პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, იცის თუ არა, რომ ამისთვის დაიბადა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს შევესწარი..." - რას ჰყვება შონ პენი უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე?
"არ ვიცი, იცის თუ არა, რომ ამისთვის დაიბადა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს შევესწარი..."  - რას ჰყვება შონ პენი უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე?

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი - შონ პენი, უკ­რა­ი­ნა-პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­თან ყოფ­ნი­სას მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს. "ოს­კა­რის" მფლო­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი სულ ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და აშშ-ში და იმ პრობ­ლე­მებ­ზე ლა­პა­რა­კობს, რომ­ლის წი­ნა­შეც უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი დგა­ნან.

61 წლის ვარ­სკვლა­ვი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იმ­ყო­ფე­ბო­და. შონ პენი უკ­რა­ი­ნა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტურ ფილმზე გა­სუ­ლი წლი­დან მუ­შა­ობს. ის რუ­სე­თის შეჭ­რის კვი­რას გაფ­რინ­და უკ­რა­ი­ნა­ში. მსა­ხი­ო­ბი CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში იმა­საც ყვე­ბა, თუ რო­გო­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტით. პენი ზე­ლენ­სკის მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს პი­რა­დად შეხ­ვდა:

"პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის, რუ­სე­თის შეჭ­რის წინა დღეს და მას მე­რეც შევ­ხვდი. არ ვიცი, იცის თუ არა, რომ ამის­თვის და­ი­ბა­და, მაგ­რამ მე ვგრძნობ­დი, რომ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს შე­ვეს­წა­რი - ეს იყო თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი სი­მა­მა­ცე, ღირ­სე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, რაც ამ ადა­მი­ა­ნი­დან მო­დის... მან სწო­რედ ამით გა­ა­ერ­თი­ა­ნა ქვე­ყა­ნა. ეს გა­სა­ო­ცა­რი მო­მენ­ტი იყო. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ზე­ლენ­სკით და ამავდრო­უ­ლად შიში მი­პყრობ­და მისი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის საფრ­თხის ქვეშ ყოფ­ნის გამო", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მსა­ხი­ო­ბი პო­ლო­ნე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­სა­ზღვრო სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეც სა­უბ­რობს და ჰყვე­ბა:

"უმე­ტე­სად ქა­ლებს და ბავ­შვებს ვხე­დავ­დი, შე­მაც­ბუ­ნე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო ეს ჩემ­თვის. ბარ­გი არც კი და­მი­ნა­ხავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, თით­ქოს ისი­ნი უკან დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებ­დნენ და უბ­რა­ლოდ, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ სას­წრა­ფოდ გას­ცლოდ­ნენ იქა­უ­რო­ბას".

შონ პენ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში დაგ­მო რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ომის წა­მო­წყე­ბის გამო და აშშ-ს პრე­ზი­დენტს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და:

"უკვე სას­ტი­კი შეც­დო­მაა ამ­დე­ნი და­კარ­გუ­ლი სი­ცო­ცხლე და გა­ტე­ხი­ლი გული. თუ პუ­ტი­ნი სას­წრა­ფოდ არ მო­ი­ნა­ნი­ებს ჩა­დე­ნილს, ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე", - თქვა პენ­მა.

შონ პე­ნის აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი მალე არ დას­რულ­დე­ბა:

"პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი გამ­ბე­და­ო­ბი­სა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბის ის­ტო­რი­ულ სიმ­ბო­ლო­ე­ბად იქ­ცნენ. თუ ჩვენ უკ­რა­ი­ნას ამ ბრძო­ლა­ში მარ­ტოს დავ­ტო­ვებთ, ჩვე­ნი, რო­გორც ამე­რი­კის სული და­ი­კარ­გე­ბა“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

წყა­რო: nationalpost.com

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ნეო
0

ვეხმარებით როგორც შეგვიძლია,მაგრამ ომში ჩართვით თავს ვერ დავისამარებთ.

ანი
0

ამოიღეთ ხმა დავეხმაროთ უკრაინელებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"არ ვიცი, იცის თუ არა, რომ ამისთვის დაიბადა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს შევესწარი..." - რას ჰყვება შონ პენი უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე?

"არ ვიცი, იცის თუ არა, რომ ამისთვის დაიბადა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს შევესწარი..."  - რას ჰყვება შონ პენი უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე?

ჰოლივუდის ვარსკვლავი - შონ პენი, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ყოფნისას მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს. "ოსკარის" მფლობელი მსახიობი სულ ახლახან დაბრუნდა აშშ-ში და იმ პრობლემებზე ლაპარაკობს, რომლის წინაშეც უკრაინელი ლტოლვილები დგანან.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Myself &amp; two colleagues walked miles to the Polish border after abandoning our car on the side of the road. Almost all the cars in this photo carry women &amp; children only, most without any sign of luggage, and a car their only possession of value. <a href="https://t.co/XSwCDgYVSH">pic.twitter.com/XSwCDgYVSH</a></p>&mdash; Sean Penn (@SeanPenn) <a href="https://twitter.com/SeanPenn/status/1498390093375016965?ref_src=twsrc%5Etfw">February 28, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

61 წლის ვარსკვლავი უკრაინის საზღვართან დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა. შონ პენი უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე გასული წლიდან მუშაობს. ის რუსეთის შეჭრის კვირას გაფრინდა უკრაინაში. მსახიობი CNN-თან ინტერვიუში იმასაც ყვება, თუ როგორი აღფრთოვანებულია უკრაინის პრეზიდენტით. პენი ზელენსკის მოგზაურობის დროს პირადად შეხვდა:

"პრეზიდენტ ზელენსკის, რუსეთის შეჭრის წინა დღეს და მას მერეც შევხვდი. არ ვიცი, იცის თუ არა, რომ ამისთვის დაიბადა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს შევესწარი - ეს იყო თანამედროვე მსოფლიოსთვის სრულიად ახალი სიმამაცე, ღირსება და სიყვარული, რაც ამ ადამიანიდან მოდის... მან სწორედ ამით გააერთიანა ქვეყანა. ეს გასაოცარი მომენტი იყო. აღფრთოვანებული ვიყავი ზელენსკით და ამავდროულად შიში მიპყრობდა მისი და უკრაინელების საფრთხის ქვეშ ყოფნის გამო", - ამბობს მსახიობი.

მსახიობი პოლონეთისა და უკრაინის სასაზღვრო სიტუაციაზეც საუბრობს და ჰყვება:

"უმეტესად ქალებს და ბავშვებს ვხედავდი, შემაცბუნებელი სანახაობა იყო ეს ჩემთვის. ბარგი არც კი დამინახავს. ეს ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ისინი უკან დაბრუნებას აპირებდნენ და უბრალოდ, იძულებულები იყვნენ, რომ სასწრაფოდ გასცლოდნენ იქაურობას".

შონ პენმა ინტერვიუში დაგმო რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი ომის წამოწყების გამო და აშშ-ს პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

"უკვე სასტიკი შეცდომაა ამდენი დაკარგული სიცოცხლე და გატეხილი გული. თუ პუტინი სასწრაფოდ არ მოინანიებს ჩადენილს, ეს ყველაზე საშინელი შეცდომა იქნება მთელი კაცობრიობის წინაშე", - თქვა პენმა.

შონ პენის აზრით, ეს ყველაფერი მალე არ დასრულდება:

"პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი გამბედაობისა და პრინციპულობის ისტორიულ სიმბოლოებად იქცნენ. თუ ჩვენ უკრაინას ამ ბრძოლაში მარტოს დავტოვებთ, ჩვენი, როგორც ამერიკის სული დაიკარგება“, - ამბობს მსახიობი.

წყარო: nationalpost.com

მოამზადა ანა სიბოშვილმა