პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კუნძულები ოდითგანვე იაპონიისაა" - რას ამბობენ იაპონიაში კურილის კუნძულებზე რუსული ოკუპაციის შესახებ: საერთაშორისო დაძაბულობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე
"კუნძულები ოდითგანვე იაპონიისაა" - რას ამბობენ იაპონიაში კურილის კუნძულებზე რუსული ოკუპაციის შესახებ: საერთაშორისო დაძაბულობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, ია­პო­ნი­ამ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი დაგ­მო და გარ­და ამი­სა, და­ძა­ბუ­ლო­ბის გაზ­რდის პა­რა­ლე­ლუ­რად, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უფრო ხმა­მაღ­ლა და მკაც­რად ლა­პა­რა­კო­ბენ კუ­რი­ლის კუნ­ძუ­ლე­ბის სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მი­ე­რაა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და რო­მელ­ზე პრე­ტენ­ზი­ა­საც ია­პო­ნია უკვე დიდი ხა­ნია აცხა­დებს.

კუ­რი­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე, მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ­ჟა­მად რუ­სე­თის იუ­რის­დიქ­ცია ვრცელ­დე­ბა. ია­პო­ნი­ას კი პრე­ტენ­ზია აქვს კუნ­ძულ­თა შემ­დეგ ჯაჭ­ვზე - კუ­ნა­ში­რი, სი­ტო­კა­ნი, ჰა­ბო­მაი. ია­პო­ნი­ის მხა­რე აცხა­დებს, რომ ეს კუნ­ძუ­ლე­ბი მათი ტე­რი­ტო­რი­აა.

  • ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, იო­ში­მა­სა ჰა­ი­ა­შიმ, პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას კუ­რი­ლის კუნ­ძუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და ისი­ნი მო­იხ­სე­ნია, რო­გორც ია­პო­ნი­ის ნა­წი­ლი და არა რუ­სე­თის.

მისი თქმით, ტე­რი­ტო­რი­ე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ია­პო­ნი­ის იყო. მი­ნის­ტრმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ია­პო­ნი­ის პო­ზი­ცია დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უც­ვლე­ლი რჩე­ბა. "კუნ­ძუ­ლე­ბი ოდით­გან­ვე ია­პო­ნი­ი­საა“, - გა­ნა­ცხა­და იო­ში­მა­სა ჰა­ი­ა­შიმ.

"ჩრდი­ლო­ე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი (კუ­რი­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი) ჩვე­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა. ამ სა­კი­თხზე ჩვენს პო­ზი­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბა არ არის“, - გა­ნა­ცხა­და ია­პო­ნელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის მიერ კუნ­ძუ­ლე­ბის ოკუ­პა­ცია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს, ისე­ვე, რო­გორც რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­ტე­ვა უკ­რა­ი­ნა­ზე.

წყა­რო

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
2

იაპონიის საქმეებს რომ არჩევთ, მაშინ მაგ ლოგიკით თურქებს უნდა შერცხვეთ და ტაო კლარჯეთი დაგვიბრუნონ, რუსეთმაც საზღვარი სოჭის იქით გადაწიოს, აზერბაიჯანმა კახი და ზაქათალა ჩაგვაბაროს, სომხეთმა ალავერდი და ლორე და კიდევ ვის რა აქვს წაღებული... ისე რომელი წლიდან აღრიცხავთ ამ კუთვნილების დროს?

...
6

ზოგიერტი აქ მაგრად მსჯელობს, გლიჯავთ ისტორიას რა. ჯერ ერთი თავს, რომ იდებთ ჩვენ მტერს, რუსეთს რაც მეტი ერი, სახელმწიფო წაუყენებს პრეტენზიას, რაც უფრო დაასუსტებენ და კუთხეში მიიმწყვდევენ მით უკეთესი. მერე მეორე, არსებობს ისტორიული საზღვრები და იურიდიული საზღვრები ეს ორი ერთმანეთს არ ემთხვევა გარკვეული მიზეზთა გამო. ისტორიული საზღვრებით ეს კუნძულები რუსეთისაა? ეგ კი არა, მალე მომასწრო იმ დღეს როცა რუსეთის მიწებს სხვა ერები დაინაწილებენ და მგონი მოვესწრები. და კიდევ დამოუკიდებელ ქურთისტანს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"კუნძულები ოდითგანვე იაპონიისაა" - რას ამბობენ იაპონიაში კურილის კუნძულებზე რუსული ოკუპაციის შესახებ: საერთაშორისო დაძაბულობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე

"კუნძულები ოდითგანვე იაპონიისაა" - რას ამბობენ იაპონიაში კურილის კუნძულებზე რუსული ოკუპაციის შესახებ: საერთაშორისო დაძაბულობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, იაპონიამ რუსეთის ქმედებები დაგმო და გარდა ამისა, დაძაბულობის გაზრდის პარალელურად, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო ხმამაღლა და მკაცრად ლაპარაკობენ კურილის კუნძულების სადავო ტერიტორიებზე, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რომელზე პრეტენზიასაც იაპონია უკვე დიდი ხანია აცხადებს.

კურილის კუნძულებზე, მთელ ტერიტორიაზე ამჟამად რუსეთის იურისდიქცია ვრცელდება. იაპონიას კი პრეტენზია აქვს კუნძულთა შემდეგ ჯაჭვზე - კუნაშირი, სიტოკანი, ჰაბომაი. იაპონიის მხარე აცხადებს, რომ ეს კუნძულები მათი ტერიტორიაა.

  • იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ, პარლამენტში გამოსვლისას კურილის კუნძულების შესახებ ისაუბრა და ისინი მოიხსენია, როგორც იაპონიის ნაწილი და არა რუსეთის.

მისი თქმით, ტერიტორიები თავდაპირველად იაპონიის იყო. მინისტრმა დაადასტურა, რომ იაპონიის პოზიცია დიდი ხნის განმავლობაში სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. "კუნძულები ოდითგანვე იაპონიისაა“, - განაცხადა იოშიმასა ჰაიაშიმ.

"ჩრდილოეთის ტერიტორიები (კურილის კუნძულები) ჩვენი მემკვიდრეობაა. ამ საკითხზე ჩვენს პოზიციაში ცვლილება არ არის“, - განაცხადა იაპონელმა პოლიტიკოსმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ კუნძულების ოკუპაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგს, ისევე, როგორც რუსული არმიის შეტევა უკრაინაზე.

წყარო