შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "ალტ-ინფოს“ მისი უწყება ვერ დახურავს.
როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით ვიხელმძღვანელოთ.
"ალტ-ინფო“ უნდა დაიხუროს თუ არა, ამაზე შესაძლოა ჩემი აზრი მქონდეს. ბევრი რამ უნდა დაიხუროს, ან არ უნდა დაიხუროს, მაგრამ კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით უნდა ვიხელმძღვანელთ. მაგას ვერც გომელაური დახურავს და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
არხების დახურვაზე თუ წავიდა, მაშინ ჯერ უნდა დავიწყოთ ,,მთავარით" საიდანაც არაერთხელ გვაგინეს დედაღვთისმშობელი მთელ საქართველოს და საიდანაც ტყუილის და სიძულვილის მეტი არაფერი მოდის, ტვპირველი პინოქიოების არხი, ამათ ცხვირი უნდა ეზრდებოდეთ ყველა ტყუილზე და უკვე ევროპამდე კი ექნებოდათ მიღწეული. ასევე ,,ფორმულა", ,,იმედი" და ამათ მერე ვიმსჯელოთ ალტ ინფოზე.
ისე ამ ქვეყანაში შერჩევითი დემოკრატიაა? ეგდოს ვინცაა,სადაცაა,ხალხი გადაწყვეტს ვინ უნდა! თუ უნდა ავიტანოთ სექსუალური გადახრები,ამათ რა დააშავეს!