პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ ... ასე არავინ თმობს საკუთარ მოსახლეობას" - გაუგებრობა ხარკოველი ბავშვების შვილად აყვანის თემაზე და უფლებადამცველის პასუხი
"დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ ... ასე არავინ თმობს საკუთარ მოსახლეობას" - გაუგებრობა ხარკოველი ბავშვების შვილად აყვანის თემაზე და უფლებადამცველის პასუხი

ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე ხარ­კო­ვე­ლი ბავ­შვე­ბის შვი­ლად აყ­ვა­ნა­ზე წერს. არ­ვე­ლა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს და მე­სა­მედ იქ და­ო­ჯახ­და. მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ან­ში რუ­სე­თი შე­იჭ­რა და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

გუ­შინ კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც წერ­და, რომ ხარ­კოვ­ში და­ობ­ლე­ბუ­ლი 78 ჩვი­ლის გა­საშ­ვი­ლებ­ლად სიას ად­გენ­და...

„78 ობო­ლი ჩვი­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეს ხარ­კო­ვი­დან. არ იცი­ან რა უყონ. თუ ვინ­მეს გინ­დათ შვი­ლე­ბა ან დახ­მა­რე­ბა გა­მა­გე­ბი­ნეთ გთხოვთ. მარ­ტო თქვე­ნი მზად­ყოფ­ნა არ ეყო­ფა, მაგ­რამ რომ ვი­ცო­დე ვინ არის მზად, მერე რა­მეს ვცდით...“ - წერს არ­ვე­ლა­ძე.

არ­ვე­ლა­ძის პოსტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­რა, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი მაია ასა­თი­ა­ნი და ნინი შერ­მა­დი­ნი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და რომ ერ­თდრო­უ­ლად 5 ბავ­შვს იშ­ვი­ლებ­და.

თუმ­ცა არ­ვე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მა­მა­ომ ნექ­ტა­რი­ოს მჭედ­ლი­ძემ და­წე­რა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნაა და უკ­რა­ი­ნას არ ჰყავს გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი ბავ­შვე­ბი და იქა­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­უშ­ვე­ბე­ლია...

"გავ­რცელ­და პოს­ტი, რომ ხარ­კოვ­ში 50 ბავ­შვია გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი... არ შეხ­ვი­დეთ შეც­დო­მა­ში" - რას წერს უკ­რა­ი­ნა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი?

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მხრი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პოს­ტის მი­უ­ხე­და­ვად არ­ვე­ლა­ძემ შვი­ლად ასაყ­ვან ბავ­შვებ­ზე დღეს კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე:

- ბავ­შვებ­ზე ვინც მომ­წე­რეთ, ყვე­ლას დიდი დიდი მად­ლო­ბა. უამ­რა­ვი, და­ახ­ლო­ე­ბით 700 მად­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­გან მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა. მარ­ტო ვარ ეხლა და ყვე­ლას­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მას ფი­ზი­კუ­რად ვერ ვას­წრებ.

მაგ­რამ ყვე­ლას­თან კავ­ში­რი მექ­ნე­ბა. ყვე­ლას გი­პა­სუ­ხებთ და ყვე­ლას გა­გა­გე­ბი­ნებთ რა ხდე­ბა. ყვე­ლას აღ­ვრი­ცხავ, რო­გორც მსურ­ველს. ეხლა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ბავ­შვე­ბი სამ­შვი­დო­ბოს გა­მო­იყ­ვა­ნონ. გუ­შინ ღამე და­ი­კარ­გა კავ­ში­რი და არ ვი­ცით, რა მო­ა­ხერ­ხეს. გა­მოყ­ვა­ნას ცდი­ლობ­დნენ. დღეს ხარ­კო­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მექ­ნე­ბა ზარი და მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­გიბ­რუნ­დე­ბით. ვი­საც ეგ­რე­ვე ვერ გპა­სუ­ხობთ, არ გამ­კი­ცხოთ.

მო­სახ­ლე­ო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მოყ­ვა­ნილ ბავ­შვებს იშ­ვი­ლებ­დნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­გან უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. კო­მენ­ტა­რებ­ში წერ­დნენ, რომ ეს მხო­ლოდ თა­ვის მო­წო­ნე­ბა იყო. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ წლე­ბის წინ სი­რი­ა­ში ომის დროს, ქარ­თვე­ლე­ბი მა­შინ სი­რი­ე­ლი ბავ­შვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას და შვი­ლად აყ­ვა­ნას აპი­რებ­დნენ. თუმ­ცა არ­ცერ­თი სი­რი­ე­ლი ბავ­შვი მა­შინ ქარ­თველ­ზე არ გაშ­ვი­ლე­ბუ­ლა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და­ობ­ლე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვის ასე მარ­ტი­ვად გაშ­ვი­ლე­ბა უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ზე.

ბაია პა­ტა­რა­ია:

- და­ობ­ლე­ბულ უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვებს ვერ იშ­ვი­ლებთ. მად­ლო­ბა ღმერ­თს უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვი ბევ­რი არაა, თუ სა­ერ­თოდ არ­სე­ბობს. რომც არ­სე­ბობ­დეს, უკ­რა­ი­ნა (და არც სხვა ქვე­ყა­ნა) ასეთ ბავ­შვს უცხო­ეთ­ში არ გა­აშ­ვი­ლებს, ჯერ შე­ეც­დე­ბა მი­სი­ვე ნა­თე­სა­ვებ­ში უპო­ვოს შემ­ფა­რე­ბე­ლი და თუ ასე­თი ვერ ნახა, მერე სხვა უკ­რა­ი­ნულ ოჯახ­ში გა­აშ­ვი­ლებს.

ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ასე იქ­ცე­ვა, არა­ვინ თმობს სა­კუ­თარ ბავ­შვს (მო­სახ­ლე­ო­ბას) ად­ვი­ლად. ეს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი­ცაა და ბავ­შვის ინ­ტე­რე­სი­ცაა. პლუს მთელ ევ­რო­პა­ში და სა­ქარ­თვე­ლო­შიც მწვა­ვედ დგას უშ­ვი­ლო­ბის პრობ­ლე­მა და ბევ­რი ადა­მი­ა­ნია რიგ­ში ბავ­შვის ასაყ­ვა­ნად. მო­თხოვ­ნა გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

ქარ­თველ ბავ­შვს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში აშ­ვი­ლე­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ, თუ მას­ზე ყვე­ლა მო­სურ­ნემ უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. და ვის­ზე ამ­ბო­ბენ უარს? სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ზე.

პ.ს. ერ­თა­დერ­თი გა­უ­გე­ბა­რი და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ბავ­შვთა სახ­ლე­ბი არის რე­ლი­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ ვი­თხოვთ მათ დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლომ თუ ვინ­მე გა­წი­რა, სწო­რედ რე­ლი­გი­ურ პან­სი­ო­ნა­ტებ­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბია, რო­მელ­თა უფ­ლე­ბე­ბიც სას­ტი­კად და სის­ტე­მა­ტუ­რად ირ­ღვე­ვა. სა­ხელ­მწი­ფო კი უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ იქ­ცე­ვა, რად­გან ეში­ნია სა­პატ­რი­არ­ქო­სი. მაგ­რამ ამა­საც მივ­ხე­დავთ!

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

არც საქარტველოშია ცოტა დაუცველი ბავშვი.თითოოროლა მატრაკვეცა შვილობა თუ არა მათ დაეხმარნენ თუ ბევრი აქვთ და მოემხობათ.უკრაენელებიი გზას მონახავენ

თაკო
3

გიორგი არველაძეს ( სხვა ქვეყნის) ბავშვების გასხვისება დაუწყია ,ამას ქვია სპეკულაცია.ვინ თუ არა ნაცი იკადრებს ასეთ რამეს😁. ძალიან მონდომებული.ა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ ... ასე არავინ თმობს საკუთარ მოსახლეობას" - გაუგებრობა ხარკოველი ბავშვების შვილად აყვანის თემაზე და უფლებადამცველის პასუხი

"დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ ... ასე არავინ თმობს საკუთარ მოსახლეობას" - გაუგებრობა ხარკოველი ბავშვების შვილად აყვანის თემაზე და უფლებადამცველის პასუხი

ორი დღეა სოციალურ ქსელში ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი არველაძე ხარკოველი ბავშვების შვილად აყვანაზე წერს. არველაძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ უკრაინაში ცხოვრობს და მესამედ იქ დაოჯახდა. მას შემდეგ, რაც უკრაიანში რუსეთი შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო, სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ კი გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერდა, რომ ხარკოვში დაობლებული 78 ჩვილის გასაშვილებლად სიას ადგენდა...

„78 ობოლი ჩვილი გამოიყვანეს ხარკოვიდან. არ იციან რა უყონ. თუ ვინმეს გინდათ შვილება ან დახმარება გამაგებინეთ გთხოვთ. მარტო თქვენი მზადყოფნა არ ეყოფა, მაგრამ რომ ვიცოდე ვინ არის მზად, მერე რამეს ვცდით...“ - წერს არველაძე.

არველაძის პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმარა, მათ შორის ცნობილი სახეები მაია ასათიანი და ნინი შერმადინი, რომელმაც განაცხადა რომ ერთდროულად 5 ბავშვს იშვილებდა.

თუმცა არველაძის განცხადების შემდეგ უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა მამაომ ნექტარიოს მჭედლიძემ დაწერა, რომ ეს ადამიანების შეცდომაში შეყვანაა და უკრაინას არ ჰყავს გასაშვილებელი ბავშვები და იქაური კანონმდებლობით დაუშვებელია...

"გავრცელდა პოსტი, რომ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი... არ შეხვიდეთ შეცდომაში" - რას წერს უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი?

სასულიერო პირის მხრიდან გავრცელებული პოსტის მიუხედავად არველაძემ შვილად ასაყვან ბავშვებზე დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.

გიორგი არველაძე:

- ბავშვებზე ვინც მომწერეთ, ყველას დიდი დიდი მადლობა. უამრავი, დაახლოებით 700 მადლიანი ადამიანისგან მივიღე შეტყობინება. მარტო ვარ ეხლა და ყველასთვის პასუხის გაცემას ფიზიკურად ვერ ვასწრებ.

მაგრამ ყველასთან კავშირი მექნება. ყველას გიპასუხებთ და ყველას გაგაგებინებთ რა ხდება. ყველას აღვრიცხავ, როგორც მსურველს. ეხლა მთავარი ამოცანაა ბავშვები სამშვიდობოს გამოიყვანონ. გუშინ ღამე დაიკარგა კავშირი და არ ვიცით, რა მოახერხეს. გამოყვანას ცდილობდნენ. დღეს ხარკოვის სამოქალაქო ადმინისტრაციასთან მექნება ზარი და მეტი ინფორმაციით დაგიბრუნდებით. ვისაც ეგრევე ვერ გპასუხობთ, არ გამკიცხოთ.

მოსახლეობის ინიციატივას, რომ უკრაინიდან ჩამოყვანილ ბავშვებს იშვილებდნენ, საზოგადოების ნაწილისგან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში წერდნენ, რომ ეს მხოლოდ თავის მოწონება იყო. მკითხველს შევახსენებთ, რომ წლების წინ სირიაში ომის დროს, ქართველები მაშინ სირიელი ბავშვების ჩამოყვანას და შვილად აყვანას აპირებდნენ. თუმცა არცერთი სირიელი ბავშვი მაშინ ქართველზე არ გაშვილებულა.

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ წარმოუდგენელია დაობლებული უკრაინელი ბავშვის ასე მარტივად გაშვილება უცხოეთის მოქალაქეზე.

ბაია პატარაია:

- დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ. მადლობა ღმერთს უპატრონოდ დარჩენილი უკრაინელი ბავშვი ბევრი არაა, თუ საერთოდ არსებობს. რომც არსებობდეს, უკრაინა (და არც სხვა ქვეყანა) ასეთ ბავშვს უცხოეთში არ გააშვილებს, ჯერ შეეცდება მისივე ნათესავებში უპოვოს შემფარებელი და თუ ასეთი ვერ ნახა, მერე სხვა უკრაინულ ოჯახში გააშვილებს.

ყველა სახელმწიფო ასე იქცევა, არავინ თმობს საკუთარ ბავშვს (მოსახლეობას) ადვილად. ეს სახელმწიფო ინტერესიცაა და ბავშვის ინტერესიცაა. პლუს მთელ ევროპაში და საქართველოშიც მწვავედ დგას უშვილობის პრობლემა და ბევრი ადამიანია რიგში ბავშვის ასაყვანად. მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა.

ქართველ ბავშვს მხოლოდ იმ შემთხვევაში აშვილებენ საზღვარგარეთ, თუ მასზე ყველა მოსურნემ უარი თქვა საქართველოში. და ვისზე ამბობენ უარს? სხვადასხვა ქრონიკული და მძიმე დაავადების მქონე ბავშვებზე.

პ.ს. ერთადერთი გაუგებარი და მოუწესრიგებელი ბავშვთა სახლები არის რელიგიურ დაწესებულებები. სწორედ ამიტომ ვითხოვთ მათ დეინსტიტუციონალიზაციას. საქართველომ თუ ვინმე გაწირა, სწორედ რელიგიურ პანსიონატებში მყოფი ბავშვებია, რომელთა უფლებებიც სასტიკად და სისტემატურად ირღვევა. სახელმწიფო კი უპასუხისმგებლოდ იქცევა, რადგან ეშინია საპატრიარქოსი. მაგრამ ამასაც მივხედავთ!