პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანზორ ჩუბინიძე პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს: ჭკუაზე მოდი, ჩვენებას თუ მისცემ, საქმე ჩამოგვეშლებაო" - ბექა ბასილაია
"ანზორ ჩუბინიძე პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს: ჭკუაზე მოდი, ჩვენებას თუ მისცემ, საქმე ჩამოგვეშლებაო" - ბექა ბასილაია

ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის ჩვე­ნე­ბით, ცალ­სა­ხად და­დას­ტურ­დე­ბო­და, რომ სა­ა­კაშ­ვილს და ჯა­ნა­ში­ას და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ - ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ბა­რეს და უთხრეს: შენ, ჭკუ­ა­ზე მოდი. ჩვე­ნე­ბას თუ მის­ცემ, ეს საქ­მე ჩა­მოგ­ვეშ­ლე­ბა, მო­ვი­ფიქ­როთ თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი მი­ზე­ზი“- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბექა ბა­სი­ლა­ია ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს „მხდალ უფ­როსს“ უწო­დებს და გან­მარ­ტავს, რომ ის უარს ამ­ბობს ისა­უბ­როს სი­მარ­თლე სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე.

“ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ მის­ცა ინ­ტერ­ვიუ, რომ სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხად­დე­ბო­და. ეს ადა­მი­ა­ნი, მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი იყო სა­სა­მარ­თლო­ზე მო­სუ­ლი­ყო და და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ეს არის არამ­ხო­ლოდ მისი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, ეს არის მისი პა­ტა­კი, სა­დაც ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე ავა­ლებს სამ­სა­ხურს 50 ათა­სი ლარი გა­მო­უ­ყონ ვა­ლე­რი კი­ლა­ძეს, რო­მელ­მაც ეს თან­ხა პრე­ზი­დენ­ტის ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად და­ხარ­ჯა.

ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის ჩვე­ნე­ბით, ცალ­სა­ხად და­დას­ტურ­დე­ბო­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და თე­მურ ჯა­ნა­ში­ას და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ. რა მოხ­და დღეს? ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ბა­რეს და უთხრეს: შენ, ჭკუ­ა­ზე მოდი. ამ ჩვე­ნე­ბას თუ მის­ცემ, ეს საქ­მე ჩა­მოგ­ვეშ­ლე­ბა, მო­ვი­ფიქ­როთ თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი მი­ზე­ზი და ამი­ტომ არ მის­ცე ჩვე­ნე­ბა.

სა­სა­მარ­თლო­ზე რა მოხ­და. ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით და­დას­ტურ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თვლის, რომ მას და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი. ეს სხვა ხომ არა­ფე­რია - „კი­თხვებ­ზე, რომ გაგ­ცეთ პა­სუ­ხი, ეს ნიშ­ნავს, რომ ბრალს წა­მი­ყე­ნე­ბენ“. სა­ხელ­მწი­ფოს დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მხდა­ლი უფ­რო­სი იძა­ხის, რომ სი­მარ­თლის ლა­პა­რა­კის გამო შე­იძ­ლე­ბა ბრა­ლი წა­მი­ყე­ნონ. მე მაქვს კი­თხვა ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნილ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან, ამ პრო­ცესს ში­ნა­არ­სი, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და ობი­ექ­ტუ­რო­ბა გა­აჩ­ნია?! სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი უარს ამ­ბობს ისა­უბ­როს სი­მარ­თლე ფი­ცის ქვეშ, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე?“- აღ­ნიშ­ნავს ბა­სი­ლა­ია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
1

თვითონ დასაჭერიხარ და ვის იცავ

ვაა!..
2

ბასილაია და საძაგლიშვილი რომ არიან, ასეთი ნამუსგარეცხილი მხოლოდ ერთი ვიცი - ვისაც ესენი იცავენ ახლა!

ავტორი:

"ანზორ ჩუბინიძე პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს: ჭკუაზე მოდი, ჩვენებას თუ მისცემ, საქმე ჩამოგვეშლებაო" - ბექა ბასილაია

"ანზორ ჩუბინიძე პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს: ჭკუაზე მოდი, ჩვენებას თუ მისცემ, საქმე ჩამოგვეშლებაო" - ბექა ბასილაია

ანზორ ჩუბინიძის ჩვენებით, ცალსახად დადასტურდებოდა, რომ სააკაშვილს და ჯანაშიას დანაშაული არ ჩაუდენიათ - ანზორ ჩუბინიძე პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს: შენ, ჭკუაზე მოდი. ჩვენებას თუ მისცემ, ეს საქმე ჩამოგვეშლება, მოვიფიქროთ თითიდან გამოწოვილი მიზეზი“- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბექა ბასილაია ანზორ ჩუბინიძეს „მხდალ უფროსს“ უწოდებს და განმარტავს, რომ ის უარს ამბობს ისაუბროს სიმართლე სასამართლოს წინაშე.

“ანზორ ჩუბინიძემ მისცა ინტერვიუ, რომ სასამართლოში გამოცხადდებოდა. ეს ადამიანი, მოწადინებული იყო სასამართლოზე მოსულიყო და დაედასტურებინა, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ხარჯების გაწევა სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურისთვის სავალდებულოა. ეს არის არამხოლოდ მისი სატელევიზიო ინტერვიუები, ეს არის მისი პატაკი, სადაც ანზორ ჩუბინიძე ავალებს სამსახურს 50 ათასი ლარი გამოუყონ ვალერი კილაძეს, რომელმაც ეს თანხა პრეზიდენტის ხარჯების დასაფარად დახარჯა.

ანზორ ჩუბინიძის ჩვენებით, ცალსახად დადასტურდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას დანაშაული არ ჩაუდენიათ. რა მოხდა დღეს? ანზორ ჩუბინიძე პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს: შენ, ჭკუაზე მოდი. ამ ჩვენებას თუ მისცემ, ეს საქმე ჩამოგვეშლება, მოვიფიქროთ თითიდან გამოწოვილი მიზეზი და ამიტომ არ მისცე ჩვენება.

სასამართლოზე რა მოხდა. ანზორ ჩუბინიძის განცხადებით დადასტურდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თვლის, რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს სხვა ხომ არაფერია - „კითხვებზე, რომ გაგცეთ პასუხი, ეს ნიშნავს, რომ ბრალს წამიყენებენ“. სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახურის მხდალი უფროსი იძახის, რომ სიმართლის ლაპარაკის გამო შეიძლება ბრალი წამიყენონ. მე მაქვს კითხვა ყველა წარმოდგენილ მედიასაშუალებასთან, ამ პროცესს შინაარსი, სამართლიანობა და ობიექტურობა გააჩნია?! სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი უარს ამბობს ისაუბროს სიმართლე ფიცის ქვეშ, სასამართლოს წინაშე?“- აღნიშნავს ბასილაია.