პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მან დედ-მამა "ვინჩესტერით" დამიხოცა... არადა, თავის დროზე ჩემმა მშობლებმა შეიფარეს, ენდობოდნენ" - შემზარავი დანაშაულის დეტალები და ინტერვიუ მოკლულების შვილთან
"მან დედ-მამა "ვინჩესტერით" დამიხოცა... არადა, თავის დროზე ჩემმა მშობლებმა შეიფარეს, ენდობოდნენ" - შემზარავი დანაშაულის დეტალები და ინტერვიუ მოკლულების შვილთან

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კონ­დოლ­ში ცოლ-ქმა­რი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა სოფ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ფერ­მა­ში მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია პირი, რო­მე­ლიც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მწყემ­სად მუ­შა­ობ­და.

სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი ჯი­ბი­აშ­ვი­ლი და მაკა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კუ­ჭა­ტა­ნი­დან არი­ან. ცხედ­რე­ბი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ მი­ას­ვე­ნეს.

ბრალ­დე­ბუ­ლის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. AMBEBI.GE მოკ­ლუ­ლი ცოლ-ქმრის ვაჟს, გიგა ჯი­ბი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ჩემი მშობ­ლე­ბის მკვლე­ლი, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და, სა­გა­რე­ჯო­ე­ლია. ის ჩემ­მა მშობ­ლებ­მა შე­ი­ფა­რეს და თა­ვის­თან აცხოვ­რებ­დნენ კონ­დოლ­ში. ის ახლა გაქ­ცე­უ­ლია და სა­დღაც იმა­ლე­ბა. პო­ლი­ცია გვე­უბ­ნე­ბა, სა­ზღვარს ვერ გა­დაკ­ვეთ­დაო, აქვე იქ­ნე­ბა სად­მე გა­ხიზ­ნუ­ლიო.

მკვლე­ლო­ბამ­დე ჩვე­ნებ­თან ცხოვ­რობ­და და არა­ვის არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვია მის­თვის. დიახ, მკვლე­ლო­ბა ფუ­ლის გამო მოხ­და, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო, ვერ იპო­ვა. მას ჩემი მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ენ­დო­ბოდ­ნენ. გიო რამ­დე­ნი­მე თვის მი­სუ­ლი იყო ჩვე­ნე­ბის სახ­ლში და სა­მი­ვე ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.

ჯი­ბი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი

რო­გორც გა­ვი­გე, ეს გიო ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი ყო­ფი­ლა ქურ­დო­ბა­ზე და სა­დღაც 37-38 წლი­საა. მან ჩემი მშობ­ლე­ბი "ვინ­ჩეს­ტე­რით" და­ხო­ცა, ჩემი და და­ა­ბა და მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბას აყუ­რე­ბი­ნა. შოკ­ში იყო ჩემი და, ახლა ცოტა გა­მო­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ასე გვე­უბ­ნე­ბო­და, ობ­ლად გა­ვი­ზარ­დეო, ავად­მყო­ფი და მყავს, სიმ­სივ­ნი­ა­ნიო. მკვლე­ლო­ბამ­დე 10 წუ­თით ადრე მა­მას ვე­ლა­პა­რა­კე.

ამის შემ­დეგ დე­დას ურე­კია ჩემ­თან, 15 წუ­თის მერე ვნა­ხე დე­დას ნა­რე­კი და თან მათ­თან გა­ვე­შუ­რე. მა­მას რომ ვე­ლა­პა­რა­კე, ამის მერე დატ­რი­ალ­და ყვე­ლა­ფე­რი. წინა დღეს იქ ვი­ყა­ვი და არა­ფე­რი შე­მიმ­ჩნე­ვია. რო­გორც ჩანს, მას წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა­ფე­რი. ეტყო­ბა დედა საშ­ვე­ლად რე­კავ­და ჩემ­თან, 50 მეტ­რი ჰქონ­და ნა­ხო­ხი იმ ად­გი­ლი­დან. მა­მას სახე აღარ აქვს დე­დას უკა­ნა მხა­რე აქვს გან­გრე­უ­ლი, იმ არა­კაცს ტყვია და კარ­ტე­ჟი აქვს მათ­თვის ნას­რო­ლი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავჭალიდან
9

ჩემის ღრმა რწმენით აქ რაღაცა სხვაშია საქმე აბა ასე ერთიანად ყოველღე მკვლელობა ოჯახის წევრი ოჯახის წევრს კლავს...

ვახო ხო
3

საღი გონებით ჩაიდინა მკვლელობა,აფექტში რომ ყოფილიყო გოგოსაც მოკლავდა,ამიტომ სამუდამო ამ ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მან დედ-მამა "ვინჩესტერით" დამიხოცა... არადა, თავის დროზე ჩემმა მშობლებმა შეიფარეს, ენდობოდნენ" - შემზარავი დანაშაულის დეტალები და ინტერვიუ მოკლულების შვილთან

"მან დედ-მამა "ვინჩესტერით" დამიხოცა... არადა, თავის დროზე ჩემმა მშობლებმა შეიფარეს, ენდობოდნენ" - შემზარავი დანაშაულის დეტალები და ინტერვიუ მოკლულების შვილთან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა.

სადისტურად მოკლული გიორგი ჯიბიაშვილი და მაკა ზურაბაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანიდან არიან. ცხედრები მშობლიურ სოფელში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მიასვენეს.

ბრალდებულის სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. AMBEBI.GE მოკლული ცოლ-ქმრის ვაჟს, გიგა ჯიბიაშვილს ესაუბრა:

- ჩემი მშობლების მკვლელი, როგორც თვითონ ამბობდა, საგარეჯოელია. ის ჩემმა მშობლებმა შეიფარეს და თავისთან აცხოვრებდნენ კონდოლში. ის ახლა გაქცეულია და სადღაც იმალება. პოლიცია გვეუბნება, საზღვარს ვერ გადაკვეთდაო, აქვე იქნება სადმე გახიზნულიო.

მკვლელობამდე ჩვენებთან ცხოვრობდა და არავის არაფერი შეუმჩნევია მისთვის. დიახ, მკვლელობა ფულის გამო მოხდა, მაგრამ ვერ მოასწრო, ვერ იპოვა. მას ჩემი მშობლები ყველანაირად ენდობოდნენ. გიო რამდენიმე თვის მისული იყო ჩვენების სახლში და სამივე ერთად ცხოვრობდნენ.

ჯიბიაშვილების ოჯახი

როგორც გავიგე, ეს გიო ადრე ნასამართლევი ყოფილა ქურდობაზე და სადღაც 37-38 წლისაა. მან ჩემი მშობლები "ვინჩესტერით" დახოცა, ჩემი და დააბა და მშობლების მკვლელობას აყურებინა. შოკში იყო ჩემი და, ახლა ცოტა გამოვიდა მდგომარეობიდან. ასე გვეუბნებოდა, ობლად გავიზარდეო, ავადმყოფი და მყავს, სიმსივნიანიო. მკვლელობამდე 10 წუთით ადრე მამას ველაპარაკე.

ამის შემდეგ დედას ურეკია ჩემთან, 15 წუთის მერე ვნახე დედას ნარეკი და თან მათთან გავეშურე. მამას რომ ველაპარაკე, ამის მერე დატრიალდა ყველაფერი. წინა დღეს იქ ვიყავი და არაფერი შემიმჩნევია. როგორც ჩანს, მას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ყველაფერი. ეტყობა დედა საშველად რეკავდა ჩემთან, 50 მეტრი ჰქონდა ნახოხი იმ ადგილიდან. მამას სახე აღარ აქვს დედას უკანა მხარე აქვს განგრეული, იმ არაკაცს ტყვია და კარტეჟი აქვს მათთვის ნასროლი.