კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოღალატე არ ვარ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო... მაგრამ ომს სხვა სიტყვებს ვერ დავარქმევ. მეშინია რუსეთში დაბრუნების"- ჩულპან ხამატოვას ინტერვიუ და კითხვა, რომელმაც მსახიობი აატირა
"მოღალატე არ ვარ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო... მაგრამ ომს სხვა სიტყვებს ვერ დავარქმევ. მეშინია რუსეთში დაბრუნების"- ჩულპან ხამატოვას ინტერვიუ და კითხვა, რომელმაც მსახიობი აატირა

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, Give Life Foundation-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჩულ­პან ხა­მა­ტო­ვა ლატ­ვი­ის დე­და­ქა­ლაქ რი­გა­ში, სამ შვილ­თან ერ­თად, ცხოვ­რობს. მან გა­და­ცე­მა­ში "ესა­უბ­რე კა­ტე­რი­ნა გორ­დე­ე­ვას“ რუ­სე­თი­დან წას­ვლის მი­ზე­ზებ­ზე ილა­პა­რა­კა. მსა­ხი­ო­ბის თქმით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხალ­ხი მო­ა­ტყუა, რად­გან მა­ნამ­დე პი­რო­ბა დადო, რომ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად მოხ­და...

"ომს სხვას ვე­რა­ფერს და­ვარ­ქმევ. მე არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, უბ­რა­ლოდ, ვამ­ბობ, რომ ომი არ მინ­და. მშვი­დო­ბა მინ­და. მე ვიცი, რომ არ ვარ მო­ღა­ლა­ტე. ზუს­ტად ვიცი, რომ მო­ღა­ლა­ტე არ ვარ. მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო... მაგ­რამ სხვის მწუ­ხა­რე­ბას, ტკი­ვილს, ტრა­გე­დი­ას, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კა­ტას­ტრო­ფას ვერ ვუ­წო­დებ იმას, რაც ვი­ღა­ცას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს. ომს სხვა სი­ტყვებს ვერ და­ვარ­ქმევ. მე­ში­ნია რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის. მე­ში­ნია, არ დავ­კარ­გო ჩემი სინ­დი­სი და სა­კუ­თა­რი თავი...

იმის­თვის, რომ რუ­სეთ­ში დავ­ბრუნ­დე, ახლა ორი გზა მაქვს. ერ­თია, რომ შევ­წყვი­ტო ლა­პა­რა­კი, რომ ეს ომი და ტრა­გე­დი­აა, არ მი­ვაქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა იმას, რა­საც ჩემი თვა­ლით ვხე­დავ და რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ვი­ღებ ჩემი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გობ­რე­ბის­გან. მო­ვი­ტყუო თავი, მო­ვა­ტყუო მსოფ­ლიო, არ ვი­ცხოვ­რო სი­მარ­თლით. ეს კი­დევ უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი არ მა­ი­ძუ­ლე­ბენ შავს თეთ­რი ვუ­წო­დო. გავ­ხდე გულ­გრი­ლი და ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დო იმის გამო, რომ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბას მხა­რი არ და­ვუ­ჭი­რე. ვი­თა­მა­შო მათი თა­მა­შის წე­სე­ბით, რო­მელ­საც მი­კარ­ნა­ხე­ბენ. ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა, რომ დავ­ბრუნ­დე რუ­სეთ­ში ცი­ხე­ში წას­ვლის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, ის ომის და­წყე­ბი­სას რუ­სეთ­ში არ იყო, შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და, თუმ­ცა ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­ვე­ლი­ვე ღია წე­რილს მო­ა­წე­რა ხელი, რის მე­რეც მას "ურ­ჩი­ეს", რომ რუ­სეთ­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

"როცა ამ­ბო­ბენ, რომ დაბ­რუნ­დით სამ­შობ­ლო­ში გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ არა­ფე­რი მო­გი­ვა­თო, მე ამის არ მჯე­რა, რად­გან ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი მე და მსოფ­ლი­ოს დაგვპირ­და, რომ ომი არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მოგ­ვა­ტყუა".

კი­თხვა­ზე, რა ბედი ეწე­ვა ახლა Give Life ფონ­დის მუ­შა­ო­ბას, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც თა­ვად არის, ხა­მა­ტო­ვამ გა­ნა­ცხა­და:

"მინ­და, ყვე­ლამ გა­ი­გოს, ფონ­დი აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. დიახ, დამ­ფუძ­ნებ­ლად დავ­რჩე­ბი. ფონდს ჰყავს სა­ო­ცა­რი გუნ­დი. სა­ნამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, ფონდს და­ვეხ­მა­რე­ბი“.

მისი თქმით, ის ამ­ჟა­მად ლატ­ვი­ა­ში მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა. ის ეხ­მა­რე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი­თა და რჩე­ვე­ბით ყვე­ლას, ვის­გა­ნაც დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნას იღებს.

მსა­ხი­ო­ბი არ გა­მო­რი­ცხავს, ​​რომ ოდეს­მე რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­დეს, მაგ­რამ ამ დრო­ის­თვის ასეთ პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­დავს.

შე­გახ­სე­ნებთ, ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში რუ­სუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ნა­წილ­მა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­წყვე­ტა ითხო­ვა. ერ­თი­ა­ნი ტექ­სტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწე­რალ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­ხა­ილ ზი­გარ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბო!

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბუ­ლი ომი სა­მარ­ცხვი­ნოა.

ეს არის ჩვე­ნი სირ­ცხვი­ლი, რო­მელ­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შთა­მო­მავ­ლე­ბიც კი ვერ ჩა­მო­ი­რი­ცხა­ვენ. არ გვინ­და, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა აგ­რე­სორ ქვე­ყა­ნა­ში იცხოვ­რონ, არ გვსურს რცხვე­ნო­დეთ იმი­სა, რომ მათი არ­მია უდა­ნა­შა­უ­ლო ქვე­ყა­ნას და­ეს­ხა თავს. მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, უთხრან არა ამ ომს.

არ გვჯე­რა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის­თვის ან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. არ გვჯე­რა, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის იმ გან­ცხა­დე­ბის, თით­ქოს უკ­რა­ი­ნას "ნა­ცის­ტე­ბი" მარ­თა­ვენ და მათ­გან "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა" სჭირ­დე­ბათ.

ვი­თხოვთ, შე­წყდეს ომი!"

ამ წე­რილს ჩულ­პან ხა­მა­ტო­ვას­თან ერ­თად ხელს აწე­რენ: მწერ­ლე­ბი ბო­რის აკუ­ნი­ნი, დმიტ­რი ბი­კო­ვი, დმიტ­რი გლუ­ხოვ­სკი, მი­ხა­ილ ზი­გა­რი, ვლა­დი­მერ სო­რო­კი­ნი, რე­ჟი­სო­რე­ბი ან­დრეი და ილია ხრჟა­ნოვ­სკე­ბი, ვლა­დი­მირ მირ­ზო­ე­ვი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დმიტ­რი მუ­რა­ტო­ვი, ლე­ო­ნიდ პარ­ფე­ნო­ვი, დრა­მა­ტურ­გი ივან ვი­რი­პა­ე­ვი, გა­მომ­ცე­მე­ლი ირი­ნა პრო­ხო­რო­ვა.

ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს, ჟურ­ნა­ლის­ტმა ხა­მა­ტო­ვას ჰკი­თხა: რას აირ­ჩევ­და ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში - სამ­შობ­ლო თუ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა? - ხა­მა­ტო­ვა ატირ­და.

"არ შე­მიძ­ლია ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ისე გა­მო­დის, რომ ერ­თმა­ნეთს ვუ­პი­რის­პი­რებ, არა­და, ჩემ­თვის სამ­შობ­ლო არ არის ის ხალ­ხი, ვინც ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ხო­ცად გაგ­ზავ­ნა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩემ­თვის სამ­შობ­ლოს შიგ­ნი­თაც არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. მე ვიც­ნობ ისეთ სამ­შობ­ლოს, ადა­მი­ა­ნებს ამ სამ­შობ­ლო­ში, რომ­ლე­ბიც თვი­თონ წარ­მო­ად­გე­ნენ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. ახლა მათ ძა­ლი­ან უჭირთ..." წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
3

anne-laure bonnel მოძებნეთ ეს ქალი იუტუბში! ფრანგი დამოუკიდებელი ჟურნალისტია. იქნებ რაღაც წარმოდგენა შეგექმნათ, რა ხდებოდა ბოლო 8 წელი დონცკსა და დონბასში და ფრანგის მაინც დაიჯეროთ!

 

ჯიმი
17

კარგი წერილია მაგრამ ცოტაც დასამატებელია რომ უკრაინას თავი ამერიკულმა პროვოკაციამაც უნდა დაანებოს და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს რომ რუსულ ჩექმა მოიშორო და ამერიკული ჩექმა დაიდო თავზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მოღალატე არ ვარ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო... მაგრამ ომს სხვა სიტყვებს ვერ დავარქმევ. მეშინია რუსეთში დაბრუნების"- ჩულპან ხამატოვას ინტერვიუ და კითხვა, რომელმაც მსახიობი აატირა

"მოღალატე არ ვარ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო... მაგრამ ომს სხვა სიტყვებს ვერ დავარქმევ. მეშინია რუსეთში დაბრუნების"- ჩულპან ხამატოვას ინტერვიუ და კითხვა, რომელმაც მსახიობი აატირა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ცნობილი მსახიობი, Give Life Foundation-ის დამფუძნებელი ჩულპან ხამატოვა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სამ შვილთან ერთად, ცხოვრობს. მან გადაცემაში "ესაუბრე კატერინა გორდეევას“ რუსეთიდან წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა. მსახიობის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხალხი მოატყუა, რადგან მანამდე პირობა დადო, რომ საომარი მოქმედებები არ იქნებოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...

"ომს სხვას ვერაფერს დავარქმევ. მე არაფერი დამიშავებია, უბრალოდ, ვამბობ, რომ ომი არ მინდა. მშვიდობა მინდა. მე ვიცი, რომ არ ვარ მოღალატე. ზუსტად ვიცი, რომ მოღალატე არ ვარ. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო... მაგრამ სხვის მწუხარებას, ტკივილს, ტრაგედიას, ჰუმანიტარულ კატასტროფას ვერ ვუწოდებ იმას, რაც ვიღაცას პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ომს სხვა სიტყვებს ვერ დავარქმევ. მეშინია რუსეთში დაბრუნების. მეშინია, არ დავკარგო ჩემი სინდისი და საკუთარი თავი...

იმისთვის, რომ რუსეთში დავბრუნდე, ახლა ორი გზა მაქვს. ერთია, რომ შევწყვიტო ლაპარაკი, რომ ეს ომი და ტრაგედიაა, არ მივაქციო ყურადღება იმას, რასაც ჩემი თვალით ვხედავ და რა ინფორმაციასაც ვიღებ ჩემი უკრაინელი მეგობრებისგან. მოვიტყუო თავი, მოვატყუო მსოფლიო, არ ვიცხოვრო სიმართლით. ეს კიდევ უკეთეს შემთხვევაში, თუ ისინი არ მაიძულებენ შავს თეთრი ვუწოდო. გავხდე გულგრილი და ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებას მხარი არ დავუჭირე. ვითამაშო მათი თამაშის წესებით, რომელსაც მიკარნახებენ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავბრუნდე რუსეთში ციხეში წასვლის გარეშე", - განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.

მისი თქმით, ის ომის დაწყებისას რუსეთში არ იყო, შვებულებით სარგებლობდა, თუმცა ომის საწინააღმდეგო პირველივე ღია წერილს მოაწერა ხელი, რის მერეც მას "ურჩიეს", რომ რუსეთში არ დაბრუნებულიყო.

"როცა ამბობენ, რომ დაბრუნდით სამშობლოში გარანტიას გაძლევთ, რომ არაფერი მოგივათო, მე ამის არ მჯერა, რადგან ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი მე და მსოფლიოს დაგვპირდა, რომ ომი არ იქნებოდა, მაგრამ მოგვატყუა".

კითხვაზე, რა ბედი ეწევა ახლა Give Life ფონდის მუშაობას, რომლის დამფუძნებელიც თავად არის, ხამატოვამ განაცხადა:

"მინდა, ყველამ გაიგოს, ფონდი აგრძელებს მუშაობას. დიახ, დამფუძნებლად დავრჩები. ფონდს ჰყავს საოცარი გუნდი. სანამ ამის საშუალება მექნება, ფონდს დავეხმარები“.

მისი თქმით, ის ამჟამად ლატვიაში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა. ის ეხმარება კონტაქტებითა და რჩევებით ყველას, ვისგანაც დახმარების თხოვნას იღებს.

მსახიობი არ გამორიცხავს, ​​რომ ოდესმე რუსეთში დაბრუნდეს, მაგრამ ამ დროისთვის ასეთ პერსპექტივას ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსული ინტელიგენციის ნაწილმა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეწყვეტა ითხოვა. ერთიანი ტექსტი სოციალურ ქსელში მწერალმა და ჟურნალისტმა მიხაილ ზიგარმა გამოაქვეყნა.

"თანამემამულეებო!

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი სამარცხვინოა.

ეს არის ჩვენი სირცხვილი, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი შვილები და შთამომავლებიც კი ვერ ჩამოირიცხავენ. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა აგრესორ ქვეყანაში იცხოვრონ, არ გვსურს რცხვენოდეთ იმისა, რომ მათი არმია უდანაშაულო ქვეყანას დაესხა თავს. მოვუწოდებთ რუსეთის ყველა მოქალაქეს, უთხრან არა ამ ომს.

არ გვჯერა, რომ დამოუკიდებელი უკრაინა რუსეთისთვის ან ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საშიშროებას წარმოადგენს. არ გვჯერა, ვლადიმერ პუტინის იმ განცხადების, თითქოს უკრაინას "ნაცისტები" მართავენ და მათგან "გათავისუფლება" სჭირდებათ.

ვითხოვთ, შეწყდეს ომი!"

ამ წერილს ჩულპან ხამატოვასთან ერთად ხელს აწერენ: მწერლები ბორის აკუნინი, დმიტრი ბიკოვი, დმიტრი გლუხოვსკი, მიხაილ ზიგარი, ვლადიმერ სოროკინი, რეჟისორები ანდრეი და ილია ხრჟანოვსკები, ვლადიმირ მირზოევი, ჟურნალისტები დმიტრი მურატოვი, ლეონიდ პარფენოვი, დრამატურგი ივან ვირიპაევი, გამომცემელი ირინა პროხოროვა.

ინტერვიუს დასასრულს, ჟურნალისტმა ხამატოვას ჰკითხა: რას აირჩევდა ასეთი არჩევანის შემთხვევაში - სამშობლო თუ ჭეშმარიტება? - ხამატოვა ატირდა.

"არ შემიძლია ამაზე პასუხის გაცემა, ისე გამოდის, რომ ერთმანეთს ვუპირისპირებ, არადა, ჩემთვის სამშობლო არ არის ის ხალხი, ვინც ადამიანების დასახოცად გაგზავნა სხვა ადამიანები. ჩემთვის სამშობლოს შიგნითაც არის ჭეშმარიტება. მე ვიცნობ ისეთ სამშობლოს, ადამიანებს ამ სამშობლოში, რომლებიც თვითონ წარმოადგენენ ჭეშმარიტებას. ახლა მათ ძალიან უჭირთ..." წყარო