პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუსმინოთ და გავიაროთ..." - რას პასუხობენ ლუგარის ლაბორატორიიდან რუსეთის მორიგ ბრალდებას, რომ ღორის ჭირის ერთ-ერთი შტამი საქართველოში გამოიყვანეს
"მოვუსმინოთ და გავიაროთ..." - რას პასუხობენ ლუგარის ლაბორატორიიდან რუსეთის მორიგ ბრალდებას, რომ ღორის ჭირის ერთ-ერთი შტამი საქართველოში გამოიყვანეს

"გვჯე­რა, რომ 2007 წელს, ღო­რის აფ­რი­კუ­ლი ჭი­რის შტა­მი, გაზ­რდი­ლი გა­დამ­დე­ბო­ბით, გა­მო­იყ­ვა­ნეს პენ­ტა­გონს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ბი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში", - ეს გან­ცხა­დე­ბა, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რა­დი­ა­ცი­უ­ლი, ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი დაც­ვის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა იგორ კი­რი­ლოვ­მა, გა­სულ ორ­შა­ბათს გა­ა­კე­თა.

რო­გორც ვი­ცით, რუსი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და მათი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია პე­რი­ო­დუ­ლად თბი­ლის­ში, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ვირუ­სებ­სა და სხვა­დას­ხვა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ. ბოლო ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც იწყე­ბა სი­ტყვით, "გვჯე­რა" და უფრო კონ­რე­ტუ­ლი ვე­რა­ფე­რი მოს­დევს, კო­მენ­ტა­რი ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნელს, პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს ვთხო­ვეთ:

პა­ა­ტა იმ­ნა­ძე:

- ამ გან­ცხა­დე­ბა­ში ახა­ლი არა­ფე­რია. კვლავ ამო­ი­ღეს ძვე­ლი ტექ­სტე­ბი. ამ­ხე­ლა ტყუ­ილს ამ­ბო­ბენ - 2007 წელს ლუ­გა­რის ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ძირ­კვე­ლი შენ­დე­ბო­და ჯერ მხო­ლოდ. მეტი რა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო.

- მი­ზა­ნი რა არის, ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით რას მო­ე­ლი­ან?

- მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას.

- მახ­სოვს, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით სულ იყო ინ­ტე­რე­სი, რომ ლუ­გა­რის ლაბ­რა­ტო­რი­ა­ში შე­მო­ეღ­წი­ათ...

- ვინ უშ­ლის კაცო, 2018 წელს, გა­ე­როს ეგი­დით რომ ჩა­ტარ­და, ასე ვთქვათ, "შე­მოწ­მე­ბა" ეგე­ნიც მოწ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ და უარი თქვეს.

ეს ხომ ახა­ლი არაა, და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ში ერთხელ რა­ღა­ცას გა­მო­აგ­დე­ბენ ხოლ­მე. მო­რი­გი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა. მო­ვუს­მი­ნოთ და გა­ვი­ა­როთ...

  • P.S.

2018 წლის ბო­ლოს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ექ­სპერ­ტე­ბი 17 ქვეყ­ნი­დან ეწ­ვივ­ნენ. მათ დას­კვნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ლა­ბო­რა­ტო­რია მუ­შა­ობს მხო­ლოდ "მშვი­დო­ბი­ა­ნი მიზ­ნე­ბის­თვის".

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
2

 ახლა გამოხტებიან ცალკეული პრიმატები და დაიწყებენ, არიქა რუსებმა არ დაგვბომბონ, დავხუროთ ლუგარიო :))))

სუხო
3

პრაფესორ რო დაგვაყარონ და ვერ გავიაროთ? 

ავტორი:

"მოვუსმინოთ და გავიაროთ..." - რას პასუხობენ ლუგარის ლაბორატორიიდან რუსეთის მორიგ ბრალდებას, რომ ღორის ჭირის ერთ-ერთი შტამი საქართველოში გამოიყვანეს

"მოვუსმინოთ და გავიაროთ..." - რას პასუხობენ ლუგარის ლაბორატორიიდან რუსეთის მორიგ ბრალდებას, რომ ღორის ჭირის ერთ-ერთი შტამი საქართველოში გამოიყვანეს

"გვჯერა, რომ 2007 წელს, ღორის აფრიკული ჭირის შტამი, გაზრდილი გადამდებობით, გამოიყვანეს პენტაგონს დაქვემდებარებულ საქართველოს ბიოლოგიურ ლაბორატორიაში", - ეს განცხადება, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა, გასულ ორშაბათს გააკეთა.

როგორც ვიცით, რუსი ოფიციალური პირები და მათი პროპაგანდისტული მედია პერიოდულად თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში მომაკვდინებელ ვირუსებსა და სხვადასხვა ექსპერიმენტების მიმდინარეობის შესახებ ხშირად ლაპარაკობენ. ბოლო ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც იწყება სიტყვით, "გვჯერა" და უფრო კონრეტული ვერაფერი მოსდევს, კომენტარი ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პაატა იმნაძეს ვთხოვეთ:

პაატა იმნაძე:

- ამ განცხადებაში ახალი არაფერია. კვლავ ამოიღეს ძველი ტექსტები. ამხელა ტყუილს ამბობენ - 2007 წელს ლუგარის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკველი შენდებოდა ჯერ მხოლოდ. მეტი რა კომენტარი გავაკეთო.

- მიზანი რა არის, ამ დეზინფორმაციით რას მოელიან?

- მოსახლეობის ნაწილზე ზემოქმედებას.

- მახსოვს, სხვადასხვა მიზეზით სულ იყო ინტერესი, რომ ლუგარის ლაბრატორიაში შემოეღწიათ...

- ვინ უშლის კაცო, 2018 წელს, გაეროს ეგიდით რომ ჩატარდა, ასე ვთქვათ, "შემოწმება" ეგენიც მოწვეულები იყვნენ და უარი თქვეს.

ეს ხომ ახალი არაა, დაახლოებით თვეში ერთხელ რაღაცას გამოაგდებენ ხოლმე. მორიგი დეზინფორმაციაა. მოვუსმინოთ და გავიაროთ...

  • P.S.

2018 წლის ბოლოს ლუგარის ლაბორატორიას ექსპერტები 17 ქვეყნიდან ეწვივნენ. მათ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლაბორატორია მუშაობს მხოლოდ "მშვიდობიანი მიზნებისთვის".