პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ ასე მიყურებ, არაფრის მეშინია" - ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლი, ოჯახი, ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები და არაორდინალური გზა პრეზიდენტობამდე
"სანამ ასე მიყურებ, არაფრის მეშინია" - ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლი, ოჯახი, ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები და არაორდინალური გზა პრეზიდენტობამდე

უკ­რა­ი­ნა დღეს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლია, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი კი ომის მოვ­ლე­ნა­თა ეპი­ცენ­ტრში. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, თუ მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს ვარ­სკვლა­ვი იყო, ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბო­და.

44 წლის ზე­ლენ­სკის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მა­მაც ლი­დერს უწო­დებს, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნებს, მო­ქა­ლა­ქე­ებს ამ­შვი­დებს, ცდი­ლობს, პა­ნი­კა არ და­თე­სოს და და­სავ­ლელ კო­ლე­გებ­სა და სხვა უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კო­სებ­საც მო­უ­წო­დებს მსგავ­სი ქმე­დე­ბის­კენ.

"ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა ომი, არც ცივი ომი, არც ცხე­ლი ომი, არც ჰიბ­რი­დუ­ლი“, - ამ­ბობს პრე­ზი­დენ­ტი.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის პო­ლი­ტი­კუ­რი გზა არ ყო­ფი­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და თით­ქმის არაფ­რით ჰგავ­და სხვა ლი­დე­რე­ბის კა­რი­ე­რას. რო­დე­საც ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტად წარ­სდგა, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ თა­მა­ში და სა­ტე­ლე­ვი­ზიო როლი იყო, თუმ­ცა მალე კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის კი­ნო­რო­ლი ზე­ლენ­სკის რე­ლო­ბად ექცა.

2019 წლის აპ­რილ­ში ის მარ­თლაც გახ­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი და ახლა 44-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქვეყ­ნის ლი­დე­რია, რო­მე­ლიც ომ­შია რუ­სეთ­თან.

  • "ხალ­ხის მსა­ხუ­რი"

სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის შოუს, რო­მელ­მაც ზე­ლენ­სკის პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა, "ხალ­ხის მსა­ხუ­რი“ ერ­ქვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც მან პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა, პარ­ტი­ა­საც ეს სა­ხე­ლი უწო­და. შო­უ­ში ზე­ლენ­სკი ას­რუ­ლებ­და ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის როლს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვით გახ­და პრე­ზი­დენ­ტი მას შემ­დეგ, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მისი ვი­დეო გავ­რცელ­და.

ეს იყო ზღაპ­რუ­ლი ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბულ უკ­რა­ი­ნელ­თა დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.

პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნეა, თუმ­ცა კო­მი­კო­სო­ბა მისი მო­წო­დე­ბა იყო. ად­რე­ულ წლებ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და Russian TV-ის კო­მე­დი­ურ შო­უ­ში. 2003 წელს სა­ტე­ლე­ვი­ზიო საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია, სა­ხე­ლად Kvartal 95 და­ა­არ­სა.

კომ­პა­ნია ქმნი­და პრო­დუქტს უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­ხის­თვის -1+1, რომ­ლის მფლო­ბელ­მა, მი­ლი­არ­დერ­მა კო­ლო­მო­ის­კიმ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზე­ლენ­სკის, რო­გორც საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს მხა­რი და­უ­ჭი­რა.

სა­ტე­ლე­ვი­ზო შო­უ­ში "ხალ­ხის მსა­ხუ­რი" ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის პერ­სო­ნა­ჟი ვა­სილ გო­ლო­ბო­როდ­კო იყო. ზე­ლენ­სკის ამ პერ­სო­ნაჟ­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა და მისი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან რო­ლად იქცა. ამ პე­რი­ოდ­ში ის "ინ­სტაგ­რა­მის" ვარ­სკვლა­ვი გახ­და და უკვე ჰყავ­და მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი. მის­მა პლატ­ფორ­მამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დრო­საც დიდი როლი ითა­მა­შა.

ზე­ლენ­სკის "ინ­სტაგ­რამ­ზე" 10 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს

მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნია არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი და ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო - კამ­პა­ნი­ის დროს გა­ნაგ­რძო გას­ტრო­ლე­ბი ჯგუფ­თან ერ­თად და აშარ­ჟებ­და თა­ვის ოპო­ნენ­ტებს.

ზე­ლენ­სკის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი, პეტ­რო პო­რო­შენ­კო, ცდი­ლობ­და თა­ვი­სი კონ­კუ­რენ­ტი წარ­მო­ე­ჩი­ნა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ახალ­ბე­და, რო­მელ­საც არა­ფე­რი ეს­მო­და პო­ლი­ტი­კის. თუმ­ცა პო­რო­შენ­კოს ეს მცდე­ლო­ბე­ბი უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა, ზე­ლენ­სკიმ არ­ჩევ­ნებ­ში დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ი­მარ­ჯვა და უკ­რა­ი­ნელ­თა ხმე­ბის 73,2% მი­ი­ღო. პრე­ზი­დენ­ტის ფიცი 2019 წლის 20 მა­ისს დადო.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ შე­იქ­მნა იმი­ჯი კა­ცი­სა, რო­მე­ლიც იბ­რძვის კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის მი­მართ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო პერ­სო­ნა­ჟის მსგავ­სი იყო. პერ­სო­ნა­ჟის მსგავ­სად, რე­ა­ლუ­რა­დაც, ზე­ლენ­სკიმ პი­რო­ბა დადო, რომ ბო­ლოს მო­უ­ღებ­და კო­რუფ­ცი­ას უკ­რა­ი­ნა­ში.

"ვინ ვართ ჩვენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის? კლო­უ­ნე­ბი, მარ­თა­ლია. მე კლო­უ­ნი ვარ, შენ კლო­უ­ნი ხარ, 40 მი­ლი­ო­ნი კლო­უ­ნია“, - ეუბ­ნე­ბა ერთ-ერთ სცე­ნა­ში ზე­ლენ­სკის გმი­რი ტაქ­სის მძღოლს.

რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ზე­ლენ­სკიმ თქვა, რომ იპო­ვი­და გზას აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სე­პა­რა­ტის­ტებ­თან რვაწ­ლი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად. თავ­და­პირ­ვე­ლად, ცდი­ლობ­და პუ­ტინ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას, მაგ­რამ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა ვერ მო­ხერ­ხდა.

გა­სულ წელს, კო­რო­ნა­ვირუ­სის კრი­ზი­სის დროს, ზე­ლენ­სკიმ პრო­რუ­სუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მი­მართ უფრო მკაც­რი პო­ზი­ცია გა­მო­ი­ჩი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუკს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც "პუ­ტი­ნის კაცი უკ­რა­ი­ნა­ში.“ რუ­სეთ­მა სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც ზე­ლენ­სკიმ მედ­ვედ­ჩუკ­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

  • ოჯა­ხი

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ქა­ლაქ კრი­ვოი-როგ­ში, 1978 წლის 25 იან­ვარს და­ი­ბა­და, ზე­ლენ­სკის მშობ­ლე­ბი ებ­რა­ე­ლე­ბი არი­ან. და­ამ­თავ­რა კი­ე­ვის ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ოლე­ნა ზე­ლენ­სკა­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს - გო­გო­ნა ოლექ­სან­დრა და ვაჟი - კი­რი­ლი.

უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლე­დიც იმა­ვე ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და, სა­დაც ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი, ის და მისი მო­მა­ვა­ლი ქმა­რი სკო­ლე­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეხ­ვდნენ, რო­დე­საც ოლე­ნა კრი­ვოი-რო­გის ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ჟი­ნე­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და.

"ამ ფო­ტო­ში ყვე­ლა­ფე­რია რაც მჭირ­დე­ბა - ბევ­რი მზე, ჩვენ ერ­თად და შენი ღი­მი­ლი", - წერს "ინ­სტაგ­რამ­ზე" ოლე­ნა ზე­ლენ­სკა

და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ერ­თმა­ნეთს 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ, ხოლო 2005 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნეს.

უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლე­დი­სა და პრე­ზი­დენ­ტის ქორ­წი­ლის ფოტო

მე­დი­ის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლედი თავ­და­პირ­ვე­ლად წი­ნა­აღ­მდე­გი ყო­ფი­ლა მისი ქმრის პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და მას, როცა საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ას იწყებ­და, თუმ­ცა ოლე­ნა ახლა ამ­ბობს, რომ ის უპირ­ვე­ლე­სად არის თა­ვი­სი ქმრის მხარ­დამ­ჭე­რი.

"რო­დე­საც მი­თხრა, რომ ეს მოხ­დე­ბო­და, უკვე მზად ვი­ყა­ვი მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში. მე შე­მეძ­ლო მის­თვის გან­წყო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა, დაბ­რკო­ლე­ბის შექ­მნა, მაგ­რამ ეს არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი“, - ამ­ბობ­და ოლე­ნა.

ოლე­ნა ზე­ლენ­სკის "ინ­სტაგ­რამ­ზე" არა­ერ­თი პოს­ტი აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მის მე­უღ­ლეს ეძღვნე­ბა. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე კი ასე­თი მი­ნა­წე­რია:

"იცით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ აქ მე მი­ყუ­რებს, იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თვის ასე მი­ყუ­რებს. ყვე­ლა ქალს ვუ­სურ­ვებ, რომ ასე­თი თვა­ლე­ბით უმ­ზერ­დნენ, რად­გა­ნაც ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მხო­ლოდ ის, ვი­საც გულ­წრფე­ლად უყ­ვარს.

მე ყო­ველ­თვის ვგრძნობ შენს სიყ­ვა­რულს და სა­ნამ ასე მი­ყუ­რებ, არაფ­რის მე­ში­ნია", - წერს ოლე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
73%
149

ეიროს მოღალატე გაწირა უბრალო უკრაინელები ომისთვის და სიკვდილისთვის რამდენი ახალგაზრდის სისხლი დაიღვრება ამ კლუონს გამო ?(((

grisha
42

მთავრობას მინდა ვთხოვო მოვთხოვო, ეს ალტ ინფო გათიშოს, გადართეთ და ნახეთ მთელი საღამო იმას ლაპარაკობენ რა სწრაფად აიღებს რუსეთი უკრაინას. და ატრიალებენ ვიდეოს კადიროვის ჯარისკაცი როგორ კიდებს კადიროვის დროშას რომელიღაც ღობის თავზე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სანამ ასე მიყურებ, არაფრის მეშინია" - ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლი, ოჯახი, ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები და არაორდინალური გზა პრეზიდენტობამდე

"სანამ ასე მიყურებ, არაფრის მეშინია" - ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლი, ოჯახი, ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები და არაორდინალური გზა პრეზიდენტობამდე

უკრაინა დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ომის მოვლენათა ეპიცენტრში. მედიაში წერენ, რომ რამდენიმე წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, თუ მსახიობი, რომელიც კომედიური ჟანრის სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი იყო, ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდებოდა.

44 წლის ზელენსკის საზოგადოების ნაწილი მამაც ლიდერს უწოდებს, რომელიც მიუხედავად უკრაინაში შექმნილი ვითარებისა, სიმშვიდეს ინარჩუნებს, მოქალაქეებს ამშვიდებს, ცდილობს, პანიკა არ დათესოს და დასავლელ კოლეგებსა და სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებსაც მოუწოდებს მსგავსი ქმედებისკენ.

"ჩვენ არ გვჭირდება ომი, არც ცივი ომი, არც ცხელი ომი, არც ჰიბრიდული“, - ამბობს პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური გზა არ ყოფილა ჩვეულებრივი და თითქმის არაფრით ჰგავდა სხვა ლიდერების კარიერას. როდესაც ის საზოგადოების წინაშე უკრაინის პრეზიდენტად წარსდგა, მაშინ ყველაფერი მხოლოდ თამაში და სატელევიზიო როლი იყო, თუმცა მალე კომედიური ჟანრის კინოროლი ზელენსკის რელობად ექცა.

2019 წლის აპრილში ის მართლაც გახდა უკრაინის პრეზიდენტი და ახლა 44-მილიონიანი ქვეყნის ლიდერია, რომელიც ომშია რუსეთთან.

  • "ხალხის მსახური"

სატელევიზიო კომედიური ჟანრის შოუს, რომელმაც ზელენსკის პოპულარობა მოუტანა, "ხალხის მსახური“ ერქვა, მოგვიანებით, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, პარტიასაც ეს სახელი უწოდა. შოუში ზელენსკი ასრულებდა ისტორიის მასწავლებლის როლს, რომელიც შემთხვევით გახდა პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც ინტერნეტში კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მისი ვიდეო გავრცელდა.

ეს იყო ზღაპრული ამბავი, რომელმაც პოლიტიკოსებით იმედგაცრუებულ უკრაინელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

პროფესიით სამართალმცოდნეა, თუმცა კომიკოსობა მისი მოწოდება იყო. ადრეულ წლებში რეგულარულად მონაწილეობდა Russian TV-ის კომედიურ შოუში. 2003 წელს სატელევიზიო საპროდიუსერო კომპანია, სახელად Kvartal 95 დააარსა.

კომპანია ქმნიდა პროდუქტს უკრაინული არხისთვის -1+1, რომლის მფლობელმა, მილიარდერმა კოლომოისკიმ მოგვიანებით ზელენსკის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს მხარი დაუჭირა.

სატელევიზო შოუში "ხალხის მსახური" ვოლოდიმირ ზელენსკის პერსონაჟი ვასილ გოლობოროდკო იყო. ზელენსკის ამ პერსონაჟმა წარმოუდგენელი პოპულარობა მოუტანა და მისი, როგორც მსახიობის კარიერაში ყველა მნიშვნელოვან როლად იქცა. ამ პერიოდში ის "ინსტაგრამის" ვარსკვლავი გახდა და უკვე ჰყავდა მილიონობით გამომწერი. მისმა პლატფორმამ სოციალურ ქსელებში საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც დიდი როლი ითამაშა.

ზელენსკის "ინსტაგრამზე" 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს

მისი საპრეზიდენტო კამპანია არაორდინალური და ყველასგან განსხვავებული იყო - კამპანიის დროს განაგრძო გასტროლები ჯგუფთან ერთად და აშარჟებდა თავის ოპონენტებს.

ზელენსკის მთავარი ოპონენტი, პეტრო პოროშენკო, ცდილობდა თავისი კონკურენტი წარმოეჩინა, როგორც პოლიტიკური ახალბედა, რომელსაც არაფერი ესმოდა პოლიტიკის. თუმცა პოროშენკოს ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა, ზელენსკიმ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და უკრაინელთა ხმების 73,2% მიიღო. პრეზიდენტის ფიცი 2019 წლის 20 მაისს დადო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიქმნა იმიჯი კაცისა, რომელიც იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ. მისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ, სატელევიზიო პერსონაჟის მსგავსი იყო. პერსონაჟის მსგავსად, რეალურადაც, ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ბოლოს მოუღებდა კორუფციას უკრაინაში.

"ვინ ვართ ჩვენ პოლიტიკოსებისთვის? კლოუნები, მართალია. მე კლოუნი ვარ, შენ კლოუნი ხარ, 40 მილიონი კლოუნია“, - ეუბნება ერთ-ერთ სცენაში ზელენსკის გმირი ტაქსის მძღოლს.

როდესაც პრეზიდენტი გახდა, ზელენსკიმ თქვა, რომ იპოვიდა გზას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტებთან რვაწლიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად. თავდაპირველად, ცდილობდა პუტინთან დიპლომატიური კავშირის დამყარებას, მაგრამ საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა.

გასულ წელს, კორონავირუსის კრიზისის დროს, ზელენსკიმ პრორუსული უკრაინული პოლიტიკური ძალების მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია გამოიჩინა, განსაკუთრებით ეს ეხება ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც ცნობილია, როგორც "პუტინის კაცი უკრაინაში.“ რუსეთმა სამხედრო ძალების მობილიზაცია უკრაინის გარშემო დაიწყო მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მედვედჩუკსა და მასთან დაკავშირებულ ტელევიზიებს სანქციები დაუწესა.

  • ოჯახი

ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ კრივოი-როგში, 1978 წლის 25 იანვარს დაიბადა, ზელენსკის მშობლები ებრაელები არიან. დაამთავრა კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით.

უკრაინის პრეზიდენტი ოლენა ზელენსკაზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს - გოგონა ოლექსანდრა და ვაჟი - კირილი.

უკრაინის პირველი ლედიც იმავე ქალაქში დაიბადა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი, ის და მისი მომავალი ქმარი სკოლელები იყვნენ, თუმცა ერთმანეთს არ იცნობდნენ და მოგვიანებით შეხვდნენ, როდესაც ოლენა კრივოი-როგის ეროვნულ უნივერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

"ამ ფოტოში ყველაფერია რაც მჭირდება - ბევრი მზე, ჩვენ ერთად და შენი ღიმილი", - წერს "ინსტაგრამზე" ოლენა ზელენსკა

დაქორწინებამდე ერთმანეთს 8 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, ხოლო 2005 წელს ოფიციალურად იქორწინეს.

უკრაინის პირველი ლედისა და პრეზიდენტის ქორწილის ფოტო

მედიის ცნობით, უკრაინის პირველი ლედი თავდაპირველად წინააღმდეგი ყოფილა მისი ქმრის პოლიტიკაში ჩართვის და ეწინააღმდეგებოდა მას, როცა საპრეზიდენტო კამპანიას იწყებდა, თუმცა ოლენა ახლა ამბობს, რომ ის უპირველესად არის თავისი ქმრის მხარდამჭერი.

"როდესაც მითხრა, რომ ეს მოხდებოდა, უკვე მზად ვიყავი მცირე ცვლილებებისთვის ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში. მე შემეძლო მისთვის განწყობის გაფუჭება, დაბრკოლების შექმნა, მაგრამ ეს არ იქნებოდა სწორი“, - ამბობდა ოლენა.

ოლენა ზელენსკის "ინსტაგრამზე" არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული, რომელიც მის მეუღლეს ეძღვნება. ერთ-ერთ ფოტოზე კი ასეთი მინაწერია:

"იცით, დარწმუნებული ვარ, რომ აქ მე მიყურებს, იმიტომ, რომ ყოველთვის ასე მიყურებს. ყველა ქალს ვუსურვებ, რომ ასეთი თვალებით უმზერდნენ, რადგანაც ასე გამოიყურება მხოლოდ ის, ვისაც გულწრფელად უყვარს.

მე ყოველთვის ვგრძნობ შენს სიყვარულს და სანამ ასე მიყურებ, არაფრის მეშინია", - წერს ოლენა.