მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძის თქმით, "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არ უჩივის: "ეს განცხადება არავის გაუკეთებია - გაერკვიეთ და შემდეგ დასვით შეკითხვა"
კახა კალაძის თქმით, "ქართული ოცნება"  სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არ უჩივის: "ეს განცხადება არავის გაუკეთებია - გაერკვიეთ და შემდეგ დასვით შეკითხვა"

არა­ვინ უჩი­ვის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვა არის ყვე­ლას ვალი, - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, რო­მე­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს.

რო­გორც კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია.

"თქვენ, სად წა­ი­კი­თხეთ, უბ­რა­ლოდ, რომ აპი­რებს სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს? ეს გან­ცხა­დე­ბა არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია.

თქვენ ვერ მაჩ­ვე­ნებთ ვერ­ცერთ გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­სა­მარ­თლოს უნდა მი­მარ­თოს. სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი.

სხვა რა­ღა­ცა­ზე თქვენ სვამთ კი­თხვას და ამი­ტომ, გა­ერ­კვი­ეთ და შემ­დეგ დას­ვით შე­კი­თხვა. გარ­კვე­უ­ლი რომ იყოთ, ამ შე­კი­თხვას არ დას­ვამ­დით. არა­ვინ უჩი­ვის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვა არის ყვე­ლას ვალი. რა თქმა უნდა, ჩვენ, პო­ლი­ტი­კო­სებს უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს, რომ კონ­სტი­ტუ­ცია და­ვიც­ვათ. თუ ჩვენ არ და­ვი­ცავთ კონ­სტი­ტუ­ცი­ას, რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებს რა უნდა მოვ­თხო­ვოთ კა­ნო­ნის დაც­ვა­ზე? ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ ვართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ვიც­ვათ კონ­სტი­ტუ­ცია. თქვენ, რო­გორ მო­გე­წო­ნე­ბათ ახლა, რომ მე, ქა­ლა­ქის მერი უხე­შად ჩა­ვე­რიო პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში ან ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში ან პი­რი­ქით. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვა ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახ­ლაც და სა­მო­მავ­ლოდ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­კონ­სტი­ტუ­ციო და­ვის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ, თა­ვად "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­ში იყო ნათ­ქვა­მი, პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და კონ­სტი­ტუ­ცი­ის არა­ერ­თგზის დარ­ღვე­ვას, რის გა­მოც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, მი­მარ­თოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს.

"გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იყო არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ელ­ჩის თუ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას უხე­შად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შედ­გა არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის, სა­დაც პრე­ზი­დენტს არა­ერ­თგზის ნათ­ლად გა­ნე­მარ­ტა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ში­ნა­არ­სი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, უშე­დე­გოდ. ამ პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­მარ­თოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და­ვის პრო­ცე­დუ­რის ფარ­გლებ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბა მო­ი­თხო­ვოს", - ნათ­ქვა­მია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
------------
0

არც უფიქრიათ! ეს სკაბაევა - გვარამია-სოლოვიოვის ტელევიზიამ თქვა!! და რატომ უნდა შიწყალოს ხალხის მოთხოვნაააა????? ასიათასობით ადამიანი აპროტესტებს და ითხოვს თუ რა ხდება?? ანუ დეკანოძე და სამადაშვილის გამო???? გამაგებინეთ ეს ხო მესამე ხერხეულიძე???? ხალხი სადაააა?????

,,AMPREDUZZO,,
2

ქ-ნ სალომეს არაფერი შეშლია იმ არაკაცთან მტარვალ, მწვალებელთან, მიმართებაში. 

ავტორი:

კახა კალაძის თქმით, "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არ უჩივის: "ეს განცხადება არავის გაუკეთებია - გაერკვიეთ და შემდეგ დასვით შეკითხვა"

კახა კალაძის თქმით, "ქართული ოცნება"  სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არ უჩივის: "ეს განცხადება არავის გაუკეთებია - გაერკვიეთ და შემდეგ დასვით შეკითხვა"

არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა აღნიშნულის თაობაზე განცხადება არავის გაუკეთებია.

"თქვენ, სად წაიკითხეთ, უბრალოდ, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს? ეს განცხადება არავის გაუკეთებია.

თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოს უნდა მიმართოს. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი.

სხვა რაღაცაზე თქვენ სვამთ კითხვას და ამიტომ, გაერკვიეთ და შემდეგ დასვით შეკითხვა. გარკვეული რომ იყოთ, ამ შეკითხვას არ დასვამდით. არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი. რა თქმა უნდა, ჩვენ, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ კონსტიტუცია დავიცვათ. თუ ჩვენ არ დავიცავთ კონსტიტუციას, რიგით მოქალაქეებს რა უნდა მოვთხოვოთ კანონის დაცვაზე? ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ ვართ ვალდებულები დავიცვათ კონსტიტუცია. თქვენ, როგორ მოგეწონებათ ახლა, რომ მე, ქალაქის მერი უხეშად ჩავერიო პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაში ან პირიქით. შესაბამისად, კონსტიტუციის დაცვა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლაც და სამომავლოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის დაწყების თაობაზე განცხადება გუშინ, თავად "ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში იყო ნათქვამი, პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევას, რის გამოც "ქართული ოცნება“ იძულებული ხდება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

"გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.