პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულტიმატუმი პუტინს: "ღიად და საჯაროდ ვიწვევთ ბრძოლაში "ომის პარტიას" - რუსეთში უკრაინასთან ომის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
ულტიმატუმი პუტინს: "ღიად და საჯაროდ ვიწვევთ ბრძოლაში "ომის პარტიას" - რუსეთში უკრაინასთან ომის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
  • ფო­ტო­ზე: ან­დრეი მა­კა­რე­ვი­ჩი, ლია ახე­ჯა­კო­ვა, გრი­გო­რი იავ­ლინ­სკი

ვრცელ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბით: "მშვი­დო­ბის მომ­ხრე­თა გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ომის პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ“, რო­მელ­შიც გა­მო­ხა­ტუ­ლია რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რე­აქ­ცია უკ­რა­ი­ნას­თან სა­ვა­რა­უ­დო ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შე­სა­ხებ წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "ზერ­კა­ლო ნე­დე­ლი“ ("Зеркало недели").

გან­ცხა­დე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რეს რუ­სე­თის ცნო­ბილ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა, მუ­სი­კო­სებ­მა და მსა­ხი­ო­ბებ­მა და შე­უ­ერ­თდნენ მისი ინი­ცი­ა­ტო­რე­ბის მო­წო­დე­ბას.

გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელი უკვე მო­ა­წე­რეს მუ­სი­კოს­მა ან­დრეი მა­კა­რე­ვიჩ­მა და მსა­ხი­ობ­მა ლია ახე­ჯა­კო­ვამ, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მკვეთ­რად გა­მო­დი­ან. მათ აქამ­დეც არა­ერ­თხელ სა­ჯა­როდ გა­მო­ხა­ტეს სა­კუ­თა­რი აზრი.

ხელ­მომ­წერ­თა შო­რის ასე­ვე არი­ან: რე­ჟი­სო­რე­ბი - ვლად­მი­რი მი­რო­ზე­ვი, გარი ბარ­დი­ნი; მწე­რა­ლი ვიქ­ტორ შენ­დერო­ვი­ჩი, პო­ე­ტი ვე­რო­ნი­კა დო­ლი­ნა, ის­ტო­რი­კო­სე­ბი - ან­დრეი ზუ­ბო­ვი, ბო­რის სო­კო­ლო­ვი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი: ლევ პო­ნო­მა­რი­ო­ვი, ზოია სვე­ტო­ვა, სვეტ­ლა­ნა გა­ნუშ­კი­ნა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი: გრი­გო­რი იავ­ლინ­სკი, ლევ შლოს­ბერ­გი, იგორ ჩუ­ბა­ი­სი და სხვე­ბი...

"ჩვე­ნი პო­ზი­ცია უკი­დუ­რე­სად მარ­ტი­ვია: რუ­სეთს უკ­რა­ი­ნას­თან და და­სავ­ლეთ­თან ომი არ ჭირ­დე­ბა. ჩვენ არა­ვინ გვე­მუქ­რე­ბა, თავს არა­ვინ გვეს­ხმის. პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ასე­თი ომის იდე­ის გა­ტა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ამო­რა­ლურ, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პო­ლი­ტი­კას წარ­მო­ად­გენს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბი ხაზს უს­ვა­მენ: რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წინა პლან­ზე სწევს მი­ლი­ტა­რის­ტულ ლო­ზუნ­გებს რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ხე­ლით და სრუ­ლი­ად არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას იმ ფაქტს, რომ ამ­გვარ პო­ლი­ტი­კას რუ­სე­თის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე მხარს არ უჭერს.

"ომი არა­თუ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს, არა­მედ მის არ­სე­ბო­ბას ემუქ­რე­ბა. ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ას არ უნდა ჰქონ­დეს სხვა პო­ზი­ცია, გარ­და იმი­სა, რომ ასე­თი ომი რუ­სე­თი­სათ­ვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია“.

ხელ­მომ­წე­რე­ბის აზ­რით, ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი რუ­სეთ­ში ომის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მა­სობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას იწ­ვევს. ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან მო­ი­თხო­ვენ უარი თქვას აგ­რე­სი­უ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ზე და მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს სხვა ქვეყ­ნებ­თან კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აწყო­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას.

"ჩვენ, რუ­სე­თის ბედ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტე­ბი, მივ­მარ­თავთ სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას - ღიად და სა­ჯა­როდ ვიწ­ვევთ ბრძო­ლა­ში "ომის პარ­ტი­ას’, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ჩვენ გვძულს ომი და და­ნა­შა­უ­ლად ვთვლით სამ­ხედ­რო მუ­ქა­რებს, კრი­მი­ნა­ლურ სტილს სა­გა­რე­ო­პო­ლი­ტი­კურ რი­ტო­რი­კა­ში“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დო­კუ­მენტზე ხელ­მომ­წე­რე­ბი პი­რო­ბას დე­ბენ, რომ "ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რათა ომი თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, აგ­რე­სია შე­ა­ჩე­რონ“. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასე რომ
2

ეს ხალხი არის რუსეთში ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გამბედავი,

კახა
5

რუსეთში საჭიროა სამოქალაქო გმირობის გამოჩენა რადგან მართალია ეს ხალხი, ომით ვერაფერს ვერ მოიგებს ვერც რუსეთი და უკრაინასაც გაანადგურებს, რა შერჩება ხელში? განადგურებული უკრაინა ათეულ ათასობით დაღუპული ორივე მხრიდან და არაა გამორიცხული რუსეთის ქალაქების დაბომბვაც შეძლოს უკრაინამ ადგილ-ადგილ. სრული უაზრობ. ვინ ემუქრება რუსეთს? აწყობილი ბედნიერი ევროპა? თუ ამერიკა? შესაძლოა დასავლეთს სურდეს კიდევაც რუსეთის სიმდიდრეებზე კონტროლის დამყარება მაგრამა ამას ომით რომ ვერ შეძლებენ ყველამ იცის და რუსეთი პანიკიორობს და დემაგოგობს. მოკლედ ან მოვლენ ჭკუაზე ან დიდ პრობლემებში გახვევნ თავის თავსაც და მსოფლიოსაც, იოლად ვერ გაიტანენ ამ ახირებას.

ავტორი:

ულტიმატუმი პუტინს: "ღიად და საჯაროდ ვიწვევთ ბრძოლაში "ომის პარტიას" - რუსეთში უკრაინასთან ომის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

ულტიმატუმი პუტინს: "ღიად და საჯაროდ ვიწვევთ ბრძოლაში "ომის პარტიას" - რუსეთში უკრაინასთან ომის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
  • ფოტოზე: ანდრეი მაკარევიჩი, ლია ახეჯაკოვა, გრიგორი იავლინსკი

ვრცელდება განცხადება, სახელწოდებით: "მშვიდობის მომხრეთა განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობაში არსებული ომის პარტიის წინააღმდეგ“, რომელშიც გამოხატულია რუსული საზოგადოების წარმომადგენლების რეაქცია უკრაინასთან სავარაუდო ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს უკრაინული გამოცემა "ზერკალო ნედელი“ ("Зеркало недели").

განცხადებას მხარი დაუჭირეს რუსეთის ცნობილმა მეცნიერებმა, უფლებადამცველებმა, მუსიკოსებმა და მსახიობებმა და შეუერთდნენ მისი ინიციატორების მოწოდებას.

განცხადებაზე ხელი უკვე მოაწერეს მუსიკოსმა ანდრეი მაკარევიჩმა და მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის წინააღმდეგ მკვეთრად გამოდიან. მათ აქამდეც არაერთხელ საჯაროდ გამოხატეს საკუთარი აზრი.

ხელმომწერთა შორის ასევე არიან: რეჟისორები - ვლადმირი მიროზევი, გარი ბარდინი; მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, პოეტი ვერონიკა დოლინა, ისტორიკოსები - ანდრეი ზუბოვი, ბორის სოკოლოვი, უფლებადამცველები: ლევ პონომარიოვი, ზოია სვეტოვა, სვეტლანა განუშკინა, პოლიტიკოსები: გრიგორი იავლინსკი, ლევ შლოსბერგი, იგორ ჩუბაისი და სხვები...

"ჩვენი პოზიცია უკიდურესად მარტივია: რუსეთს უკრაინასთან და დასავლეთთან ომი არ ჭირდება. ჩვენ არავინ გვემუქრება, თავს არავინ გვესხმის. პოლიტიკა, რომელიც ასეთი ომის იდეის გატარებას ემსახურება, ამორალურ, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივ პოლიტიკას წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ: რუსეთის ხელისუფლება წინა პლანზე სწევს მილიტარისტულ ლოზუნგებს რუსეთის მოსახლეობის სახელით და სრულიად არ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ამგვარ პოლიტიკას რუსეთის ყველა მოქალაქე მხარს არ უჭერს.

"ომი არათუ არ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს, არამედ მის არსებობას ემუქრება. ქვეყნის დიპლომატიას არ უნდა ჰქონდეს სხვა პოზიცია, გარდა იმისა, რომ ასეთი ომი რუსეთისათვის კატეგორიულად მიუღებელია“.

ხელმომწერების აზრით, ქვეყნის ხელმძღვანელების დაუფიქრებელი ნაბიჯები რუსეთში ომის მოწინააღმდეგეთა მასობრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას იწვევს. ისინი ხელისუფლებისაგან მოითხოვენ უარი თქვას აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებაზე და მეტი ყურადღება დაუთმოს სხვა ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აწყობა-განვითარებას.

"ჩვენ, რუსეთის ბედზე პასუხისმგებელი მოქალაქეები და ქვეყნის პატრიოტები, მივმართავთ სახელმწიფოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - ღიად და საჯაროდ ვიწვევთ ბრძოლაში "ომის პარტიას’, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაშია ჩამოყალიბებული. ჩვენ გვძულს ომი და დანაშაულად ვთვლით სამხედრო მუქარებს, კრიმინალურ სტილს საგარეოპოლიტიკურ რიტორიკაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტზე ხელმომწერები პირობას დებენ, რომ "ყველაფერს გააკეთებენ, რათა ომი თავიდან იქნეს აცილებული და თუ საჭირო გახდება, აგრესია შეაჩერონ“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ