პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მემუქრებიან, სადაც გნახავთ, ქათამივით დაგკლავთ, თავს წაგაჭრითო, იგინებიან" - პრორუსული, ე.წ. "ალტ-ინფოს" დაჯგუფება სამოქალაქო აქტივისტის დატერორებას ცდილობს
"მემუქრებიან, სადაც გნახავთ, ქათამივით დაგკლავთ, თავს წაგაჭრითო, იგინებიან" - პრორუსული, ე.წ.  "ალტ-ინფოს" დაჯგუფება სამოქალაქო აქტივისტის დატერორებას ცდილობს

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა მის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი პრო­ტეს­ტის გამო ძა­ლა­დობ­რი­ვი, პუ­ტი­ნის­ტუ­რი ჯგუ­ფის მხრი­დან მუ­ქა­რის სა­მიზ­ნე გახ­და. მის უფ­ლე­ბებს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია იცავს და აცხა­დებს, რომ "სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას მი­მართ მუ­ქა­რა დრო­უ­ლად უნდა აღიკ­ვე­თოს".

14 მარტს, მარ­ნე­ულ­ში, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი არ­ხის, "ალტ-ინ­ფოს“ მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის - "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ ოფი­სის გახ­სნა სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვამ ოფი­სის ფა­სად­ზე უკ­რა­ი­ნი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბის და­ხატ­ვით გა­აპ­რო­ტეს­ტა. ამას ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფის მხრი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გზავ­ნი­ლე­ბი მოჰ­ყვა, ხოლო 16 მარტს, რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა მარ­ნე­ულ­ში მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ჩა­წე­რეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლით (მუ­ქა­რა) და­ი­წყო. თუმ­ცა, სა­ი­ას შე­ფა­სე­ბით, ის ფაქ­ტი, რომ "ალტ-ინ­ფოს“ მიერ 5-6 ივ­ლისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ამ­გვა­რი ქმე­დე­ბი­სა­კენ სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბა ამ დრომ­დე და­უს­ჯე­ლია, გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ ნდო­ბას ამ­ცი­რებს და ახა­ლი­სებს მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფე­ბის ქმე­დე­ბებს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო და მის მი­მართ იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბის მუხ­ლით ოქმი შე­ად­გი­ნა.

"შენ დე­დას ... რო გნა­ხავ, ქა­თა­მი­ვით უნდა მო­გაჭ­რა ეგ თავი“, "მი­წი­დან ამოგ­თხრით, სად წახ­ვალ“ - სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვამ მსგავ­სი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, რო­მელ­შიც მუ­ქა­რის ავ­ტო­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უს­ვა­მენ ხაზს მის ეთ­ნი­კურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და რე­ლი­გი­ურ კუთ­ვნი­ლე­ბას.

მარ­ნე­უ­ლე­ლი აქ­ტი­ვის­ტის, სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას მშობ­ლებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ვა­ტანგ გო­მე­ლა­ურს. ისი­ნი მათ რე­ა­გი­რე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დე­ბენ და შვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას სთხო­ვენ.

სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა ambebi.ge - სთან ჰყვე­ბა:

- 14 მარტს შევ­ღე­ბე "ალტ-ინ­ფოს“ ოფი­სი მარ­ნე­ულ­ში - უკ­რა­ი­ნის და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი მი­ვა­ხა­ტე. მა­ნამ­დე მივ­მარ­თე მთავ­რო­ბას და სუს-ს, და­ხუ­რეთ ეს პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი­სა და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის ოფი­სი-მეთ­ქი, მაგ­რამ არ მო­მის­მი­ნეს. პრო­ტეს­ტი გა­მოვ­ხა­ტე ყვე­ლა მარ­ნე­უ­ლე­ლი­სა და ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტის სა­ხე­ლით, რი­თაც სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დე უკ­რა­ი­ნას. "ალტ-ინ­ფოს“ ხალ­ხის­თვის მინ­დო­და კი­დევ ერთხელ მეთ­ქვა, რომ ჩვე­ნი გზა დიდი ხა­ნია არ­ჩე­უ­ლია და ჩვენ ევ­რო­პე­ლე­ბი ვართ. ისი­ნი მა­ნამ­დე, "ქარ­თუ­ლი მარ­შის“ სა­ხე­ლით მოქ­მე­დებ­დნენ და მარ­ნე­ულ­ში პრო­ვო­კა­ცი­ით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი. ყვე­ლამ იცის, რომ ეს მავ­ნე და აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფი რუ­სე­თი­დან ფი­ნანსდე­ბა, ისი­ნი არი­ან ტე­რო­რის­ტე­ბი. მას მერე, რაც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­სა­წევ­რებ­ლად გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­ტა­ნეთ, ისი­ნი უფრო გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ეს რუ­სე­თუ­მე­ე­ბი ამარ­თლე­ბენ რუ­სე­თის დამ­პყრობ­ლურ პო­ლი­ტი­კას. ჩვენ გვაქვს 2008 წლის მა­გა­ლი­თი, როცა რუ­სე­თი თავს და­ეს­ხა სა­ქარ­თვე­ლოს. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ დღეს უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დიც წყდე­ბა და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლი მო­ქა­ლა­ქე, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. არ მინ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გაგ­რძელ­დეს ის, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, არ მინ­და, ჩემი სამ­შობ­ლო კვლავ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში დაბ­რუნ­დეს, შე­სა­ბა­მი­სად, ამ მიზ­ნით და სო­ლი­და­რო­ბის გამო შევ­ღე­ბე პუ­ტი­ნის­ტე­ბის ოფი­სი. ვი­ნა­ი­დან ვი­ცო­დი, რომ ისი­ნი არი­ან სა­ში­ში და მავ­ნე ჯგუ­ფე­ბი, არ მინ­დო­და სხვა აქ­ტი­ვის­ტე­ბიც გა­მეხ­ვია შარ­ში, მარ­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამ აქ­ტის ჩა­დე­ნა. მათი ოფი­სი გახ­სნი­ლი კი იყო, მაგ­რამ არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. ადრე იმა­ვე ად­გილ­ზე იყო "მარ­შის­ტე­ბის“ ოფი­სი და ესე­ნიც იგი­ვე აქ­ტი­ვის­ტე­ბი არი­ან. უბ­რა­ლოდ, სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლეს, მაგ­რამ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ხალ­ხი და მათი მიზ­ნე­ბი ხომ იგი­ვეა.

ამ დღის მერე, მე­მუქ­რე­ბი­ან, სა­დაც გნა­ხავთ, ქა­თა­მი­ვით დაგკლავთ, თავს წა­გაჭ­რი­თო, იგი­ნე­ბი­ან, "ფე­ის­ბუქ­ზე“ მწე­რენ და მწე­რენ მათი ტრო­ლე­ბი. მუ­ქა­რე­ბის გამო პო­ლი­ცი­ას მივ­მარ­თე, სა­დაც მი­თხრეს, რომ ის მხა­რეც გი­ჩი­ვით იმის გამო, რომ მათი ქო­ნე­ბა და­ა­ზი­ა­ნე და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მის წარ­მო­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი­აო. ამის შემ­დეგ, ალ­ტინ­ფო­ე­ლე­ბი (და­ახ­ლო­ე­ბით 50 კაცი) ჩა­მო­ვიდ­ნენ მარ­ნე­ულ­ში, სა­დაც ჩა­წე­რეს და გა­ავ­რცე­ლეს ღია მუ­ქა­რის ვი­დეო. მათ შო­რის არც ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი არ ყო­ფი­ლა. გუ­შინ კი ად­გნენ და რა­ტომ­ღაც, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ ოფი­სი გა­და­ღე­ბეს, საკ­მა­ოდ უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით და ფი­გუ­რე­ბით.

- რამე გა­კავ­ში­რებთ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან“?

- მარ­ტო "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" კი არა, სა­ერ­თოდ არც ერთ პარ­ტი­ას­თან არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს, არც ოდეს­მე ვყო­ფილ­ვარ ამ კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი. რუ­სე­თუ­მე­ებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, ვინ ვარ და ისიც, რომ არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან". მარ­ნე­ულ­ში ეს პარ­ტია ძლი­ე­რია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მას­თან დიდი ბრძო­ლა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, მთავ­რო­ბაც არის ჩარ­თუ­ლი და მან­ქა­ნა­სა­ვით იყე­ნებს ამ ჯგუ­ფებს თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის­თვის, სხვაგ­ვა­რად, ხმას რო­გორ ამო­ი­ღებ­დნენ. ისი­ნი მარ­ნე­ულ­ში 2 წლის წი­ნაც აწყობ­დნენ და ახ­ლაც აორ­გა­ნი­ზე­ბენ პრო­ვო­კა­ცი­ას. ამ პარ­ტი­ას იმი­ტომ შე­ე­ჯახ­ნენ, რომ მათი ჩათ­რე­ვა უნ­დათ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე მხრი­დან არა­ვი­ნაა და­კი­თხუ­ლი, შსს საქ­მის კურ­სშია მუ­ქა­რებ­ზე, მაგ­რამ არ ვიცი, რას ელო­დე­ბი­ან. შს მი­ნის­ტრის პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი და­პი­რე­ბა იმე­დის მომ­ცე­მი იყო, მაგ­რამ ჯერ რე­ა­გი­რე­ბას ვერ ვხე­დავ. ამ ბან­დფორ­მი­რე­ბის წევ­რე­ბი ად­რეც მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ მოკ­ვლით, შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი და არც მა­შინ ყო­ფი­ლა რე­ა­გი­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტის იმე­დი მაქვს, იქ­ნებ ამის შემ­დეგ მა­ინც და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა.

- მარ­ნე­ულ­ში იცი­ან, მათი სა­ხით ვის­თან აქვთ საქ­მე, მომ­ხრე­ე­ბი გა­ი­ჩი­ნეს?

- შე­იძ­ლე­ბა მარ­ნე­უ­ლე­ლე­ბი კარ­გად არ იც­ნობ­დნენ მათ, არ ჰქონ­დათ ამ ხალ­ხზე საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, მათ­თვის ცნო­ბი­ლია, ვინ არი­ან ესე­ნი, რა ამოძ­რა­ვებთ და რამ­დე­ნად საფრ­თხის შემ­ცვე­ლია მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თვის. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­ტო იმი­ტომ არი­ან და­სა­ჭე­რე­ბი, რომ გა­მო­ა­ცხა­დეს, რუ­სეთ­ში წას­ვლას ვა­პი­რებ­თო. სად მი­დი­ხარ, რა­ტომ და რა მიზ­ნე­ბი გაქვს, თან ასეთ დროს, ხომ ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი?

მე სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ვარ, ვმუ­შა­ობ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე, ქალ­თა და ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ზე, დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­ზე და ყვე­ლა სხვა პრობ­ლე­მებ­ზე. ვფიქ­რობ, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ბა­დე­ბულ­ნი არი­ან გამ­ბე­და­ო­ბის­თვის. მე უბ­რა­ლოდ ვარ ერთ-ერთი ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ზო­გა­დად, გამ­ბე­და­ო­ბა მაქვს ხა­სი­ათ­ში და მიყ­ვარს ბრძო­ლა, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი. გა­ვა­კე­თე ის, რაც ნამ­დვი­ლად მა­წუ­ხებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, ნამ­დვი­ლად არ მინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­მე­ორ­დეს 2008 წელი, არ მინ­და ჩემს სამ­შობ­ლო­ში რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ კვლავ დად­გას ფეხი და აქაც გა­ნა­ხორ­ცი­ელ­დეს ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი. ჩემ­თვის სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი ისაა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლია თვი­თონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე (არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ქარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა, სო­მე­ხი, თუ - აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი). გული მწყდე­ბა და ჩემ­თვის დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფაა, როცა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან მო­ძა­ლა­დე იმ­პე­რი­ის მო­ნე­ბი და მის მიზ­ნებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. დღეს სა­ი­ას წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­მოვ­ლენ მარ­ნე­ულ­ში, მივ­მარ­თავ პი­რა­დი დაც­ვის მო­თხოვ­ნით და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის­თვის პო­ლი­ცი­ას. ვე­ლო­დე­ბი, რო­დის გა­იღ­ვი­ძებს სა­ხელ­მწი­ფო და და­ი­წყებს რე­ა­გი­რე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­უშ­ვა შეც­დო­მა, როცა ეს პარ­ტია და­ა­რე­გის­ტრი­რა. კა­ნო­ნით და­უშ­ვე­ბე­ლია ისე­თი პარ­ტი­ის რე­გის­ტრა­ცია, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­ტი­ტუ­ცი­ას და ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს. კარ­გს იზამს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თუ შეც­დო­მას გა­მო­ას­წო­რებს და ამ მავ­ნებ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას აკ­რძა­ლავს...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 90 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბს
2

ამასობაში როგორ მლმმრავლებულან პუტინისტი ალტ ინფო და ფეიკ ,,პატრიოტები", მალე მოეღება ბოლო თქვენს პაპიკოს პუტლერს და მერე ვნახავ ვის შეუძვრებით.

ALONZO
2

ლიბერასტებო, მოვიდა შავგოგია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მემუქრებიან, სადაც გნახავთ, ქათამივით დაგკლავთ, თავს წაგაჭრითო, იგინებიან" - პრორუსული, ე.წ. "ალტ-ინფოს" დაჯგუფება სამოქალაქო აქტივისტის დატერორებას ცდილობს

"მემუქრებიან, სადაც გნახავთ, ქათამივით დაგკლავთ, თავს წაგაჭრითო, იგინებიან" - პრორუსული, ე.წ.  "ალტ-ინფოს" დაჯგუფება სამოქალაქო აქტივისტის დატერორებას ცდილობს

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა მის მიერ გამოხატული პროტესტის გამო ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის მხრიდან მუქარის სამიზნე გახდა. მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს და აცხადებს, რომ "სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარა დროულად უნდა აღიკვეთოს".

14 მარტს, მარნეულში, რუსული პროპაგანდისტული არხის, "ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - "კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა სამირა ბაირამოვამ ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით გააპროტესტა. ამას ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა, ხოლო 16 მარტს, რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. თუმცა, საიას შეფასებით, ის ფაქტი, რომ "ალტ-ინფოს“ მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ოქმი შეადგინა.

"შენ დედას ... რო გნახავ, ქათამივით უნდა მოგაჭრა ეგ თავი“, "მიწიდან ამოგთხრით, სად წახვალ“ - სამირა ბაირამოვამ მსგავსი შეტყობინებები მიიღო, რომელშიც მუქარის ავტორები, განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს მის ეთნიკურ წარმომავლობასა და რელიგიურ კუთვნილებას.

მარნეულელი აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მშობლებმა ოფიციალური წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვატანგ გომელაურს. ისინი მათ რეაგირებისაკენ მოუწოდებენ და შვილის უსაფრთხოების დაცვას სთხოვენ.

სამირა ბაირამოვა ambebi.ge - სთან ჰყვება:

- 14 მარტს შევღებე "ალტ-ინფოს“ ოფისი მარნეულში - უკრაინის და ევროკავშირის დროშები მივახატე. მანამდე მივმართე მთავრობას და სუს-ს, დახურეთ ეს პროვოკატორებისა და მოღალატეების ოფისი-მეთქი, მაგრამ არ მომისმინეს. პროტესტი გამოვხატე ყველა მარნეულელისა და ქვეყნის პატრიოტის სახელით, რითაც სოლიდარობა გამოვუცხადე უკრაინას. "ალტ-ინფოს“ ხალხისთვის მინდოდა კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ ჩვენი გზა დიდი ხანია არჩეულია და ჩვენ ევროპელები ვართ. ისინი მანამდე, "ქართული მარშის“ სახელით მოქმედებდნენ და მარნეულში პროვოკაციით იყვნენ დაკავებულნი. ყველამ იცის, რომ ეს მავნე და აგრესიული ჯგუფი რუსეთიდან ფინანსდება, ისინი არიან ტერორისტები. მას მერე, რაც ევროკავშირში გასაწევრებლად განაცხადი შევიტანეთ, ისინი უფრო გააქტიურდნენ. ეს რუსეთუმეები ამართლებენ რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს 2008 წლის მაგალითი, როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ყველამ ვიცით, რომ დღეს უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება და როგორც საქართველოს ერთგული მოქალაქე, ამ ყველაფერზე ვნერვიულობ. არ მინდა ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდეს ის, რაც უკრაინაში ხდება, არ მინდა, ჩემი სამშობლო კვლავ რუსეთის იმპერიაში დაბრუნდეს, შესაბამისად, ამ მიზნით და სოლიდარობის გამო შევღებე პუტინისტების ოფისი. ვინაიდან ვიცოდი, რომ ისინი არიან საშიში და მავნე ჯგუფები, არ მინდოდა სხვა აქტივისტებიც გამეხვია შარში, მარტომ გადავწყვიტე ამ აქტის ჩადენა. მათი ოფისი გახსნილი კი იყო, მაგრამ არ ფუნქციონირებდა. ადრე იმავე ადგილზე იყო "მარშისტების“ ოფისი და ესენიც იგივე აქტივისტები არიან. უბრალოდ, სახელი შეიცვალეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხალხი და მათი მიზნები ხომ იგივეა.

ამ დღის მერე, მემუქრებიან, სადაც გნახავთ, ქათამივით დაგკლავთ, თავს წაგაჭრითო, იგინებიან, "ფეისბუქზე“ მწერენ და მწერენ მათი ტროლები. მუქარების გამო პოლიციას მივმართე, სადაც მითხრეს, რომ ის მხარეც გიჩივით იმის გამო, რომ მათი ქონება დააზიანე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულიაო. ამის შემდეგ, ალტინფოელები (დაახლოებით 50 კაცი) ჩამოვიდნენ მარნეულში, სადაც ჩაწერეს და გაავრცელეს ღია მუქარის ვიდეო. მათ შორის არც ერთი ადგილობრივი არ ყოფილა. გუშინ კი ადგნენ და რატომღაც, "ნაციონალების“ ოფისი გადაღებეს, საკმაოდ უცენზურო სიტყვებით და ფიგურებით.

- რამე გაკავშირებთ "ნაციონალებთან“?

- მარტო "ნაციონალებთან" კი არა, საერთოდ არც ერთ პარტიასთან არაფერი მაკავშირებს, არც ოდესმე ვყოფილვარ ამ კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი. რუსეთუმეებმა ძალიან კარგად იციან, ვინ ვარ და ისიც, რომ არაფერი მაკავშირებს "ნაციონალებთან". მარნეულში ეს პარტია ძლიერია და ხელისუფლებას მასთან დიდი ბრძოლა აქვს გამოცხადებული. როგორც ჩანს, მთავრობაც არის ჩართული და მანქანასავით იყენებს ამ ჯგუფებს თავისი მიზნებისთვის, სხვაგვარად, ხმას როგორ ამოიღებდნენ. ისინი მარნეულში 2 წლის წინაც აწყობდნენ და ახლაც აორგანიზებენ პროვოკაციას. ამ პარტიას იმიტომ შეეჯახნენ, რომ მათი ჩათრევა უნდათ პროვოკაციაში.

გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მეორე მხრიდან არავინაა დაკითხული, შსს საქმის კურსშია მუქარებზე, მაგრამ არ ვიცი, რას ელოდებიან. შს მინისტრის პარლამენტში გამოსვლისას გამოძიებასთან დაკავშირებით გამოხატული დაპირება იმედის მომცემი იყო, მაგრამ ჯერ რეაგირებას ვერ ვხედავ. ამ ბანდფორმირების წევრები ადრეც მემუქრებოდნენ მოკვლით, შევიტანე სარჩელი და არც მაშინ ყოფილა რეაგირება. საზოგადოების პროტესტის იმედი მაქვს, იქნებ ამის შემდეგ მაინც დაიწყოს გამოძიება.

- მარნეულში იციან, მათი სახით ვისთან აქვთ საქმე, მომხრეები გაიჩინეს?

- შეიძლება მარნეულელები კარგად არ იცნობდნენ მათ, არ ჰქონდათ ამ ხალხზე საკმარისი ინფორმაცია, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, მათთვის ცნობილია, ვინ არიან ესენი, რა ამოძრავებთ და რამდენად საფრთხის შემცველია მათი საქმიანობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის. ეს ადამიანები მარტო იმიტომ არიან დასაჭერები, რომ გამოაცხადეს, რუსეთში წასვლას ვაპირებთო. სად მიდიხარ, რატომ და რა მიზნები გაქვს, თან ასეთ დროს, ხომ ჩნდება კითხვები?

მე სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი ვარ, ვმუშაობ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, დისკრიმინაციაზე და ყველა სხვა პრობლემებზე. ვფიქრობ, კონკრეტული ადამიანები დაბადებულნი არიან გამბედაობისთვის. მე უბრალოდ ვარ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ზოგადად, გამბედაობა მაქვს ხასიათში და მიყვარს ბრძოლა, სამოქალაქო აქტივიზმი. გავაკეთე ის, რაც ნამდვილად მაწუხებს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ნამდვილად არ მინდა საქართველოში განმეორდეს 2008 წელი, არ მინდა ჩემს სამშობლოში რუსეთის იმპერიამ კვლავ დადგას ფეხი და აქაც განახორციელდეს ძალადობრივი ქმედებები. ჩემთვის სამწუხარო ამბავი ისაა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია თვითონ საქართველოს მოქალაქე (არ აქვს მნიშვნელობა, ქართველი იქნება, სომეხი, თუ - აზერბაიჯანელი). გული მწყდება და ჩემთვის დიდი შეურაცხყოფაა, როცა ჩვენი მოქალაქეები არიან მოძალადე იმპერიის მონები და მის მიზნებს ახორციელებენ საქართველოში. დღეს საიას წარმომადგენლები ჩამოვლენ მარნეულში, მივმართავ პირადი დაცვის მოთხოვნით და დაზარალებულის სტატუსისთვის პოლიციას. ველოდები, როდის გაიღვიძებს სახელმწიფო და დაიწყებს რეაგირებას. ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როცა ეს პარტია დაარეგისტრირა. კანონით დაუშვებელია ისეთი პარტიის რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება კონტიტუციას და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. კარგს იზამს ხელისუფლება, თუ შეცდომას გამოასწორებს და ამ მავნებლების საქმიანობას აკრძალავს...

იხილეთ ასევე: