სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის" - თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანზე
"სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის" - თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანზე

"სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბაც რომ მი­უ­სა­ჯონ, ტკი­ვილს ვე­რა­ფე­რი წა­მიშ­ლის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო გა­მოც­დი­ლე­ბაა, მაგ­რამ სა­მარ­თალ­მა უნდა იზე­ი­მოს" - ამის შე­სა­ხებ საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა თამ­თა თო­და­ძემ, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფილ დე­პუ­ტატს ილია ჯიშ­კა­რი­ანს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

თამ­თა თო­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში დევს უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჯიშ­კა­რი­ა­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბას ადას­ტუ­რებს, მათ შო­რის მის კა­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბი და სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე. მი­სი­ვე თქმით, ის ფაქ­ტი, რომ ჯიშ­კა­რი­ანს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, სრუ­ლი აბ­სურ­დია.

,"დღეს მო­ვის­მი­ნე ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის მიერ შე­თხზუ­ლი, სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი რე­ა­ლო­ბა. მის მიერ მა­ნამ­დე მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა გან­სხვავ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბი­სა­გან, რაც ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი და­კი­თხვის პრო­ცე­სის და­ხურ­ვას, ჩემი და­კი­თხვა დავ­ხუ­რე არ­სე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფო­ნის გამო, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­და­ვი­ტა­ნე იმ პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლაფ­რის ხე­ლახ­ლა გახ­სე­ნე­ბა და ის ფაქ­ტი, რომ ჯიშ­კა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და დარ­ბაზ­ში ჩემ­თვის არ იყო მარ­ტი­ვი. თუმ­ცა, ამ პრო­ცე­სის აუ­დი­ო­მა­სა­ლა არ­სე­ბობს, მო­სა­მარ­თლე იქ იყო და ის­მენ­და ყვე­ლა­ფერს. მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი­სა­გან მო­ვის­მი­ნე გან­ცხა­დე­ბა თით­ქოს ავიხ­ლარ­თე რა­ღა­ცებ­ში და პრო­ცე­სი იმი­ტომ დავ­ხუ­რე, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. მზად ვარ ჩემი და­კი­თხვის აუ­დი­ო­მა­სა­ლა გა­სა­ჯა­როვ­დეს, მე არა­ფე­რი არ მაქვს და­სა­მა­ლი, ის ფაქ­ტი, რომ ამ ადა­მი­ან­მა ჩემ­ზე იძა­ლა­და, მო­რა­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ცალ­კე სი­მარ­თლეა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად და­ვამ­ტკი­ცებ.

საქ­მე­ში დევს უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის ჩემს კა­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბი, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე. ის ფაქ­ტი, რომ მე მას ვურ­ტყამ­დი, სრუ­ლი აბ­სურ­დია, ადა­მი­ა­ნი მაბ­რა­ლებს, რომ ალ­კოჰო­ლიზ­მის სინ­დრო­მი მქონ­და, აქეთ და­ვეს­ხი თავს და ვი­ძა­ლა­დე მას­ზე. თუ ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად ვნა­ხავ­დი მის გა­რე­შეც სამ­სა­ხურს.

გავ­დი­ო­დი ფსი­ქო­ლოგ­თან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას იმ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რაც მოხ­და. ძა­ლი­ან დიდი ტრავ­მა მო­მა­ყე­ნა ამ ადა­მი­ან­მა. მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბაც რომ მი­უ­სა­ჯონ ტკი­ვილს ვე­რა­ფე­რი ვერ წა­მიშ­ლის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო გა­მოც­დი­ლე­ბაა, მაგ­რამ სა­მარ­თალ­მა უნდა იზე­ი­მოს. ჩემი მო­ლო­დი­ნია, რომ დად­გე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი და რა­საც ეს მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ“, - აღ­ნიშ­ნა თამ­თა თო­და­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ის­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფილ მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს, 2019 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, მისი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ბი­უ­როს სპე­ცი­ა­ლის­ტის, თამ­თა თო­და­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა.

ჯიშ­კა­რი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
2

ხომ იჩივლა და პასუხისგებაში მიაცემინა, მორალურად გაანადგურა. ახლა რაღა უნდა, არ ყოფნის? ისედაც პროვოკაციის სუნი ასდის ამ ამბავს. თურმე ისეთი ტრავმირებულია, რომ...

ვერაა აი
3

სამუდამო მოუნდა,კაცს კლავენ და იმას არ აძლევენ სამუდამოს,რეებს მიედმოედები

ავტორი:

"სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის" - თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანზე

"სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის" - თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანზე

"სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს" - ამის შესახებ საკრებულოს ყოფილმა თანამშრომელმა თამთა თოდაძემ, რომელიც საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თამთა თოდაძის განცხადებით, საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ჯიშკარიანის ბრალეულობას ადასტურებს, მათ შორის მის კაბაზე არსებული ბიოლოგიური მასალები და სამხარაულის ექსპერტიზა ფიზიკურ ძალადობაზე. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ჯიშკარიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სრული აბსურდია.

,"დღეს მოვისმინე ილია ჯიშკარიანის მიერ შეთხზული, სრულიად აბსურდული რეალობა. მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება განსხვავდება სასამართლოში მიცემული ჩვენებისაგან, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეეხება ჩემი დაკითხვის პროცესის დახურვას, ჩემი დაკითხვა დავხურე არსებული ემოციური ფონის გამო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გადავიტანე იმ პერიოდში, ყველაფრის ხელახლა გახსენება და ის ფაქტი, რომ ჯიშკარიანი იქნებოდა დარბაზში ჩემთვის არ იყო მარტივი. თუმცა, ამ პროცესის აუდიომასალა არსებობს, მოსამართლე იქ იყო და ისმენდა ყველაფერს. მარიამ კუბლაშვილისაგან მოვისმინე განცხადება თითქოს ავიხლართე რაღაცებში და პროცესი იმიტომ დავხურე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მზად ვარ ჩემი დაკითხვის აუდიომასალა გასაჯაროვდეს, მე არაფერი არ მაქვს დასამალი, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა ჩემზე იძალადა, მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა ცალკე სიმართლეა, რომელსაც აუცილებლად დავამტკიცებ.

საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, მათ შორის ჩემს კაბაზე არსებული მისი ბიოლოგიური მასალები, სამხარაულის ექსპერტიზა ფიზიკურ ძალადობაზე. ის ფაქტი, რომ მე მას ვურტყამდი, სრული აბსურდია, ადამიანი მაბრალებს, რომ ალკოჰოლიზმის სინდრომი მქონდა, აქეთ დავესხი თავს და ვიძალადე მასზე. თუ ილია ჯიშკარიანი არ იქნებოდა, აუცილებლად ვნახავდი მის გარეშეც სამსახურს.

გავდიოდი ფსიქოლოგთან რეაბილიტაციას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა. ძალიან დიდი ტრავმა მომაყენა ამ ადამიანმა. მას სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ ტკივილს ვერაფერი ვერ წამიშლის, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემი მოლოდინია, რომ დადგება სამართლიანი განაჩენი და რასაც ეს მუხლი ითვალისწინებს, გათვალისწინებული იქნება ამ ადამიანის მიმართ“, - აღნიშნა თამთა თოდაძემ.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.