რუს დამპყრობლებთან ბრძოლას, უკრაინელი მორაგბე, ვლადიმირ სტელმახი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მათივე ცნობით, სპორტსმენი კიევთან შეტაკებებისას დაიღუპა.
სტელმახი 27 წლის იყო და ის კლუბ "რივნეს" ღირსებას იცავდა.
"დაწყევლილი მტრისგან თავის მშობლიურ დედაქალაქს იცავდა. ის გმირულად დაიღუპა. ჩვენ არ დავივიწყებთ, ჩვენ არ ვაპატიებთ!", - ნათქვამია კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ო, როგორ მტკივა თითოეული ვაჟკაცის დაღუპვა, ისინი ნამდვილი გმირები არიან, სამშობლოსთვის თავი გაწირეს, უკვდავი იქნება მათი სულები, უფალს ვთხოვ ძალიან მალე განთავისუფლებულიყოს უკრაინა ამ კაციჭამია, ფაშისტებისგან, რათა ამ დაღუპული გმირების საქმე ბოლომდე მისულიყოს. დიდება გმირებს!!!
უვდავებაში წავიდა . . .