პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს საელჩო კიევში გადასულია საგანგებო რეჟიმზე... მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ" - საგარეო უწყება
"საქართველოს საელჩო კიევში გადასულია საგანგებო რეჟიმზე... მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ" - საგარეო უწყება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ სა­ელ­ჩო კი­ევ­ში და სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

„სა­ქარ­თვე­ლო ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. ჩვენ მუდ­მივ კავ­შირ­ზე ვრჩე­ბით, რო­გორც უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებ­თან, ასე­ვე ჩვენს პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან.

უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცი­ის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ქ. კი­ევ­ში და გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი ქ.ოდე­სა­ში, ქ. დო­ნეცკ­ში (რე­ზი­დენ­ცი­ით კი­ე­ვი) გა­და­სუ­ლი არი­ან მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე.

უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 ამას­თან სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი მუდ­მივ რე­ჟიმ­ში კონ­ტაქ­ტზე არი­ან ად­გილ­ზე მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და მო­უ­წო­დე­ბენ მათ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ შექ­მნი­ლი რთუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აშშ, ევ­რო­კავ­ში­რის წვე­რი ქვეყ­ნე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ტო­ვონ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს კავ­შირ­ზე დარ­ჩნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან რო­გორც ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის, ისე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ლო­ჯის­ტი­კუ­რი და სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­და­ჭე­რის­თვის“, - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
2

დავრეკეთ და წავედით საქართველოში საშინელება მოხდება 

დგ
2

ომი არც 20 თებევლამდე იქნება და არც შემდგომ

ავტორი:

"საქართველოს საელჩო კიევში გადასულია საგანგებო რეჟიმზე... მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ" - საგარეო უწყება

"საქართველოს საელჩო კიევში გადასულია საგანგებო რეჟიმზე... მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ" - საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ საელჩო კიევში და საკონსულოები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან.

უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 ამასთან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.

როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წვერი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.