შევედით. თავის ნამსხვრევები, ტვინი და სისხლი თივაზე იყო, მოვკრიფე, წინსაფარში ჩავიყარე და თავის დედის თავით ჩავფალი მიწაში. მიხა ყალზე დააკრეს და ჩაათრიეს ჭალაში დუშეთში წასაღებად. ჭალაში ხალხი დახვდა. ყველა თავისათვის ჩუმად ტიროდა, ეშინოდათ მთავრობისა. დუშეთში, კარგა ხანს, მილიციის წინ, ეზოში ეგდოთ. მერე იქვე თხრილში მიაგდეს ზეზეურად, მიწის მიუყრელად. რამდენიმე ხანს იყო ესე. მერე როცა ნეშთმა დაშლა დაიწყო, ხევსური რაზმელი იყო იქა, იმან ჩუმად, ღამით მოგვაპარინა მე და თევდორეს. ცხენის ხურჯინში ჩავაწყვეთ დარჩენილი სხეულის ნაწილები. ღამე ვიარე, ღამე გავთხარე დედის საფლავთან მიწა და ქურდულად დავმარხე“.

მარიამ ხუცურაულის ლექსი "მიტირე მერე (მიხა ხელაშვილი თავის დას)". კითხულობს ლელა რაზიკაშვილი

მიხას მკვლელობის შემდეგ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც დაგეგმილი იყო. ხალხმა ძალიან მალე შეიტყო სიმართლე, და ისიც, როგორ განახორციელეს ჩანაფიქრი მოღალატეებმა.

ხელაშვილის მკვლელობის მეორე დილა: პირველ რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ვახტანგ რაზიკაშვილი, ლევან გარსევანაშვილი და ლუკა მარცვალაშვილი
თამარ ხელაშვილის წარარწერი ფოტოს უკან

ლევან გარსევანიშვილი მიხას მკვლელობიდან, ერთ წელიწადში გარდაიცვალა უსახელოდ. ზოგი ამბობდა მოწამლეს და ისე მოკვდაო, ზოგი კი ამტკიცებდა, მოურჩენელი ჭირი შეხვდა და ზეზეურად დალპაო...

ლუკა მარცვალაშვილმა უცოლშვილოდ გალია წუთისოფელი, მიხას მკვლელობის შემდეგ, 24 წელი იცოცხლა. ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს, მოწამლეს კიდევაც, მაგრამ გადარჩა. ბოლოს, სოფელში განთქმულმა გოგია ჭიჭოშვილმა მოუღო ბოლო.

მიხას მოკვლის შემდეგ, ჩარგალი ზიზღით უყურებდა ვახტანგ რაზიკაშვილს.

გიორგი პირქუშაშვილი

ვახტანგს თანასოფლელი ქალი მოსწონებია, მაგრამ ქალს საქმრო ჰყავდა, რომელიც მიხას მეგობარი, გიორგი პირქუშაშვილი იყო. ვახტანგს ძალიან ეშინოდა ამ უშიშარი ვაჟკაცის და მზაკვრულ ხერხს მიმართა: ერთ საღამოს, გზაზე ჩაუსაფრდა გიორგი პირქუშაშვილს და ოთხი ტყვია ზურგიდან დაახალა, შემდეგ მივიდა, ცხენიდან ჩამოაგდო და ხანჯლით აკუწა...ეს იყო 1926 წლის 15 დეკემბერი. თვითონ ვახტანგმა, ამ მკვლელობაზე მცირე სასჯელი მოიხადა და მალევე გარეთ გამოვიდა. დიდხანს იცოცხლა, თითქოს ყველაფერიც ეპატია! თუმცა ღვთის სამართლის აღსრულების დროსა და ხარისხს, ადამიანები ვერასოდეს გავიგებთ...

  • ვახტანგ რაზიკაშვილის საქმე უშიშროების არქივიდან

მიხა ხელაშვილისნაირი გმირები გვეუბნებიან, რომ აწმყოში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჯარისკაცები… მიხა დაბადებიდან სიკვდილამდე იყო თავის ქვეყნის ჯარისკაცი. ამ პატარა ბიჭისათვის, ეს თავგანწირული ბრძოლა შეგნებული არჩევანი იყო...

ხელაშვილის უკანასკნელი წერილი დაო პარასკოს

სტატიაში გამოყენებული მასალების ნაწილი ქვეყნდება პირველად

სპეცპროექტის ავტორი:

  • რუსუდან შაიშმელაშვილი

პროექტზე მუშაობდნენ:

  • ნათია დოლიძე
  • სანდრო შუღლაძე
  • ეკა აბაშიძე
  • ბექა ჩხაიძე