პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონია და კანადა რუსეთს სანქციებს უწესებენ
იაპონია და კანადა რუსეთს სანქციებს უწესებენ

ია­პო­ნია და კა­ნა­და რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში მისი ქმე­დე­ბე­ბის გამო სან­ქცი­ებს უწე­სე­ბენ.

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ფუ­მიო კი­ში­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ სან­ქცი­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს ია­პო­ნი­ა­ში რუ­სუ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბის აკ­რძალ­ვას, გარ­კვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას და ასე­ვე ია­პო­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­ზღუდ­ვას.

"რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი აშ­კა­რად აზი­ა­ნებს უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონს. ჩვენ კი­დევ ერთხელ ვაკ­რი­ტი­კებთ ამ ნა­ბი­ჯებს და მკაც­რად მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს და­უბ­რუნ­დეს დიპ­ლო­მა­ტი­ურ გან­ხილ­ვებს", - თქვა მან. „სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლია და გა­ვაგ­რძე­ლებთ მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას,”- აღ­ნიშ­ნა ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ­მა.

მისი თქმით, სან­ქცი­ე­ბის დე­ტა­ლე­ბი და­მუ­შავ­დე­ბა და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნა­დის მიერ გა­მო­ცე­მულ სან­ქცი­ებს, ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ჯას­ტინ ტრუ­დოს თქმით, მისი მთავ­რო­ბა კა­ნა­დე­ლებს აუკ­რძა­ლავს ყვე­ლა­ნა­ირ ფი­ნან­სურ ურ­თი­ერ­თო­ბას ე.წ. "და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან" ლუ­განსკთან და დო­ნეცკ­თან.

კა­ნა­და ასე­ვე აწე­სებს სან­ქცი­ებს რუ­სე­თის სუ­ვე­რე­ნულ ვალ­ზე. ტრუ­დომ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მთავ­რო­ბა სან­ქცი­ებს და­უ­წე­სებს იმ რუს პარ­ლა­მენ­ტა­რებს, რომ­ლებ­მაც დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ე.წ. „და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის“ აღი­ა­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მის­ცეს ხმა.

"კა­ნა­და და­მა­ტე­ბით სან­ქცი­ებს გა­მო­ი­ყე­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ორი რუ­სუ­ლი ბან­კის წი­ნა­აღ­მდეგ და მათ­თან ყვე­ლა­ნა­ირ ფი­ნან­სურ ურ­თი­ერ­თო­ბას შე­წყვეტს,“- გა­ნა­ცხა­და ტრუ­დომ.

კა­ნა­დის პრე­მი­ერ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„არ და­უშ­ვათ შეც­დო­მა: ეს არის შემ­დგო­მი შეჭ­რა სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ტრუ­დომ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaka
5

ვაიმე კანადაში აღარ შეუშვებენ რუსებს.... რა უბედურება დაატუყდათ

კაროჩე კანადაში კანადელებს აღარ უნდათ გაჩერება და რეებს ბოდავენ

112
9

კანადამ თავის მძღოლებს მიხედოს, რამდენი კვირაა სანქციებს აწყობენ

ავტორი:

იაპონია და კანადა რუსეთს სანქციებს უწესებენ

იაპონია და კანადა რუსეთს სანქციებს უწესებენ

იაპონია და კანადა რუსეთს უკრაინაში მისი ქმედებების გამო სანქციებს უწესებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ სანქციები ითვალისწინებს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, გარკვეული ფიზიკური პირების აქტივების გაყინვას და ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.

"რუსეთის ქმედებები აშკარად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს დაუბრუნდეს დიპლომატიურ განხილვებს", - თქვა მან. „სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და გავაგრძელებთ მასზე დაკვირვებას,”- აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

მისი თქმით, სანქციების დეტალები დამუშავდება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

რაც შეეხება კანადის მიერ გამოცემულ სანქციებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, მისი მთავრობა კანადელებს აუკრძალავს ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან" ლუგანსკთან და დონეცკთან.

კანადა ასევე აწესებს სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ტრუდომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა სანქციებს დაუწესებს იმ რუს პარლამენტარებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების სასარგებლოდ მისცეს ხმა.

"კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ორი რუსული ბანკის წინააღმდეგ და მათთან ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტს,“- განაცხადა ტრუდომ.

კანადის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების შესვლასთან დაკავშირებით.

„არ დაუშვათ შეცდომა: ეს არის შემდგომი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - აღნიშნა ტრუდომ.