პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანით სამი დღე ვმგზავრობდი, რომ აქ მომეღწია... ჩემი გული ჩემს სამშობლოშია" - უკრაინელი გოგონას ემოციები ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ (ფოტო)
"მანქანით სამი დღე ვმგზავრობდი, რომ აქ მომეღწია... ჩემი გული ჩემს სამშობლოშია" - უკრაინელი გოგონას ემოციები ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ (ფოტო)

მი­ლი­ო­ნო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი­ვით, ია­როს­ლა­ვა მაჰუ­ჩიხ­საც მო­უ­წია სახ­ლის და­ტო­ვე­ბა მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა მის ქვე­ყა­ნა­ზე თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. რო­გორც ია­როს­ლა­ვა ყვე­ბა, მან­ქა­ნით სამი დღე მგზავ­რობ­და, რომ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­ეღ­წია.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ თავ­და­ყი­რა დად­გა, 20 წლის სი­მაღ­ლე­ზე მხტო­მელ­მა, ოქ­როს ჯილ­დო მო­ი­პო­ვა.

სი­მაღ­ლე­ზე ხტო­მა­ში შე­ჯიბ­რი სერ­ბეთ­ში, ბელგრად­ში შა­ბათს გა­ი­მარ­თა. გა­ხა­რე­ბუ­ლი ია­როს­ლა­ვა მაჰუ­ჩი­ხი BBC Sport-ს ესა­უბ­რა: "ეს არა მხო­ლოდ ჩემი და ჩემი ოჯა­ხის­თვის, არა­მედ მთე­ლი უკ­რა­ი­ნის­თვის იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი".

მან აღ­ნიშ­ნა, რომ მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი შე­იჭ­რა მის სამ­შობ­ლო­ში, ვარ­ჯიშ­ზე და შე­ჯიბ­რის­თვის მომ­ზა­დე­ბა­ზე სა­ფიქ­რა­ლად, აღარც კი ეცა­ლა:

"ჩემ­თვის აქ ჩა­მოს­ვლაც კი რთუ­ლი იყო, რომ არა­ფე­რი ვთქვა ხტო­მა­ზე იმ დროს, როცა ჩემი გული და გო­ნე­ბა ჯერ კი­დევ ჩემს სამ­შობ­ლო­შია". 20 წლის გო­გო­ნამ სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­დე­გებს აჯო­ბა და 2.02 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მო­ა­ხერ­ხა ახ­ტო­მა.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყოჩაღ
0

გილოცავ წარმატებას. იგივეს ვუსურვებ შენ ქვეყანას რუსეთთან ბრძოლაში. კიდევ ბევრი წარმატებები მოგეპოვებინოთ უკრაინელებს მტრის გულის გასახეთქად.

 

სანდრო
0

ესეთი ადამიანები .. ხდიან უძლეველებს უკრაინელ ერსს.. 

ავტორი:

"მანქანით სამი დღე ვმგზავრობდი, რომ აქ მომეღწია... ჩემი გული ჩემს სამშობლოშია" - უკრაინელი გოგონას ემოციები ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ (ფოტო)

"მანქანით სამი დღე ვმგზავრობდი, რომ აქ მომეღწია... ჩემი გული ჩემს სამშობლოშია" - უკრაინელი გოგონას ემოციები ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ (ფოტო)

მილიონობით უკრაინელივით, იაროსლავა მაჰუჩიხსაც მოუწია სახლის დატოვება მას შემდეგ, რაც რუსეთმა მის ქვეყანაზე თავდასხმა განახორციელა. როგორც იაროსლავა ყვება, მანქანით სამი დღე მგზავრობდა, რომ დანიშნულების ადგილამდე მიეღწია.

იმის მიუხედავად, რომ გოგონას ცხოვრება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდაყირა დადგა, 20 წლის სიმაღლეზე მხტომელმა, ოქროს ჯილდო მოიპოვა.

სიმაღლეზე ხტომაში შეჯიბრი სერბეთში, ბელგრადში შაბათს გაიმართა. გახარებული იაროსლავა მაჰუჩიხი BBC Sport-ს ესაუბრა: "ეს არა მხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი უკრაინისთვის იყო მნიშვნელოვანი".

მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა მის სამშობლოში, ვარჯიშზე და შეჯიბრისთვის მომზადებაზე საფიქრალად, აღარც კი ეცალა:

"ჩემთვის აქ ჩამოსვლაც კი რთული იყო, რომ არაფერი ვთქვა ხტომაზე იმ დროს, როცა ჩემი გული და გონება ჯერ კიდევ ჩემს სამშობლოშია". 20 წლის გოგონამ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების შედეგებს აჯობა და 2.02 მეტრის სიმაღლეზე მოახერხა ახტომა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა