მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლის მოულოდნელი გარდაცვლების შემდეგ ცხოვრება რთულია... იმედია, მის დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ" - გარდაცვლილი ძმის სახელზე შექმნილი ფონდი და ინტერვიუ ბიზნესმენის ძმასთან
"ირაკლის მოულოდნელი გარდაცვლების შემდეგ ცხოვრება რთულია... იმედია, მის დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ" - გარდაცვლილი ძმის სახელზე შექმნილი ფონდი და ინტერვიუ ბიზნესმენის ძმასთან

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი "რეი" და­ფუძნ­და. პრე­ზენ­ტა­ცია 23 მარტს, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თა. ის "ევორდ ჰოლ­დინ­გის" მხარ­და­ჭე­რით და "ევორდ ენ­თერ­თა­ი­მენ­თის“ პარტნი­ო­რო­ბით და­არ­სდა. ფონ­დის და­არ­სე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ევორდ ჰოლ­დინ­გის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი ჭკა­დუ­ას ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რომ­ლის სა­ხელ­საც ატა­რებს თა­ვად ფონ­დი. იგი 2 თვის წინ, თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ირაკ­ლი ჭკა­დუა

ირაკ­ლი ჭკა­დუ­ას სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ში ბევრ ადა­მი­ანს იც­ნობ­და და მათ­თან მე­გობ­რობ­და. ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნის ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სა­უბ­რობს, რად­გა­ნაც ახ­სოვთ მისი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი.

AMBEBI.GE ნი­კო­ლოზ ჭკა­დუ­ას, ირაკ­ლი ჭკა­დუ­ას ძმას, ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს ესა­უბ­რა:

- ირაკ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გვინ­დო­და, შეგ­ვექ­მნა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი. იმის გამო, რომ მას ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყვი­ტეთ, "რეის" და­არ­სე­ბა. ის ახალ­გაზ­რდებს ხელს შე­უ­წყობს სა­კუ­თა­რი ხე­ლოვ­ნე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა­ში.

ირაკ­ლი ჭკა­დუა

- სა­ბო­ლო­ოდ რა გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი?

- გუ­ლის შე­ტე­ვა. მა­ნამ­დე პე­რი­ო­დუ­ლად გულს უჩი­ო­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე კი კო­ვი­დი გა­და­ი­ტა­ნა, თუმ­ცა რთულ ფორ­მებ­ში არ ჰქო­ნია... ის გა­მუდ­მე­ბით შრო­მობ­და, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რს ას­წრებ­და და თა­ვის საქ­მე­ში წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. უდი­დე­სი კონ­ტაქ­ტე­ბი შექ­მნა, უდი­დე­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, ბევრ ადა­მი­ანს დიდი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია... მისი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ოდ­ნავ შე­ჩერ­და და მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბაც რთუ­ლია...

ნი­კო­ლოზ ჭკა­დუა

ირაკ­ლი იყო კე­თი­ლი, თბი­ლი, უშუ­ა­ლო, მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ჰყავ­და უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი, მათ შო­რის, უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ძა­ლი­ან ასა­კო­ვა­ნე­ბიც. იყო ხა­ლი­სი­ა­ნი, იუ­მო­რით სავ­სე, უკონ­ფლიქ­ტო. ყვე­ლა იმ კრი­ტე­რი­უმს მო­ი­ცავ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ჰქო­ნო­და. მე და თორ­ნი­კეს, ჩემს ძმას გვაქვს იმე­დი, რომ მის და­წყე­ბულ საქ­მეს გა­ვაგ­რძე­ლებთ და ფონ­დი ირაკ­ლის გზას გა­აგ­რძე­ლებს... სამი ძმა ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, გვქონ­და თა­ნა­ბა­რი წი­ლე­ბი ბიზ­ნეს­ში, ირაკ­ლი ჩვე­ნი ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. გვყავს დაც - სოფი...

ჩვენს ფონდს ასე­ვე მიზ­ნად აქვს და ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, წე­ლი­წად­ში ერთხელ, თე­მა­ტუ­რი შეხ­ვედ­რა მო­ვა­წყოთ ჩვენს და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ ხე­ლოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რომ­ლებ­საც კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ...

"რეი" ხელს შე­უ­წყობს ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნებს, გზა გა­იკ­ვლი­ონ ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში და სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნონ. ფონ­დი სამ მი­მარ­თუ­ლე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა: მუ­სი­კა, დრა­მა­ტურ­გია, ლი­ტე­რა­ტუ­რა. მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ზა­ნია, ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და ხელ­შე­წყო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი ჩა­ტარ­დე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფეს­ტი­ვალ-კონ­კურსთან ერ­თად და თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ხელ­შე­წყო­ბით. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი აკა­დე­მი­უ­რი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მუ­სი­კის დარ­გში. კონ­კურ­სი ჩა­ტარ­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად სექ­ტემ­ბერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
4

ძალიან დამწყდა გული ირაკლის გარდაცვალების გამო ...წლების წინ ჩვენს ოჯახში ხშირი სტუმარი იყო და ბევრი სიკეთე და პატივისცემა მახსოვს მისგან, ყოველთვის თავაზიანი, გაწონასწორებული და სიკეთით სავსე იყო. გაანათლოს მისი სული უფალმა.

ავტორი:

"ირაკლის მოულოდნელი გარდაცვლების შემდეგ ცხოვრება რთულია... იმედია, მის დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ" - გარდაცვლილი ძმის სახელზე შექმნილი ფონდი და ინტერვიუ ბიზნესმენის ძმასთან

"ირაკლის მოულოდნელი გარდაცვლების შემდეგ ცხოვრება რთულია... იმედია, მის დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ" - გარდაცვლილი ძმის სახელზე შექმნილი ფონდი და ინტერვიუ ბიზნესმენის ძმასთან

საქართველოში ხელოვნების საერთაშორისო ფონდი "რეი" დაფუძნდა. პრეზენტაცია 23 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა. ის "ევორდ ჰოლდინგის" მხარდაჭერით და "ევორდ ენთერთაიმენთის“ პარტნიორობით დაარსდა. ფონდის დაარსებას საფუძვლად დაედო ევორდ ჰოლდინგის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ირაკლი ჭკადუას ტრაგიკულად გარდაცვალება, რომლის სახელსაც ატარებს თავად ფონდი. იგი 2 თვის წინ, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ირაკლი ჭკადუა

ირაკლი ჭკადუას სახელოვნებო სფეროში ბევრ ადამიანს იცნობდა და მათთან მეგობრობდა. ახალგაზრდა ბიზნესმენის ქველმოქმედებაზე ბევრი ადამიანი საუბრობს, რადგანაც ახსოვთ მისი კეთილი საქმეები.

AMBEBI.GE ნიკოლოზ ჭკადუას, ირაკლი ჭკადუას ძმას, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა:

- ირაკლის გარდაცვალების შემდეგ გვინდოდა, შეგვექმნა საქველმოქმედო ფონდი. იმის გამო, რომ მას ხელოვნების სფეროში ბევრი მეგობარი ჰყავდა, ერთობლივად გადავწყვიტეთ, "რეის" დაარსება. ის ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს საკუთარი ხელოვნების, შემოქმედების გამომზეურებაში.

ირაკლი ჭკადუა

- საბოლოოდ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?

- გულის შეტევა. მანამდე პერიოდულად გულს უჩიოდა. გარდაცვალებამდე კი კოვიდი გადაიტანა, თუმცა რთულ ფორმებში არ ჰქონია... ის გამუდმებით შრომობდა, დღის განმავლობაში ძალიან ბევრს ასწრებდა და თავის საქმეში წარჩინებული ადამიანი იყო. უდიდესი კონტაქტები შექმნა, უდიდესი აქტივობები განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში, ბევრ ადამიანს დიდი დახმარება გაუწია... მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი ეს საქმიანობა ოდნავ შეჩერდა და მის გარეშე ცხოვრებაც რთულია...

ნიკოლოზ ჭკადუა

ირაკლი იყო კეთილი, თბილი, უშუალო, მეგობრული ადამიანი. ჰყავდა უამრავი მეგობარი, მათ შორის, უფროსი თაობის წარმომადგენლები, ძალიან ასაკოვანებიც. იყო ხალისიანი, იუმორით სავსე, უკონფლიქტო. ყველა იმ კრიტერიუმს მოიცავდა, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონოდა. მე და თორნიკეს, ჩემს ძმას გვაქვს იმედი, რომ მის დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ და ფონდი ირაკლის გზას გააგრძელებს... სამი ძმა ერთად ვმუშაობდით, გვქონდა თანაბარი წილები ბიზნესში, ირაკლი ჩვენი ფონდის ხელმძღვანელი იყო. გვყავს დაც - სოფი...

ჩვენს ფონდს ასევე მიზნად აქვს და ჩვენი სურვილია, წელიწადში ერთხელ, თემატური შეხვედრა მოვაწყოთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან, რომლებსაც კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ...

"რეი" ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ხელოვანებს, გზა გაიკვლიონ ხელოვნების სამყაროში და საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას გააცნონ. ფონდი სამ მიმართულებას დაეხმარება: მუსიკა, დრამატურგია, ლიტერატურა. მუსიკის მიმართულების მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი კომპოზიტორების გამოვლენა და ხელშეწყობა. აღნიშნული კონკურსი ჩატარდება ინტეგრირებულად ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალ-კონკურსთან ერთად და თბილისის კონსერვატორიის ხელშეწყობით. მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა კომპოზიტორები აკადემიური და გამოყენებითი მუსიკის დარგში. კონკურსი ჩატარდება ყოველწლიურად სექტემბერში.