კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომავალი 7 წლის განმავლობაში "ლიბერთი ბანკს" ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს ჩუქნიან" - რომან გოცირიძე
"მომავალი 7 წლის განმავლობაში "ლიბერთი ბანკს"  ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს ჩუქნიან" - რომან გოცირიძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე აცხა­დებს, რომ მო­მა­ვა­ლი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში “ლი­ბერ­თი ბანკს” ყო­ველ­წლი­უ­რად ბი­უ­ჯე­ტი­დან 15 მი­ლი­ონ ლარს ჩუქ­ნი­ან.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ თან­ხას ჩვე­ნი ჯი­ბი­დან ჩუქ­ნი­ან, ბან­კის და მთავ­რო­ბის ლო­ბის­ტი “ექ­სპერ­ტე­ბი”კი ამის გა­სა­მარ­თლებ­ლად რიგ­ში ჩად­გნენ.

"არა­ვი­თა­რი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ტენ­დე­რი არ იქ­ნე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ 1,2 მი­ლი­ო­ნი კლი­ენ­ტი და 4 მი­ლარდ ლა­რამ­დე ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი დარ­ჩე­ბა “ლი­ბერ­თი ბანკს” და რას დათ­მობს ამის სა­ნაც­ვლოდ? წლი­უ­რი სა­შუ­ა­ლო 30,6 პრო­ცენ­ტი­ა­ნი სეს­ხი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სათ­ვის და­ი­წევს 26 პრო­ცენ­ტამ­დე. ამ ბან­კი­დან სეს­ხებს მხო­ლოდ პენ­სი­ო­ნე­რე­ბი არ იღე­ბენ, უამ­რა­ვი სხვა მსეს­ხე­ბე­ლიც ჰყავს, ასე­ვე მხო­ლოდ პენ­სი­ე­ბის თან­ხე­ბი არ არის მისი საკ­რე­დი­ტო რე­სურ­სე­ბის წყა­რო, საკ­მა­ოდ დიდი სა­დე­პო­ზი­ტო ბაზა აქვს. რომ არა პენ­სი­ე­ბის და­რი­გე­ბა, ეს ბან­კი იქ­ნე­ბო­და ერთი პა­ტა­რა საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბა.

ამ ბანკს ბან­კად აქ­ცევს სწო­რე­დაც რომ პენ­სი­ო­ნე­რე­ბი. პენ­სი­ე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბე­ბის ზრდას­თან ერ­თად ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბო­და ბან­კის მო­გე­ბა და პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სათ­ვის სეს­ხის პრო­ცენ­ტის მცი­რე ოდე­ნო­ბით შემ­ცი­რე­ბა ბან­კის მო­გე­ბას იმ ზო­მით ვერ შე­ამ­ცი­რებ­და, რომ მცი­რე­ო­დე­ნი ეჭ­ვიც გა­ჩე­ნო­დათ, უღირ­დათ თუ არა პენ­სი­ე­ბის გა­ცე­მის ორ­გა­ნი­ზე­ბა. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ პენ­სი­ე­ბის ირ­გვლივ წა­მო­წყე­ბულ­მა პო­პუ­ლის­ტურ­მა აქ­ტი­უ­რო­ბამ( პირ­ველ რიგ­ში სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ი­დან) დიდი, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ლუკ­მა ჩა­უგ­დო ხელ­ში „ლი­ბერ­თი ბანკს“. სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღეთ ის, რაც რუ­სე­თის მთავ­რო­ბის მე­თა­ურს ვიქ­ტორ ჩერ­ნო­მირ­დინს წა­მოს­ცდა ერთხელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე: “გვინ­დო­და რო­გორც უკე­თე­სად, მი­ვი­ღეთ რო­გორც ყო­ველ­თვის”, - აცხა­დებს რო­მან გო­ცი­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
0

კუპონამ ეკონომიკის რაღაც-რაღაცეები იცის, განსაკუთრებით საბჭოთა და იმ ეპოქის ეკონომიკის, მაგრამ როცა შეგიძლია მსგავს ფაქტებზე და მოვლენებზე სხვადასხვა დროს პირადი დაჭიროების მიხედვით ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები აკეთო, ეს ტაკიმასხარაობაა

ალექს
0

საბანკო კარტელის ლობია ეს ბატონი და არა ნაძმოსი , თუმც შეთავსებული აქვს !

ავტორი:

"მომავალი 7 წლის განმავლობაში "ლიბერთი ბანკს" ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს ჩუქნიან" - რომან გოცირიძე

"მომავალი 7 წლის განმავლობაში "ლიბერთი ბანკს"  ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს ჩუქნიან" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მომავალი 7 წლის განმავლობაში “ლიბერთი ბანკს” ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს ჩუქნიან.

მისივე თქმით, აღნიშნულ თანხას ჩვენი ჯიბიდან ჩუქნიან, ბანკის და მთავრობის ლობისტი “ექსპერტები”კი ამის გასამართლებლად რიგში ჩადგნენ.

"არავითარი კონკურენტული ტენდერი არ იქნება, საბოლოოდ 1,2 მილიონი კლიენტი და 4 მილარდ ლარამდე ფინანსური რესურსი დარჩება “ლიბერთი ბანკს” და რას დათმობს ამის სანაცვლოდ? წლიური საშუალო 30,6 პროცენტიანი სესხი პენსიონერებისათვის დაიწევს 26 პროცენტამდე. ამ ბანკიდან სესხებს მხოლოდ პენსიონერები არ იღებენ, უამრავი სხვა მსესხებელიც ჰყავს, ასევე მხოლოდ პენსიების თანხები არ არის მისი საკრედიტო რესურსების წყარო, საკმაოდ დიდი სადეპოზიტო ბაზა აქვს. რომ არა პენსიების დარიგება, ეს ბანკი იქნებოდა ერთი პატარა საკრედიტო დაწესება.

ამ ბანკს ბანკად აქცევს სწორედაც რომ პენსიონერები. პენსიების და სოციალური შემწეობების ზრდასთან ერთად ყოველწლიურად იზრდებოდა ბანკის მოგება და პენსიონერებისათვის სესხის პროცენტის მცირე ოდენობით შემცირება ბანკის მოგებას იმ ზომით ვერ შეამცირებდა, რომ მცირეოდენი ეჭვიც გაჩენოდათ, უღირდათ თუ არა პენსიების გაცემის ორგანიზება. პოლიტიკოსების მიერ პენსიების ირგვლივ წამოწყებულმა პოპულისტურმა აქტიურობამ( პირველ რიგში სახელისუფლებო პარტიიდან) დიდი, გარანტირებული ლუკმა ჩაუგდო ხელში „ლიბერთი ბანკს“. საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც რუსეთის მთავრობის მეთაურს ვიქტორ ჩერნომირდინს წამოსცდა ერთხელ ხელისუფლების ქმედებებზე: “გვინდოდა როგორც უკეთესად, მივიღეთ როგორც ყოველთვის”, - აცხადებს რომან გოცირიძე.