პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაწყებული პრემიერით, გაგრძელებული მინისტრებით, ყველა მაღალჩინოსანზე შევიტანთ სარჩელს, ვინც მძიმე რეალობა დააყენა ქვეყანაში" - ლევან ხაბეიშვილი
"დაწყებული პრემიერით, გაგრძელებული მინისტრებით, ყველა მაღალჩინოსანზე შევიტანთ სარჩელს, ვინც მძიმე რეალობა დააყენა ქვეყანაში" - ლევან ხაბეიშვილი

"და­წყე­ბუ­ლი პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრით, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი მი­ნის­ტრე­ბით, ყვე­ლა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე შე­ვი­ტანთ სარ­ჩე­ლებს, ვინც მძი­მე რე­ა­ლო­ბა და­ა­ყე­ნა ქვე­ყა­ნა­ში, რა­საც კვლე­ვე­ბი მოწ­მობს" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა მოძ­რა­ო­ბამ ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ის ინ­დექ­სის თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­ულ სტა­ტის­ტი­კას აყალ­ბებს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აყალ­ბებს ხოლ­მე რიგ შემ­თხვე­ვებ­ში სტა­ტის­ტი­კას, აქ­ვეყ­ნებს იმ კვლე­ვებს, რო­მე­ლიც მათ­თვის შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­სარ­გებ­ლო.

ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და აღ­მოჩ­ნდა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, და­წყე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­ის ინ­დექ­სით, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ეკო­ნო­მი­კურ სი­დუ­ხ­ჭი­რეს, სო­ცი­ა­ლურ უთა­ნას­წო­რო­ბას, ამი­ტომ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. ჩვენ ვა­პი­რებთ, რომ დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი არი­ან კო­რუფ­ცი­ა­ში და უზ­რუნ­ველ­ყვეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკუს­ვლა, სარ­ჩე­ლე­ბი მო­ვამ­ზა­დოთ რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ასე­ვე და­ვი­წყოთ სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­ზე, რომ­ლის უშუ­ა­ლო ჩა­რე­ვით, მოქ­მე­დე­ბე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ქვე­ყა­ნა არის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ყვე­ლა კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა არის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი, ვა­პი­რებთ სა­სა­მარ­თლო­ში და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე სარ­ჩე­ლე­ბის შე­ტა­ნას,"- გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmg
0

ეს წამოწიეთ რაც შეიძლება წინ და იქნებით სამასი-სამასი!

ელგუჯა
0

ერთბაშად არ დააფეთო.ვისი შეგეშინდებათ, პროკურატურის თუ მოსამართლის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დაწყებული პრემიერით, გაგრძელებული მინისტრებით, ყველა მაღალჩინოსანზე შევიტანთ სარჩელს, ვინც მძიმე რეალობა დააყენა ქვეყანაში" - ლევან ხაბეიშვილი

"დაწყებული პრემიერით, გაგრძელებული მინისტრებით, ყველა მაღალჩინოსანზე შევიტანთ სარჩელს, ვინც მძიმე რეალობა დააყენა ქვეყანაში" - ლევან ხაბეიშვილი

"დაწყებული პრემიერ- მინისტრით, გაგრძელებული მინისტრებით, ყველა მაღალჩინოსანზე შევიტანთ სარჩელებს, ვინც მძიმე რეალობა დააყენა ქვეყანაში, რასაც კვლევები მოწმობს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება კორუფციის ინდექსის თუ სხვა მიმართულებით გარკვეულ სტატისტიკას აყალბებს.

"ქართული ოცნება" აყალბებს ხოლმე რიგ შემთხვევებში სტატისტიკას, აქვეყნებს იმ კვლევებს, რომელიც მათთვის შეიძლება იყოს სასარგებლო.

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა რამდენიმე კვირის განმავლობაში და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, დაწყებული კორუფციის ინდექსით, გაგრძელებული სასამართლოს მიმართულებით, ბიზნესის კეთების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გაუარესებულია საერთაშორისო ასპარეზზე, რაც განაპირობებს ეკონომიკურ სიდუხჭირეს, სოციალურ უთანასწორობას, ამიტომ ანტიკორუფციული მოძრაობა ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ ვაპირებთ, რომ დეტალურად ყველა მაღალი თანამდებობის პირზე, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში და უზრუნველყვეს ჩვენი ქვეყნის უკუსვლა, სარჩელები მოვამზადოთ როგორც პროკურატურაში, ასევე დავიწყოთ სასამართლო დავები.

ინდივიდუალურად ყველა თანამდებობის პირზე, რომლის უშუალო ჩარევით, მოქმედებებით, გადაწყვეტილებებით განაპირობა ის, რომ ქვეყანა არის ამ მდგომარეობაში და ყველა კვლევის მიმართულებით მდგომარეობა არის გაუარესებული, ვაპირებთ სასამართლოში და პროკურატურაში მაღალი თანამდებობის პირებზე სარჩელების შეტანას,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.