პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

25

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 07:04-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ შენი იმედი მქონდა, ჩემი საყრდენი იყავი" - რას წერენ უკრაინაში დაღუპული სამხედროს მეუღლე და ქალიშვილი?
"მხოლოდ შენი იმედი მქონდა, ჩემი საყრდენი იყავი" - რას წერენ უკრაინაში დაღუპული სამხედროს მეუღლე და ქალიშვილი?

18 მარ­ტის ღა­მეს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში ორი ქარ­თვე­ლი გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და და­ვით რა­ტი­ა­ნი და­ი­ღუპ­ნენ. ინ­ფორ­მა­ცია მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნა­ში ფრონ­ტის ხაზ­ზე მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა ქარ­თვე­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს.

და­ვით რა­ტი­ანს მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი დარ­ჩა, მათ შო­რის - ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი. გია ბე­რი­აშ­ვილს კი მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი მებ­რძო­ლის შვი­ლი მა­რი­ამ ბე­რი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"რო­გორ დამ­ტო­ვე მარ­ტო ამ ბო­როტ სამ­ყა­რო­ში, მე ხომ მხო­ლოდ შენი იმე­დი მქონ­და, ჩემი საყ­რდე­ნი იყა­ვი. ჩემი გმი­რი იყა­ვი და ხარ მა..."

"რო­გორ გე­ლო­დე­ბი ჩემო გია", - წერს გარ­დაც­ვლი­ლი მებ­რძო­ლის მე­უღ­ლე ქეთი ხე­ლა­ძე.

ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და დათო რა­ტი­ან­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­რა­ი­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ალექ­სეი ბობ­როვ­ნი­კოვ­მა და­წე­რა, რომ ისი­ნი ირ­პე­ნის­თვის ბრძო­ლი­სას და­ი­ღუპ­ნენ.

"გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და დათო რა­ტი­ა­ნი, ისი­ნი გუ­შინ, ირ­პე­ნის­თვის ბრძო­ლა­ში და­ი­ღუპ­ნენ, რო­დე­საც ჩვე­ნი ოცე­უ­ლი დაზ­ვერ­ვა­ზე იყო წა­სუ­ლი, ბე­როს ცხე­და­რი, გუ­შინ ნაღმტყორ­ცნე­ბის სრო­ლი­სას გად­მო­ვას­ვე­ნეთ. ბერო სი­ცო­ცხლის­თვის ბო­ლომ­დე იბ­რძო­და, დათო რა­ტი­ა­ნი ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი გახ­და. და­თომ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ოკუ­პან­ტის სი­ცო­ცხლეც შე­ი­წი­რა, ის მე­ტყვი­ამფრქვე­ვე იყო, ცხოვ­რობ­და რო­გორც გმი­რი და და­ი­ღუ­პა გმი­რუ­ლად: ეხ­მა­რე­ბო­და დაჭ­რილ ფრანგ სამ­ხედ­როს, რომ შეკ­რე­ბის ად­გი­ლას მი­სუ­ლი­ყო, ჭურ­ვის აფეთ­ქე­ბის დროს დათო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა..." - წერს უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქის, გია ბე­რი­აშ­ვი­ლის და და­ვით რა­ტი­ა­ნის სამ­შობ­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ ი მ ი ნ ო
33

ესენი იყვნენ 2014 წელს გაქცეულები, ომში რომ იღუპებიან ახალი ამბავია?...

დარია
33

ნათელში იყოს, მაგრამ 4 შვილის პატრონი სხვის ომში უნდა სწირავდეს თავს? ვის იმედად დატოვა ოჯახი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"მხოლოდ შენი იმედი მქონდა, ჩემი საყრდენი იყავი" - რას წერენ უკრაინაში დაღუპული სამხედროს მეუღლე და ქალიშვილი?

"მხოლოდ შენი იმედი მქონდა, ჩემი საყრდენი იყავი" - რას წერენ უკრაინაში დაღუპული სამხედროს მეუღლე და ქალიშვილი?

18 მარტის ღამეს რუსეთ-უკრაინის ომში ორი ქართველი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ პირველად უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფმა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა გაავრცელეს.

დავით რატიანს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა, მათ შორის - ორი მცირეწლოვანი. გია ბერიაშვილს კი მეუღლე და ერთი ქალიშვილი.

გარდაცვლილი მებრძოლის შვილი მარიამ ბერიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"როგორ დამტოვე მარტო ამ ბოროტ სამყაროში, მე ხომ მხოლოდ შენი იმედი მქონდა, ჩემი საყრდენი იყავი. ჩემი გმირი იყავი და ხარ მა..."

"როგორ გელოდები ჩემო გია", - წერს გარდაცვლილი მებრძოლის მეუღლე ქეთი ხელაძე.

ქართველი მებრძოლების გია ბერიაშვილი და დათო რატიანზე სოციალურ ქსელში უკრაინელმა ჟურნალისტმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა დაწერა, რომ ისინი ირპენისთვის ბრძოლისას დაიღუპნენ.

"გია ბერიაშვილი და დათო რატიანი, ისინი გუშინ, ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი ოცეული დაზვერვაზე იყო წასული, ბეროს ცხედარი, გუშინ ნაღმტყორცნების სროლისას გადმოვასვენეთ. ბერო სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოდა, დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. დათომ გარდაცვალებამდე რამდენიმე ოკუპანტის სიცოცხლეც შეიწირა, ის მეტყვიამფრქვევე იყო, ცხოვრობდა როგორც გმირი და დაიღუპა გმირულად: ეხმარებოდა დაჭრილ ფრანგ სამხედროს, რომ შეკრების ადგილას მისულიყო, ჭურვის აფეთქების დროს დათო ადგილზე გარდაიცვალა..." - წერს უკრაინელი ჟურნალისტი

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქის, გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.