პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და გივიკო 5 წელია ერთად ვართ... როგორც ირაკლის შემთხვევაში იყო, ზუსტად ასე მოხდა ახლაც" - ვინ არის ქეთათოს რჩეული?
"მე და გივიკო 5 წელია ერთად ვართ... როგორც ირაკლის შემთხვევაში იყო, ზუსტად ასე მოხდა ახლაც" - ვინ არის ქეთათოს რჩეული?

ქე­თა­თო პო­პი­აშ­ვი­ლი წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­თან შე­უღ­ლე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნო. ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი მა­ლე­ვე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი წყვი­ლის სიმ­ღე­რე­ბი დღემ­დე მსმე­ნე­ლის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს.

ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ქე­თა­თოს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის­თან ჰქო­ნია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი "ინ­სტაგ­რამ­ზე" ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა სა­ჯა­როდ მის შე­სა­ხებ არ სა­უბ­რობ­და.

პირ­ვე­ლად ამ თე­მა­ზე ქე­თა­თომ გა­და­ცე­მა­ში "ბა­ი­ას­თან" ისა­უბ­რა. ამ­ბობს, რომ მის რჩე­ულ­თან ერ­თად უკვე 5 წე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, თუმ­ცა ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე არ აქვს. ქე­თა­თოს რჩე­უ­ლი გი­ვი­კო ფან­ცუ­ლა­ი­აა.

"მე და ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი 5 წე­ლია ერ­თად ვართ. ოჯა­ხის შექ­მნა­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც თუ იმას გუ­ლის­ხმობთ, რომ ჯვა­რი უნდა და­ი­წე­რო და ხელი მო­ა­წე­რო, მე ირაკ­ლის­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვი­საც არ მი­მი­ცია არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე. უბ­რა­ლოდ ვთვლი, რომ როცა გინ­და ადა­მი­ან­ზე ზრუნ­ვა, ის ხდე­ბა შენი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი.

რო­გორც ირაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში იყო, ზუს­ტად ასე მოხ­და ჩემ­სა და გი­ვი­კოს შო­რის. გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი... ადა­მი­ა­ნებს შო­რის რო­დე­საც სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი ზო­მა­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბა, აქვთ სა­ერ­თო შე­ხე­ბის წერ­ტი­ლე­ბი, არის მი­ზი­დუ­ლო­ბის მო­მენ­ტი და ინ­ტე­რე­სი, ეს უკვე ძა­ლი­ან კარ­გია" - ამ­ბობს ქე­თა­თო.

ქე­თა­თო 17 წლის იყო, რო­დე­საც ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის მე­უღ­ლე გახ­და. რო­გორც იხ­სე­ნებს "მე­ფეს­თან" სტუმ­რად მე­გობ­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და და მათი "ლავ სთო­რიც" ამ დღი­დან და­ი­წყო.

"მე ირაკ­ლი გა­ვი­ცა­ნი 16 წლის ასაკ­ში და 17 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ერ­თად ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყეთ. მე თვი­თონ ვი­პო­ვე. სტუმ­რად მი­ვე­დი მას­თან სახ­ლში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ირაკ­ლი ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო გერ­მა­ნი­ი­დან.

კარი გა­ა­ღო გე­ლამ... გელა და ირაკ­ლი მი­დი­ოდ­ნენ სა­ბუ­თე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად სა­დღაც, ფეხ­საც­მელს იკ­რავ­და ირაკ­ლი და ქვე­მო­დან ამომ­ხე­და. კად­რიც კი მახ­სოვს" - იხ­სე­ნებს ქე­თა­თო.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
5

ბედნიერებას გისურვებ, მაგრამ ირაკლის პატივისცემისთვის ამ სხვა კაცთან კოცნის სურათს არ დავდებდი სქვეყნოდ!

ტაკლი
17

ეს მომღერალი ყოფილა თურმე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მე და გივიკო 5 წელია ერთად ვართ... როგორც ირაკლის შემთხვევაში იყო, ზუსტად ასე მოხდა ახლაც" - ვინ არის ქეთათოს რჩეული?

"მე და გივიკო 5 წელია ერთად ვართ... როგორც ირაკლის შემთხვევაში იყო, ზუსტად ასე მოხდა ახლაც" - ვინ არის ქეთათოს რჩეული?

ქეთათო პოპიაშვილი წლების წინ საზოგადოებამ ირაკლი ჩარკვიანთან შეუღლების შემდეგ გაიცნო. ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი მალევე გახდა პოპულარული. არაორდინარული წყვილის სიმღერები დღემდე მსმენელის დიდი სიყვარულით სარგებლობს.

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს დიდი ხნის განმავლობაში პირადი ურთიერთობა არავისთან ჰქონია. რამდენიმე წლის წინ კი "ინსტაგრამზე" ახალგაზრდა მამაკაცთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო, თუმცა საჯაროდ მის შესახებ არ საუბრობდა.

პირველად ამ თემაზე ქეთათომ გადაცემაში "ბაიასთან" ისაუბრა. ამბობს, რომ მის რჩეულთან ერთად უკვე 5 წელია ურთიერთობა აქვს, თუმცა ამას ოფიციალური სახე არ აქვს. ქეთათოს რჩეული გივიკო ფანცულაიაა.

"მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია ერთად ვართ. ოჯახის შექმნაში მაინცდამაინც თუ იმას გულისხმობთ, რომ ჯვარი უნდა დაიწერო და ხელი მოაწერო, მე ირაკლისთან ურთიერთობისთვისაც არ მიმიცია არანაირი ოფიციალური სახე. უბრალოდ ვთვლი, რომ როცა გინდა ადამიანზე ზრუნვა, ის ხდება შენი მეორე ნახევარი.

როგორც ირაკლის შემთხვევაში იყო, ზუსტად ასე მოხდა ჩემსა და გივიკოს შორის. გავიცანით ერთმანეთი... ადამიანებს შორის როდესაც სატელეფონო საუბრები ზომაზე მეტ ხანს გრძელდება, აქვთ საერთო შეხების წერტილები, არის მიზიდულობის მომენტი და ინტერესი, ეს უკვე ძალიან კარგია" - ამბობს ქეთათო.

ქეთათო 17 წლის იყო, როდესაც ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე გახდა. როგორც იხსენებს "მეფესთან" სტუმრად მეგობრებთან ერთად მივიდა და მათი "ლავ სთორიც" ამ დღიდან დაიწყო.

"მე ირაკლი გავიცანი 16 წლის ასაკში და 17 წლის ვიყავი, როდესაც ერთად ცხოვრება დავიწყეთ. მე თვითონ ვიპოვე. სტუმრად მივედი მასთან სახლში, მეგობრებთან ერთად. ირაკლი ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან.

კარი გააღო გელამ... გელა და ირაკლი მიდიოდნენ საბუთების გასაკეთებლად სადღაც, ფეხსაცმელს იკრავდა ირაკლი და ქვემოდან ამომხედა. კადრიც კი მახსოვს" - იხსენებს ქეთათო.