პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთს "ჩერნობილის" გამეორება სურს" - დაბომბილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ხანძარი: რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში და როგორია ვითარება ახლა
"რუსეთს "ჩერნობილის" გამეორება სურს" - დაბომბილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ხანძარი: რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში და როგორია ვითარება ახლა

უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ ევ­რო­პა­ში უდი­დეს, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურს რუ­სუ­ლი მხა­რის მიერ ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვის შე­დე­გად, ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. აღ­ნიშ­ნულს უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი დმიტ­რო კუ­ლე­ბა "ტვი­ტერ­ში" გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა:

"რუ­სუ­ლი არ­მია ყვე­ლა მხრი­დან ეს­ვრის ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე დიდ, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურს. ხან­ძა­რი უკვე გაჩ­ნდა. თუ აა­ფეთ­ქეს, ჩერ­ნო­ბილ­ზე 10-ჯერ დიდი იქ­ნე­ბა! რუ­სებ­მა სას­წრა­ფოდ უნდა შე­წყვი­ტონ ცე­ცხლი, და­უშ­ვან მე­ხან­ძრე­ე­ბი, შექ­მნან უსაფრ­თხო­ე­ბის ზონა!".

  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის სას­წავ­ლო-საწ­ვრთნელ შე­ნო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა შეძ­ლეს..

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში 40 მე­ხან­ძრე და 10 ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კაა ჩარ­თუ­ლი. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­ღუ­პუ­ლა ან და­შა­ვე­ბუ­ლა.

ამას­თან, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, იგორ მუ­რა­შო­ვი აცხა­დებს, რომ ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა და­ირ­ღვა.

  • გვი­ან ღა­მით, მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­მაც.

ზე­ლენ­სკი რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის და­ბომბვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მი­მარ­თა ყვე­ლას, ვინც იცის, რას ნიშ­ნავს სი­ტყვა "ჩერ­ნო­ბი­ლი“.

"მივ­მარ­თავ ყვე­ლას, ვინც იცის სი­ტყვა “ჩერ­ნო­ბი­ლი” : რუ­სეთს სურს ამის გა­მე­ო­რე­ბა და უკვე იმე­ო­რებს, ოღონდ 6-ჯერ მე­ტად. ევ­რო­პე­ლე­ბო, გა­იღ­ვი­ძეთ, გთხოვთ, უთხა­რით თქვენს პო­ლი­ტი­კო­სებს. რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი ბომ­ბა­ვენ ატო­მურ ელექტრო­სად­გურს უკ­რა­ი­ნა­ში, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურს. იქ 6 ენერ­გობ­ლო­კია, ჩერ­ნო­ბილ­ში ერთი ენერ­გობ­ლო­კი აფეთ­ქდა“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, რუ­სე­თი შე­ჩე­რე­ბა მხო­ლოდ ევ­რო­პის სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"უკ­რა­ი­ნა­ში 15 ატო­მუ­რი ბლო­კია. თუ აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლაფ­რის და­სას­რუ­ლი. ევ­რო­პის და­სას­რუ­ლი. მხო­ლოდ ევ­რო­პის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოქ­მე­დე­ბას შე­უძ­ლია შე­ა­ჩე­როს რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი.“- აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
0

ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება.

მთავარია, რომ შეგვეძლოს გარჩევა სიკეთესა და ბოროტებას შორის, დავინახოთ თუ სინამდვილეში ვინ არის კეთილი და ვინ ბოროტი, რაც ნამდვილად არ არის ადვილი.

სრულებითაც არ მიკვირს, რომ 20 საუკუნის უკან გაბოროტებული ბრბოს გადაწყვეტილებით ჯვარს აცვეს იესო ქრისტე! 

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ არჩევს სიკეთესა და ბოროტებას შორის, კეთილსა და ბოროტს შორის. სასურველს იღებს რეალობად, რაც ნამდვილად არასწორია. დროა გამოვიდეთ ზღაპრული ოცნებებიდან და რეალურად შევხედოთ რეალობას თუ რა ხდება სინამდვილეში!

დაე წმინდა გიორგიმ თავისი მახვილით განგმიროს ყველა უწმინდური, გველეშაპიდან დაწყებული ბოროტი ადამიანების ჩათვლით!

 

გოგა
4

4 მარტის 14 საათი და 40წუთი ნახეთ ფორმულაზე ვისაც ევროკავშირში ეჩქარება 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"რუსეთს "ჩერნობილის" გამეორება სურს" - დაბომბილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ხანძარი: რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში და როგორია ვითარება ახლა

"რუსეთს "ჩერნობილის" გამეორება სურს" - დაბომბილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ხანძარი: რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში და როგორია ვითარება ახლა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, წუხელ ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული მხარის მიერ ინტენსიური დაბომბვის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერში" გამოეხმაურა და დაწერა:

"რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!".

  • მოგვიანებით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს..

მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 40 მეხანძრე და 10 ერთეული ტექნიკაა ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ამასთან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი აცხადებს, რომ ბირთვული უსაფრთხოება დაირღვა.

  • გვიან ღამით, მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

ზელენსკი რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას გამოეხმაურა და მიმართა ყველას, ვინც იცის, რას ნიშნავს სიტყვა "ჩერნობილი“.

"მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა “ჩერნობილი” : რუსეთს სურს ამის გამეორება და უკვე იმეორებს, ოღონდ 6-ჯერ მეტად. ევროპელებო, გაიღვიძეთ, გთხოვთ, უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს. რუსული ჯარები ბომბავენ ატომურ ელექტროსადგურს უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. იქ 6 ენერგობლოკია, ჩერნობილში ერთი ენერგობლოკი აფეთქდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი შეჩერება მხოლოდ ევროპის სწრაფი მოქმედების შედეგადაა შესაძლებელი.

"უკრაინაში 15 ატომური ბლოკია. თუ აფეთქება მოხდა, ეს იქნება ყველაფრის დასასრული. ევროპის დასასრული. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებლივ მოქმედებას შეუძლია შეაჩეროს რუსული ჯარები.“- აღნიშნა ზელენსკიმ.