მომღერალი ნათია თოდუა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, სოციალურ ქსელში უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება.
ნათია თოდუა:
"მე ვარ ნათია თოდუა, 25 წლის, ჯერ ისევ დევნილი აფხაზეთიდან…
ჩემთვის ალბათ ყველაზე გაურკვეველი შეგრძნება და შინაგანი ქაოსია ამ სტატუსით ცხოვრება.
თითქოს სადღაც ხარ, მაგრამ რეალურად არსად არ ხარ, რადგან შენი სახლის კარი შენთვის აღარ არის ღია!
დღეს ისევ დაიწყო ნადირობა. მის “უდიდებულესობას” მოუნდა უფრო მეტი, კიდევ მეტი და საერთოდ უსასრულობა, რა ვერ გავიგეთ?!
ეს არის არა რუსების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “პუტინის ომი” და ის ამ ომს წააგებს!
#არადევნილობას #არაომს
ძალა სიყვარულშია".
ხალხს ისიც არ ესმის რომ დევნილობაში ყოველთვის შეიძლება იმყოფებოდე.. თუკი აპროტესტებ შენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს...
იმათ, ვინც წერს, რატომ არის 25 წლის გოგო დევნილი, როცა ომი 29 წლის წინ დამთავრდა, მინდა ვუთხრა: 1998 წლის გალის ომი დაგავიწყდათ, ,,გენიოსებო''? როცა მოღალატე შევარდნაძემ გალის რაიონი ურუსებს სისხლით გადაუფორმა, ზუსტად 26 მაისს, რათა ეს დღე მიზანმიმართულად დაეკნინებინა. აბა, გაგინათდათ გონება? ძალიან ბევრი რამ გავიწყდებათ და ალბათ მალე იტყვით, რო 2008 წლის ომი საერთოდ არ მომხდარა.