"ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად ცხოვრებაში და ასევე, სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე"- ამის შესახებ მიმართვა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა. მიმართვა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა გააცნეს ჟურნალისტებს.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს მოიგებს.
"მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს. მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.
დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.
უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამედე", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა, გაეუქმებინა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.
Netflix-ი სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა, რადგან ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს.
თუმცა, აშშ-ის კალიფორნიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა.
შური ოხერია ..., 10-დან სამი პარტია რომ მოეგოო აკცებსო, ზოგიერთი შტერი წერს..., 1 ვინც არ იცის, ნონას მიღწევები კაცებს შორის -მ963/1964 ჰასტინგსი - ბ ტურნირი - I-II ადგილები, 1964/1965 ჰასტინგსი - Vადგილი, 1967/1968 გეტებორგი - IIIადგილი, 1971 თბილისი - IV-V ადგილებიმ 1974 დორტმუნდი - III-IVადგილები, 1977 ლონ-პაინი - I-IV ადგილები, 1978 დორტმუნდი - II-IIIადგილები, 1983 რეჯო-ნელ-ემილია - I ადგილი, 1985 ლუანდა - II-IIადგილები, I ადგილი, 1987 ვეიკ ან ზეე - I-III ადგილები...
ნონა არ არის მთლად ეგრე რასაც წერ. კი ბატონო მამაკაცებსაც უგებდი, მაგრამ 10-დან 2-3-ს. თანაც არა ტოპ ათეულის მოთამაშეებს. ეს არის ფაქტი, დანარჩენში მართალი ხარ.