ავტორი:

“გაყიდე და შეგერგებაო” - ამით ყველაფერს აუფასურებ, საკუთარ თავსაც წვრილმან ჩარჩად წარმოადგენ და იმასაც ამცირებ" - რას წერს გია ხუხაშვილი

“გაყიდე და შეგერგებაო” -  ამით ყველაფერს აუფასურებ, საკუთარ თავსაც წვრილმან ჩარჩად წარმოადგენ და იმასაც ამცირებ"  - რას წერს გია ხუხაშვილი
რეჟისორ რობერტ სტურუასთვის 1,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა - ნაგებობის სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით, ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, რობერტ სტურუა იმსახურებს იმას, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავდეს, თუმცა , მისივე თქმით, ყველაფერი გამჭირვალედ უნდა მოხდეს.
"რობერტ სტურუა წარსული შემოქმედებით ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს მის ყოფაზე და თუ რაიმე მატერიალური პრობლემა შეექმნა ჯანმრთელობის, ან თუნდაც ვალდებულებებთან დაკავშირებით, დაეხმაროს მის გადაწყვეტაში.
თუმცა ეს უნდა მოხდეს პირდაპირი, გამჭვირვალე წესით და ფინანსური სახით.
როცა ადამიანს თუნდაც დახმარება სჭირდება და შენ მას რაიმე ქონებას აძლევ - “გაყიდე და შეგერგებაო”, ამით ყველაფერს აუფასურებ. საკუთარ თავსაც წვრილმან ჩარჩად წარმოადგენ და იმასაც ამცირებ…. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს ღირსებაზე რაიმე წარმოდგენა აქვთ…" - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუქში"
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ გამოჩენილ რეჟისორს 1,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა - ნაგებობის სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა.

როგორც სააგენტო განმარტავს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა სამინისტროს სახელზე. უწყების განმარტებით, რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა.

ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება.