პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდა "კიევის მოჩვენებაზე" - არსებობს თუ არა ის რეალურად და რა იმალება "იდუმალი მფრინავის" გმირული ამბების მიღმა
ლეგენდა "კიევის მოჩვენებაზე" - არსებობს თუ არა ის რეალურად და რა იმალება "იდუმალი მფრინავის" გმირული ამბების მიღმა

ყვე­ლა ომს თა­ვი­სი გმი­რე­ბი ჰყავს და რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დე­გაც, ყო­ველ დღე ვი­გებთ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის გმი­რუ­ლი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ბევ­რია არა­ზუს­ტი და ყალ­ბი ის­ტო­რი­აც. ერთი-ერთი ასე­თი ამ­ბა­ვი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მო­ი­ე­რი­შე MiG-29-ის პი­ლოტს ეხე­ბა, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში "კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბა" შე­არ­ქვეს.

სწო­რედ მას მი­ა­წე­რენ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის შეჭ­რის პირ­ველ დღეს 6 რუ­სუ­ლი მო­ი­ე­რი­შეს ჩა­მოგ­დე­ბას.

"კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბა" ლე­გენ­დად იქცა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას მი­ლი­ო­ნო­ბით ფანი ჰყავს, ვრცელ­დე­ბა ვი­დეო და ფო­ტო­მა­სა­ლაც, რომ­ლებ­ზეც, თით­ქოს­და, უკ­რა­ი­ნე­ლი პი­ლო­ტია აღ­ბეჭ­დი­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ მას მარ­ტოს შე­უძ­ლია რუ­სულ მო­ი­ე­რი­შე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა. მფრი­ნა­ვის შე­სა­ხებ ჰე­რო­ი­კუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია და მათ ათა­სო­ბით გა­ზი­ა­რე­ბა და კო­მენ­ტა­რი აქვთ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ "კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბის" შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ და ასე­ვე უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ.

პო­რო­შენ­კომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც MiG-29-ის კა­ბი­ნა­ში ჩა­ფხუ­ტი­ა­ნი პი­ლო­ტი ჩანს. ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მფრი­ნავს "კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბას­თან“ აი­გი­ვებს. "ასე­თი ძლი­ე­რი მცვე­ლე­ბით უკ­რა­ი­ნა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს“, - აღ­ნიშ­ნავს პეტ­რო პო­რო­შენ­კო.

რო­გორც "დო­ი­ჩე ველე“ წერს, ეს ფოტო უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ახ­ლო­ე­ბით, სამი წლის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც თან ერ­თვო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი მფრი­ნა­ვი საც­დელ ფრე­ნას ატა­რებ­და. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ მფრი­ნა­ვი, რო­მელ­საც ახლა სუ­რათ­ზე ხე­დავთ, მარ­თლაც დიდ როლს ას­რუ­ლებ­დეს რუ­სუ­ლი მო­ი­ე­რი­შე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ეს ფოტო ძვე­ლია.

• რა ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო?

გმი­რი მფრი­ნა­ვის თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. უწყე­ბამ შემ­დე­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ათო­ბით გა­მოც­დი­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი, კა­პიტ­ნი­დან გე­ნერ­ლამ­დე, რომ­ლე­ბიც ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს და­უბ­რუნ­დნენ. ვინ იცის, იქ­ნებ ერთ-ერთი მათ­გა­ნი იმ MiG-29-ის პი­ლო­ტია, რო­მელ­საც კი­ე­ვე­ლე­ბი ასე ხში­რად ხე­და­ვენ."

• სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ასე­ვე სხვა­დას­ხვა ფოტო, რო­მელ­თა ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, რომ "კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბა" სწო­რედ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ადა­მი­ა­ნია
სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ფო­ტო­ებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ადა­მი­ა­ნი ვლა­დი­მირ აბ­დო­ნო­ვია და სწო­რედ ის არის "კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბა."

რო­გორც "დო­ი­ჩე ველე" წერს, ფო­ტო­ე­ბი ძვე­ლია და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ფო­ტო­მა­ნი­პუ­ლა­ცია:

გა­მო­ცე­მამ და­ად­გი­ნა, რომ ეს ფოტო რე­ა­ლუ­რად ერთი წლის წინ, კა­ნა­და­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. იგი­ვე ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­რეც იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას­ზე სხვა ადა­მი­ა­ნი იყო აღ­ბეჭ­დი­ლი
რე­ა­ლუ­რი ფოტო

მა­ნი­პუ­ლა­ცი­აა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კი­დევ ერთ სუ­რათ­ზე. ქვე­მოთ ხე­დავთ ფო­ტო­კო­ლაჟს. პირ­ველ მათ­გა­ნი რე­ა­ლუ­რი ფო­ტოა და ის უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა გა­ავ­რცე­ლა. მას­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცი, ვი­ტა­ლი სკა­კუ­ნი, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. მან სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად აა­ფეთ­ქა ხიდი, რათა რუ­სუ­ლი სა­ტან­კო კო­ლო­ნის წინსვლა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა. მე­ო­რე ფო­ტო­ზე კი სახე შეც­ვა­ლეს და მას­ზე ბუ­ე­ნოს-აი­რე­სელ ად­ვო­კატს ხე­დავთ.

Twitter-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ არა­ერთ ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, რო­გორ აგ­დებს რუ­სულ თვითმფრი­ნა­ვებს "კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბა.“ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს ვი­დე­ოც მა­ნი­პუ­ლა­ცი­აა და მა­სა­ლა აღე­ბუ­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი ციფ­რუ­ლი თა­მა­ში­დან Digital Combat Simulator World.

Digital Combat Simulator World-ის პრესს­პი­კერ­მა სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერსს“ და­უ­დას­ტუ­რა, რომ მა­სა­ლა ნამ­დვი­ლად თა­მა­ში­და­ნაა.

ამ დრო­ის­თვის უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვის მფრი­ნა­ვის არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც მარ­ტო აგ­დებს რუ­სულ მო­ი­ე­რი­შე­ებს, არ დას­ტურ­დე­ბა. "დო­ი­ჩე ველე" წერს, რომ ინ­ფორ­მა­ცია იდუ­მალ პი­ლოტ­ზე ყალ­ბია.

თუმ­ცა ფაქ­ტი ერ­თია - უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თავ­გან­წირ­ვით და გმი­რუ­ლად ებ­რძვი­ან რუ­სულ ძა­ლებს და უკვე მათი არა­ერ­თი ტან­კი, თუ მო­ი­ე­რი­შე თვითმფირ­ნა­ვი გა­ა­ნად­გუ­რეს. ყვე­ლა ჯა­რის­კა­ცი, თუ მფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ახლა დამ­პყრო­ბელს ებ­რძვის და იცავს სამ­შობ­ლოს, გმი­რია და ყვე­ლა მათ­განს შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ კი­ე­ვის, ხარ­კო­ვის, თუნ­დაც მთე­ლი "უკ­რა­ი­ნის მოჩ­ვე­ნე­ბა."

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით

0

ძაან კარგია ახალ ამბებს რუსული "პირველი" არხიდან რო იღებთ მაგრამ სხვაგანაც შეიხედეთ

დგ
0

წავიდა ფეიკ ნიუსები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ლეგენდა "კიევის მოჩვენებაზე" - არსებობს თუ არა ის რეალურად და რა იმალება "იდუმალი მფრინავის" გმირული ამბების მიღმა

ლეგენდა "კიევის მოჩვენებაზე" - არსებობს თუ არა ის რეალურად და რა იმალება "იდუმალი მფრინავის" გმირული ამბების მიღმა

ყველა ომს თავისი გმირები ჰყავს და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც, ყოველ დღე ვიგებთ არაერთი ადამიანის გმირული ქმედების შესახებ, თუმცა ბევრია არაზუსტი და ყალბი ისტორიაც. ერთი-ერთი ასეთი ამბავი უკრაინელების მოიერიშე MiG-29-ის პილოტს ეხება, რომელსაც სოციალურ ქსელებში "კიევის მოჩვენება" შეარქვეს.

სწორედ მას მიაწერენ უკრაინაში რუსული სამხედროების შეჭრის პირველ დღეს 6 რუსული მოიერიშეს ჩამოგდებას.

"კიევის მოჩვენება" ლეგენდად იქცა და სოციალურ ქსელში მას მილიონობით ფანი ჰყავს, ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალაც, რომლებზეც, თითქოსდა, უკრაინელი პილოტია აღბეჭდილი. ამბობენ, რომ მას მარტოს შეუძლია რუსულ მოიერიშეებთან გამკლავება. მფრინავის შესახებ ჰეროიკული ისტორიები სოციალურ ქსელში პოპულარულია და მათ ათასობით გაზიარება და კომენტარი აქვთ.

საინტერესოა, რომ "კიევის მოჩვენების" შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.

პოროშენკომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც MiG-29-ის კაბინაში ჩაფხუტიანი პილოტი ჩანს. ექსპრეზიდენტი მფრინავს "კიევის მოჩვენებასთან“ აიგივებს. "ასეთი ძლიერი მცველებით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს“, - აღნიშნავს პეტრო პოროშენკო.

На фото – пілот МіГ-29. Той самий «Привид Києва».

Він викликає жах у ворогів та гордість в українців 🇺🇦

На його рахунку 6 перемог над російськими пілотами!

З такими потужними захисниками Україна точно переможе! pic.twitter.com/GJLpcJ31Si
— Петро Порошенко (@poroshenko) February 25, 2022

როგორც "დოიჩე ველე“ წერს, ეს ფოტო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით, სამი წლის წინ გამოაქვეყნა, რომელსაც თან ერთვოდა ინფორმაცია, რომ ფოტოზე აღბეჭდილი მფრინავი საცდელ ფრენას ატარებდა. გამორიცხული არ არის, რომ მფრინავი, რომელსაც ახლა სურათზე ხედავთ, მართლაც დიდ როლს ასრულებდეს რუსული მოიერიშეების განადგურებაში, მაგრამ ეს ფოტო ძველია.

• რა ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო?

გმირი მფრინავის თემას სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებამ შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"ათობით გამოცდილი სამხედრო მფრინავი, კაპიტნიდან გენერლამდე, რომლებიც ადრე გათავისუფლდნენ, საჰაერო ძალებს დაუბრუნდნენ. ვინ იცის, იქნებ ერთ-ერთი მათგანი იმ MiG-29-ის პილოტია, რომელსაც კიეველები ასე ხშირად ხედავენ."

• სოციალურ ქსელში ვრცელდება ასევე სხვადასხვა ფოტო, რომელთა ავტორები წერენ, რომ "კიევის მოჩვენება" სწორედ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანია
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანი ვლადიმირ აბდონოვია და სწორედ ის არის "კიევის მოჩვენება."

როგორც "დოიჩე ველე" წერს, ფოტოები ძველია და გამოყენებულია ფოტომანიპულაცია:

გამოცემამ დაადგინა, რომ ეს ფოტო რეალურად ერთი წლის წინ, კანადაშია გადაღებული. იგივე ფოტო სოციალურ ქსელში ადრეც იყო გავრცელებული, თუმცა მასზე სხვა ადამიანი იყო აღბეჭდილი
რეალური ფოტო

მანიპულაციაა გამოყენებული კიდევ ერთ სურათზე. ქვემოთ ხედავთ ფოტოკოლაჟს. პირველ მათგანი რეალური ფოტოა და ის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. მასზე აღბეჭდილია დაღუპული ჯარისკაცი, ვიტალი სკაკუნი, რომელსაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ააფეთქა ხიდი, რათა რუსული სატანკო კოლონის წინსვლა შეეჩერებინა. მეორე ფოტოზე კი სახე შეცვალეს და მასზე ბუენოს-აირესელ ადვოკატს ხედავთ.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ არაერთ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ აგდებს რუსულ თვითმფრინავებს "კიევის მოჩვენება.“ როგორც აღმოჩნდა, ეს ვიდეოც მანიპულაციაა და მასალა აღებულია პოპულარული ციფრული თამაშიდან Digital Combat Simulator World.

Digital Combat Simulator World-ის პრესსპიკერმა სააგენტო "როიტერსს“ დაუდასტურა, რომ მასალა ნამდვილად თამაშიდანაა.

#BREAKING
Crazy footage of a MiG-29 of the Ukrainian Air Force shooting down a Su-35 fighter jet of #Russia’s Air Force over Ukraine’s capital #Kyiv today. Likely using the R-73 infrared homing missile. #Ukraine #RussiaInvadesUkraine #worldwar3 #WorldWarIII #WWIII pic.twitter.com/MWGRfhnexB
— Ukrainelive (@Ukrainelive5) February 25, 2022

ამ დროისთვის უკრაინელი მოიერიშე თვითმფრინავის მფრინავის არსებობა, რომელიც მარტო აგდებს რუსულ მოიერიშეებს, არ დასტურდება. "დოიჩე ველე" წერს, რომ ინფორმაცია იდუმალ პილოტზე ყალბია.

თუმცა ფაქტი ერთია - უკრაინელები თავგანწირვით და გმირულად ებრძვიან რუსულ ძალებს და უკვე მათი არაერთი ტანკი, თუ მოიერიშე თვითმფირნავი გაანადგურეს. ყველა ჯარისკაცი, თუ მფრინავი, რომელიც ახლა დამპყრობელს ებრძვის და იცავს სამშობლოს, გმირია და ყველა მათგანს შეგვიძლია ვუწოდოთ კიევის, ხარკოვის, თუნდაც მთელი "უკრაინის მოჩვენება."