"დაუჯერებელია,მაგრამ ერთად ვართ" - ამ კომენტარით ავრცელებს ეკა ხერხეულიძე თავდაცვის ექსმინისტრის, ბაჩო ახალაიასთან გადაღებულ ფოტოს.
ფოტოზე ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი და მათი ქალიშვილიც არიან ასახული.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება 1 მარტს დატოვა.
9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.