რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტი არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მსოფლიო წესრიგს განსაზღვრავს.
როგორც Sky News-ი წერს, ლავროვმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინასთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ადვილი არ არის, მაგრამ კომპრომისის გარკვეული იმედი არსებობს.
მისი თქმით, შეთანხმებების ზოგიერთი ფორმულირება ახლოსაა შეთანხმებასთან.
"გარდიანის“ ცნობით კი, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ შეერთებული შტატები მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებითაა დაინტერესებული.
შეგახსენებთ, წუხელ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პოზიციები ახლა "უფრო რეალისტურად გამოიყურება".
ხოდა უკრაინა ნეიტრალიტეტს რომ დათანხმდება გამოვლენ ლიბერასტები და ნახეთ რუსები შეშინდნენ და დათანხმდნენ მშვიდობასო. რა რუსები შეშინდნენ?! მთელი ცხოვრება იმას ამბობდით რომ ნეტრალიტეტი მარტო რუსებს აწყობთ მათი ნარატივიაო და რა გამოვა რუსებმა ის გააკეთებინეს უკრაინელებს რაც თავად რუსებს უნდოდათ და მაინც წააგეს? აზროვნება დამანახეთ
ღია საუბარი მიდის უკრაინის ნეიტრალიტეტზე! ეს თუ ესე მოხდება ეს ნიშნავს უკრაინის სრულ კაპიტულაციას! ნეიტრალიტეტი თავიდანვე ქონდა შეთავაზებული უკრაინას რასაც არ თანხმებოდნენ! ძალიან ცუდია მაგრამ საქართველოსაც იგივე ნეიტრალიტეტზე მოაწერინებენ ხელს! ნატოც და ევროკავშირიც არიან გადამგდებები!!!!