სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანაიას საქმე: 2018 წელს პროკურატურის მიერ განახლებული გამოძიება და რას ამბობდა წლების წინ შოთა ჭიჭიაშვილი მოკლულ ჟურნალისტსა და მისი ბანდის ყოფილ წევრ ციხისთავზე?
სანაიას საქმე: 2018 წელს პროკურატურის მიერ განახლებული გამოძიება და რას ამბობდა წლების წინ შოთა ჭიჭიაშვილი მოკლულ ჟურნალისტსა და მისი ბანდის ყოფილ წევრ ციხისთავზე?

კონ­სტან­ტი­ნე ცი­ხის­თავ­მა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად შე­რა­ცხუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი იყო, "ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ილა­პა­რა­კა. ცი­ხის­თა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში იჯდა და რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რეს­პონ­დენ­ტი ვახო სა­ნა­ი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში ჰყვე­ბა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამრმა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­მა, შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ ბა­კუ­რა­ძემ და შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა და­გეგ­მეს და შე­ას­რუ­ლეს.

ცნო­ბის­თვის, კოტე ცი­ხის­თა­ვი გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ჯერ კი­დევ 2018 წელს, პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. იმ­ჟა­მად მან "რუს­თა­ვი- 2"-ში ცი­ხი­დან და­რე­კა და ტე­ლე­ვი­ზი­ას ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. მან თქვა ისიც, რომ სა­ნა­ია შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა მოკ­ლა. და რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბა­ში და­ი­გეგ­მა; ცი­ხის­თავ­მა ახ­სე­ნა ასე­ვე ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­გუ­რი­რებ­და სა­ნა­ი­ას საქ­მე­ში და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა მათი ბან­დის წევ­რებ­მა გა­და­ი­ღეს.

გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ოჯახ­მა, მსჯავ­რდე­ბულ კოტე ცი­ხის­თა­ვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან 2018 წლის 24 თე­ბერ­ვალს მო­ი­თხო­ვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. რა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბამ საქ­მის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. ამის შემ­დეგ ამ საქ­მე­ზე ვახო სა­ნა­ია ერთხელ უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და და­კი­თხვა­ზე და მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ვახო სა­ნა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ეს იყო შეკ­ვე­თი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ასე­ვე და­ი­კი­თხნენ: კოტე ცი­ხის­თა­ვი, გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვა და შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლიც, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია.

ცნო­ბი­სათ­ვის:

ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი სა­ნა­ია 2001 წლის 26 ივ­ლისს სა­კუ­თარ სახ­ლში, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მის­მა მკვლე­ლო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. ამ ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს უკავ­ში­რებ­და. ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, 2001 წლის 5 დე­კემ­ბერს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვა, იგი­ვე "გრიც­კო“ და 2003 წლის 9 ივ­ლი­სის გა­ნა­ჩე­ნით, მას 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ მკვლე­ლო­ბა სუ­ლი­ე­რი აღელ­ვე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლად შე­ა­ფა­სა. 2013 წელს ხურ­ცი­ლა­ვას ამ­ნის­ტია შე­ე­ხო და ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ოჯახს გა­მო­ძი­ე­ბის ამ ვერ­სი­ის არას­დროს სჯე­რო­და, მას შეკ­ვე­თილ პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბად მი­იჩ­ნევ­და და სხვა­დას­ხვა დროს საქ­მის ხე­ლახ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად შე­რა­ცხულ შოთა (მევ­ლუდ) ჭი­ჭი­აშ­ვილს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბე­ბი­სა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო 22 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი, ის 2013 წლის 3 ივ­ნისს ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა და სა­ქარ­თვე­ლოც იმა­ვე დღეს და­ტო­ვა. 2019 წლის ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლეს.

ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში პან­კის­ში ადა­მი­ან­თა ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ გა­ტა­ცე­ბებს, რო­მელ­თა შო­რის იყო: ეს­პა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ან­ტო­ნიო ტრე­მი­ლი­ო­სა და ფრან­ცის­კო როდ­რი­გე­სის, "წი­თე­ლი ჯვრის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, "აგ­რო­ბიზ­ნეს­ბან­კის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე პი­ტერ შოუს, დე­პუ­ტატ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის და ა.შ.

2013 წელს მისი ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან 2 დღე­ში, მასთნ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა გა­ზეთ­მა "ყვე­ლა სი­ახ­ლემ“ ჩა­წე­რა, რო­მელ­შიც ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის ფაქტსა და მისი ბან­დის ყო­ფილ წევრ კონ­სტან­ტი­ნე ცი­ხის­თავ­ზეც ლა­პა­რა­კობს.

  • ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"- პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი რა­ტომ­ღა გა­ი­ტა­ცეთ 2001 წელს? იყო მით­ქმა-მოთ­ქმა, რომ მას პან­კი­სე­ლი ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ვალი ჰქონ­და...

- პეტ­რე არც ჩემი მე­გო­ბა­რია და არც მისი ად­ვო­კა­ტი ვარ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მას, რო­გორც მთის კაცს, რა­ღაც ღირ­სე­ბა აქვს. იმ დროს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ კახა თარ­გა­მა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი. ესე­ნი ედუ­არდ მე­ფის ვე­ზი­რე­ბი იყ­ვნენ, მე­ფის კარ­ზე კი იყო დიდი ინ­ტრი­გე­ბი - ერ­თმა­ნეთს უცი­ნოდ­ნენ, თან ძირს უთხრიდ­ნენ. პეტ­რე ჟვა­ნი­ას მე­გო­ბა­რი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპე­რა­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დით. ძა­ლო­ვა­ნებ­მა შე­მო­მიგ­დეს კოტე ცი­ხის­თა­ვი, ნა­ძი­რა­ლა და ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტი, თე­ლა­ვე­ლი კაცი. კახა თარ­გა­მა­ძემ, ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ამ და მათ­მა «სას­ტავ­მა» კოტე ცი­ხის­თა­ვი გა­მო­აქ­ცია ცი­ხი­დან, რის შემ­დე­გაც მე მო­მად­გა სახ­ლში. შე­ვი­ფა­რე, ვას­ვი, ვა­ჭა­მე, ჩა­ვაც­ვი, გვერ­დში და­ვი­ყე­ნე და ყვე­ლას ვუ­თხა­რი, ეს კაცი ჩემი სტუ­მა­რია და თუ რამე მოხ­და, მის სის­ხლს მე ავი­ღებ-მეთ­ქი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ცი­ხის­თა­ვი აგენ­ტი ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი საქ­მის­თვის მან­ქა­ნის მო­ნახ­ვა მას და­ვა­ვა­ლე და მა­ინ­ცდა­მა­ინც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს არ მიგ­ვა­ყე­ნა? კოტე პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მით იყო და წიგ­ნა­კი ჰქონ­და.

ეს იყო კოტე ცი­ხის­თა­ვის, რო­გორც პო­ლი­ცი­ის აგენ­ტის მიერ წი­ნას­წარ დად­გმუ­ლი ოპე­რა­ცია. ის თხუ­ნე­ლა იყო, შე­მოგ­ზავ­ნი­ლი, თო­რემ და­ვა­ლე­ბა მას თარ­გა­მა­ძემ და მის­მა ხალ­ხმა მის­ცა. ანუ მათ ჩვენ­და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დაგ­ვა­ჯა­ხეს ერთ-ერთ ჯგუფს. ჩვენ სხვა საქ­მე­ზე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, მან­ქა­ნა უნდა «დაგ­ვეთ­რია», უფრო სწო­რად, ექ­სპროპ­რი­ა­ცია მოგ­ვეხ­დი­ნა, მერე კი სად­მე მიგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. პეტ­რე ვაჟ­კა­ცი ბიჭი აღ­მოჩ­ნდა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წია, ამი­ტო­მაც მის­მა წაყ­ვა­ნამ მოგ­ვი­წია. უბ­რა­ლოდ, გვინ­დო­და, დრო­ე­ბით, 1-2 დღე იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვექ­ცია, სა­ნამ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დით. მას თან ახ­ლდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ვუ­თხა­რი, წადი, და­ი­კო, შენ­თან საქ­მე არ გვაქვს-მეთ­ქი. ქალს თურ­მე ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია პეტ­რე და გვი­თხრა, სა­დაც ეს, მეც იქო და არ მი­ა­ტო­ვა. ასე­თი თავ­გან­წირ­ვის გამო პა­ტი­ვის­ცე­მა გაგ­ვიჩ­ნდა მის მი­მართ. მათ­თვის ზედ­მე­ტი არა­ვის არა­ფე­რი უკად­რე­ბია, პი­რი­ქით, რომ სცი­ო­და, ჩვენს ტან­საც­მელს ვაც­მევ­დით იმ გო­გოს. ამა­სო­ბა­ში ლა­მის მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­და­ვი­კი­დეთ. ახ­მე­ტამ­დე რომ მო­ვაღ­წი­ეთ, კოტე ცი­ხის­თავს ვუ­თხა­რით, მან­ქა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. იქ ჯა­რის კორ­დო­ნე­ბი იდგა, ჩვენ კი ჩვე­ნი ბი­ლი­კე­ბი გვქონ­და და იმის ავ­ლით ჩუ­მად შე­ვაღ­წევ­დით ხოლ­მე პან­კის­ში. მან­ქა­ნა რომ მი­აგ­დეს, კო­ტემ ხელ­თათ­მა­ნე­ბი არ ჩა­იც­ვა და მან­ქა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვა კვა­ლი, ვი­თომ გა­და­ა­ვი­წყდა. არ მინ­დო­და მას­ში ეჭვი შე­მე­ტა­ნა, ალა­ლად ვუ­ყუ­რებ­დი, 23 წლის ბიჭი ვი­ყა­ვი და არც იმ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. მერე ეს ცი­ხის­თა­ვი ჯერ პეტ­რეს და­ე­ტა­კა, გი­ნე­ბა და­უ­წყო, შემ­დეგ იმ ქალს და­უ­წყო «ჩა­ლი­ჩი», მათი დამ­ცი­რე­ბა და მი­წას­თან გას­წო­რე­ბა უნ­დო­და. მის არა­კა­ცო­ბა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, და­ვე­მუქ­რე, კი­დევ თუ რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებ, ტვინს გა­გას­ხმე­ვი­ნებ-მეთ­ქი. მა­შინ და­ვეჭ­ვდი, რომ რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე.

- ამ­ბო­ბენ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი სა­ნა­ია პან­კის­ში გა­და­ღე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მამ­ხი­ლე­ბელ ვი­დე­ო­კა­სე­ტას შე­ე­წი­რა. რო­გორ ფიქ­რობთ, მარ­თლა არ­სე­ბობ­და ასე­თი კომ­პრო­მა­ტი?

- რამე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე­ცო­დი­ნე­ბო­და. ნარ­კო­ტი­კე­ბის სფე­რო მძულ­და და ჩა­ხე­დუ­ლი არ ვი­ყა­ვი მას­ში, მაგ­რამ მგო­ნია, ესეც ჭო­რია და არა­ნა­ი­რი კა­სე­ტა არ არ­სე­ბობს. სა­ნა­ი­ას საქ­მე, ღმერ­თმა აცხო­ნოს, უფრო მო­მა­ვა­ლი "ნა­ცე­ბის" ამ­ბა­ვი იყო. შე­ვარ­დნა­ძის­თვის ძირი რომ გა­მო­ე­თხა­რათ და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი და­ე­თე­სათ, მა­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ მისი სიკ­ვდი­ლი. მგო­ნია, ამათ თვი­თონ­ვე მოკ­ლეს ეგ სა­ცო­და­ვი და შე­ვარ­დნა­ძეს გა­და­აბ­რა­ლეს“.

P.S. ambebi.ge ამ დღე­ებ­ში შე­ეც­დე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას საქ­მის პრო­კუ­რორ­თან, ვეც­დე­ბით, მეტი დე­ტა­ლი გა­ვი­გოთ საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
1

სა­ნა­ი­ას საქ­მე, ღმერ­თმა აცხო­ნოს, უფრო მო­მა­ვა­ლი "ნა­ცე­ბის" ამ­ბა­ვი იყო. შე­ვარ­დნა­ძის­თვის ძირი რომ გა­მო­ე­თხა­რათ და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი და­ე­თე­სათ, მა­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ მისი სიკ­ვდი­ლი"...

სწორედ ამიტომ დუმდა 2018 წლამდე აგენტი ჭიჭიაშვილი... თორემ მიჰას დროს ეთქვა და ხომ უპრობლემოდ დაიჭერდნენ თამაზაშვილს? 

ჟოპოზიცია შეცვალეთ ტაქტიკა, უკვე აღარ ბნელა ისე თქვენ რომ გინდათ... ვეღარ გამოგყავთ ხალხი ქუჩაში... ტემპერატურას ვერ წევთ... 

ეხლა კიდე მოკლავდით ვინმეს დიდი სიამოვნებით ოღონდ ხალხი გამოიყვანოთ და სკამებზე მოჯდეთ... 

tngh
6

ეს, რომ მართალი იყოს, ამით "ტვინს" წაიღებდნენ "ნაცები" საუკუნის დასაწყისიდან. 9 წელი იყვნენ ხელისუფლებაში, და ვის უმალავდნენ ამ "სიმართლეს"... გასაგებია, რაზეც არის გათვლილი დღეს ეს ინფორმაცია.

ავტორი:

სანაიას საქმე: 2018 წელს პროკურატურის მიერ განახლებული გამოძიება და რას ამბობდა წლების წინ შოთა ჭიჭიაშვილი მოკლულ ჟურნალისტსა და მისი ბანდის ყოფილ წევრ ციხისთავზე?

სანაიას საქმე: 2018 წელს პროკურატურის მიერ განახლებული გამოძიება და რას ამბობდა წლების წინ შოთა ჭიჭიაშვილი მოკლულ ჟურნალისტსა და მისი ბანდის ყოფილ წევრ ციხისთავზე?

კონსტანტინე ციხისთავმა, რომელიც წარსულში საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი იყო, "ფორმულას“ ეთერში გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ილაპარაკა. ციხისთავი წლების განმავლობაში ციხეში იჯდა და რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. რესპონდენტი ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში ჰყვება, რომ ჟურნალისტის მკვლელობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა, თამაზ თამაზაშვილმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და შეასრულეს.

ცნობისთვის, კოტე ციხისთავი გიორგი სანაიას მკვლელობაში აღნიშნულ პირებს ჯერ კიდევ 2018 წელს, პატიმრობაში ყოფნისას ადანაშაულებდა. იმჟამად მან "რუსთავი- 2"-ში ციხიდან დარეკა და ტელევიზიას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან თქვა ისიც, რომ სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. და რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა შევარდნაძის მთავრობაში დაიგეგმა; ციხისთავმა ახსენა ასევე ვიდეომასალა, რომელიც წლების განმავლობაში ფიგურირებდა სანაიას საქმეში და განაცხადა, რომ ეს ვიდეომასალა მათი ბანდის წევრებმა გადაიღეს.

გიორგი სანაიას ოჯახმა, მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის სატელევიზიო ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, პროკურატურისგან 2018 წლის 24 თებერვალს მოითხოვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. რაზეც გამოძიებამ საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შემდეგ ამ საქმეზე ვახო სანაია ერთხელ უკვე იმყოფებოდა დაკითხვაზე და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. ვახო სანაიას განცხადებით, ეს იყო შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობა.

ჩვენი ინფორმაციით, საქმეზე ასევე დაიკითხნენ: კოტე ციხისთავი, გიორგი ხურცილავა და შოთა ჭიჭიაშვილიც, თუმცა გამოძიების შედეგი ჩვენთვის უცნობია.

ცნობისათვის:

ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაცვლილი იპოვეს. მისმა მკვლელობამ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამ ფაქტს საზოგადოება პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა. ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტზე, 2001 წლის 5 დეკემბერს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს მოქალაქე გრიგოლ ხურცილავა, იგივე "გრიცკო“ და 2003 წლის 9 ივლისის განაჩენით, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამივე ინსტანციის სასამართლომ მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა. 2013 წელს ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან გათავისუფლდა. გიორგი სანაიას ოჯახს გამოძიების ამ ვერსიის არასდროს სჯეროდა, მას შეკვეთილ პოლიტიკური მკვლელობად მიიჩნევდა და სხვადასხვა დროს საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვდა.

რაც შეეხება სქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხულ შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილს, რომელსაც ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ის 2013 წლის 3 ივნისს ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა და საქართველოც იმავე დღეს დატოვა. 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ჭიჭიაშვილის სახელი უკავშირდება 21-ე საუკუნის დასაწყისში პანკისში ადამიანთა ყველაზე გახმაურებულ გატაცებებს, რომელთა შორის იყო: ესპანელი ბიზნესმენების ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის, "წითელი ჯვრის“ თანამშრომლების, "აგრობიზნესბანკის" თანათავმჯდომარე პიტერ შოუს, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის და ა.შ.

2013 წელს მისი ციხიდან გათავისუფლებიდან 2 დღეში, მასთნ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა გაზეთმა "ყველა სიახლემ“ ჩაწერა, რომელშიც ჭიჭიაშვილი გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტსა და მისი ბანდის ყოფილ წევრ კონსტანტინე ციხისთავზეც ლაპარაკობს.

  • ამონარიდი ინტერვიუდან:

"- პეტრე ცისკარიშვილი რატომღა გაიტაცეთ 2001 წელს? იყო მითქმა-მოთქმა, რომ მას პანკისელი ნარკომოვაჭრეების ვალი ჰქონდა...

- პეტრე არც ჩემი მეგობარია და არც მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას, როგორც მთის კაცს, რაღაც ღირსება აქვს. იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატებად მოიაზრებოდნენ კახა თარგამაძე, ზურაბ ჟვანია და მიშა სააკაშვილი. ესენი ედუარდ მეფის ვეზირები იყვნენ, მეფის კარზე კი იყო დიდი ინტრიგები - ერთმანეთს უცინოდნენ, თან ძირს უთხრიდნენ. პეტრე ჟვანიას მეგობარი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპერაციაზე მივდიოდით. ძალოვანებმა შემომიგდეს კოტე ციხისთავი, ნაძირალა და ნომრიანი აგენტი, თელაველი კაცი. კახა თარგამაძემ, ნუგზარ საჯაიამ და მათმა «სასტავმა» კოტე ციხისთავი გამოაქცია ციხიდან, რის შემდეგაც მე მომადგა სახლში. შევიფარე, ვასვი, ვაჭამე, ჩავაცვი, გვერდში დავიყენე და ყველას ვუთხარი, ეს კაცი ჩემი სტუმარია და თუ რამე მოხდა, მის სისხლს მე ავიღებ-მეთქი. მოგვიანებით გავიგე, რომ ციხისთავი აგენტი ყოფილა. ჩვენი საქმისთვის მანქანის მონახვა მას დავავალე და მაინცდამაინც პეტრე ცისკარიშვილს არ მიგვაყენა? კოტე პოლიციელის ფორმით იყო და წიგნაკი ჰქონდა.

ეს იყო კოტე ციხისთავის, როგორც პოლიციის აგენტის მიერ წინასწარ დადგმული ოპერაცია. ის თხუნელა იყო, შემოგზავნილი, თორემ დავალება მას თარგამაძემ და მისმა ხალხმა მისცა. ანუ მათ ჩვენდა გაუცნობიერებლად დაგვაჯახეს ერთ-ერთ ჯგუფს. ჩვენ სხვა საქმეზე ვიყავით წასულები, მანქანა უნდა «დაგვეთრია», უფრო სწორად, ექსპროპრიაცია მოგვეხდინა, მერე კი სადმე მიგვეტოვებინა. პეტრე ვაჟკაცი ბიჭი აღმოჩნდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომაც მისმა წაყვანამ მოგვიწია. უბრალოდ, გვინდოდა, დროებით, 1-2 დღე იზოლაციაში მოგვექცია, სანამ საქმეს გავაკეთებდით. მას თან ახლდა შეყვარებული, რომელსაც ვუთხარი, წადი, დაიკო, შენთან საქმე არ გვაქვს-მეთქი. ქალს თურმე ძალიან ჰყვარებია პეტრე და გვითხრა, სადაც ეს, მეც იქო და არ მიატოვა. ასეთი თავგანწირვის გამო პატივისცემა გაგვიჩნდა მის მიმართ. მათთვის ზედმეტი არავის არაფერი უკადრებია, პირიქით, რომ სციოდა, ჩვენს ტანსაცმელს ვაცმევდით იმ გოგოს. ამასობაში ლამის მთელი სახელმწიფო გადავიკიდეთ. ახმეტამდე რომ მოვაღწიეთ, კოტე ციხისთავს ვუთხარით, მანქანა დაეტოვებინა. იქ ჯარის კორდონები იდგა, ჩვენ კი ჩვენი ბილიკები გვქონდა და იმის ავლით ჩუმად შევაღწევდით ხოლმე პანკისში. მანქანა რომ მიაგდეს, კოტემ ხელთათმანები არ ჩაიცვა და მანქანაში სპეციალურად დატოვა კვალი, ვითომ გადაავიწყდა. არ მინდოდა მასში ეჭვი შემეტანა, ალალად ვუყურებდი, 23 წლის ბიჭი ვიყავი და არც იმდენი გამოცდილება მქონდა. მერე ეს ციხისთავი ჯერ პეტრეს დაეტაკა, გინება დაუწყო, შემდეგ იმ ქალს დაუწყო «ჩალიჩი», მათი დამცირება და მიწასთან გასწორება უნდოდა. მის არაკაცობაზე ძალიან გავბრაზდი, დავემუქრე, კიდევ თუ რამეს მოიმოქმედებ, ტვინს გაგასხმევინებ-მეთქი. მაშინ დავეჭვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე.

- ამბობენ, რომ ჟურნალისტი გიორგი სანაია პანკისში გადაღებულ მაღალჩინოსნების მამხილებელ ვიდეოკასეტას შეეწირა. როგორ ფიქრობთ, მართლა არსებობდა ასეთი კომპრომატი?

- რამე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა. ნარკოტიკების სფერო მძულდა და ჩახედული არ ვიყავი მასში, მაგრამ მგონია, ესეც ჭორია და არანაირი კასეტა არ არსებობს. სანაიას საქმე, ღმერთმა აცხონოს, უფრო მომავალი "ნაცების" ამბავი იყო. შევარდნაძისთვის ძირი რომ გამოეთხარათ და მისი ხელისუფლების მიმართ სიძულვილი დაეთესათ, მასებზე ზემოქმედებისთვის სჭირდებოდათ მისი სიკვდილი. მგონია, ამათ თვითონვე მოკლეს ეგ საცოდავი და შევარდნაძეს გადააბრალეს“.

P.S. ambebi.ge ამ დღეებში შეეცდება შემოგთავაზოთ ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი სანაიას საქმის პროკურორთან, ვეცდებით, მეტი დეტალი გავიგოთ საქმის ხელახალი გამოძიების შესახებ.