პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლავროვის დიპლომატიის ფავორიტი", რომელიც სკოლის მერხიდან სამინისტროში მოხვდა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში 19 წლის გვაზავას "საგარეო უწყებაში" დანიშვნას?
"ლავროვის დიპლომატიის ფავორიტი", რომელიც სკოლის მერხიდან სამინისტროში მოხვდა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში 19 წლის გვაზავას "საგარეო უწყებაში" დანიშვნას?

"აფხა­ზი ვუნ­დერ­კინ­დი, ლავ­რო­ვის დიპ­ლო­მა­ტი­ის ფა­ვო­რი­ტი, არას­რულ­წლო­ვა­ნი მაშ­ვე­ლი რგო­ლი" - ასე­თი ფრა­ზე­ბით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ აფხა­ზეთ­ში ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ინალ არ­ძინ­ბას თა­ნა­შემ­წეს, 19 წლის სტუ­დენტს, ედ­გარ გვა­ზა­ვას.

mfaapsny.org-ის ცნო­ბით, გვა­ზა­ვა მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის (МГИМО) დსთ-ის კლუ­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რია.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის შემ­დეგ კი, ის აფხა­ზე­თის სა­ელ­ჩოს ბა­ზა­ზე არ­სე­ბულ ახალ­გაზ­რდო­ბის მხარ­და­ჭე­რის ცენ­ტრს, "აფხა­ზე­თის მო­მა­ვალს" უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მისი პრო­ტექ­ტო­რი, ინალ არ­ძი­ბა ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე გა­სუ­ლი წლის 17 ნო­ემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა. ის აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ნა­თე­სა­ვი და კრემლში მი­ღე­ბუ­ლი ფი­გუ­რაა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, სწო­რედ ამ ნიშ­ნით შე­არ­ჩია ის კრემ­ლის მთა­ვარ­მა იდე­ო­ლოგ­მა სურ­კოვ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა არ­ძინ­ბა გუნ­დის და­კომ­პლექ­ტე­ბას იწყებს და თა­ვი­სი კად­რე­ბი, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მოჰ­ყავს. არ­ძინ­ბას სხვა მხრი­ვაც ჰყავს საყ­რდე­ნი - მას რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის კი­რი­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი, აფხა­ზუ­რი ეკ­ლე­სი­ის ე.წ. წი­ნამ­ძღვრის, ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ას მრევ­ლიც უჭერს მხარს.

ახალ­გაზ­რდა არ­ძინ­ბას ფრთის აქ­ტი­უ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აფხა­ზებს, რომ­ლე­ბიც ბოლო დღე­ე­ბია ფა­სე­ბის კა­ტას­ტრო­ფულ მო­მა­ტე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, კი­დევ ერთი სი­ახ­ლე აქვთ.

tass.ru-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, დი­მიტ­რი ვოლ­ვა­ჩიი აცხა­დებს, რუ­სე­თი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის­თვის და­ფი­ნან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას გეგ­მავს, იმ იმე­დით, რომ მათ მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ ეკო­ნო­მი­კურ ფორ­მატ­ზე გა­დავ­ლენ და რუ­სულ სუბ­სი­დი­ებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შე­ამ­ცი­რე­ბენ...

"უკვე დამ­თავ­რდა დახ­მა­რე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი, რო­დე­საც უბ­რა­ლოდ შეგ­ვეძ­ლო მიგ­ვე­ცა ფული, გან­გვე­ვი­თა­რე­ბი­ნა იქ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. რაც შე­იძ­ლე­ბო­და მიგ­ვე­ღო ამ ეტა­პის­გან ეკო­ნო­მი­კის ზრდის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ვი­ღეთ" - აღ­ნიშ­ნა ვოლ­ვაჩ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა 19 წლის გვა­ზა­ვას და­ნიშ­ვნას, აფხა­ზე­ბის ერთი ნა­წი­ლი გა­ო­ცე­ბუ­ლია, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ 31 წლის არ­ძინ­ბა თავ­ხე­დუ­რად ცდი­ლობს პო­ზი­ცი­ე­ბი გა­იმ­ყა­როს. ოღონდ საქ­მე იმა­შია, რომ კრემ­ლის კად­რის მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბას უნ­დობ­ლო­ბა აქვს, რად­გან არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნდს ან­გა­რიშს თით­ქმის არ უწევს.

სხვე­ბის თქმით, გვა­ზა­ვას მა­გა­ლი­თი კარ­გი მო­ტი­ვა­ცი­აა იმის­თვის, რომ სხვე­ბიც შე­ე­ცა­დონ გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ.

"მან სამი ენა იცის, ინ­გლი­სუ­რი, ფრან­გუ­ლი და ეს­პა­ნუ­რი, რუ­სუ­ლი თა­ვის­თა­ვად... ასე რომ, წარ­მა­ტე­ბე­ბი 19 წლის ედ­გარს..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მა­დი­ნა ლა­კო­ბა.

"არ ვიცი, ეს ბავ­შვი რა გარ­ღვე­ვას მო­უ­ტანს აფხა­ზეთს სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით. მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი და არ­ძინ­ბას კლა­ნის წევ­რი, გა­სა­გე­ბია, რომ რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ზე იმუ­შა­ვებს, ოღონდ ის ამიხ­სე­ნით ვინ­მემ, კი­დევ რა და­ახ­ლო­ე­ბა გვჭირ­დე­ბა, ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, რაც ნიშ­ნავს, რომ ავ­ტო­მა­ტუ­რად მათი და­ვა­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ვხვდე­ბით, ანუ ჩვენს ბი­ჭებს ომში გა­იწ­ვე­ვენ... რა დარ­ჩა კი­დევ, რას მოგ­ვი­ტანს ეს პა­ტა­რა ბიჭი, რო­მე­ლიც თურ­მე რუ­სულ-აფხა­ზურ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს?!" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ანე­ტა სა­ღა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"30 წე­ლია ქა­ოს­სა და რა­ღა­ცის ძი­ე­ბა­შია ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ასე­თი გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვართ. ამ ბავ­შვის მშობ­ლე­ბი აფხა­ზეთ­ში არ ცხოვ­რო­ბენ, თო­რემ შვილს ასეთ გა­ნათ­ლე­ბას ვერ მის­ცემ­დნენ. რას მო­უ­ტანს ის ჩვენს ქვე­ყა­ნას, სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ დიდი იმე­დი არ მაქვს..." - მი­აჩ­ნია ოთარ ჟი­ბას.

"19 წლის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ოღონდ ვი­ღა­ცე­ბის­თვის სა­ჭი­რო კად­რი. არ მაქვს დიდი იმე­დი... ამ წელს რუ­სე­თი­დან, სან­ქცი­ე­ბის გამო, ზღვა ტუ­რის­ტე­ბის ნა­კადს უნდა ვე­ლო­დოთ და ეკო­ნო­მი­კა­საც ეშ­ვე­ლე­ბაო, არც ამის მჯე­რა, ფა­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. უკვე აქაც გაძ­ვირ­და ბი­ნე­ბი, ყვე­ლა ვიცი რო­გორც ხდე­ბა - უნ­დათ ია­ფად, ან ქი­რა­ო­ბენ და კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბის ვა­ლებს გი­ტო­ვე­ბენ. ალ­ბათ მარ­ტო ჩვენ­თან ხვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი სკო­ლის მერ­ხი­დან სა­მი­ნის­ტრო­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში, რუ­სულ სკო­ლა­ში აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას და რა­ღაც იდე­ე­ბით გვიბ­რუნ­დე­ბი­ან. 19 წლის ბავ­შვს და­ა­ვა­ლეს, მისი თა­ნა­ტო­ლე­ბი მო­ი­ზი­დოს და უფ­რო­სე­ბის და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ფა­სუ­რად, მა­გა­ლი­თად, პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ე­ბი მო­ა­წყოს მთავ­რო­ბის სახ­ლის წინ, რუ­სეთს რო­გორც შე­უძ­ლია ისე გა­მო­უ­ცხა­დოს თა­ნად­გო­მა... სულ ესაა ჩვე­ნი მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წის მო­ვა­ლე­ო­ბა" - წერა ინგა ცკუა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯორჯი
0

აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვლადისლავ არძინბათი დაიწყო და ანალ არძინბათი დამთავრდება. ანალს რუსები პრეზიდენტად ამზადებენ

hm
0

გვაზავა შენგელია გაბელია....სულ გამყიდველი ქართველბი!ესენი ვინც აფხაზეთი დაგვაკარგვინა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ლავროვის დიპლომატიის ფავორიტი", რომელიც სკოლის მერხიდან სამინისტროში მოხვდა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში 19 წლის გვაზავას "საგარეო უწყებაში" დანიშვნას?

"ლავროვის დიპლომატიის ფავორიტი", რომელიც სკოლის მერხიდან სამინისტროში მოხვდა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში 19 წლის გვაზავას "საგარეო უწყებაში" დანიშვნას?

"აფხაზი ვუნდერკინდი, ლავროვის დიპლომატიის ფავორიტი, არასრულწლოვანი მაშველი რგოლი" - ასეთი ფრაზებით მოიხსენიებენ აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას თანაშემწეს, 19 წლის სტუდენტს, ედგარ გვაზავას.

mfaapsny.org-ის ცნობით, გვაზავა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) დსთ-ის კლუბის კოორდინატორია.

გამოცემის ინფორმაციითვე, ახალი თანამდებობის შემდეგ კი, ის აფხაზეთის საელჩოს ბაზაზე არსებულ ახალგაზრდობის მხარდაჭერის ცენტრს, "აფხაზეთის მომავალს" უხელმძღვანელებს.

აფხაზური მედიის ცნობით, მისი პროტექტორი, ინალ არძიბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გასული წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავი და კრემლში მიღებული ფიგურაა.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის მოსაზრებით, სწორედ ამ ნიშნით შეარჩია ის კრემლის მთავარმა იდეოლოგმა სურკოვმა. შესაბამისად, ახლა არძინბა გუნდის დაკომპლექტებას იწყებს და თავისი კადრები, ასაკის მიუხედავად, პირდაპირ სამთავრობო ორგანიზაციებში მოჰყავს. არძინბას სხვა მხრივაც ჰყავს საყრდენი - მას რუსეთის პატრიარქის კირილის დაქვემდებარებაში მყოფი, აფხაზური ეკლესიის ე.წ. წინამძღვრის, ბესარიონ აპლიას მრევლიც უჭერს მხარს.

ახალგაზრდა არძინბას ფრთის აქტიურობის მიუხედავად, აფხაზებს, რომლებიც ბოლო დღეებია ფასების კატასტროფულ მომატებაზე საუბრობენ, კიდევ ერთი სიახლე აქვთ.

tass.ru-სთან ინტერვიუში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩიი აცხადებს, რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს, იმ იმედით, რომ მათ მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები დამოუკიდებელ ეკონომიკურ ფორმატზე გადავლენ და რუსულ სუბსიდიებზე დამოკიდებულებას შეამცირებენ...

"უკვე დამთავრდა დახმარების პირველი ეტაპი, როდესაც უბრალოდ შეგვეძლო მიგვეცა ფული, განგვევითარებინა იქ ინფრასტრუქტურა. რაც შეიძლებოდა მიგვეღო ამ ეტაპისგან ეკონომიკის ზრდის გათვალისწინებით, მივიღეთ" - აღნიშნა ვოლვაჩმა.

რაც შეეხება 19 წლის გვაზავას დანიშვნას, აფხაზების ერთი ნაწილი გაოცებულია, რადგან მიაჩნიათ, რომ 31 წლის არძინბა თავხედურად ცდილობს პოზიციები გაიმყაროს. ოღონდ საქმე იმაშია, რომ კრემლის კადრის მიმართ მოსახლეობას უნდობლობა აქვს, რადგან არსებული ინფორმაციით, ის ანქვაბი-ბჟანიას გუნდს ანგარიშს თითქმის არ უწევს.

სხვების თქმით, გვაზავას მაგალითი კარგი მოტივაციაა იმისთვის, რომ სხვებიც შეეცადონ განათლება მიიღონ.

"მან სამი ენა იცის, ინგლისური, ფრანგული და ესპანური, რუსული თავისთავად... ასე რომ, წარმატებები 19 წლის ედგარს..." - წერს ადგილობრივი მადინა ლაკობა.

"არ ვიცი, ეს ბავშვი რა გარღვევას მოუტანს აფხაზეთს საერთაშორისო მიმართულებით. მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი და არძინბას კლანის წევრი, გასაგებია, რომ რუსეთთან დაახლოებაზე იმუშავებს, ოღონდ ის ამიხსენით ვინმემ, კიდევ რა დაახლოება გვჭირდება, ორმაგ მოქალაქეობაზე ლაპარაკობენ, რაც ნიშნავს, რომ ავტომატურად მათი დავალების შემსრულებლები ვხვდებით, ანუ ჩვენს ბიჭებს ომში გაიწვევენ... რა დარჩა კიდევ, რას მოგვიტანს ეს პატარა ბიჭი, რომელიც თურმე რუსულ-აფხაზურ პროექტებზე მუშაობს?!" - წერს ადგილობრივი ანეტა საღარია სოციალურ ქსელში.

"30 წელია ქაოსსა და რაღაცის ძიებაშია ქვეყანა, მაგრამ ასეთი გაურკვევლობაში არ ვყოფილვართ. ამ ბავშვის მშობლები აფხაზეთში არ ცხოვრობენ, თორემ შვილს ასეთ განათლებას ვერ მისცემდნენ. რას მოუტანს ის ჩვენს ქვეყანას, საინტერესოა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს..." - მიაჩნია ოთარ ჟიბას.

"19 წლის მინისტრის მოადგილე, ოღონდ ვიღაცებისთვის საჭირო კადრი. არ მაქვს დიდი იმედი... ამ წელს რუსეთიდან, სანქციების გამო, ზღვა ტურისტების ნაკადს უნდა ველოდოთ და ეკონომიკასაც ეშველებაო, არც ამის მჯერა, ფასებიდან გამომდინარე. უკვე აქაც გაძვირდა ბინები, ყველა ვიცი როგორც ხდება - უნდათ იაფად, ან ქირაობენ და კომუნალურების ვალებს გიტოვებენ. ალბათ მარტო ჩვენთან ხვდებიან ადამიანები სკოლის მერხიდან სამინისტროში. სინამდვილეში, რუსულ სკოლაში აგრძელებენ სწავლას და რაღაც იდეებით გვიბრუნდებიან. 19 წლის ბავშვს დაავალეს, მისი თანატოლები მოიზიდოს და უფროსების დავალება შეასრულოს გარკვეული თანხის საფასურად, მაგალითად, პუტინის მხარდამჭერი აქციები მოაწყოს მთავრობის სახლის წინ, რუსეთს როგორც შეუძლია ისე გამოუცხადოს თანადგომა... სულ ესაა ჩვენი მინისტრის თანაშემწის მოვალეობა" - წერა ინგა ცკუა.